სახელმწიფო საჰაერო ხომალდების სახელმწიფო რეესტრში რეგისტრირების, აღრიცხვის და სახელმწიფო რეესტრიდან ამოღების და სახელმწიფო საჰაერო ხომალდებზე ეროვნულობის ამოსაცნობი ან სხვა ნიშნების აღნიშვნის წესის დამტკიცების თაობაზე

სახელმწიფო საჰაერო ხომალდების სახელმწიფო რეესტრში რეგისტრირების, აღრიცხვის და სახელმწიფო რეესტრიდან ამოღების და სახელმწიფო საჰაერო ხომალდებზე ეროვნულობის ამოსაცნობი ან სხვა ნიშნების აღნიშვნის წესის დამტკიცების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 71
დოკუმენტის მიმღები საქართველოს თავდაცვის მინისტრი
მიღების თარიღი 22/11/2021
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 25/11/2021
სარეგისტრაციო კოდი 120340000.22.026.016927
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
71
22/11/2021
ვებგვერდი, 25/11/2021
120340000.22.026.016927
სახელმწიფო საჰაერო ხომალდების სახელმწიფო რეესტრში რეგისტრირების, აღრიცხვის და სახელმწიფო რეესტრიდან ამოღების და სახელმწიფო საჰაერო ხომალდებზე ეროვნულობის ამოსაცნობი ან სხვა ნიშნების აღნიშვნის წესის დამტკიცების თაობაზე
საქართველოს თავდაცვის მინისტრი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (25/11/2021 - 21/11/2022)

 

საქართველოს თავდაცვის მინისტრის

ბრძანება №71

2021 წლის 22 ნოემბერი

ქ. თბილისი

 

სახელმწიფო საჰაერო ხომალდების სახელმწიფო რეესტრში რეგისტრირების, აღრიცხვის და სახელმწიფო რეესტრიდან ამოღების და სახელმწიფო საჰაერო ხომალდებზე ეროვნულობის ამოსაცნობი ან სხვა ნიშნების აღნიშვნის წესის დამტკიცების თაობაზე

საქართველოს საჰაერო კოდექსის 22-ე მუხლის მე-7 ნაწილის და 27-ე მუხლის მე-4 ნაწილისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
დამტკიცდეს ,,სახელმწიფო საჰაერო ხომალდების სახელმწიფო რეესტრში რეგისტრირების, აღრიცხვის და სახელმწიფო რეესტრიდან ამოღების და სახელმწიფო საჰაერო ხომალდებზე ეროვნულობის ამოსაცნობი ან სხვა ნიშნების აღნიშვნის წესი“.
მუხლი 2
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს სახელმწიფო საჰაერო ხომალდების სახელმწიფო რეესტრში რეგისტრირების, აღრიცხვის და სახელმწიფო რეესტრიდან ამოღების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2015 წლის 29 დეკემბრის №45 ბრძანება.
მუხლი 3
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 90-ე დღეს.

საქართველოს თავდაცვის მინისტრიჯუანშერ ბურჭულაძე



სახელმწიფო საჰაერო ხომალდების სახელმწიფო რეესტრში რეგისტრირების, აღრიცხვის და სახელმწიფო რეესტრიდან ამოღების და სახელმწიფო საჰაერო ხომალდებზე ეროვნულობის ამოსაცნობი ან სხვა ნიშნების აღნიშვნის წესი

მუხლი 1. ზოგადი დებულებები

1. სახელმწიფო საჰაერო ხომალდების სახელმწიფო რეესტრში რეგისტრირების, აღრიცხვის და სახელმწიფო რეესტრიდან ამოღების და სახელმწიფო საჰაერო ხომალდებზე ეროვნულობის ამოსაცნობი ან სხვა ნიშნების აღნიშვნის წესი (შემდგომ – წესი), ადგენს სახელმწიფო საჰაერო ხომალდების სახელმწიფო რეესტრში რეგისტრირების, აღრიცხვის, სახელმწიფო რეესტრიდან ამოღების და სახელმწიფო საჰაერო ხომალდების სახელმწიფო რეესტრში რეგისტრირების დამადასტურებელი დოკუმენტის – სერტიფიკატის  გაცემის სამართლებრივ საფუძვლებს და განსაზღვრავს სახელმწიფო საჰაერო ხომალდებზე ეროვნულობის ამოსაცნობი ან სხვა ნიშნების აღნიშვნის პროცედურებს.

2. სახელმწიფო საჰაერო ხომალდს სახელმწიფო რეესტრში შეტანისას ენიჭება შესაბამისი ამოსაცნობი ნიშანი (სარეგისტრაციო და ეროვნულობის), რომელიც ამ წესის შესაბამისად დაიტანება სახელმწიფო საჰაერო ხომალდის გარე ზედაპირზე.

3. სახელმწიფო საჰაერო ხომალდებზე გარდა სარეგისტრაციო და ეროვნულობის ამოსაცნობი ნიშნებისა, ამ წესით გათვალისწინებული პირობების დაცვით, შეიძლება დატანილ იქნეს დამატებითი ამოსაცნობი ნიშნებიც (მაგ: სიმბოლოები, ემბლემები, წარწერები და სხვა).

4. ამ წესის მოთხოვნები ვრცელდება სახელმწიფო საჰაერო ხომალდების სახელმწიფო რეესტრში რეგისტრირებულ საფრენოსნოდ ვარგის საჰაერო ხომალდებზე.

5. ამ წესის მოქმედება არ ვრცელდება უპილოტო საჰაერო ხომალდებზე.

6. ამ წესით განსაზღვრულ მოთხოვნათა დაცვაზე ზედამხედველობას ახორციელებს საქართველოს თავდაცვის სამინისტრო (შემდგომ – „სამინისტრო“).

 

მუხლი 2. ტერმინთა განმარტებები

წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

ა) სახელმწიფო საჰაერო ხომალდი (შემდგომ – ხომალდი) – აპარატი (თვითმფრინავი, შვეულმფრენი, პლანერი და სხვა საშუალება), რომელიც ატმოსფეროში მდებარეობას ინარჩუნებს ჰაერთან ურთიერთქმედების შედეგად, დედამიწის ზედაპირიდან არეკლილ ჰაერთან ურთიერთქმედების გამოკლებით, რომელიც გამოიყენება სამხედრო, საპოლიციო, სახელმწიფო უსაფრთხოებისა და საბაჟო მიზნებისათვის და შეტანილია სახელმწიფო საჰაერო ხომალდების რეესტრში;

ბ) ამოსაცნობი ნიშანი – რეგისტრაციის დროს საჰაერო ხომალდისათვის მიკუთვნებული ეროვნულობის დამადასტრებელი ძირითადი და დამატებითი ამოსაცნობი და სარეგისტრაციო ნიშნების ერთობლიობა;

გ) სარეგისტრაციო ნიშანი (საბორტო ნომერი) – არაბული ციფრების ან/და ასოებისაგან შემდგარი სიმბოლო (ქართული ან/და ინგლისური), რომელიც კონკრეტულ ხომალდს მიეკუთვნება სამინისტროს მიერ;

დ) სახელმწიფო საჰაერო ხომალდების სახელმწიფო რეესტრში რეგისტრირების დამადასტურებელი დოკუმენტი – სერტიფიკატი (შემდგომ – სერტიფიკატი) – რეგისტრაციის სახელმწიფოს მიერ სახელმწიფო საჰაერო ხომალდების სახელმწიფო რეესტრში  რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტი;

ე) ეროვნულობის დამადასტურებელი ამოსაცნობი ნიშანი – სამინისტროს მიერ გამოყოფილი და ხომალდისათვის მიკუთვნებული წრეში ჩასმული ჰერალდიკური ჯვარი;

ვ) რეგისტრაციის სახელმწიფო – სახელმწიფო, რომლის სახელმწიფო  საჰაერო ხომალდების სახელმწიფო რეესტრში  არის რეგისტრირებული ხომალდი;

ზ) სახელმწიფო საჰაერო ხომალდის სახელმწიფო რეესტრი (შემდგომ – რეესტრი) – მონაცემთა ბაზა, სადაც რეგისტრირებულია ხომალდები და ასახულია ხომალდების რეგისტრირების საჭირო წესით  განსაზღვრული მონაცემები;

თ) მფლობელი – სახელმწიფო უწყება, რომელსაც ხომალდი გადაცემული აქვს მფლობელობაში;

ი) ტექნიკური მომსახურება – ხომალდის ფრენის ვარგისიანობის შენარჩუნების უზრუნველსაყოფად ცალ-ცალკე ან ერთობლივად ისეთი სამუშაოების ჩატარება, რომლებიც მოიცავს აღდგენით, შემოწმებით ან გაუმართაობის აღმოფხვრის სამუშაოებს, ასევე მოდიფიცირების ან/და რემონტის პრაქტიკულ განხორციელებას;

კ) მოდიფიცირება – ხომალდის ან/და მისი შემადგენელი ნაკეთობების ტექნიკური მონაცემების გაუმჯობესების ან/და კონსტრუქციული ნაკლოვანებების აღმოფხვრის მიზნით ჩატარებული სამუშაოების ერთობლიობა;

ლ) რემონტი – ხომალდის  ან მისი შემადგენელი ნაწილების მუშა მდგომარეობის, გამართულობის და რესურსების აღდგენის უზრუნველყოფის კომპლექსური ღონისძიებები;

მ) თვითმფრინავი – ჰაერზე მძიმე საფრენი აპარატი, რომელიც მოძრაობაში მოდის ძრავის მეშვეობით და მისი ფრენისას ამწევი ძალა იქმნება ძირითადად უძრავი ზედაპირების აეროდინამიკური რეაქციის შედეგად; 

ნ) შვეულმფრენი – ჰაერზე მძიმე ხომალდი, რომელიც ჰაერში მდებარეობას ინარჩუნებს თითქმის ვერტიკალური ღერძის გარშემო, ძრავის საშუალებით მბრუნავი ერთი ან რამდენიმე მზიდი ხრახნის ჰაერთან ურთიერთქმედების შედეგად.

 

მუხლი 3.  ხომალდის  რეგისტრირება

1. ხომალდს  არ აქვს ფრენის უფლება საქართველოს საჰაერო სივრცეში, თუ ის რეგისტრირებული არ არის რეესტრში ან სხვა სახელმწიფოს შესაბამის რეესტრში.

2. საქართველოს თავდაცვის მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფი აწარმოებს რეესტრს კანონმდებლობით დადგენილი წესით, სადაც შეტანილ უნდა იქნეს საქართველოში რეგისტრირებული ხომალდების შესახებ ამ წესით განსაზღვრული შესაბამისი ინფორმაცია. რეესტრის ფორმა განისაზღვრება №1 დანართის შესაბამისად.

3. წესის შესაბამისად რეგისტრაციას ექვემდებარება ის ხომალდი, რომელიც გამოიყენება სამხედრო, საპოლიციო, სახელმწიფო უსაფრთხოებისა და საბაჟო მიზნებისათვის.

4. სერტიფიკატის გაცემას ახორციელებს სამინისტრო. სერტიფიკატის ფორმა განისაზღვრება №2 დანართის შესაბამისად.  სერტიფიკატი გაიცემა უვადოდ.

5.  რეესტრში ხომალდის შეტანის დღიდან ამ ხომალდის შესახებ სხვა სახელმწიფოს  შესაბამის რეესტრში ჩანაწერს და ამოსაცნობ/სარეგისტრაციო ნიშანს საქართველო არ ცნობს.

6. რეესტრში შეტანილი ხომალდი საქართველოს ფარგლებს გარეთ დროებით (სარემონტოდ, მოდერნიზების მიზნით ან სხვა საჭიროებიდან გამომდინარე) გასვლის (გატანის) შემთხვევაში, რეესტრიდან არ იხსნება.

7. რეგისტრირებისათვის წარდგენილი ხომალდის დოკუმენტაცია ინახება მისი რეგისტრაციის მთელი პერიოდის განმავლობაში, ხოლო რეგისტრაციიდან მოხსნის შემდგომ ექვემდებარება შესაბამისი ვადით შენახვას, დადგენილი წესით.

8. ხომალდი არ  დაიშვება საფრენად, თუ მასზე არ არის დადგენილი წესით დატანილი ამოსაცნობი ნიშანი.

9. ხომალდის მფლობელი ვალდებულია უზრუნველყოს:

ა) რეგისტრაციისათვის წარდგენილი ხომალდის მონაცემების სისწორე და სისრულე;

ბ) სერტიფიკატში შეტანილი მონაცემების/დანიშნულების შენარჩუნება;

გ) სამინისტროს მიერ გაცემული სერტიფიკატის სათანადოდ შენახვა.

10. ხომალდის დაზიანების/განადგურების, საფრენოსნო და ტექნიკური ექსპლუატაციიდან მოხსნის ან დანიშნულების შეცვლის შემთხვევაში, მფლობელი ვალდებულია დაუყოვნებლივ აცნობოს  სამინისტროს.

 

მუხლი  4. სერტიფიკატის გაცემა

1.    ხომალდის მფლობელმა რეგისტრირებისათვის უნდა წარადგინოს:

ა) „სახელმწიფო საჰაერო ხომალდების სახელმწიფო რეესტრში რეგისტრირების შესახებ განაცხადი“ (დანართი №3);

ბ) სახელმწიფო უწყების მიერ ხომალდის მიღების შესახებ „მიღება-ჩაბარების აქტი“ ან ხომალდის ფლობის შესახებ შესაბამისი დოკუმენტი;

გ)  „სახელმწიფო საჰაერო ხომალდის ტექნიკური მდგომარეობის შემოწმების აქტი“ (დანართი №6);

დ) სახელმწიფო საჰაერო ხომალდის სახელმწიფო რეესტრიდან ამოღების სერტიფიკატი თუ ის რეგისტრირებული იყო სხვა ორგანიზაციაში ან უწყებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში;

ე) „სახელმწიფო საჰაერო ხომალდების ამოსაცნობი ნიშანის აღნიშვნის განაცხადი“ (დანართი №8);

ვ) უცხო ქვეყნიდან შემოტანილი ხომალდის შემთხვევაში – ხომალდის შესაბამის საბაჟო პროცედურაში მოქცევის დამადასტურებელი საბაჟო დეკლარაცია.

2. სამინისტრო არ არის ვალდებული გადაამოწმოს სხვა უწყებიდან შემოსული ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული დოკუმენტაციის ან ინფორმაციის სინამდვილე. 

3. სამინისტროში განმცხადებლის მიერ ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ინფორმაციის სისწორეზე პასუხისმგებლობა ეკისრება ინფორმაციის მიმწოდებელ პირს/ორგანიზაციას.

4. ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული დოკუმენტაციის საფუძველზე, ამ წესის მოთხოვნების გათვალისწინებით, სამინისტროს მიერ:

ა)  ხომალდი გატარდება რეესტრში და მიენიჭება ამოსაცნობი ნიშანი, რომელიც შემდგომ დადგენილი წესით დაიტანება ხომალდზე;

ბ) სარეგისტრაციო ნიშანი ჩაიწერება სერტიფიკატში;

გ)  გაიცემა სერტიფიკატი.

5. სერტიფიკატის მისაღებად წარდგენილი შესაბამისი დოკუმენტაციის განხილვისა და სერტიფიკატის გაცემის ვადა არ უნდა აღემატებოდეს 15 სამუშაო დღეს.

 

მუხლი 5.  სერტიფიკატში ცვლილების შეტანა, სერტიფიკატის შეცვლა ან დუბლიკატის გაცემა

1. ხომალდის მფლობელის შეცვლის შემთხვევაში, სერტიფიკატში შესაბამისი ცვლილების შეტანის მიზნით, მფლობელმა უნდა  წარადგინოს:

ა) „სახელმწიფო საჰაერო ხომალდების სახელმწიფო რეესტრში  რეგისტრირების დამადასტურებელ დოკუმენტში – სერტიფიკატში  ცვლილების შეტანის შესახებ განაცხადი“ (დანართი №4);

ბ) ხომალდის მფლობელის შეცვლის შესახებ შესაბამისი დოკუმენტი;

გ) ადრე გაცემული სერტიფიკატი.

2. ხომალდის მოდერნიზაციის ან/და სარეგისტრაციო ნიშნის შეცვლის შემთხვევაში, მფლობელმა სერტიფიკატის შეცვლის მიზნით, უნდა წარადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:

ა) „სახელმწიფო საჰაერო ხომალდების სახელმწიფო რეესტრში რეგისტრირების დამადასტურებელი დოკუმენტის – სერტიფიკატის  გამოცვლის  შესახებ განაცხადი’’  (დანართი №7);

ბ) სახელმწიფო საჰაერო ხომალდის ტექნიკური მდგომარეობის შემოწმების აქტი (დანართი №6);

გ) ხომალდის მოდერნიზაციის დროს ჩატარებული სამუშაოების აქტი, ან მისი დამოწმებული ასლი;

დ) ადრე გაცემული  სერტიფიკატი.

3. ამ მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებში მითითებული შესაბამისი დოკუმენტაციის სრულყოფილად წარდგენის შემდეგ, სამინისტრო:

ა) ხომალდის მფლობელის შეცვლის შემთხვევაში აკეთებს შესაბამის ჩანაწერს სერტიფიკატის უკანა მხარეს (დანართი №2 (უკანა მხარე));

ბ) ხომალდის მოდერნიზაციის ან/და სარეგისტრაციო ნიშნის შეცვლის შემთხვევაში, იბრუნებს ადრე გაცემულ სერტიფიკატს და გასცემს ახალ სერტიფიკატს.

4. სერტიფიკატი დაზიანების შემთხვევაში, ექვემდებარება შეცვლას. სერტიფიკატის შესაცვლელად მფლობელმა უნდა წარადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:

ა) „სახელმწიფო საჰაერო ხომალდების სახელმწიფო რეესტრში რეგისტრირების დამადასტურებელი დოკუმენტის – სერტიფიკატის  გამოცვლის  შესახებ განაცხადი“ (დანართი №7);

ბ) „სახელმწიფო საჰაერო ხომალდის ტექნიკური მდგომარეობის შემოწმების აქტი“ (დანართი №6);

გ) დაზიანებული  სერტიფიკატი.

5. ამ მუხლის მე-4 პუნქტში მითითებული დოკუმენტაციის საფუძველზე,  სამინისტრო გასცემს  ახალ სერტიფიკატს, რომელსაც ენიჭება დაზიანებული სერტიფიკატის ნომერი, ნომრის გასწვრივ იწერება სიტყვა „დუბლიკატი №“, რის თაობაზეც კეთდება სათანადო ჩანაწერი რეესტრში.    

6. სერტიფიკატის დაკარგვის შემთხვევაში მფლობელის მიერ ამ წესის მე-4 მუხლის პირველ პუნქტში მითითებული დოკუმენტაციის წარდგენის შემდეგ სამინისტრო გასცემს ახალ სერტიფიკატს, რომელსაც ენიჭება დაკარგული სერტიფიკატის ნომერი, რომლის გასწვრივ იწერება სიტყვა „დუბლიკატი №“. აღნიშნულის შესახებ სათანადო ჩანაწერი კეთდება რეესტრში.

7. სერტიფიკატის მისაღებად წარდგენილი შესაბამისი დოკუმენტაციის განხილვისა და სერტიფიკატის გაცემის ვადა არ უნდა აღემატებოდეს 15 სამუშაო დღეს.

 

მუხლი 6. ხომალდის რეესტრიდან ამოღება

1. რეესტრიდან ხომალდი ამოიღება:

ა) ფრენისათვის უვარგისობის გამო ხომალდის ჩამოწერისას;

ბ) უცხო სახელმწიფოსა და მის იურიდიულ ან ფიზიკურ პირთათვის ხომალდის მიყიდვისას;

გ) უცხო სახელმწიფოსა და მის იურიდიულ ან ფიზიკურ პირთათვის იჯარით აღებული  ხომალდის დაბრუნებისას;

დ)  ხომალდის უკვალოდ დაკარგულად გამოცხადებისას.

2. ხელშემკვრელ მხარეთა შეთანხმებით დაიშვება რეესტრიდან იმ ხომალდის ამოღება, რომელიც ვადიან სარგებლობაში გადაეცემა უცხო სახელმწიფოს, მის იურიდიულ ან ფიზიკურ პირებს.

3. რეესტრიდან ხომალდის ამოღებისას მასზე გაცემული სერტიფიკატი და ყველა სხვა შესაბამისი დოკუმენტაცია კარგავს იურიდიულ ძალას.

4. ხომალდის რეესტრიდან ამოღებისას სამინისტრო, ერთი თვის ვადაში, გასცემს „სახელმწიფო საჰაერო ხომალდების სახელმწიფო რეესტრიდან ამოღების მოწმობა №“-ს (დანართი №5). ამ შემთხვევაში ხომალდის მფლობელი ვალდებულია დააბრუნოს სერტიფიკატი.

 

მუხლი 7. ამოსაცნობი ნიშანი

1. ძირითადი ამოსაცნობი (ეროვნულობის დამადასტურებელი) ნიშანი განსაზღვრავს ხომალდის საქართველოს კუთვნილებას. ხომალდის ძირითადი ამოსაცნობი ნიშანი არის წრეში ჩასმული ჰერალდიკური ჯვარი.

2. დამატებითი ამოსაცნობი ნიშანი განსაზღვრავს შესაბამისი სტრუქტურის, ორგანიზაციის, დაწესებულების ან სამხედრო ნაწილის (ქვედანაყოფის) კუთვნილებას. ხომალდის დამატებითი ამოსაცნობი ნიშანი შეიძლება იყოს სახელმწიფო დროშა, ზოლები, სიმბოლოები, ემბლემები, განსაკუთრებული წარწერები (წითელი ჯვარი, UN და ა. შ.).

3. სარეგისტრაციო ნიშნები(ს) (საბორტე ნომერი):

ა) სამინისტროს ხომალდებზე დატანილ იქნეს 01-დან 99-ის ფარგლებში, თანმიმდევრობის დაუცველად;

ბ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სასაზღვრო პოლიციის ხომალდებზე აღინიშნოს სამი ინგლისური დიდი ასოთი – „GBP“ და ხუთი არაბული ციფრით – 10001-დან 10100-მდე;

გ) სხვა სახელმწიფო უწყებებისთვის ხომალდებზე აღინიშნოს სამი ინგლისური დიდი ასოთი – „---“ და ხუთი არაბული ციფრით – 10100-დან 10200-მდე;

დ) ინგლისურ დიდ ასოებსა და ხუთ არაბულ ციფრს შორის დატანილ იქნეს ტირე (მაგ.: GBP-10001);

ე) ყველა ასო და ციფრი უნდა იყოს ერთი სიმაღლის.

4. ხომალდებზე ამოსაცნობი ნიშანის მიკუთვნება ხდება სამინისტროს მიერ, მფლობელის სახელმწიფო საჰაერო ხომალდების სახელმწიფო რეესტრში რეგისტრირების შესახებ განაცხადის საფუძველზე.

5. ამოსაცნობი ნიშანის დატანის ვადა არ უნდა აღემატებოდეს 15 სამუშაო დღეს საჰაერო ხომალდზე სერთიფიკატის გაცემიდან.

6. ამოსაცნობი ნიშანი არ დაიტანება რეესტრში რეგისტრირებულ ფრენისათვის უვარგის იმ ხომალდზე, რომელიც არ არის ჩამოწერილი კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

მუხლი 8. ამოსაცნობი ნიშანის განლაგება

1. ხომალდის გარე ზედაპირზე წრეში ჩასმული ჰერალდიკური ჯვარი აღინიშნება:

ა) თვითმფრინავ-მონოპლანზე, ფრთაზე ქვემოდან და ზემოდან, აგრეთვე ვერტიკალური ფრთასხმულობის ორივე მხარეს კილის და მიმართულების საჭის საერთო ფართობის ცენტრში (დანართი №12);

ბ) თვითმფრინავ-ბიპლანზე ზედა ფრთაზე ზემოდან, ქვედა ფრთაზე ქვემოდან და ვერტიკალური ფრთასხმულობის ორივე მხარეს კილის ფართობის ცენტრში (დანართი №9);

გ) შვეულმფრენზე – ფიუზელაჟის ან/და კუდა ძელის გვერდითა ზედაპირზე პარალელურად ორივე მხარეს და ფიუზელაჟის ქვემოთ (დანართი №10).

2. ხომალდის ფრთაზე ზემოდან და ქვემოდან, წრეში ჩასმული ჰერალდიკური ჯვრის აღნიშვნისას, ჯვრის ცენტრი უნდა ემთხვეოდეს ფრთის ქორდას (დანართი №11). მანძილი წრეში ჩასმული ჰერალდიკური ჯვრის ცენტრიდან ფრთის ბოლომდე უნდა იყოს ფრთის გაქანის 0,1-0,2 ერთეულის მანძილზე. მანძილი ფრთის წინა ნაწიბურიდან წრეში ჩასმული ჰერალდიკურ ჯვრამდე უნდა იყოს 50-150 მმ ფარგლებში და არ უნდა გადადიოდეს ფრთაწინაზე და ელერონზე.

3. ხომალდზე, რომელსაც გააჩნია ორმაგი ვერტიკალური ფრთასხმულობა, წრეში ჩასმული ჰერალდიკური ჯვარი აღინიშნება ვერტიკალური ფრთასხმულობის გარეთა ზედაპირზე ისე, რომ მისი დაბოლოება იყოს დაშორებული კილის გარსშემომდენისა და მიმართულების საჭის ნაწიბურებიდან 50-150 მმ მანძილზე.

4. ხომალდებზე სარეგისტრაციო ნიშანი (საბორტო ნომერი) აღინიშნოს ფიუზელაჟის ან/და კუდა ძელის გვერდითა ზედაპირზე პარალელურად ორივე მხარეს.

5. სახელმწიფო დროშა აღინიშნოს შვეულმფრენების კუდა ძელის ვერტიკალურ ნაწილზე ან/და ფიუზელაჟზე პარალელურად ორივე მხრიდან.

6. სახელმწიფო დროშა აღინიშნოს თვითმფრინავის ფიუზელაჟზე, ვერტიკალურ ფრთასხმულობაზე ან/და ძრავის გონდოლაზე პარალელურად ორივე მხრიდან.

7. დამატებითი ამოსაცნობი ნიშნების დატანის ადგილი განისაზღვროს სამინისტროსთან შეთანხმებით, ამ წესის მე-7 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, მფლობელის მიერ გაკეთებული განაცხადის საფუძველზე.

8. საავიაციო სწავლების პერიოდში, სპორტული შეჯიბრების ჩატარებისას, ხომალდის ჰაერში გამოცდისას და სხვა საჭირო შემთხვევაში, ერთი ტიპის ხომალდის განსხვავების მიზნით, დასაშვებია დამატებითი ამოსაცნობი ნიშნების (ზოლების) დატანა, მფლობელის განაცხადის საფუძველზე, რომელსაც 15 დღის ვადაში განიხილავს სამინისტრო (დანართი №14).

 

მუხლი 9. ხომალდის ამოსაცნობი ნიშანის ზომა, ფორმა და ფერი

1. წრეში ჩასმული ჰერალდიკური ჯვრის სიმაღლე: 300, 600, 800 და 1000 მმ, ჩარჩოს სიგანე დამოკიდებულია ჯვრის ზომაზე და მითითებულია ცხრილში (დანართი №13).

2. წრეში ჩასმული ჰერალდიკური ჯვარი ხომალდის გარე ზედაპირზე აღინიშნება სახელმწიფო ფერში. სხვა შემთხვევაში წრეში ჩასმული ჰერალდიკური ჯვრის ფერი (შავი, თეთრი ან ცისფერი ფერით,  ხომალდის არსებული ფერის ან თეთრ ფონზე შემოფარგლული შავი, თეთრი ან ცისფერი ფერის ზოლით) განისაზღვროს სამინისტროსთან შეთანხმებით, ამ წესის მე-7 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, მფლობელის მიერ გაკეთებული განაცხადის საფუძველზე.

3. საბორტო ნომრის ციფრების სიმაღლე უნდა იყოს 300-1000 მმ.

4. თითოეული საბორტო ნომრის ციფრის სიგანე (გარდა ციფრისა „1“ (ერთი) და ასო „I“ (აი)) და ტირეს სიგრძე შეადგენს სიმბოლოს სიმაღლის 2/3 (ორ მესამედს), ხოლო „M“ (ემი) და „W“ (დაბლიუ) ასოების შემთხვევაში შეიძლება იყოს სიმაღლის ტოლი.

5. ყოველი საბორტო ნომერი სრულდება უწყვეტი ხაზით, ხაზის სისქე შეადგენს სიმბოლოს სიმაღლის ერთ მეექვსედს (1/6).

6. საბორტო ნომერის ყოველი საბორტო სიმბოლო წინა სიმბოლოსაგან განცალკევდება მანძილით, რომელიც შეადგენს სიმბოლოს სიგანის ერთ მეოთხედს (1/4). ასეთ შემთხვევაში ტირე ითვლება, როგორც ცალკე სიმბოლო.

7. ხომალდზე დასატანი საბორტო ნომრების, ციფრების და ასოების ფერები განისაზღვროს, სამინისტროსთან შეთანხმებით, ამ წესის მე-7 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, მფლობელის მიერ გაკეთბული განაცხადის საფუძველზე.

8. სახელმწიფო დროშის ზომა: 300-450 მმ; თეთრ ფერზე აღნიშნული ხუთი წითელი ფერის ჯვარი (დანართი №13.1).

9. დამატებითი ამოსაცნობი ნიშნების ხომალდზე დატანა ზომა და ფერი განისაზღვროს მფლობელის განაცხადის საფუძველზე, სამინისტროსთან შეთანხმებით (დანართი №14).

10. ზოლები კარგად უნდა ჩანდეს და არ უნდა ჩრდილავდეს ამოსაცნობ ნიშნებს. ზოლებს შორის მანძილი უნდა შეადგენდეს ზოლის სიგანის ნახევარს. ზოლები მუქ ფონზე უნდა იყოს ღია ფერის, ღია ფონზე მუქი ფერის.

11. ხომალდებზე ამოსაცნობი ნიშანი დაიტანება წყალმედეგი საღებავით ან სხვა ისეთი საშუალებით, რომელიც უზრუნველყოფს დატანილი ნიშნის მდგრადობას და ატმოსფერული პირობების მოქმედების შედეგად ფერის უცვლელობას.

12. დამატებითი ამოსაცნობი ნიშანი (ზოლები) დაიტანება საღებავით ან/და სხვა ისეთი საშუალებით, რომელიც უზრუნველყოფს დატანილი ნიშნის მდგრადობას, არ გააფუჭებს ხომალდის ლაქ-საღებავის საფარს და მისი მოშორება მოხდება ადვილად.

13. ამოსაცნობი ნიშანი ფერით მკვეთრად უნდა გამოირჩეოდეს დატანის ზედაპირის ფონისაგან, იკითხებოდეს გარკვევით და ადვილად. მისი ორნამენტით შესრულება დაუშვებელია.

14. დაუშვებელია ხომალდზე დატანილ იქნეს რაიმე ისეთი სიმბოლო ან ნიშანი, რომელიც გამოიწვევს ამოსაცნობი ნიშნის მოდიფიცირებას ან გაურკვევლობას.

 

დანართი №1

სახელმწიფო საჰაერო ხომალდების სახელმწიფო რეესტრი

 

 

 

 

რეგისტრირების თარიღი

სერტიფიკატის №

ხომალდის ტიპი

ხომალდის სარეგისტრაციო  ნიშანი

ხომალდის საქარხნო №

ხომალდის  გამოშვების თარიღი

ხომალდის მფლობელი

სერტიფიკატის შეცვლა, რეესტრიდან ამოღება

შენიშვნა

1

2

3

4

5

6

7

8

9

10

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

დანართი №2

(წინა მხარე)

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო

THE MINISTRY OF DEFENCE OF GEORGIA

 

სახელმწიფო საჰაერო ხომალდების

სახელმწიფო რეესტრში რეგისტრირების დამადასტურებელი

 ს ე რ ტ ი ფ ი კ ა ტ ი

 

THE  CERTIFICATE OF REGISTRATION OF STATE AIRCRAFT WITH THE №ATIONAL AVIATION AUTHORITY

 

  1. სახელმწიფო საჰაერო ხომალდის ტიპი და დანიშნულება

      State aircraft’s type and purpose

      ___________________________________________________________________________

 

  1. სერიული (საქარხნო) ნომერი

Serial №umber 

    ____________________________________________________________________________

 

  1. სარეგისტრაციო ნიშანი

 Registration №umber 

__________________________________________________________________________

  1. მფლობელი  

User              

_________________________________________________________________________

 

დასტურდება, რომ აღნიშნული სახელმწიფო საჰაერო ხომალდი შეტანილია სახელმწიფო საჰაერო ხომალდების სახელმწიფო რეესტრში, საქართველოს საჰაერო კოდექსის შესაბამისად.

This is certify, that mentioned state aircraft is putting on the Register of State Aviation of Georgia according with Georgia Air Codes.

 

   _________________________________________________   

 ხელმოწერა, თანამდებობა (signature, position)

 

                                          „ _____“ „ _______________ “ 20   წ.

 

  დანართი №2

(უკანა მხარე)

მფლობელის შეცვლის აღნიშვნა  

 

 

სახელმწიფო საჰაერო ხომალდის ტიპი   _________________________________________________________                                                       

State aircraft type

 

გადაცემულია   ______________________________________________________________________________

Given                                                                      (ახალი მფლობელის  დასახელება/name a №ew beneficiary)

 

საფუძველი: _________________________________________________________________________________

Basis

 

                     _________________________________________________________________________________                                                                                                                                    

(რეგისტრაციის განმახორციელებელი ორგანიზაცია/name of implementing organozation)

 

 

_______________________________

(ხელმოწერა, თანამდებობა/signature, position)

 

ცვლილების შეტანის თარიღი      „ ____ “ „ _________ “   20 ____ წლის  

Date of change

 

დანართი №3

 

სახელმწიფო საჰაერო ხომალდების სახელმწიფო რეესტრში

რეგისტრირების შესახებ განაცხადი

 

გთხოვთ, სახელმწიფო საჰაერო ხომალდების სახელმწიფო რეესტრში დაარეგისტრიროთ შეძენილი (გადმოცემული)  სახელმწიფო საჰაერო ხომალდი, რომლის მფლობელია          __________________________________________________                                                                                                

                                                                                         (ორგანიზაციის დასახელება)

და გასცეთ სახელმწიფო საჰაერო ხომალდების სახელმწიფო რეესტრში  რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტი – სერტიფიკატი.

სახელმწიფო საჰაერო ხომალდის მონაცემებია:

 

  1. სახელმწიფო საჰაერო ხომალდის ტიპი  _______________________________
  2. სერიული (ქარხნული) ნომერი   _____________________________________
  3. გამოშვების წელი     _______________________________________________
  4. საჰაერო ხომალდის დანიშნულება   __________________________________
  5. ტექნიკური დათვალიერების ან ფრენაში გამოცდის თარიღი   _____________
  6. რომელი ორგანიზაციის/ქვედანაყოფის მიერ არის ჩატარებული ტექნიკური დათვალიერება ან ფრენაში გამოცდა ________________________________________________________________
  7. ბაზირების ადგილი  _______________________________________________

 

 

                                  _____________________________________________ 

     (თანამდებობა, ხელმოწერა)

 

                                                                                                                                                                   „ _____“  „ ___________ “  20   წ.

 

 

დანართი №4

სახელმწიფო საჰაერო ხომალდების სახელმწიფო რეესტრში  რეგისტრირების

დამადასტურებელ დოკუმენტში – სერტიფიკატში ცვლილების შეტანის შესახებ განაცხადი

 

გთხოვთ, შეიტანოთ ცვლილება რეგისტრირებაში მყოფ საჰაერო ხომალდის

სერტიფიკატში, რომლის       ________________________________________       

                                                       (ტიპი, აღრიცხული სარეგისტრაციო ნიშნები)

მფლობელია      ____________________________________________________   

                                                              (ორგანიზაციის დასახელება)

 

1. ექსპლუატირებულია (ვის მიერ)  __________________________________________

2. ცვლილების მიზეზი   ___________________________________________________

3. გამოშვების წელი (ბოლო რემონტი)   _______________________________________

4. სახელმწიფო საჰაერო ხომალდის დანიშნულება  _____________________________

5. ტექნიკური დათვალიერების ან ფრენაში გამოცდის თარიღი  ___________________

6. რომელი ორგანიზაციის/ქვედანაყოფის მიერ არის ჩატარებული ტექნიკური დათვალიერება ან ფრენაში გამოცდა  ________________________________________________________________________

7. ბაზირების ადგილი  ____________________________________________________

 

 

_________________________________________________________

(თანამდებობა, ხელმოწერა)

 

                                                                                                                                                                   „ ____“ „ ____________ “  20    წ.

 

 

დანართი №5

 

სახელმწიფო საჰაერო ხომალდების სახელმწიფო რეესტრიდან ამოღების

მოწმობა №

 

 

დასტურდება, რომ სახელმწიფო საჰაერო ხომალდი   _______________________________

 _______________________________________________________________________,                                                                                                                  

(ტიპი / მოდელი  სერიული / საქარხნო ნომერი)

რომლის მფლობელია     _____________________________________________________

                                                                         (ორგანიზაციის დასახელება)

 

სახელმწიფო საჰაერო ხომალდების სახელმწიფო რეესტრიდან  ამორიცხულია.

 

______________________________________

(თანამდებობა, ხელმოწერა)

                                                                                                                                                                   „ ____“ „ ____________ „  20    წ.

 

 

 

დანართი №6

 

სახელმწიფო საჰაერო ხომალდის  ტექნიკური მდგომარეობის შემოწმების

 

ა ქ ტ ი

 

კომისიამ შემდეგი შემადგენლობით:

 

კომისიის თავმჯდომარე:  __________________________________________________

                                                            (წოდება, სახელი, გვარი, თანამდებობა)       

 

კომისიის წევრები:   ________________________________________________________

                                                                (წოდება, სახელი, გვარი, თანამდებობა)       

                                               

__________________________________________________________________________

                                                                (წოდება, სახელი, გვარი, თანამდებობა)

      

___________________________________________________________________________

                                                                (წოდება, სახელი, გვარი, თანამდებობა)     

 

___________________________________________________________________________

                                                                (წოდება, სახელი, გვარი, თანამდებობა)       

 

 

20 ___  წლის  „ ____ “ „ _____________ “, სახელმწიფო საჰაერო ხომალდების სახელმწიფო რეესტრში აყვანის  მიზნით, ჩაატარა სახელმწიფო საჰაერო ხომალდის _________________________________________________ ტექნიკური დათვალიერება.

 ( ხომალდის ტიპი, სერიული (საქარხნო) ნომერი)

 

I. სახელმწიფო საჰაერო ხომალდის მონაცემები:

  1. გამოშვების წელი  ____________________________
  2. ექსპლუატაციის დაწყებიდან ნამუშევარი დრო (სთ,წთ) ___________________
  3. რემონტამდე დარჩენილი რესურსი (წელი/ სთ) __________________________
  4. რემონტების რაოდენობა ____________________________________________
  5. რემონტის შემდეგ ნამუშევარი დრო  (სთ,წთ) ___________________________

 

II.   საავიაციო ძრავის მონაცემები:

 

დასახელება

საავიაციო ძრავა 1

სააციაციო ძრავა 2

1

2

3

4

1

საავიაციო ძრავის ტიპი

 

 

 

2

საავიაციო ძრავის საქარხნო ნომერი

 

 

3

ექსპლუატაციის დაწყებიდან ნამუშევარი დრო,    სთ/წელი

 

 

4

ბოლო რემონტის შემდეგ

ნამუშევარი დრო,    სთ/წელი

 

 

5

რემონტის რაოდენობა

 

 

6

რემონტამდე დარჩენილი

რესურსი,        სთ/წელი

 

 

 

III.   საჰაერო ხრახნის მონაცემები:

 

დასახელება

საჰაერო ხრახნი 1

საჰაერო ხრახნი 2

1

2

3

4

1

საჰაერო ხრახნის ტიპი

 

 

2

საჰაერო ხრახნის საქარხნო ნომერი

 

 

3

ექსპლუატაციის დაწყებიდან ნამუშევარი დრო,    სთ/წელი

 

 

4

ბოლო რემონტის შემდეგ ნამუშევარი, სთ/წელი

 

 

5

რემონტის რაოდენობა

 

 

6

რემონტამდე დარჩენილი

რესურსი,       სთ/წელი

 

 

 

სახელმწიფო საჰაერო ხომალდის ტექნიკური დათვალიერება მოხდა შესაბამისი ტექნიკური

მომსახურების რეგლამენტის მიხედვით. 

სახელმწიფო საჰაერო ხომალდზე შესრულებულია საექსპლუატაციო ტექნიკური

დოკუმენტაციით გათვალისწინებული ყველა სამუშაო.

 

 

კომისიის თავმჯდომარე:       ________________________________________________

                                                        (წოდება, სახელი, გვარი, თანამდებობა, ხელმოწერა) 

             

კომისიის წევრები: _________________________________________________________

                                                       (წოდება, სახელი, გვარი, თანამდებობა, ხელმოწერა)                                                                                                       ________________________________________________

                                                        (წოდება, სახელი, გვარი, თანამდებობა, ხელმოწერა)               

 

დანართი №7

 

სახელმწიფო საჰაერო ხომალდების სახელმწიფო რეესტრში  რეგისტრირების

დამადასტურებელი დოკუმენტისსერტიფიკატის  გამოცვლის შესახებ განაცხადი

 

 

გთხოვთ, რეესტრში დარეგისტრირებულ სახელმწიფო საჰაერო ხომალდზე _________________________________________________________________________________________

                                              (ტიპი, აღრიცხული სარეგისტრაციო ნიშნები)

 

შეცვალოთ სერტიფიკატი, რომლის მფლობელია  _________________________________________________                                                                                                                                      (ორგანიზაციის დასახელება)

 

  1. ექსპლუატირებულია (ვის მიერ) ____________________________________
  2. გამოცვლის მიზეზი ________________________________________________
  3. გამოშვების წელი (ბოლო რემონტი) ___________________________________
  4. საჰაერო ხომალდის დანიშნულება  ___________________________________
  5. ბაზირების ადგილი _________________________________________________

 

__________________________________________________________

                                                                                                                                                                      (თანამდებობა, ხელმოწერა)

                                                                                                                                                                   „ ____ “ „ ___________ “   20    წ.

 

 

 

დანართი №8

 

სახელმწიფო საჰაერო ხომალდების ამოსაცნობი ნიშანის აღნიშვნის

 

განაცხადი

 

გთხოვთ, ___________ ტიპის (თვითმფრინავზე/შვეულმფრენზე) საბორტე №______   ამოსაცნობი ნიშანის აღნიშვნის ადგილად, ფერად და ზომად გაგვისაზღვროთ:

 

1. წრეში ჩასმული ჰერალდიკური ჯვარი ________________________________________

(დატანის ადგილი)

___________________________________________________________________________

 

(დატანის ადგილი)

2. წრეში ჩასმული ჰერალდიკური ჯვარი   ________________________________________

 

3. წრეში ჩასმული ჰერალდიკური ჯვარი   ________________________________________

 

4. სარეგისტრაციო ნიშანი (საბორტე ნომერი)   ___________________________________

 

5. სარეგისტრაციო ნიშანის (საბორტე ნომერი) ფერი   ______________________________

(შავი, თეთრი, ცისფერი)

 

6. სარეგისტრაციო ნიშანის (საბორტე ნომერი) ზომა   _____________________________

                                                 (300 – 1000 მმ)

7. დამატებითი ამოსაცნობი ნიშანები: ზოლები, სიმბოლოები, ემბლემები, განსაკუთრებული წარწერები _________________________________________________________________________

(აღწერა და დატანის ადგილი)

_________________________________________________________________________

                                                                                   (აღწერა და დატანის ადგილი)

8. სახელმწიფო დროშა   _________________________________________________________

(დატანის ადგილი)

 

ხომალდის მონაცემები:

  1. მფლობელი________________________________________________________________

  1. ხომალდის   ტიპი     ________________________________________________________
  2. სერიული (ქარხნული) ნომერი ________________________________________________
  3. გამოშვების წელი                        _______________________________________________
  4. საჰაერო ხომალდის დანიშნულება _____________________________________________

                                                                                                                         __________________________________

                                                                                                                   (თანამდებობა)           

                                                                                                ____________________________________

                                                                                                          (წოდება, გვარი, სახელი, ხელმოწერა)

                                      „ _____“  „ ___________ “  20      წ.   

                                                                                                                                           (ბ. ა.)

 

 

 

შენიშვნა: განაცხადში შესაძლებელია ამოსაცნობი ნიშნის დამატება ან ამოკლება მფლობელის საჭიროებიდან გამომდინარე.

რეზოლუცია (იწერება თავისუფალი ფორმით, სადაც აისახება ხომალდის მფლობელსა და სარდლობას შორის საბოლოო შეთანხმება ამოსაცნობი ნიშანის დატანის, ფერისა და ზომის შესახებ).

 

----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

აღნიშნული დოკუმენტის შევსებული დედანი ინახება საქართველოს თავდაცვის ძალების ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდლობაში, ხოლო დამოწმებული ასლი გადაეცემა ხომალდის მფლობელს.

 

 

_________________________________________________________________

(თანამდებობა)

                                                                                                                                                        _________________________________

 

(წოდება, გვარი, სახელი, ხელმოწერა)

                                                          

                                                                                                                                                                „ _____“  „ ___________ “  20      წ.

                                                                                                                                                             (ბ.    ა.)

 

 

 

დანართი №9

ამოსაცნობი ნიშნის განლაგება თვითმფრინავ-ბიპლანზე

 

დანართი №10

ამოსაცნობი ნიშნის განლაგება შვეულმფრენზე

დანართი №11

 

ამოსაცნობი ნიშნის განლაგება ფრთებზე

 

 

დანართი №12

ამოსაცნობი ნიშნის განლაგება თვითმფრინავ-მონოპლანზე

 

დანართი №12.1

 

        ამოსაცნობი ნიშნის განლაგება სატრანსპორტო თვითმფრინავზე

 

დანართი №13

                                             პირობითი აღნიშვნა:          A – დიამეტრი

                                              B – წრის სისქე

 

 

დანართი №13.1

 

დანართი №14

 

სახელმწიფო საჰაერო ხომალდების დამატებითი ამოსაცნობი ნიშნების აღნიშვნის

განაცხადი

 

გთხოვთ, ____________ ტიპის ხომალდის საბორტე № ________ ამოსაცნობი ნიშნების ფერებად 

გაგვისაზღვროთ:  

1.     დამატებითი ამოსაცნობი ნიშნები ___________________________________________

                                                                                                                                        (აღწერა)

___________________________________________________________________________

___________________________________________________________________________

 

2. დამატებითი ამოსაცნობი ნიშნები _____________________________________________

                                                                                                                    (დატანის ადგილი)

____________________________________________________________________________

 

 

  ხომალდის მონაცემები:

3. მფლობელი________________________________________________________________

4. ხომალდის   ტიპი   _________________________________________________________

5. სერიული (ქარხნული) ნომერი _______________________________________________

6. გამოშვების წელი   _________________________________________________________

7. ხომალდის დანიშნულება  ___________________________________________________

 

                                                                                                    ____________________________________________________

                                                                                            (თანამდებობა) 

                                                                                                                                    _______________________________________        

       (წოდება, გვარი, სახელი, ხელმოწერა)            

                                                                                                                                   „ _____“ „ _____________ “   20      წ.

                                                                                                                          (ბ.    ა.)

 

შენიშვნა: განაცხადში შესაძლებელია ამოსაცნობი ნიშნის დამატება ან ამოკლება მფლობელის საჭიროებიდან გამომდინარე.

რეზოლუცია (იწერება თავისუფალი ფორმით, სადაც აისახება ხომალდის მფლობელსა და სარდლობას შორის საბოლოო შეთანხმება ამოსაცნობი ნიშანის დატანის, ფერისა და ზომის შესახებ):

----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

აღნიშნული დოკუმენტის შევსებული დედანი ინახება საქართველოს თავდაცვის ძალების ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდლობაში, ხოლო დამოწმებული ასლი გადაეცემა ხომალდის მფლობელს.

 

 

                                                                                                                                    __________________________________________

                                                                                                                                  (თანამდებობა)

_____________________________________________

                   (წოდება, გვარი, სახელი, ხელმოწერა)     

                                                                                    „ _____“  „ _____________ “   20      წ.

                                                                                                                             (ბ.    ა.)