„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 304
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 18/11/2021
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 19/11/2021
სარეგისტრაციო კოდი 230210000.22.033.017527
304
18/11/2021
ვებგვერდი, 19/11/2021
230210000.22.033.017527
„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს ფინანსთა მინისტრი
 

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №304

2021 წლის 18 ნოემბერი

ქ. თბილისი

„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებით (ვებგვერდი, 30/08/2019, სარეგისტრაციო კოდი: 230210000.22.033.017230) დამტკიცებული:

1. „გარანტიის შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №4):

) პირველი მუხლის:

ა.ა) მე-9 პუნქტის „დ.ბ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ.გ“ ქვეპუნქტი:

„დ.გ) შიდა გადამუშავებისას.“;

ა.ბ) მე-11 და მე-12 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„11. შიდა გადამუშავებისას ან საბაჟო საწყობის საქმიანობის ნებართვის მისაღებად უძრავი ქონების იპოთეკით დატვირთვის მიზნით, შემოსავლების სამსახურს განცხადებასთან ერთად წარედგინება უფლებრივად უნაკლო ქონების საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი (ამონაწერი საჯარო რეესტრიდან) და ქონების საბაზრო ღირებულების შესახებ შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე ექსპერტის/აუდიტორის დასკვნა.

12. უძრავი ქონების იპოთეკის უფლების წარმოშობისათვის შემოსავლების სამსახურსა და უძრავი ქონების მესაკუთრეს შორის ფორმდება იპოთეკის ხელშეკრულება (დანართი №4-04), რომელიც ძალაში შედის მარეგისტრირებელ ორგანოში (საჯარო რეესტრში) რეგისტრაციის მომენტიდან.“;

ა.გ) მე-12 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-13 და მე-14 პუნქტები:

„13. იპოთეკის უფლების წარმოშობის, ცვლილებისა და შეწყვეტის რეგისტრაციას მარეგისტრირებელ ორგანოში უზრუნველყოფს უძრავი ქონების მესაკუთრე.

14. შიდა გადამუშავებისას თავდებსა და შემოსავლების სამსახურს შორის თავდებობის ხელშეკრულების გასაფორმებლად დეკლარანტი საბაჟო ორგანოში წარადგენს ამ ინსტრუქციის დანართი №4-05-ის შესაბამის განცხადებას, რომელსაც უნდა ერთოდეს:  

ა) თავდების საკუთრებაში არსებული უფლებრივად უნაკლო უძრავი ქონების იპოთეკით დატვირთვის მიზნით – ამ ქონებაზე თავდების საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი (ამონაწერი საჯარო რეესტრიდან) და შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე ექსპერტის/აუდიტორის დასკვნა უძრავი ქონების საბაზრო ღირებულების შესახებ ან/და

ბ) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – სახაზინო სამსახურის მიერ გაცემული ცნობა სახელმწიფო ხაზინაში შემოსავლების სამსახურის სადეპოზიტო ანგარიშზე (სახაზინო კოდი – 302002000) თავდებობის თანხის (დეპოზიტი) შეტანის შესახებ ან/და

გ) საბანკო დაწესებულების მიერ გაცემული საბანკო გარანტია ან/და

დ) დაზღვევის პოლისი.“;

) დანართი №4–03 ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით;

) დანართი №4–03-ის შემდეგ დაემატოს თანდართული რედაქციის დანართი №4–04 და დანართი №4–05.

2. „საქონლის საბაჟო პროცედურაში ან რეექსპორტში დეკლარირებისა და გაფორმების შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №8):

ა) დანართი №8-III-02 ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით;

ბ) დანართი №8-III-04 ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.

3. „დეკლარირების კლასიფიკატორის“ (დანართი №19) ნაწილი 10. „საქონლის გაფორმებისათვის წარსადგენი დოკუმენტებისა და საქონელთან დაკავშირებით სხვა საჭირო ინფორმაციის კლასიფიკატორის“ „037“ კოდის გრაფის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „038“ კოდის გრაფა:

038

საქართველოს რეზიდენტის თავდებობის ხელშეკრულება

 

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ფინანსთა მინისტრილაშა ხუციშვილი