„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 1081-VIმს-Xმპ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 14/12/2021
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 23/12/2021
სარეგისტრაციო კოდი 430020000.05.001.020436
1081-VIმს-Xმპ
14/12/2021
ვებგვერდი, 23/12/2021
430020000.05.001.020436
„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №2, 10.01.2005, მუხ. 4) 52-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 პუნქტი:

„31. აბიტურიენტების ხელშეწყობის მიზნით საჯარო სამართლის იურიდიულ პირში − საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე, საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი წესითა და დადგენილ ვადებში სწავლა დასაშვებია საქართველოს ეროვნული ნაკრები გუნდების წევრებისთვის, რომლებიც ოლიმპიურ/პარალიმპიურ  თამაშებში, აგრეთვე  საჭადრაკო ოლიმპიადებში ოქროსმედალოსნები/ვერცხლისმედალოსნები/ბრინჯაოსმედალოსნები გახდებიან.“.

მუხლი 2. საქართველოს მთავრობამ ამ კანონის ამოქმედებიდან 6 თვის ვადაში უზრუნველყოს შესაბამისი კანონქვემდებარე აქტების მიღება.

მუხლი 3. ამ კანონის მოქმედება გავრცელდეს აგრეთვე იმ პირებზე, რომლებიც ოქროსმედალოსნები/ვერცხლისმედალოსნები/ბრინჯაოსმედალოსნები ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიურ/პარალიმპიურ თამაშებში გახდნენ.

მუხლი 4. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


საქართველოს პრეზიდენტისალომე ზურაბიშვილი

 

 

თბილისი,

14 დეკემბერი 2021 წ.

N1081-VIმს-Xმპ