დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
სსიპ – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2020 წლის 6 აპრილის №05 „ახალი კორონავირუსი COVID-19-ის გავრცელებასთან დაკავშირებით საქართველოს მეზღვაურთა წვრთნისა და სერტიფიცირების სფეროში განსახორციელებელი ზოგიერთ ღონისძიების შესახებ“ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 15 |
დოკუმენტის მიმღები | საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი |
მიღების თარიღი | 03/12/2021 |
დოკუმენტის ტიპი | საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის ბრძანება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 03/12/2021 |
სარეგისტრაციო კოდი | 310150000.55.067.016141 |
|
სსიპ – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2020 წლის 6 აპრილის №05 „ახალი კორონავირუსი COVID-19-ის გავრცელებასთან დაკავშირებით საქართველოს მეზღვაურთა წვრთნისა და სერტიფიცირების სფეროში განსახორციელებელი ზოგიერთ ღონისძიების შესახებ“ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 14 აპრილის №1-1/585 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
|
მუხლი 1 |
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2020 წლის 6 აპრილის №05 ბრძანებით დამტკიცებული „ახალი კორონავირუსი COVID-19-ის გავრცელებასთან დაკავშირებით საქართველოს მეზღვაურთა წვრთნისა და სერტიფიცირების სფეროში განსახორციელებელი ზოგიერთი ღონისძიების შესახებ“ წესში შეტანილ იქნას ცვლილება და წესის პირველ მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „39“ და „310“ პუნქტები:
„39. მეზღვაურები, რომლებიც იმყოფებიან საერთაშორისო ნაოსნობაში და მათ საბუთებს (კომპეტენციის დამადასტურებელი სერტიფიკატი/კვალიფიკაციის დამადასტურებელი სერტიფიკატი/მეზღვაურის წიგნაკი) მოქმედების ვადა ეწურება 2022 წლის 1 მარტამდე, გემთმფლობელის ან/და გემის ოპერატორი კომპანიის წერილობითი მომართვის საფუძველზე, მეზღვაურის წიგნაკის, კომპეტენციის/კვალიფიკაციის სერტიფიკატის მოქმედების ვადას სააგენტო აგრძელებს არაუმეტეს 3 (სამი) თვის ვადით, სერტიფიკატის მოქმედების ვადის ამოწურვის მომენტიდან. 310. წინამდებარე მუხლის 39 პუნტით გათვალისწინებულ შემთხვევაში მეზღვაურები, რომლებიც იმყოფებიან საერთაშორისო ნაოსნობაში და მათ სამედიცინო მოწმობას მოქმედების ვადა ეწურება 2022 წლის 1 მარტამდე, ავტომატურად იქნეს გაგრძელებული 3 თვის ვადით.“. |
მუხლი 2 |
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
დოკუმენტის კომენტარები