„სატრანსპორტო საშუალებათა რეგისტრაციისა და რეგისტრაციის გაუქმების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 31 იანვრის №150 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„სატრანსპორტო საშუალებათა რეგისტრაციისა და რეგისტრაციის გაუქმების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 31 იანვრის №150 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 70
დოკუმენტის მიმღები საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 04/12/2021
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 06/12/2021
ძალაში შესვლის თარიღი 06/12/2021
სარეგისტრაციო კოდი 310150000.22.034.017172
70
04/12/2021
ვებგვერდი, 06/12/2021
310150000.22.034.017172
„სატრანსპორტო საშუალებათა რეგისტრაციისა და რეგისტრაციის გაუქმების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 31 იანვრის №150 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
 

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის

ბრძანება  №70

2021 წლის 4 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

„სატრანსპორტო საშუალებათა რეგისტრაციისა და რეგისტრაციის გაუქმების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 31 იანვრის №150 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„სატრანსპორტო საშუალებათა რეგისტრაციისა და რეგისტრაციის გაუქმების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 31 იანვრის №150 ბრძანებაში (სსმ, 14, 01.02.2007, 310.150.000.22.034.009.916) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის:

1. მე-3 მუხლს:

ა) დაემატოს შემდეგი შინაარსის 111 – 114 პუნქტები:

„111. მოტოციკლი – ორთვლიანი მექანიკური სატრანსპორტო საშუალება (ეტლით ან მის გარეშე),  რომლის ძრავის მუშა მოცულობა აღემატება 50 სმ3 -ს ან/და კონსტრუქციული სიჩქარე აღემატება 45 კმ/სთ-ს.

112. მსუბუქი მოტოციკლი – მოტოციკლი, რომლის ძრავის მუშა მოცულობა არ აღემატება 125 სმ​3 -ს, მაქსიმალური სიმძლავრე − 11 კვტ-ს, ხოლო სიმძლავრის/წონის კოეფიციენტი − 0,1 კვტ/კგ-ს.

113. მოპედი – ორ-ან სამთვლიანი მექანიკური სატრანსპორტო საშუალება, რომლის კონსტრუქციული სიჩქარე აღემატება 25 კმ/სთ-ს, მაგრამ არ აღემატება 45 კმ/სთ-ს. ამასთანავე, ორთვლიანი მექანიკური სატრანსპორტო საშუალების ძრავის ან სამთვლიანი მექანიკური სატრანსპორტო საშუალების ნაპერწკლური ანთების შიგაწვის ძრავის მუშა მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს 50 სმ​3-ს; სამთვლიანი მექანიკური სატრანსპორტო საშუალების სხვა შიგაწვის ძრავის მაქსიმალური სასარგებლო გამომავალი სიმძლავრე არ უნდა აღემატებოდეს 4 კვტ-ს; ორ- ან სამთვლიანი ელექტროძრავიანი მექანიკური სატრანსპორტო საშუალების ელექტროძრავის მაქსიმალური გამომუშავებული სიმძლავრე უნდა აღემატებოდეს 1 კვტ-ს, მაგრამ არ უნდა აღემატებოდეს 4 კვტ-ს.

114. მსუბუქი კვადროციკლი − ოთხთვლიანი მექანიკური სატრანსპორტო საშუალება, რომლის კონსტრუქციული სიჩქარე აღემატება 25 კმ/სთ-ს, მაგრამ არ აღემატება 45 კმ/სთ-ს. ამასთანავე, ოთხთვლიანი მექანიკური სატრანსპორტო საშუალების ნაპერწკლური ანთების შიგაწვის ძრავის მუშა მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს 50 სმ​3-ს; ოთხთვლიანი მექანიკური სატრანსპორტო საშუალების სხვა შიგაწვის ძრავის მაქსიმალური სასარგებლო გამომავალი სიმძლავრე არ უნდა აღემატებოდეს 4 კვტ-ს; ოთხთვლიანი ელექტროძრავიანი მექანიკური სატრანსპორტო საშუალების ელექტროძრავის მაქსიმალური გამომუშავებული სიმძლავრე არ უნდა აღემატებოდეს 4 კვტ-ს; ამ პუნქტით განსაზღვრული მექანიკური სატრანსპორტო საშუალების დაუტვირთავი მასა (ელექტროსატრანსპორტო საშუალების შემთხვევაში − აკუმულატორის მასის ჩაუთვლელად) არ უნდა აღემატებოდეს 350 კგ-ს.“;

ბ) მე-19 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„19. მსუბუქი ავტომობილი − არაუმეტეს 3 500 კგ ნებადართული მაქსიმალური მასის მქონე ავტოსატრანსპორტო საშუალება (გარდა მოტოციკლისა და მოპედისა), რომლის დასასხდომი ადგილების რაოდენობა, გარდა მძღოლის ადგილისა, 8-ს არ აღემატება.“.

2. მე-4 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საქართველოს ტერიტორიაზე კანონმდებლობით დადგენილი წესით, სავალდებულო რეგისტრაციას ექვემდებარება:

ა) შიგაწვის ძრავის მქონე მექანიკური სატრანსპორტო საშუალება, რომლის ძრავის ცილინდრის მუშა მოცულობა 50 სმ3-ზე მეტია;“;

ბ) ელექტროძრავიანი მექანიკური სატრანსპორტო საშუალება, რომლის ძრავის მაქსიმალური გამომუშავებული სიმძლავრე 4 კვტ-ზე მეტია;

გ) მოპედი და მსუბუქი კვადროციკლი;

დ) მისაბმელი, რომელიც განკუთვნილია ამ პუნქტის „ა“ – „გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული სატრანსპორტო საშუალებებით მისი ბუქსირებისათვის;

ე) სასოფლო-სამეურნეო მანქანის დამხმარე ტექნიკური საშუალება;

ვ) ამ პუნქტის „ა“−„ე“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული სატრანსპორტო საშუალებების ნომრიანი აგრეგატები;

ზ) ინდივიდუალური (თვითნაკეთი) წესით დამზადებული ან გადაკეთებული ამ პუნქტის „ა“−„ე“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული სატრანსპორტო საშუალებები, მათი ნომრიანი აგრეგატები და სასოფლო-სამეურნეო მანქანის დამხმარე ტექნიკური საშუალება;

თ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, ამ პუნქტის „ა“−„ზ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ სატრანსპორტო საშუალებებზე, მათ ნომრიან აგრეგატებსა და სასოფლო-სამეურნეო მანქანების დამხმარე ტექნიკურ საშუალებებზე ფიზიკური და იურიდიული პირების საკუთრების უფლება, აგრეთვე საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლების ორგანოების, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების, ადმინისტრაციული ორგანოების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის საკუთრების ან სარგებლობის უფლება.“.

ბ) პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:

„11. ამ მუხლის პირველი პინქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ სატრანსპორტო საშუალებებთან გათნაბრებულია 45 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარის მქონე მოტოციკლი, რომლის ძრავის ცილინდრის მუშა მოცულობა 50 სმ3 ან ნაკლებია ან ძრავის მაქსიმალური გამომუშავებული სიმძლავრე 4 კვტ ან ნაკლებია;“

3. მე-8 მუხლს მე-4 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 41 პუნქტი:

„41. სატრანსპორტო საშუალების დათვალიერებისას და საექსპერტო შემოწმებისას, ამ ინსტრუქციის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტითა და მე-9 მუხლის მე-3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით განსაზღვრული სარეგისტრაციო (სააღრიცხვო) მონაცემების დასადგენად შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს სატრანსპორტო საშუალებაზე დატანილი/ამოტვიფრული საიდენტიფიკაციო ნომერი, ფირნიში,  ქარხანა-დამამზადებლის ან მისი წარმომადგენლობის მიერ გაცემული დოკუმენტი, უფლებამოსილი პირის/ორგანოს მიერ გაცემული დასკვნა, ცნობა ან სხვა დოკუმენტი, საჯაროდ ხელმისაწვდომი ან შეზღუდული სარგებლობის წყარო (ელექტრონული მონაცემთა ბაზა ან ინტერნეტ რესურსი), სარეგისტრაციო მონაცემთა ბაზაში ასახული იდენტური მარკა-მოდელის ტრანსპორტის სარეგისტრაციო (სააღრიცხვო) მონაცემები, ან/და ნებისმიერი სხვა სახის დოკუმენტი, რომელიც ხელმისაწვდომია სააგენტოსათვის და რომლითაც შესაძლებელია აღნიშნული მონაცემების დადგენა.“.

4. მე-10 მუხლის:

ა) პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საქართველოს ტერიტორიაზე საველდებულო რეგისტრაციის განკუთვნილი სატრანსპორტო საშუალებები კონსტრუქციული დამახასიათებელი ნიშნების მიხედვით იყოფა შემდეგი სახის ტიპებად:“;

ბ) პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11-15 პუნქტები:

„11. მოპედი;

12. მოტოციკლი;

13. ტრიციკლი;

14. კვადროციკლი;

15. მსუბუქი კვადროციკლი;“.

5. მე-11 მუხლის პირველი პუნქტის „ბ.კ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ.კ) საკუთრების ან სარგებლობის უფლების წარმოშობის დამადასტურებელი სხვა სამართლებრივი აქტით (ამ ქვეპუნქტით განსაზღვრულ სამართლებრივ აქტად ასევე მიიჩნევა აღსრულების ეროვნული ბიუროს/აღმასრულებლის მოთხოვნა სატრანსპორტო საშუალების საკუთრების უფლებით კრედიტორზე რეგისტრაციის თაობაზე);“.

6. მე-13 მუხლის:

ა) პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) მოტოციკლის, კვადროციკლის, ტრიციკლის, მოპედის, მსუბუქი კვადროციკლის რეგისტრაციის ნომერი (სახელმწიფო სანომრე ნიშანი);“;

ბ) პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) საქართველოში დიპლომატიურ წარმომადგენლობათა ხელმძღვანელებისათვის, ელჩებისათვის განკუთვნილი მოტოციკლის, კვადროციკლის, ტრიციკლის, მოპედის, მსუბუქი კვადროციკლის რეგისტრაციის ნომერი (სახელმწიფო სანომრე ნიშანი);“;

გ) პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ზ) დიპლომატიური წარმომადგენლობების დიპლომატიური პერსონალის წევრებისათვის განკუთვნილი მოტოციკლის, კვადროციკლის, ტრიციკლის, მოპედის, მსუბუქი კვადროციკლის რეგისტრაციის ნომერი (სახელმწიფო სანომრე ნიშანი);“;

დ) პირველი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ი) საკონსულო დაწესებულებების შტატის საკონსულო თანამდებობის პირებისათვის განკუთვნილი მოტოციკლის, კვადროციკლის, ტრიციკლის, მოპედის, მსუბუქი კვადროციკლის რეგისტრაციის ნომერი (სახელმწიფო სანომრე ნიშანი);“;

ე) პირველი პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ლ) დიპლომატიური წარმომადგენლობების ადმინისტრაციულ-ტექნიკური და მოსამსახურე პერსონალისათვის განკუთვნილი მოტოციკლის, კვადროციკლის, ტრიციკლის, მოპედის, მსუბუქი კვადროციკლის  რეგისტრაციის ნომერი (სახელმწიფო სანომრე ნიშანი);“;

ვ) მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის „ა.ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა.ბ) მოტოციკლის, კვადროციკლი, ტრიციკლის,  მოპედის,  მსუბუქი კვადროციკლის შიდა ტრანზიტი;“

7. მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) მოტოციკლის, კვადროციკლის, ტრიციკლის, მოპედის, მსუბუქი კვადროციკლის, მისაბმელის, სასოფლო-სამეურნეო მანქანისა და სპეციალიზებული თვითმავალი მანქანის  რეგისტრაციის საფუძველზე გაიცემა  ერთი შესაბამისი რეგისტრაციის ნომერი (სახელმწიფო სანომრე ნიშანი) და ერთი ტრანსპორტის რეგისტრაციის მოწმობა;“.

8. 43-ე მუხლის:

ა) პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით საჯარო უფლებამოსილების განმახორციელებელი პირისაგან, აგრეთვე კანონით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილი პირისაგან ელექტრონული ან/და მატერიალური სახით მიღებული შეტყობინების საფუძველზე სატრანსპორტო საშუალებაზე ან სასოფლო-სამეურნეო მანქანის დამხმარე ტექნიკურ საშუალებაზე უფლებრივი შეზღუდვის რეგისტრაცია/აღრიცხვა ან მასში ცვლილების რეგისტრაცია/აღრიცხვა ხორციელდება ამ შეტყობინების მიღებიდან არაუგვიანეს 2 სამუშაო დღისა.

2. უფლებრივი შეზღუდვა ან მასში ცვლილება არ რეგისტრირდება/არ აღირიცხება, ხოლო რეგისტრირებულ/აღრიცხულ უფლებრივ შეზღუდვას არ აქვს იურიდიული ძალა და იგი არ აფერხებს სატრანსპორტო საშუალების, მისი ნომრიანი აგრეგატის ან სასოფლო-სამეურნეო მანქანის დამხმარე ტექნიკური საშუალების რეგისტრაციასა და აღრიცხვიდან მოხსნას, თუ:

ა) უფლებრივი შეზღუდვის ან მასში ცვლილების რეგისტრაციის/აღრიცხვის თაობაზე შეტყობინების მიღების მომენტისათვის სატრანსპორტო საშუალება ან სასოფლო-სამეურნეო მანქანის დამხმარე ტექნიკური საშუალება რეგისტრირებული არ არის შესაბამისი დოკუმენტით განსაზღვრულ სუბიექტზე;

ბ) უფლებრივი შეზღუდვის ან მასში ცვლილების რეგისტრაციის/აღრიცხვის თაობაზე შეტყობინების მიღების მომენტისათვის სატრანსპორტო საშუალება ან სასოფლო-სამეურნეო მანქანის დამხმარე ტექნიკური საშუალება რეგისტრირებული არ არის სააგენტოში;

გ) უფლებრივი შეზღუდვის სუბიექტის ან ობიექტის იდენტიფიცირება სრულყოფილად ვერ ხორციელდება;

დ) დოკუმენტი, რომელიც საფუძვლად დაედო უფლებრივი შეზღუდვის ან მასში ცვლილების რეგისტრაციას/აღრიცხვას, დაცული არ არის სააგენტოში;

ე) უფლებრივი შეზღუდვა ან მასში ცვლილება რეგისტრირებულია/აღრიცხულია არაუფლებამოსილი პირის ან ორგანოს აქტის საფუძველზე;

ვ) უფლებრივი შეზღუდვა ან მასში ცვლილება რეგისტრირებულია/აღრიცხულია მას შემდეგ, რაც სატრანსპორტო საშუალება ან სასოფლო-სამეურნეო მანქანის დამხმარე ტექნიკური საშუალება აღრიცხული იყო სხვა პირის საკუთრებად.“;

ბ)  მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული  სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის შეზღუდვის წესი არ გამოიყენება, თუ:

ა) უფლებრივად შეზღუდული ან/და საგადასახადო გირავნობით დატვირთული სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაცია ხორციელდება „სააღსრულებო წამოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად იძულებითი აღსრულების შედეგად, აღსრულების ეროვნული ბიუროს/აღმასრულებლის ამ წესის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის „ბ.კ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მოთხოვნის საფუძველზე;

ბ) უფლებრივად შეზღუდული ან/და საგადასახადო გირავნობით დატვირთული სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაცია ხორციელდება მემკვიდრეზე/სამართალმემკვი-დრეზე;

გ) სატრანსპორტო საშუალებაზე დაინტერესებული პირის საკუთრების უფლების წარმოშობა დასტურდება ამ ინსტრუქციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის „ბ.ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული დოკუმენტით (გარდა მხარეთა მორიგების აქტისა, რომელიც სასამართლოს მიერ დამტკიცებულ იქნა უფლებრივი შეზღუდვის თაობაზე გადაწყვეტილების მიღების შემდგომ);

დ) სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაცია ხორციელდება ლიზინგის გამცემზე ამ ინსტრუქციის 372 მუხლის მე-10 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში და უფლებრივი შეზღუდვა ან/და საგადასახადო გირავნობა სატრანსპორტო საშუალებაზე დადებულია (გავრცელებულია) როგორც ლიზინგის გამცემის ქონებაზე.“;

გ) მე-4 პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის 41 პუნქტი:

„41. ამ მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული გარემოების არსებობისას, სატრანსპორტო საშუალების რეგიტრაცია მოსარგებლეზე, მესაკუთრეზე, მემკვიდრეზე/სამართალმემკვიდრეზე ან ლიზინგის გამცემზე ხორციელდება არსებული უფლებრივი შეზღუდვის ან/და საგადასახადო გირავნობის რეგისტრაციის/აღრიცხვის გაუქმების გარეშე და უფლებრივი შეზღუდვა და საგადასახადო გირავნობა ინარჩუნებს იურიდიულ ძალას, თუ რეგისტრაციისათვის წარმოდგენილი დოკუმენტებიდან სხვა რამ არ გამომდინარეობს.“;

დ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. ამ მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული წესი არ ვრცელდება:

ა) თუ მოთხოვნის მომენტისათვის სატრანსპორტო საშუალებაზე სააგენტოში რეგისტრირებულია/აღრიცხულია უფლებრივი შეზღუდვა, რომლის თაბაზეც გადაწყვეტილება მიღებულია  სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში (გარდა იმავე პუნქტის „დ“ ქვეპუქნტით განსაზღვრული შემთხვევისა);

ბ) იმავე პუნქტის „ა“ ქვეპუქნტით განსაზღვრულ შემთხვევაზე, თუ იძულებითი წესით განკარგვა ხორციელდება სატრანსპორტო საშუალებაზე უფლებრივი შეზღუდვის გადაწყვეტილების მიღების შემდგომ სასამართლოს მიერ დამტკიცებული მორიგების აქტის იძულებითი აღსრულების საფუძველზე.“

7. 491 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 492-497 მუხლები:

მუხლი 492

1. 2022 წლის 28 მარტამდე მოპედის, მსუბუქი კვადროციკლის, ასევე იმ მსუბუქი მოტოციკლის, რომლის საზღვრის კვეთის შესახებ ინფორმაცია არ არის ასახული საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში (შემდგომ – ტრანსპორტი) პირველადი რეგისტრაცია და პირველადი რეგისტრაციისათვის საჭირო სარეგისტრაციო (სააღრიცხვო) მონაცემების დადგენის წესი და პირობები განისაზღვრება ამ ინსტრუქციის 492 – 49მუხლებით.

2. ტრანსპორტის პირველადი რეგისტრაციისათვის, დაინტერესებულმა პირმა სააგენტოში უნდა წარადგინოს:

ა) საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, ხოლო საქართველოში რეგისტრირებული იურიდიული პირის შემთხვევაში – რეგისტრაციის განხორციელებაზე წარმომადგენლის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი და წარმოდგენილი პირის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;

ბ) დათვალიერების აქტი;

გ) ტრანსპორტზე ამ ინსტრუქციის მე-11 მუხლით განსაზღვრული საკუთრების წარმოშობის დამადასტურებელი დოკუმენტი;

დ) დაინტერესებული პირის წერილობითი განცხადება ტრანსპორტის საკუთრების უფლებით პირველადი რეგისტრაციის თაობაზე;

ე) კანონით განსაზღვრული საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი;

ვ) ამ ინსტრუქციით განსაზღვრული სხვა დოკუმენტები, რომელიც საჭიროა სააგენტოსათვის ტრანსპორტის პირველადი რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად.

3. ტრანსპორტის პირველადი რეგისტრაციისას სარეგისტრაციო (სააღრიცხვო) მონაცემების დადგენის მიზნით, სავალდებულოა მისი დათვალიერება და დათვალიერების აქტის შედგენა ამ ინსტრუქციის მე-8 მუხლის 41 პუნქტით განსაზღვრული წესით. თუ აღნიშნული წესით გათვალისწინებულ წყაროებზე დაყრდნობით ვერ ხორციელდება ტრანსპორტის რომელიმე სარეგისტრაციო (სააღრიცხვო) მონაცემის დადგენა, მონაცემების განსაზღვრისას შესაძლებელია გათვალისწინებულ იქნეს დაინტერესებული პირის მიერ მიწოდებული ინფორმაცია (გარდა ტრანსპორტის საიდენტიფიკაციო ნომრისა, გამოშვების წელისა, ტიპისა და მოდელისა).

მუხლი 493

1. იმ შემთხვევაში, თუ 492  მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული წესით ტრანსპორტის დათვალიერების შედეგად ვერ დგინდება ტრანსპორტის:

ა) მოდელი ან გამოშვების წელი, ამ ინსტრუქციის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ვ.ა (მოდელი)“ ან „ვ.გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული სარეგისტრაციო მონაცემები შესაძლებელია არ მიეთითოს ან მიეთითოს „დაუდგენელი“;

ბ) ძრავის ზუსტი მოცულობა ან/და მაქსიმალური სიმძლავრე, ამ ინსტრუქციის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ვ.ზ“ ან/და „ვ.თ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ სარეგისტრაციო მონაცემად მიეთითება ძრავის მოცულობის ან/და მაქსიმალური სიმძლავრის ის მაქსიმალური ზღვარი რომელიც შესაძლოა ჰქონდეს ტრანსპორტს (მაგ: <50 სმ3, <125 სმ3, <4 კვტ და ა.შ).

2. თუ ტრანსპორტის ტიპის განსასაზღვრად დამატებით საჭიროა მისი კონსტრუქციული სიჩქარის დადგენა, სააგენტოს უფლებამოსილი თანამშრომელი (ხოლო ამ ინსტრუქციის 494-496 მუხლების შემთხვევაში – ინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი) აღნიშნულ მონაცემს განსაზღვრავს 492 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ წყაროებზე დაყრდნობით, ხოლო თუ ეს შეუძლებელია, კონსტრუქციულ სიჩქარედ შესაძლებელია მიეთითოს სპიდომეტრზე აღნიშნული მაქსიმალური სიჩქარის ზღვარი. ტრანსპორტის კონსტრუქციული სიჩქარის შესახებ მონაცემი არ აისახება სარეგისტრაციო მონაცემთა ბაზაში და ტრანსპორტის რეგისტრაციის მოწმობაში.

3. თუ დაინტერესებული პირი არ ეთანხმება სააგენტოს მიერ ამ მუხლის პირველ ან მე-2 პუნქტში მითითებული წესით განსაზღვრულ რომელიმე მონაცემს, სარეგისტრაციო პროცედურა შეწყდება და ტრანსპორტის პირველადი რეგისტრაცია არ განხორციელდება დაინტერესებული პირის მიერ კომპეტენტური დაწესებულებიდან (ქარხანა-დამამზადებელი/მისი წარმომადგენლობა საქართველოში, საექსპერტო დაწესებულება, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების სფეროში აკრედიტირებული პირი) ტრანსპორტის  მოდელის, გამოშვების წლის, ძრავის ზუსტი მოცულობის, მაქსიმალური სიმძლავრის ან/და კონსტრუქციული სიჩქარის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენამდე.

4. თუ დაინტერესებული პირი ვერ უზრუნველყოფს 492 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული დოკუმენტების წარდგენას, სააგენტო უფლებამოსილია სარეგისტრაციო მიზნებისათვის ტრანსპორტზე პირის საკუთრების უფლების არსებობა დადასტურებულად მიიჩნიოს, თუ დაინტერესებული პირი წერილობითი ფორმით აცხადებს რომ იგი არის წარმოდგენილი ტრანსპორტის მესაკუთრე.

5. სააგენტო არ არის ვალდებული გადაამოწმოს/დაადგინოს დაინტერესებული პირის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციისა (მათ შორის ამ მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული წესით წარმოდგენილი ინფორმაცია საკუთრების უფლების თაობაზე) და დოკუმენტაციის  ნამდვილობა. დაინტერესებული პირის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის/დოკუმენტაციის მიმართ მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე. ი. აღნიშნული ინფორმაცია/დოკუმენტები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა. დაინტერესებული პირის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის/დოკუმენტების სისწორეზე, აგრეთვე მესამე პირისათვის მიყენებულ ზიანზე პასუხისმგებლობა ეკისრება დაინტერესებულ პირს.

6.492-493 მუხლებით დადგენილი წესით ტრანსპორტის პირველადი რეგისტრაციისას არ გამოიყენება ამ ინსტრუქციის 26-ე მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი მოთხოვნები. ამასთან, სააგენტო ვალდებული არ არის შეამოწმოს/დაადგინოს რეგისტრაციისათვის წარმოდგენილ ტრანსპორტთან დაკავშირებით საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული საბაჟო ვალდებულების შესრულების ან ასეთი ვალდებულების წარმოუშობლობის შესახებ გარემოებები.

7. ამ ინსტრუქციის 492 -496 მუხლით განსაზღვრული წესი არ გამოიყენება:

ა) 492 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ტრანსპორტისაგან განსხვავებულ სხვა სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციისას ან დროებითი რეგისტრაციისას;

ბ) 492 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ტრანსპორტის დროებითი რეგისტრაციისას ან რეგისტრაციაში ცვლილების განხორციელებისას;

გ) 2022 წლის 27 მარტის შემდგომ ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული  ტრანსპორტის პირველადი რეგისტრაციისას.

8. თუ ტრანსპორტის პირველად რეგისტრაციასთან დაკავშირებული რომელიმე საკითხი არ არის დარეგულირებული ამ მუხლით, გამოიყენება ამ ინსტრუქციით გათვალისწინებული, ტრანსპორტის პირველადი რეგისტრაციის მარეგულირებელი ნორმები.

მუხლი 494

1. სააგენტოსთან არსებული სახელშეკრულებო ურთიერთობის საფუძველზე,  სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის მიზნით საჭირო დათვალიერების ან/და ამ ინსტრუქციის 495 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული მომსახურება 2022 წლის 28 მარტამდე შეიძლება განხორციელდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის − აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს – აკრედიტაციის ცენტრის მიერ შესაბამის სფეროში აკრედიტებული ინსპექტირების ცენტრების (შემდგომ – ინსპექტირების ცენტრი) მეშვეობით. სააგენტოსა და ინსპექტირების ცენტრს შორის ურთიერთობა რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობითა და მხარეებს შორის დადებული ხელშეკრულებით.

2.ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული უფლებამოსილების განსახორციელებლად, ინსპექტირების ცენტრსა და სააგენტოს შორის კავშირი ხორციელდება ამ მიზნით შექმნილი სპეციალური კომპიუტერული პროგრამული (შემდგომ – კომპიუტერული პროგრამა) უზრუნველყოფის საშუალებით. ზემოაღნიშნული მიზნით ინსპექტირების ცენტრსა და სააგენტოს შორის კავშირი კომპიუტერული პროგრამის გარდა შესაძლებელია განხორციელდეს ელექტრონული კომუნიკაციის სხვა საშუალებით (შემდგომ – ელექტრონული კომუნიკაციის სხვა საშუალება).

3. დაინტერესებული პირის მიერ ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული მომსახურების გაწევის თაობაზე ინსპექტირების ცენტრისათვის მიმართვის შემთხვევაში, ინსპექტირების ცენტრი უზრუნველყოფს:

ა) დაინტერესებული პირის ინფორმირებას მოთხოვნილი მომსახურების გაწევისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი პროცედურების, წარმოსადგენი დოკუმენტებისა და გადასახდელი მომსახურების საფასურების შესახებ;

ბ) დაინტერესებული პირის იდენტიფიკაციას პირადობის მოწმობით;

გ) ტრანსპორტის დათვალიერებას ამ ინსტრუქციის 492 მუხლის მე-3 და 493 მუხლის 1-3 პუნქტებით დადგენილი წესით, დათვალიერების აქტის შედგენასა და სააგენტოსათვის ელექტრონული ფორმით გადაგზავნას;

დ) დასათვალიერებლად წარდგენილი ტრანსპორტის ფოტოგადაღებას (საჭიროებიდან გამომდინარე, ფოტოზე აღბეჭდილი უნდა იქნეს სატრანსპორტო საშუალების საიდენტიფიკაციო ნომერი, ფირნიში, სპიდომეტრი (ასეთის არსებობის შემთხვევაში), ასევე ტრანსპორტის წინა და გვერდითი ხედები) და გადაღებული ფოტოების სააგენტოსათვის კომპიუტერული პროგრამის ან/და ელექტრონული კომუნიკაციის სხვა საშუალების მეშვეობით დაუყოვნებლივ გაგზავნას;

ე) დაინტერესებული პირის მიერ მასთან პირველადი რეგისტრაციისათვის საჭირო ამ ინსტრუქციის 492 მუხლის მე-2 და 493 მუხლის მე-4 პუნქტებით განსაზღვრული დოკუმენტების (შემდგომ – პირველადი რეგისტრაციისათვის საჭირო დოკუმენტები) წარდგენის შემთხვევაში, დოკუმენტების მიღებას, ფოტოგადაღებასა და ფოტოების სააგენტოსათვის კომპიუტერული პროგრამის ან/და ელექტრონული კომუნიკაციის სხვა საშუალების მეშვეობით დაუყოვნებლივ გადაგზავნას;

ვ) დაინტერესებული პირის მიერ მატერიალური ფორმით წარმოდგენილი პირველადი რეგისტრაციისათვის საჭირო დოკუმენტების შენახვასა და 60 კალენდარული დღის განმავლობაში სააგენტოსთვის გადაცემას;

ზ) საჭიროების შემთხვევაში სააგენტოს მიერ კომპიუტერული პროგრამით ან ელექტრონული კომუნიკაციის სხვა საშუალებით მისთვის გაგზავნილი ინფორმაციის/ელექტრონული დოკუმენტის დაინტერესებული პირისათვის გაცნობას;

თ) ხელშეკრულებით განსაზღვრული სხვა უფლება-მოვალეობების განხორციელებას.

4. ინსპექტირების ცენტრი არ განახორციელებს ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრულ უფლებამოსილებას და აღნიშნულის თაობაზე აცნობებს დაინტერესებულ პირს, თუ:

ა) დასათვალიერებლად წარმოდგენილია 492 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ტრანსპორტისაგან განსხვავებული სატრანსპორტო საშუალება;

ბ) დასათვალიერებლად წარდგენილ ტრანსპორტზე არ არის დატანილი/ამოტვიფრული, ან დაზიანებულია საიდენტიფიკაციო ნომერი;

გ) დაინტერესებული პირის მიერ არ არის გადახდილი  შესაბამისი რეგისტრაციის ნომრისა (სახელმწიფო სანომრე ნიშნის) და სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის მოწმობის გაცემისათვის (მიუხედავად იმისა ითხოვს თუ არა იგი ინსპექტირების ცენტრის მეშვეობით 495  მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული მომსახურების გაწევას) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული საფასური;

დ) ინსპექტირების ცენტრი ვერ უზრუნველყოფს სავალდებულო სააღრიცხვო მონაცემების დადგენასა და დათვალიერების აქტის შედგენას;

ე) დაინტერესებული პირს სურს ტრანსპორტის სარგებლობის უფლებით რეგისტრაცია, დროებითი რეგისტრაცია ან ტრანპორტის საკუთრების უფლებით იურიდიულ პირზე რეგისტრაცია;

ვ) მოთხოვნის მომენტისათვის, წარმოდგენილი სატრანსპორტო საშუალება უკვე დათვალიერებულია სააგენტოს ან რომელიმე ინსპექტირების ცენტრის თანამშრომლის მიერ;

ზ) მოთხოვნის მომენტისათვის ტრანსპორტი რეგისტრირებულია;

თ) არსებობს მომსახურების გაწევაზე უარის თქმის საქართველოს კანონმდებლობით ან/და სააგენტოსთან დადებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული სხვა გარემოება.

5. ინსპექტირების ცენტრს უფლება აქვს მიზეზის მითითების გარეშე უარი განაცხადოს ამ მუხლით განსაზღვრულ მომსახურების გაწევაზე.

6. ინსპექტირების ცენტრის მიერ დათვალიერების მომსახურებაზე უარის გაცხადების შემთხვევაში, დაინტერესებული პირი ვალდებულია პირველადი რეგისტრაციის მიზნით ტრანსპორტი – დასათვალიერებლად, ასევე პირველადი რეგისტრაციისათვის საჭირო დოკუმენტები წარმოადგინოს სააგენტოში.

მუხლი 495

1. დაინტერესებულ პირს უფლება აქვს რეგისტრაციის მომსახურების გაწევის მოთხოვნით სააგენტოს მიმართოს და პირველადი რეგისტრაციისათვის საჭირო დოკუმენტები წარუდგინოს იმ ინსპექტირების ცენტრის მეშვეობით, რომელმაც განახორციელა მისი კუთვნილი ტრანსპორტის დათვალიერება (შემდგომ – დისტანციური მომსახურება). ამ პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, დაინტერესებული პირის პირველადი რეგისტრაციის თაობაზე განცხადება, ასევე უნდა შეიცავდეს ინფორმაციას პირველადი რეგისტრაციის მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში, მის მიერ შერჩეული სარეგისტრაციო ნიშნების გადაცემის ამ 496 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული საშუალების თაობაზე.

2. ინსპექტირების ცენტრი დაინტერესებული პირის მიერ მასთან წარდგენილი პირველადი რეგისტრაციისათვის საჭირო დოკუმენტების სააგენტოსათვის გადაცემას უზრუნველყოფს კომპიუტერული პროგრამის ან/და ელექტრონული კომუნიკაციის სხვა საშუალებების გამოყენებით, ელექტრონული სახით.

3. დისტანციური მომსახურების გაწევის თაობაზე სააგენტოსათვის მიმართვის შემთხვევაში, სააგენტო უზრუნველყოფს ინსპექტირების ცენტრის მიერ კომპიუტერული პროგრამით ან ელექტრონული კომუნიკაციის სხვა საშუალებით მისთვის გადაგზავნილი პირველადი რეგისტრაციისათვის საჭირო დოკუმენტების საფუძველზე მომსახურების გაწევისათვის საჭირო საქმის წარმოების დაწყებასა და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებას. საქმის წარმოების ფარგლებში სააგენტო უფლებამოსილია დაინტერესებულ პირს მოსთხოვოს:

ა) დამატებითი დოკუმენტების ან/და ინსპექტირების ცენტრის მეშვეობით წარდგენილი დოკუმენტების მატერიალური სახით სააგენტოში წარმოდგენა;

ბ) საქმეზე გადაწყვეტილების მიღებისათვის საჭირო გარემოების დადგენის მიზნით, დაინტერესებული პირის სააგენტოში გამოცხადება ან/და ტრანსპორტის სააგენტოში წარდგენა.

4. დისტანციური მომსახურების გაწევის მიზნით სააგენტო უფლებამოსილია დაინტერესებულ პირთან კომუნიკაციისათვის გამოიყენოს კომპიუტერული პროგრამა ან კომუნიკაციის სხვა საშუალებები (მოკლე ტექსტური შეტყობინება, ელექტრონული ფოსტა, ფოსტა და ა.შ).

მუხლი 496

1. დისტანციური მომსახურების გაწევის მიზნით დაწყებული ადმინისტრაციული წარმოებისას, ტრანსპორტის პირველადი რეგისტრაციის თაობაზე გადაწყვეტილება მიიღებულ უნდა იქნეს მომსახურების გაწევის თაობაზე მოთხოვნის წარდგენიდან 3 სამუშაო დღის ვადაში (ამ ვადაში არ გაითვალისწინება სააგენტოს მიერ სხვა უფლებამოსილი პირისაგან დოკუმენტის ან დამატებითი ინფორმაციის გამოთხოვისათვის, აგრეთვე დაინტერესებული პირის მიერ დოკუმენტის/ტრანსპორტის სააგენტოსთვის წარდგენისათვის/დაინტერესებული პირის სააგენტოში გამოცხადებისთვის დახარჯული დრო).

2. სარეგისტრაციო ნიშნები დაინტერესებული პირს შესაძლებელია გადაეცეს:

ა) სააგენტოს სტრუქტურულ ერთეულში;

ბ) დაინტერესებულ პირისა და ინსპექტირების ცენტრის შეთანხმების შემთხვევაში, ინსპექტირების ცენტრის მეშვეობით.

3. სარეგისტრაციო ნიშნების გადაცემის კონკრეტული საშუალების გამოყენების თაობაზე უნდა მიეთითოს დაინტერესებული პირის მიერ წარდგენილ განცხადებაში ან/და ინსპექტირების ცენტრის მიერ კომპიუტერულ პროგრამაში, დაინტერესებული პირის ზეპირი ან წერილობითი მითითების საფუძველზე. მიუხედავად შერჩეული საშუალებისა, სარეგისტრაციო ნიშნები უნდა ჩაბარდეს უშუალოდ დაინტერესებულ პირს.

4. დისტანციური მომსახურებისას, დაინტერესებული პირის მიერ სარეგისტრაციო ნიშნების გადაცემისათვის სააგენტოს სტრუქტურული ერთეულის შერჩევის შემთხვევაში, იგი განცხადებაში ან მისი ზეპირი მითითებით ინსპექტირების ცენტრი – კომპიუტერულ პროგრამაში უთითებს სააგენტოს იმ სტრუქტურულ ერთეულს, საიდანაც დაინტერესებული პირი უზრუნველყოფს სარეგისტრაციო ნიშნების გატანას. ამ პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში დაინტერესებული პირი ვალდებულია სარეგისტრაციო ნიშნების მისაღებად გამოცხადდეს სააგენტოს სტრუქტურულ ერთეულში რეგისტრაციის მოთხოვნის დაკმაყოფილებიდან 3 სამუშაო დღის ვადაში.

5. დისტანციური მომსახურებისას, დაინტერესებული პირის მიერ სარეგისტრაციო ნიშნების მისთვის ინსპექტირების ცენტრის მეშვეობით გადაცემის მოთხოვნის შემთხვევაში, იგი განცხადებაში ან მისი ზეპირი მითითებით ინსპექტირების ცენტრი – კომპიუტერულ პროგრამაში უთითებს იმ ინსპექტირების ცენტრს, საიდანაც დაინტერესებული პირი უზრუნველყოფს სარეგისტრაციო ნიშნების გატანას. ამ პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში დაინტერესებული პირი ვალდებულია სარეგისტრაციო ნიშნების მისაღებად გამოცხადდეს შესაბამის ინსპექტირების ცენტრში რეგისტრაციის მოთხოვნის დაკმაყოფილებიდან 3 სამუშაო დღის ვადაში.

6. თუ დაინტერესებულ პირს არ სურს პირველადი რეგისტრაციისათვის საჭირო დოკუმენტების სააგენტოსათვის ინსპექტირების ცენტრის მეშვეობით გადაგზავნა და მომსახურების დისტანციურად მიღება, ინსპექტირების ცენტრის მიერ ხორციელდება მხოლოდ ტრანსპორტის დათვალიერება და დათვალიერების აქტის სააგენტოსათვის გადაგზავნა. ამასთან პირველადი რეგისტრაციის განხორციელებისა და სარეგისტრაციო ნიშნების მიღების მიზნით დაინტერესებული პირი ვალდებულია დათვალიერების აქტის მოქმედების ვადაში მიმართოს სააგენტოს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულს და წარუდგინოს ამ ინსტრუქციით განსაზღვრული დოკუმენტები.

7. 494-496 მუხლებით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელების მიზნით ინსპექტირების ცენტრი უფლებამოსილია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესითა და მოცულობით დაამუშავოს (შეაგროვოს, გამოიყენოს, შეინახოს, გაანადგუროს და ა.შ.) დაინტერესებული პირის პერსონალური მონაცემები.

მუხლი 497

1. 2022 წლის 26 თებერვლამდე ამ ინტრუქციის 492-496 მუხლებით განსაზღვრული წესით ტრანსპორტის პირველადი რეგისტრაციისას „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის „დ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული საფასური მცირდება და შეადგენს 25 ლარს, ხოლო იმავე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტი მცირდება და შეადგენს – 15 ლარს.

2. 2022 წლის 28 მარტამდე, ამ ინტრუქციის 494-496 მუხლებით განსაზღვრული წესით  ინსპექტირების ცენტრში ტრანსპორტის დათვალიერებისას, დაინტერესებული პირი თავისუფლდება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის „ფ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული საფასურისაგან.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2021 წლის 6 დეკემბრიდან.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრივახტანგ გომელაური