თბილისის საქალაქო სასამართლო სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის განჩინება №2/19179-21

თბილისის საქალაქო სასამართლო სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის განჩინება №2/19179-21
დოკუმენტის ნომერი 2/19179-21
დოკუმენტის მიმღები თბილისის საქალაქო სასამართლო
მიღების თარიღი 06/08/2021
დოკუმენტის ტიპი სასამართლოს აქტები
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 23/09/2021
სარეგისტრაციო კოდი
2/19179-21
06/08/2021
ვებგვერდი, 23/09/2021
თბილისის საქალაქო სასამართლო სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის განჩინება №2/19179-21
თბილისის საქალაქო სასამართლო

საქმე №2/19179-21                                                                                                            

 გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

 საქართველოს სახელით

 

2021 წლის 06 აგვისტო

ქ. თბილისი

თბილისის საქალაქო სასამართლო  სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - თინა ვაშაყმაძე

 

განმცხადებელი - სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო

მოთხოვნის არსი - ბორტიანი სატვირთო ავტომობილის უპატრონოდ ცნობა და საკუთრებაში გადაცემა

სასამართლომ ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა ადგილობრივ გაზეთში პუბლიკაციის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :

2021 წლის 02 აგვისტოს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას განცხადებით მომართა სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელმა (სააგენტოს უფროსი) ანდრო ასლანიშვილმა და მოითხოვა - ბორტიანი სატვირთო ავტომობილის ,,ГАЗ 53‘‘-ის, გამოშვების წელი - 1984, ბენზინის ძრავის მოცულობა - 4250 სმ/კუბი, ძრავის სიმძლავრე 120 ცხ.ძალა-88კწ, ტვირთამწეობა - 4000 კგ, დაუტვირთავის წონა - 3250 კგ, დასაშვები წონა - 7400 კგ, უპატრონოდ ცნობა და საკუთრებაში გადაცემა.

განცხადებაში აღნიშნულია შემდეგი: ბორტიანი სატვირთო ავტომობილი - ,,ГАЗ 53‘‘-ის, გამოშვების წელი - 1984, ბენზინის ძრავის მოცულობა - 4250 სმ/კუბი, ძრავის სიმძლავრე 120 ცხ.ძალა-88კწ, ტვირთამწეობა - 4000 კგ, დაუტვირთავის წონა - 3250 კგ, დასაშვები წონა - 7400 კგ, სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს თანამშრომელბის განმარტებით, დაახლოებით 2014 წლიდან იმყოფება სააგენტოს ტერიტორიაზე დაზიანებულ მდგომარეობაში. ამ ხნის განმავლობაში, მასზე არავის განუცხადებია უფლების შესახებ.

სსიპ გარემოს ეროვნულმა სააგენტომ 2020 წლის 15 მაისის კორესპონდენციით მიმართა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტს და სთხოვა სააგენტოს ტერიტორიაზე განთავსებული ბორტიანი სატვირთო ავტომობილის - ,,ГАЗ 53‘‘-ის მესაკუთრის იდენტიფიცირება.

სსიპ გარემოს ეროვნულმა სააგენტომ სატვირთო ავტომობილის - ,,ГАЗ 53‘‘-ის, მაიდენტიფიცირებელი (მარკა/მოდელი, ძრავის და შასის ნომერი) მონაცემების დადგენის მიზნით 2020 წლის 09 ივლისს მიმართა სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს.

სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს 2020 წლის 06 ნოემბრის №006819720 დასკვნის შესაბამისად, ექსპერტების მიერ ვერ იქნა დადგენილი შასის და ძრავის მაიდენტიფიცირებელი მონაცემები, ხოლო  2020 წლის 12 ნოემბრის №006929420 დასკვნის შესაბამისად დადგინდა მხოლოდ გამოშვების წელი (1985 წ), ბენზინის ძრავის მოცულობა (4250 სმ კუბი), ძრავის სიმძლავრე (120 ცხ.ძალა-88კწ), ტვირთამწეობა (4000 კგ), დაუტვირთავის წონა ( 3250 კგ), დასაშვები წონა (7400 კგ). შესაბამისად, ვერ მოხერხდა ავტომანქანის მესაკუთრის დადგენისათვის საჭირო მონაცემების მიღება, მათი არარსებობის გამო.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 337-ე მუხლის თანახმად, განცხადება ქონების უპატრონოდ ცნობის შესახებ სასამართლოში შეაქვს იმ პირს, რომელიც დაეუფლა ქონებას ფიზიკური პირის საცხოვრებელი ადგილის ან იურიდიული პირის ადგილსამყოფლის მიხედვით.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 338-ე მუხლის თანახმად, ქონების უპატრონოდ ცნობის შესახებ განცხადებაში მითითებულ უნდა იქნეს: რომელი ქონება უნდა იყოს ცნობილი უპატრონოდ; როგორია ამ ქონების განმასხვავებელი ნიშნები, მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებენ მესაკუთრის მიერ ქონების მიტოვებას ამ ქონებაზე საკუთრების უფლების შენარჩუნების განზრახვის გარეშე; აგრეთვე მტკიცებულება იმის თაობაზე, რომ განმცხადებელი დაეუფლა ისეთ ქონებას, რომლის მითვისებაც კანონით არ იკრძალება და არ ირღვევა იმ პირის უფლებები, რომელსაც ამ ნივთის მითვისების უფლება ჰქონდა.

ამავე კოდექსის 339-ე მუხლის მიხედვით, განცხადების მიღების შემდეგ სასამართლო ადგილობრივ გაზეთში აქვეყნებს ცნობას, რომელიც უნდა შეიცავდეს:

ა) იმ სასამართლოს დასახელებას, რომელმაც უნდა მიიღოს გადაწყვეტილება ქონების უპატრონოდ გამოცხადების შესახებ;

ბ) განმცხადებლის ვინაობას;

გ) იმ ქონების აღწერას, რომელიც უპატრონოდ უნდა გამოცხადდეს;

დ) მოთხოვნას იმ პირთა მიმართ, რომელთაც შეიძლება ჰქონდეთ პრეტენზია ქონებაზე, რომელიც უპატრონოდ უნდა გამოცხადდეს, რათა მათ განაცხადონ სასამართლოში თავიანთი უფლებების შესახებ 3 თვის განმავლობაში დღიდან პუბლიკაციისა.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 340-ე მუხლის თანახმად 1. თუ 339-ე მუხლის "დ" ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ვადაში სასამართლოში შემოვა განცხადება ქონებაზე უფლების შესახებ, მაშინ სასამართლო თავისი განჩინებით განუხილველად ტოვებს განცხადებას ქონების უპატრონოდ ცნობის შესახებ და წინადადებით მიმართავს განმცხადებელს, აღძრას აღიარებითი სარჩელი იმ პირის მიმართ, რომელმაც განაცხადა თავისი უფლება ქონებაზე. 2. თუ დანიშნული ვადის გასვლამდე სასამართლოში არ შემოვა განცხადება ქონებაზე უფლების შესახებ, სასამართლო განიხილავს საქმეს და გამოჰკითხავს იმ პირებს, რომელთაც შეუძლიათ ცნობების მიწოდება ქონების კუთვნილების შესახებ, აგრეთვე გამოითხოვს ცნობებს შესაბამისი ორგანოებიდან.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 341-ე თანახმად, თუ სასამართლო ცნობს, რომ ქონებას არა ჰყავს მესაკუთრე, ან ეს ქონება მიტოვებულია მესაკუთრის მიერ იმ განზრახვის გარეშე, რომ შეინარჩუნოს ამ ქონებაზე საკუთრების უფლება, მას გამოაქვს გადაწყვეტილება მოძრავი ქონების უპატრონოდ ცნობისა და მისი იმ პირის საკუთრებაში გადაცემის შესახებ, რომელიც დაეუფლა ამ ქონებას.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, განცხადების მიღების შემდეგ, სასამართლომ ადგილობრივ გაზეთში უნდა გამოაქვეყნოს საჯარო შეტყობინება (ცნობა).

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 337-341-ე, 414-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. გამოქვეყნდეს საჯარო შეტყობინება (ცნობა), შემდეგი სახით:

1.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის (მოსამართლე თინა ვაშაყმაძე) წარმოებაშია სამოქალაქო საქმე №2/19179-21, სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს განცხადებისა გამო (ბორტიანი სატვირთო ავტომობილის ,,ГАЗ 53‘‘-ის, გამოშვების წელი - 1984, ბენზინის ძრავის მოცულობა - 4250 სმ/კუბი, ძრავის სიმძლავრე 120 ცხ.ძალა-88კწ, ტვირთამწეობა - 4000 კგ, დაუტვირთავი წონა - 3250 კგ, დასაშვები წონა - 7400 კგ), უპატრონოდ ცნობისა და განმცხადებლის საკუთრებაში გადაცემის თაობაზე.

1.2. განმცხადებელია - სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო, მის: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის გამზირი №150.

1.3.  ავტომობილის ტექნიკური მახასიათებლებია:

1. მარკა, მოდელი  ,,ГАЗ 53’’.

2. გამოშვების წელი - 1984.

 3. ტიპი - სატვირთო ბორტიანი.

4. ძრავის მოცულობა - 4250 სმ3.

5. ძრავის სიმძლავრე 120 ცხ.ძალა-88 kw.

6. დაუტვირთავი წონა - 3250 კგ.

7. დასაშვები წონა - 7400 კგ.

1.4. ნივთის მესაკუთრე (პირი, რომელსაც შეიძლება ჰქონდეს პრეტენზია ქონებაზე), ვალდებულია პუბლიკაციის დღიდან 3 თვის ვადის გასვლამდე განჩინების გამომტან სასამართლოში შეიტანოს განცხადება ავტომანქანაზე თავისი უფლების შესახებ და ამასთან ერთად წარადგინოს საბუთის დედანიც;

2. თუ სასამართლოში შემოვა განცხადება ქონებაზე უფლების შესახებ, მაშინ სასამართლო თავისი განჩინებით განუხილველად ტოვებს განცხადებას ქონების უპატრონოდ ცნობის შესახებ და წინადადებით მიმართავს განმცხადებელს, აღძრას აღიარებითი სარჩელი იმ პირის მიმართ, რომელმაც განაცხადა თავისი უფლება ქონებაზე. თუ დანიშნული ვადის გასვლამდე სასამართლოში არ შემოვა განცხადება ქონებაზე უფლების შესახებ, სასამართლო განიხილავს საქმეს და გამოჰკითხავს იმ პირებს, რომელთაც შეუძლიათ ცნობების მიწოდება ქონების კუთვნილების შესახებ, აგრეთვე გამოითხოვს ცნობებს შესაბამისი ორგანოებიდან.

3.  საჯარო შეტყობინება (ცნობა) გამოქვეყნდეს ადგილობრივ გაზეთში;

4.  განჩინება კერძო საჩივრით არ საჩივრდება.

 

მოსამართლე                                                      თინა ვაშაყმაძე