„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 243
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 21/09/2021
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 22/09/2021
სარეგისტრაციო კოდი 230210000.22.033.017506
243
21/09/2021
ვებგვერდი, 22/09/2021
230210000.22.033.017506
„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს ფინანსთა მინისტრი
 
საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №243

2021 წლის 21 სექტემბერი

ქ. თბილისი

„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებით (ვებგვერდი, 30/08/2019, სარეგისტრაციო კოდი 230210000.22.033.017230) დამტკიცებული „საქონლის საბაჟო პროცედურაში ან რეექსპორტში დეკლარირებისა და გაფორმების შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №8) დანართი №8-VI-01-ით გათვალისწინებული „ფიზიკური პირის საბაჟო დეკლარაციის“ III ნაწილის („III. ინფორმაცია საქონლის შესახებ“) მე-3 პუნქტის შენიშვნის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) ვარსკვლავით (*) მონიშნული გრაფები ივსება მხოლოდ ფიზიკური პირის მიერ საქართველოს საბაჟო საზღვარზე გადაადგილებული ნაღდი ფულის (ეროვნული ან/და უცხოური ვალუტა), ჩეკების ან/და სხვა ფასიანი ქაღალდების დეკლარირების შემთხვევაში; ამასთან, გრაფაში „*საქონლის წარმომავლობა და მიზნობრიობა“ მიეთითება შემდეგი ინფორმაცია:

ა.ა) ნაღდი ფულის (ეროვნული ან/და უცხოური ვალუტა), ჩეკების ან/და სხვა ფასიანი ქაღალდების წარმომავლობა და საზღვარგარეთ ფიზიკური პირის საქმიანობის სფერო (დეტალური აღწერით);

ა.ბ) ნაღდი ფულის (ეროვნული ან/და უცხოური ვალუტა), ჩეკების ან/და სხვა ფასიანი ქაღალდების მიზნობრიობა, კერძოდ, რა მიზნით ხორციელდება აღნიშნული საქონლის საქართველოს საბაჟო საზღვარზე გადაადგილება;

ა.გ) ნაღდი ფულის (ეროვნული ან/და უცხოური ვალუტა), ჩეკების ან/და სხვა ფასიანი ქაღალდების საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობისათვის შემოტანისას – საქართველოში ფიზიკური პირის ეკონომიკური საქმიანობის დეტალური აღწერა (მათ შორის, საქმიანი პარტნიორების (სამეწარმეო ინტერესით დაკავშირებული პირები) საიდენტიფიკაციო მონაცემების სრულად მითითებით);

ა.დ) საქართველოში ყოფნის დაგეგმილი ხანგრძლივობა, საცხოვრებელი მისამართი და სხვა საკონტაქტო მონაცემები (უცხო ქვეყნის  მოქალაქის შემთხვევაში);

ა.ე) ფიზიკური პირის მიერ წინა პერიოდში ნაღდი ფულის (ეროვნული ან/და უცხოური ვალუტა), ჩეკების ან/და სხვა ფასიანი ქაღალდების დეკლარირების შემთხვევაში – მათი გამოყენების მიზნობრიობა, კერძოდ, რა მიზნითა და რა დანიშნულებით მოხდა მათი განკარგვა.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ფინანსთა მინისტრილაშა ხუციშვილი