უსწორობის გასწორების შესახებ

უსწორობის გასწორების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 2/20613-21
დოკუმენტის მიმღები თბილისის საქალაქო სასამართლო
მიღების თარიღი 15/10/2021
დოკუმენტის ტიპი სასამართლოს აქტები
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 18/10/2021
სარეგისტრაციო კოდი
2/20613-21
15/10/2021
ვებგვერდი, 18/10/2021
უსწორობის გასწორების შესახებ
თბილისის საქალაქო სასამართლო
  გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

უსწორობის გასწორების შესახებ

საქმე №2/20613-21/330211921004952993  

2021წლის 15 ოქტომბერი

ქ. თბილისი


თბილისის საქალაქო სასამართლო

სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე – ლიანა კაჟაშვილი

განმცხადებელი – სს „საქართველოს ბანკი“

მოვალე – „ფრონტერა რისორსიზ ჯორჯია კორპორეიშნის ფილიალი საქართველოში“ (ს/კ 204931431)

მოთხოვნა – გადახდისუუნარობის შესახებ საქმის წარმოების დაწყება

განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

 

სასამართლომ  გამოარკვია:

2021 წლის 18 აგვისტოსს, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას განცხადებით მომართა სს „საქართველოს ბანკმა“ (ს/კ 204378869) და მოითხოვა „ფრონტერა რისორსიზ ჯორჯია კორპორეიშნის ფილიალი საქართველოში“-ს მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების დაწყება (საქმე №2/20613-21/  330211921004952993).

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 06 ოქტომბერს მიღებული განჩინებით სს „საქართველოს ბანკის“ განცხადება ცნობილ იქნა დასაშვებად და  „ფრონტერა რისორსიზ ჯორჯია კორპორეიშენ“-ის (ს.ნ. 204931431) მიმართ გაიხსნას გაკოტრების რეჟიმი.

აღნიშნულ განჩინებაში მოვალის სახელწოდებასთან დაკავშირებით დაშვებულია უსწორობა, ნაცვლად „ფრონტერა რისორსიზ ჯორჯია კორპორეიშნ-ის ფილიალი საქართველოში“, მითითებულია „ფრონტერა რისორსიზ ჯორჯია კორპორეიშნ“.

„რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად: „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების მიმართ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს კანონი არ შეიცავს შესაბამისი საკითხის მომწესრიგებელ სპეციალურ ნორმას და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის გამოყენება არ ეწინააღმდეგება ამ კანონის მიზანსა და პრინციპებს“.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 260-ე მუხლის შესაბამისად,  სასამართლოს შეუძლია მხარეთა თხოვნით ან თავისი ინიციატივით გაასწოროს გადაწყვეტილებაში დაშვებული უსწორობანი ან აშკარა არითმეტიკული შეცდომები. თუ სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია, შესწორებათა შეტანის საკითხი შეიძლება გადაწყდეს სასამართლო სხდომაზე.

განსახილველ შემთხვევაში, საქმეში არსებული მასალებიდან გამომდინარე, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მიერ სამოქალაქო საქმეზე №2/20613-21 (330211921004952993) 2021 წლის 06 ოქტომბერს გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობისა და  გაკოტრების რეჟიმის გახსნის თაობაზე მიღებულ განჩინებაში მოვალის სახელწოდებასთან დაკავშირებით დაშვებულია უსწორობა, მითითებულია შეცდომით. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს განჩინებაში შესაბამისი  შესწორების შეტანას.

სასამართლომ იხელმძღვანელა ,,რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8, მე-9 მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 260-ე, 284-და 285-მუხლებით,

 

ა:

1.    სამოქალაქო საქმეზე №2/20613-21 (330211921004952993) 2021 წლის 06 ოქტომბერს მიღებულ  განჩინებაში მოვალის სახელწოდებად მიეთითოს „ფრონტერა რისორსიზ ჯორჯია კორპორეიშნ-ის ფილიალი საქართველოში“ (ს/კ 204931431).

2.  სამოქალაქო საქმეზე №2/20613-21 (330211921004952993) 2021 წლის 06 ოქტომბერს გაცემულ განჩინებაში (შტრიხ-კოდი 7085264993088) დანარჩენი ტექსტი დარჩეს უცვლელად.

3.  განჩინებაზე შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა  განჩინების გამოქვეყნებიდან  5 (ხუთი) დღის ვადაში.

 

მოსამართლე                                                                      ლიანა კაჟაშვილი.