„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112-ის“ მომსახურების სახეების, საფასურებისა და ვადების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 30 დეკემბრის №660 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 486
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 01/10/2021
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 04/10/2021
სარეგისტრაციო კოდი 040030000.10.003.023041
486
01/10/2021
ვებგვერდი, 04/10/2021
040030000.10.003.023041
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112-ის“ მომსახურების სახეების, საფასურებისა და ვადების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 30 დეკემბრის №660 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №486

2021 წლის 1 ოქტომბერი

ქ. თბილისი

„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112-ის“ მომსახურების სახეების, საფასურებისა და ვადების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 30 დეკემბრის №660 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112-ის“ მომსახურების სახეების, საფასურებისა და ვადების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 30 დეკემბრის №660 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 30/12/2019, 040030000.10.003.021682) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112-ის“ მომსახურების სახეების, საფასურებისა და ვადების“ მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 5. ევაკუატორით ან თავისი სვლით გადაადგილების მომსახურება

1. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ან სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისად, სამინისტროს კომპეტენციას მიკუთვნებული სამართალდარღვევის/დანაშაულის შემთხვევებში, ჩამორთმევას/გადაყვანას დაქვემდებარებული სატრანსპორტო საშუალების ან/და მისი მისაბმელის (შემდგომში − სატრანსპორტო საშუალება) საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112-ის“ სპეციალურად დაცულ (საჯარიმო) სადგომზე (შემდგომში − დაცული სადგომი) ევაკუატორით ან თავისი სვლით გადაადგილების მიზნით, საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112-ის“ მომსახურების საფასური შეადგენს:

ა) ევაკუატორის ან სატრანსპორტო საშუალების თავისი სვლით გადამყვანი პირის გამოძახების საფასური – 30 ლარი;

ბ) სატრანსპორტო საშუალების ევაკუატორით (გარდა ფიქსირებული პლატფორმისა და ობობის ტიპის ამწის მქონე ევაკუატორისა) გადაადგილების საფასური: ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ საზღვრებში − 3 ლარი ყოველ კილომეტრზე, საქართველოს სხვა ტერიტორიაზე − 1.50 ლარი ყოველ კილომეტრზე;

გ) ფიქსირებული პლატფორმისა და ობობის ტიპის ამწის მქონე ევაკუატორით სატრანსპორტო საშუალების გადაადგილების საფასური: ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ საზღვრებში – 4 ლარი ყოველ კილომეტრზე, საქართველოს სხვა ტერიტორიაზე – 3 ლარი ყოველ კილომეტრზე;

დ) სატრანსპორტო საშუალების თავისი სვლით გადაადგილების საფასური: ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ საზღვრებში – 2 ლარი ყოველ კილომეტრზე.

2. დაინტერესებული პირის მიერ კერძო გამოძახების საფუძველზე, სატრანსპორტო საშუალების ევაკუატორით ან სატრანსპორტო საშუალების თავისი სვლით გადაადგილების მიზნით, საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112-ის“ მომსახურების საფასური შეადგენს:

ა) ევაკუატორის ან სატრანსპორტო საშუალების თავისი სვლით გადამყვანი პირის გამოძახების საფასური – 30 ლარი;

ბ) სატრანსპორტო საშუალების ევაკუატორით (გარდა ფიქსირებული პლატფორმისა და ობობის ტიპის ამწის მქონე ევაკუატორისა) გადაადგილების საფასური: ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში − 3 ლარი ყოველ კილომეტრზე, საქართველოს სხვა ტერიტორიაზე − 1.50 ლარი ყოველ კილომეტრზე;

გ) ფიქსირებული პლატფორმისა და ობობის ტიპის ამწის მქონე ევაკუატორით სატრანსპორტო საშუალების გადაადგილების საფასური: ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ საზღვრებში – 4 ლარი ყოველ კილომეტრზე, საქართველოს სხვა ტერიტორიაზე – 3 ლარი ყოველ კილომეტრზე;

დ) სატრანსპორტო საშუალების თავისი სვლით გადაადგილების საფასური: ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ საზღვრებში – 2 ლარი ყოველ კილომეტრზე.

3. საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112-ის“ დაცულ სადგომზე სატრანსპორტო საშუალების დგომის (გარდა სატრანსპორტო საშუალების ნივთმტკიცების სახით დგომის შემთხვევებისა) საფასური განისაზღვრება შემდეგი ცხრილის შესაბამისად:

სატრანსპორტო

საშუალების ტიპი

დაცულ სადგომზე შეყვანისა და 1 – 5

დღე-ღამის ჩათვლით დგომის პერიოდი

დაცულ სადგომზე 5

დღე-ღამის შემდეგ დგომის პერიოდი

1 დღე-ღამე (24 საათი)

1 დღე-ღამე (24 საათი)

ტრიციკლი

4 ლარი

2 ლარი

მოპედი

4 ლარი

2 ლარი

კვადროციკლი

4 ლარი

2 ლარი

მოტოციკლი

4 ლარი

2 ლარი

მსუბუქი ავტომანქანა

8 ლარი

4 ლარი

მიკროავტობუსი

10 ლარი

5 ლარი

სატვირთო ავტომანქანა

14 ლარი

7 ლარი

ავტობუსი

14 ლარი

7 ლარი

ტრაქტორი

14 ლარი

7 ლარი.

4. საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112-ის“ დაცულ სადგომზე სატრანსპორტო საშუალების ნივთმტკიცების სახით დგომის საფასური განისაზღვრება შემდეგი ცხრილის შესაბამისად:

სატრანსპორტო

საშუალების ტიპი

დაცულ სადგომზე შეყვანისა და 1 – 5

 დღე-ღამის ჩათვლით დგომის პერიოდი

დაცულ სადგომზე 5

დღე-ღამის შემდეგ დგომის პერიოდი

1 დღე-ღამე (24 საათი)

1 დღე-ღამე (24 საათი)

ტრიციკლი

4 ლარი

1 ლარი

მოპედი

4 ლარი

1 ლარი

კვადროციკლი

4 ლარი

1 ლარი

მოტოციკლი

4 ლარი

1 ლარი

მსუბუქი ავტომანქანა

8 ლარი

1 ლარი

მიკროავტობუსი

10 ლარი

1 ლარი

სატვირთო ავტომანქანა

14 ლარი

1 ლარი

ავტობუსი

14 ლარი

1 ლარი

ტრაქტორი

14 ლარი

1 ლარი.

5. საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“ უფლებამოსილია, კორპორაციული მომხმარებლებისთვის ხელშეკრულების საფუძველზე განსაზღვროს ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული მომსახურების საფასურისგან განსხვავებული საფასური.

6. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების მიზნებისთვის, სატრანსპორტო საშუალების ევაკუატორით ან თავისი სვლით გადაადგილების მანძილად განისაზღვრება ევაკუატორით ან თავისი სვლით გადასაადგილებელი სატრანსპორტო საშუალების საწყისი ადგილმდებარეობიდან მისი ტრანსპორტირების საბოლოო წერტილამდე მანძილი.

7. ამ მუხლით გათვალისწინებული მომსახურების საფასურის დარიცხვა ხდება მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებისა და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი