დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოში ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების აღკვეთის ღონისძიებებისა და ახალი კორონავირუსით გამოწვეული დაავადების შემთხვევებზე ოპერატიული რეაგირების გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 28 იანვრის №164 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 2086 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 29/11/2021 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 30/11/2021 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.025937 |
|
„საქართველოში ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების აღკვეთის ღონისძიებებისა და ახალი კორონავირუსით გამოწვეული დაავადების შემთხვევებზე ოპერატიული რეაგირების გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 28 იანვრის №164 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
1. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, „საქართველოში ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების აღკვეთის ღონისძიებებისა და ახალი კორონავირუსით გამოწვეული დაავადების შემთხვევებზე ოპერატიული რეაგირების გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 28 იანვრის №164 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და განკარგულებით დამტკიცებული „ახალი კორონავირუსით გამოწვეული დაავადების შემთხვევებზე ოპერატიული რეაგირების გეგმის“ მე-4 მუხლის მე-4 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ზ2“ ქვეპუნქტი:
„ზ2) უცხო ქვეყნიდან ჩამოსული ნებისმიერი პირი (მოქალაქეობისა და ამ წესით განსაზღვრული სტატუსის მიუხედავად), რომელსაც ბოლო 14 დღის განმავლობაში უფიქსირდება მოგზაურობის ისტორია „ზ2.ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ქვეყნებიდან, საქართველოში შემოსვლისას ექვემდებარება 14-დღიან კარანტინს საკარანტინე სივრცეში; ზ2.ა) ამ პუნქტის „ზ2“ ქვეპუნქტში განსაზღვრულ ქვეყნებს მიეკუთვნებიან: სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა, ბოტსვანის რესპუბლიკა, ზიმბაბვეს რესპუბლიკა, ნამიბიის რესპუბლიკა, ლესოთოს სამეფო, ესვატინი, მოზამბიკის რესპუბლიკა, მალავის რესპუბლიკა; ზ2.ბ) ამ პუნქტის „ზ2“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პირების კარანტინისა და ტესტირების წესები რეგულირდება კანონმდებლობით დადგენილი წესით.“. 2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერისთანავე და ვრცელდება 2021 წლის 28 ნოემბრიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები