დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „სუბსიდირებული იპოთეკური სესხის“ სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 2 აგვისტოს №388 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 553 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 29/11/2021 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 29/11/2021 |
| სარეგისტრაციო კოდი | 190020030.10.003.023109 |
|
„სუბსიდირებული იპოთეკური სესხის“ სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 2 აგვისტოს №388 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „სუბსიდირებული იპოთეკური სესხის“ სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 2 აგვისტოს №388 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 02/08/2021, 190020030.10.003.022943) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული სახელმწიფო პროგრამის – „სუბსიდირებული იპოთეკური სესხის“:
1. პირველი მუხლის: ა) „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ) მარტოხელა მშობელი: გ.ა) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად მარტოხელა მშობლის სტატუსის მქონე საქართველოს მოქალაქე (პირი) ან/და; გ.ბ) საქართველოს მოქალაქე ფიზიკური პირი, რომელიც სესხის აღების მომენტში არ იმყოფება რეგისტრირებულ ქორწინებაში და ჰყავს არასრულწლოვანი შვილ(ებ)ი/აყვანილი შვილ(ებ)ი;“; ბ) „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „თ) ბინა – „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად განსაზღვრული ინდივიდუალური საკუთრება – ბინა და ბინასთან დაკავშირებული არასაცხოვრებელი ფართობის საკუთრება, რომელსაც მიენიჭება/მინიჭებული აქვს ერთი საკადასტრო კოდი. აგრეთვე ამ ფართობის შემადგენელი ის ნაწილები, რომლებიც შეიძლება, გადაკეთდეს, მოსცილდეს ან/და დაემატოს ისე, რომ ამით გაუმართლებლად არ შეილახოს საერთო საკუთრება ან ინდივიდუალურ საკუთრებაზე დაფუძნებული სხვა რომელიმე მესაკუთრის უფლება.“. 2. მე-2 მუხლში: ა) დაემატოს შემდეგი შინაარსის 81 პუნქტი: „81. ამ პროგრამის ფარგლებში საცხოვრებელ სახლში/კომპლექსში არსებულ სამეურნეო სათავსებზე (სარდაფები, სხვენები, ფარეხები და ა. შ.) მხოლოდ იმ შემთხვევაში გავრცელდება პროგრამა, თუ ისინი განთავსებულია იმავე საცხოვრებელ სახლში/კომპლექსში, სადაც ამ პროგრამის ფარგლებში გაცემული სესხით შესაძენი ბინა და შეძენილი იქნება საცხოვრებელ ბინასთან ერთად.“; ბ) მე-12 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „12. ამ დადგენილების პირველი მუხლის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში, პროგრამით სარგებლობისას მშობელი (როგორც პროგრამით მოსარგებლე, ასევე ბავშვის დაბადების მოწმობაში ფიქსირებული მეორე მშობელი) ერთი და იმავე ბავშვ(ებ)ით მხოლოდ ერთხელ სარგებლობს პროგრამით.“; გ) დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-13 პუნქტი: „13. ამ პროგრამით სარგებლობის შესაძლებლობა არ აქვს იმ მსესხებელს, რომელიც არის საქართველოს მთავრობის 2020 წლის 25 ივნისის №387 დადგენილებით დამტკიცებული სახელმწიფო პროგრამის –„იპოთეკური კრედიტების მხარდაჭერის მექანიზმის“ ბენეფიციარი.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები