„საქართველოს ეროვნულ ბანკში დასაქმებისთვის კონკურსის ჩატარების წესისა და პირობების, საკონკურსო კომისიის შექმნისა და საქმიანობის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2019 წლის 20 ივნისის N103/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„საქართველოს ეროვნულ ბანკში დასაქმებისთვის კონკურსის ჩატარების წესისა და პირობების, საკონკურსო კომისიის შექმნისა და საქმიანობის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2019 წლის 20 ივნისის N103/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 175/04
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
მიღების თარიღი 17/12/2021
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 20/12/2021
ძალის დაკარგვის თარიღი 18/12/2023
სარეგისტრაციო კოდი 220090000.18.011.016605
175/04
17/12/2021
ვებგვერდი, 20/12/2021
220090000.18.011.016605
„საქართველოს ეროვნულ ბანკში დასაქმებისთვის კონკურსის ჩატარების წესისა და პირობების, საკონკურსო კომისიის შექმნისა და საქმიანობის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2019 წლის 20 ივნისის N103/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
 

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის

ბრძანება №175/04

2021 წლის 17 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს ეროვნულ ბანკში დასაქმებისთვის კონკურსის ჩატარების წესისა და პირობების, საკონკურსო კომისიის შექმნისა და საქმიანობის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2019 წლის 20 ივნისის №103/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

 


მუხლი 1
„საქართველოს ეროვნულ ბანკში დასაქმებისთვის კონკურსის ჩატარების წესისა და პირობების, საკონკურსო კომისიის შექმნისა და საქმიანობის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2019 წლის 20 ივნისის N103/04 ბრძანებით (www.matsne.gov.ge; 24/06/2019; ს/კ:220090000.18.011.016395) დამტკიცებულ „საქართველოს ეროვნულ ბანკში დასაქმებისთვის კონკურსის ჩატარების წესისა და პირობების, საკონკურსო კომისიის შექმნისა და საქმიანობის   წესში“ შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-5 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. იმ შემთხვევაში, თუ ამ მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად დახურული კონკურსის ფარგლებში  ვერ შეირჩა კანდიდატი, შესაძლებელია გამოცხადდეს ღია კონკურსი.“.

2. მე-6 მუხლის:

ა) პირველი პუნქტის პირველი აბზაცი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ღია და დახურული კონკურსის გამოცხადების შესახებ შეტყობინება უნდა შეიცავდეს აუცილებლად წარსადგენი დოკუმენტების ჩამონათვალს და შესაძლებელია მოიცავდეს შემდეგ მონაცემებს:“;

ბ) მე-3 პუნქტის პირველი აბზაცი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. გამარტივებული კონკურსის გამოცხადების შესახებ შეტყობინება შესაძლებელია მოიცავდეს შემდეგ მონაცემებს:“.

3. მე-12 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. კონკურსის მომდევნო ეტაპამდე 2 სამუშაო დღით ადრე, ადამიანური რესურსების მართვისა და განვითარების განყოფილება ვალდებულია აცნობოს კანდიდატს მის მიერ წარდგენილი განაცხადის ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობისა და მომდევნო ეტაპის შესახებ ინფორმაცია.“.

4. მე-13 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. საკონკურსო კომისიის მიერ  შერჩეული კანდიდატის შეფასების საბოლოო შედეგი აისახება საკონკურსო კომისიის სხდომის ოქმში.“.

5. მე-15 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. კონკურსის შედეგების მიხედვით, საკონკურსო კომისია ეროვნული ბანკის პრეზიდენტს წარუდგენს შერჩეულ კანდიდატს.

2. კანდიდატი პროფესიული საჯარო მოხელის ვაკანტურ თანამდებობაზე ინიშნება  პრეზიდენტის ბრძანებით, საკონკურსო კომისიის მიერ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, კანდიდატსა და საკონკურსო კომისიას შორის შეთანხმებული მუშაობის დაწყების ვადის (თარიღის) გათვალისწინებით.“.

6. მე-16 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ“ ქვეპუნქტი:

„გ) საკონკურსო კომისიის მიერ შერჩეულმა კანდიდატმა უარი თქვა გამოცხადებული პოზიციის დაკავებაზე.“.

7. მე-17 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნიშნავს საკონკურსო კომისიის თავმჯდომარეს.  ეროვნული ბანკის პრეზიდენტი არ შეიძლება იყოს საკონკურსო კომისიის თავჯდომარე.“.

8. მე-18 მუხლის:

ა) მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. კანდიდატის შეფასების თაობაზე საკონკურსო კომისია გადაწყვეტილებას იღებს კენჭისყრის საფუძველზე. გადაწყვეტილება მიღებულად ითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს სხდომაზე დამსწრე წევრთა ნახევარზე მეტი. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში, გადამწყვეტად ითვლება სხდომის თავმჯდომარის ხმა.    

4. კომისია ასევე უფლებამოსილია, გადაწყვეტილება მიიღოს ქულათა სისტემის საფუძველზე (დანართი 1 და დანართი  №2).“.

ბ) მე-4 პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის 41 პუნქტი:

„41. გარდა კანონმდებლობით განსაზღვრული ძირითადი და დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებისა, საკონკურსო კომისია უფლებამოსილია თითოეული პოზიციისთვის განსაზღვროს სპეციალური საკვალიფიკაციო მოთხოვნები.“;

გ) მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8. საკონკურსო კომისიის მიერ კანდიდატის შეფასების საბოლოო, დასაბუთებული შედეგი აისახება სხდომის ოქმში, რომელსაც ხელს აწერენ საკონკურსო კომისიის  სხდომის თავმჯდომარე და დამსწრე წევრები. საკონკურსო კომისიის წევრს უფლება აქვს თავისი განსხვავებული აზრი დაურთოს ოქმს, რის შესახებაც ოქმში კეთდება შესაბამისი ჩანაწერი.

9. დანართი №1 ჩამოყალიბდეს თანდართული დანართი №1-ის შესაბამისად;

10. დანართ №1-ის შემდეგ დაემატოს დანართი №2 თანდართული დანართი №2-ის შესაბამისად.

 

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტიკობა გვენეტაძე




 

დანართი № 1

კანდიდატის შეფასების ფურცელი

კანდიდატის სახელი:

თარიღი:
ვაკანტური პოზიცია:

შემფასებელი:

  მონიშნეთ შესაბამისი ციფრი (1- დამაკმაყოფილებელი, 2- კარგი, 3- ძალიან კარგი)

საკვალიფიკაციო მოთხოვნები

კომენტარი

1

2

3

განათლება და გამოცდილება

განათლება

 

 

 

 

მუშაობის გამოცდილება

 

 

 

 

პროფესიული ცოდნა

 

 

 

 

ენები

 

 

 

 

კომპეტენციები

დეტალურად არის გარკვეული არსებული ვაკანსიის მოთხოვნებსა და შინაარსში

 

 

 

 

აქვს პრაქტიკული გამოცდილება იმავე სფეროში

 

 

 

 

ფლობს ვაკანსიის შესაბამისს ტექნიკურ უნარ-ჩვევებს

 

 

 

 

შინაარსობრივ კითხვებზე  არგუმენტირებულად პასუხობს

 

 

 

 

აქტიური და კომუნიკაბელურია

 

 

 

 

მარტივად ახდენს ემოციების კონტროლს

 

 

 

 

გამოამჟღავნა მაღალი ინტერესი და მოტივაცია

 

 

 

 

 

კომენტარი:

 

სასურველი ხელფასი:

ქულების ჯამი: _________

ხელმოწერა:

დანართი № 2

 

კანდიდატის შეფასების ფურცელი მენეჯერული პოზიციებისთვის

 

კანდიდატის სახელი:

თარიღი:
ვაკანტური პოზიცია:

შემფასებელი:

 

მონიშნეთ შესაბამისი ციფრი (1- დამაკმაყოფილებელი, 2- კარგი, 3- ძალიან კარგი)

საკვალიფიკაციო მოთხოვნები

კომენტარი

1

2

3

განათლება და გამოცდილება

განათლება

 

 

 

 

მუშაობის გამოცდილება

 

 

 

 

პროფესიული ცოდნა

 

 

 

 

ენები

 

 

 

 

კომპეტენციები

სტრატეგიული ხედვის უნარი

 

 

 

 

 

ანალიტიკური აზროვნება

 

 

 

 

გუნდის მართვის უნარი

 

 

 

 

სიტუაციის ანალიზის უნარი

 

 

 

 


ქულების ჯამი: _________

 

ხელმოწერა: