„COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის დანერგვისა და იმუნიზაციის მართვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2021 წლის 3 თებერვლის №01-11/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 01-89/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი
მიღების თარიღი 10/11/2021
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 10/11/2021
სარეგისტრაციო კოდი 470230000.22.035.016915
01-89/ნ
10/11/2021
ვებგვერდი, 10/11/2021
470230000.22.035.016915
„COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის დანერგვისა და იმუნიზაციის მართვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2021 წლის 3 თებერვლის №01-11/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი
 
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის

ბრძანება №01-89/ნ

2021 წლის 10 ნოემბერი

ქ. თბილისი

„COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის დანერგვისა და იმუნიზაციის მართვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2021 წლის 3 თებერვლის №01-11/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის დანერგვისა და იმუნიზაციის მართვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2021 წლის 3 თებერვლის №01-11/ნ ბრძანებაში (www.matsne.gov.ge; 04/02/2021; 470230000.22.035.016839) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული №51 დანართის (COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესში დამატებითი ღონისძიებების განხორციელების თაობაზე):

1. პირველი და მე-2 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 1

განისაზღვროს Covid-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის დამატებითი (ბუსტერ) დოზის ადმინისტრირების წესი შემდეგი სახით:

1. Covid-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის დამატებითი (ბუსტერ) დოზით აცრა ჩაუტარდეს 18 წელს ზემოთ პირებს, მათ შორის, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − სპეციალური პენიტენციური სამსახურის თანამშრომლებს და პენიტენციურ დაწესებულებებში განთავსებულ ბრალდებულ/მსჯავრდებულ 18 წელზე მეტი ასაკის პირებს (მოქალაქეობის სტატუსისა და კანონმდებლობით გათვალისწინებული იდენტიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტის არქონის მიუხედავად).

2. ბუსტერდოზით ადმინისტრირება უნდა განხორციელდეს  ვაქცინაციის პირველადი კურსის დასრულებიდან მინიმუმ 6-თვიანი ინტერვალით, რაც აითვლება მეორე დოზის გაკეთების თარიღიდან. ბუსტერდოზად შესაძლებელია გამოყენებული იყოს იგივე ან სხვა  ვაქცინა.

3. Covid-19-ის  საწინააღმდეგო ინაქტივირებული ვაქცინებით (სინოვაკი, სინოფარმი) აცრილი 60 წელს ზევით ასაკის პირებისათვის ბუსტერდოზა შესაძლებელია გაკეთდეს ვაქცინაციის პირველადი კურსის დასრულებიდან 3-6 თვის ინტერვალშიც.

4. Covid-19-ის საწინააღმდეგო AstraZeneca წარმოების ვაქცინით აცრილი პირებისთვის ბუსტერდოზად შესაძლებელია გამოყენებული იყოს Pfizer–BioNTech ვაქცინა.

მუხლი 2

Covid-19-ის საწინააღმდეგო Pfizer–BioNTech ვაქცინით ასაცრელ კონტინგენტს დაემატოს 12-დან 15 წლის ასაკის ჩათვლით ბავშვები.“.

2. მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 4

ამ დანართის მე-3 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულმა პირებმა, ვაქცინაციის სურვილის შემთხვევაში, ამცრელ დაწესებულებებს უნდა წარუდგინონ სამგზავრო ბილეთი/ჯავშანი, ან მოწვევა, ან წერილი სამსახურიდან მივლინების შესახებ, ან დამსაქმებლის წერილი ხშირი ბიზნესვიზიტების შესახებ და სხვა. წინააღმდეგ შემთხვევაში ვაქცინაცია არ ჩატარდება.“.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრიეკატერინე ტიკარაძე