დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „№12 პენიტენციური დაწესებულების დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2020 წლის 1 მაისის №526 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 783 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს იუსტიციის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 29/11/2021 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 29/11/2021 |
| სარეგისტრაციო კოდი | 100020020.22.027.017274 |
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „პატიმრობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 2 ნოემბრის №979-VIმს-Xმპ კანონის მე-2 მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„№12 პენიტენციური დაწესებულების დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2020 წლის 1 მაისის №526 ბრძანების (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 01/05/2020, სარეგისტრაციო კოდი: 100020020.22.027.017021) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. 35-ე მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. ბრალდებულს/მსჯავრდებულს შეუძლია მაღაზიაში ყოველთვიურად დახარჯოს არაუმეტეს 1000 ლარისა. აღნიშნული თანხის ოდენობა შეიძლება გაიზარდოს ბრალდებულის/მსჯავრდებულის განცხადების საფუძველზე, გენერალური დირექტორის თანხმობით გამოცემული დაწესებულების დირექტორის ბრძანებით.“. 2. 38-ე მუხლის: ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ბრალდებულს/მსჯავრდებულს აქვს სატელეფონო საუბრის უფლება, რომელიც ხორციელდება ბრალდებულის/მსჯავრდებულის ხარჯით და დაწესებულების კონტროლით, მიყურადების გარეშე. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის „ცხელი ხაზის“ (199), საქართველოს სახალხო დამცველის „ცხელი ხაზის“ (1481) და სამინისტროს გენერალური ინსპექციის „ცხელი ხაზის“ (0(32)2405599) მეშვეობით ბრალდებულის/მსჯავრდებულის სატელეფონო საუბარი ხორციელდება დაწესებულების ხარჯით.“; ბ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. ამ მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით განსაზღვრული სატელეფონო საუბრის ლიმიტები არ ვრცელდება ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიერ სატელეფონო საუბრის სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის „ცხელი ხაზის“, საქართველოს სახალხო დამცველის „ცხელი ხაზის“ და სამინისტროს გენერალური ინსპექციის „ცხელი ხაზის“ მეშვეობით განხორციელების შემთხვევაზე. „ცხელი ხაზის“ მეშვეობით სატელეფონო საუბრის განხორციელება შესაძლებელია ნებისმიერ დროს, 07:00 საათიდან 23:00 საათამდე, მათ შორის, დასვენებისა და უქმე დღეებშიც.“; გ) მე-5 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 პუნქტი: „6. გამომძიებლის ან პროკურორის მიერ ბრალდებულისთვის სატელეფონო საუბრის უფლების შეზღუდვა არ ვრცელდება ბრალდებულის მიერ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის, საქართველოს სახალხო დამცველისა და სამინისტროს გენერალური ინსპექციის „ცხელი ხაზის“ სატელეფონო ნომრებზე დაკავშირების შემთხვევებზე.“. 3. მე-80 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 51 პუნქტი: „51. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დისციპლინური სახდელის მოქმედების პერიოდში ბრალდებულს/მსჯავრდებულს უნარჩუნდება სატელეფონო საუბრის უფლება სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის, საქართველოს სახალხო დამცველისა და სამინისტროს გენერალური ინსპექციის „ცხელი ხაზის“ სატელეფონო ნომრებზე დასაკავშირებლად.“. 4. 86-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი: „21. სამარტოო საკანში მოთავსებულ ბრალდებულს/მსჯავრდებულს უნარჩუნდება სატელეფონო საუბრის უფლება სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის, საქართველოს სახალხო დამცველისა და სამინისტროს გენერალური ინსპექციის „ცხელი ხაზის“ სატელეფონო ნომრებზე დასაკავშირებლად.“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები