დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების სახეებისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 აგვისტოს №502 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 466 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 15/09/2021 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 16/09/2021 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040030000.10.003.023022 |
|
„საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების სახეებისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 აგვისტოს №502 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების სახეებისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 აგვისტოს №502 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 20/08/2014, 040030000.10.003.018122) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული დანართი №14 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დანართი №14
ლიცენზირების დეპარტამენტის მიერ გაწეული მომსახურების ტარიფები „სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №136 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-19 პუნქტით განსაზღვრული სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემა დაჩქარებულ ვადებში: ა) ლიცენზიის მაძიებლის მიერ აუქციონზე დაფიქსირებული საბოლოო/შეთავაზებული თანხის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენიდან 4 სამუშაო დღეში − 50 ლარი, დღგ-ის ჩათვლით; ბ) ლიცენზიის მაძიებლის მიერ აუქციონზე დაფიქსირებული საბოლოო/შეთავაზებული თანხის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენიდან მომდევნო სამუშაო დღეს − 150 ლარი, დღგ-ის ჩათვლით; გ) ლიცენზიის მაძიებლის მიერ აუქციონზე დაფიქსირებული საბოლოო/შეთავაზებული თანხის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის დღეს − 200 ლარი, დღგ-ის ჩათვლით. შენიშვნა: ამ დანართის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურების მოთხოვნის შემთხვევაში, საჭიროა, მოთხოვნა (თანდართულ გადახდის დამადასტურებელ დოკუმენტთან ერთად) დარეგისტრირდეს სამუშაო დღის 12:00 საათამდე.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები