„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სურსათის ეროვნული სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2018 წლის 26 თებერვლის N2-107 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 2-1589
დოკუმენტის მიმღები საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი
მიღების თარიღი 01/12/2021
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 03/12/2021
ძალაში შესვლის თარიღი 04/12/2021
სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.023.016697
2-1589
01/12/2021
ვებგვერდი, 03/12/2021
040030000.22.023.016697
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სურსათის ეროვნული სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2018 წლის 26 თებერვლის N2-107 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი
 
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის

ბრძანება №2-1589

2021 წლის 1 დეკემბერი

ქ. თბილისი

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სურსათის ეროვნული სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2018 წლის 26 თებერვლის №2-107 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ :

მუხლი 1

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სურსათის ეროვნული სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2018 წლის 26 თებერვლის №2-107 ბრძანებაში (ვებგვერდი, 27/02/2018, სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.023.016482) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანების პირველი მუხლით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის:

1. პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) საქართველოში წარმოებული (ჩამოსხმული) წყლის სასაქონლო პროდუქციისთვის ნატურალური მინერალური, წყაროს და სუფრის წყლის კატეგორიების მინიჭება;“.

2.  მე-9 პუნქტის „დ–ვ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) რისკის გათვალისწინებით, გადამდები დაავადებების საწინააღმდეგო ღონისძიებებში მონაწილეობის მიღება;

ე) სახელმწიფო პროგრამებით გათვალისწინებული გადამდები დაავადებების საწინააღმდეგო და მავნე ორგანიზმების წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებებისთვის განკუთვნილი სააგენტოს ქონების განკარგვის ორგანიზება;

ვ) სახელმწიფო პროგრამებით გათვალისწინებული გადამდები დაავადებების საწინააღმდეგო და მავნე ორგანიზმების წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებებისთვის არსებული მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განახლებისა და ხელმისაწვდომობის ხელშეწყობა;“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2021 წლის 4 დეკემბრიდან.

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრილევან დავითაშვილი