,,ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 19 თებერვლის N07 დადგენილებებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

,,ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 19 თებერვლის N07 დადგენილებებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 15
დოკუმენტის მიმღები ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 17/12/2021
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 21/12/2021
სარეგისტრაციო კოდი 010250040.35.133.016323
15
17/12/2021
ვებგვერდი, 21/12/2021
010250040.35.133.016323
,,ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 19 თებერვლის N07 დადგენილებებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი
 
                     

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №15

2021 წლის 17 დეკემბერი

ქ. ბათუმი

 

 

„ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 19 თებერვლის №07 დადგენილებებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონი „ნორმატიული აქტების შესახებ“ მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:

 


1. 1. „ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 19 თებერვლის №07 დადგენილებით (www.matsne.gov.ge 27.02.2018 წელი, სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010250040.35.133.016242) დამტკიცებულ რეგლამენტში შეტანილ იქნეს დამატებები:

 ) პირველი მუხლის მესამე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 3.საკრებულო შედგება საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ შესაბამისად პირდაპირი, საყოველთაო, თანასწორი და ფარული კენჭისყრით 4 წლის ვადით არჩეული 24 წევრისაგან, რომელთაგან 16 წევრი არჩეულია პროპორციული, ხოლო 8 წევრი – მაჟორიტარული წესით.

) მესამე მუხლის პირველი პუნქტის ,,.ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,.“ მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიის შექმნა; კომისიის თავმჯდომარის არჩევა და

თანამდებობიდან გადაყენება; ახალარჩეული მუნიციპალიტეტის საკრებულოს პირველ სხდომაზე მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიის წევრთა რაოდენობისა და პროპორციული წარმომადგენლობის კვოტების განსაზღვრა და დამტკიცება, კომისიის შემადგენლობის ცნობად მიღება; კომისიის დებულების დამტკიცება და მასში ცვლილების შეტანა;

) მე-13 მუხლის მესამე, მეოთხე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით და დაემატოს 31 და 4ქვეპუნქტები.

 3. მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიის თავმჯდომარე აირჩევა მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიის წევრთაგან. მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიის შემადგენლობა განისაზღვრება მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციათა წარმომადგენლობისა და მუნიციპალიტეტის საკრებულოს იმ წევრთა რაოდენობის პროპორციულად, რომლებიც გაერთიანებული არ არიან არცერთ ფრაქციაში. მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიის წევრთა რაოდენობასა და პროპორციული წარმომადგენლობის კვოტებს განსაზღვრავს მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისია და ამტკიცებს მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიურო, ხოლო ახალარჩეული მუნიციპალიტეტის საკრებულოს პირველ სხდომაზე მათ განსაზღვრავს დროებითი სამანდატო კომისია და ამტკიცებს მუნიციპალიტეტის საკრებულო.

31. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს (მუნიციპალიტეტის საკრებულოს) მიერ მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიებში მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციათა პროპორციული წარმომადგენლობის კვოტების დამტკიცებიდან 3 დღის ვადაში ფრაქცია თავისი გადაწყვეტილებით წარადგენს კომისიაში წევრებს.

4. მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიაში წევრის წარდგენის შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციის გადაწყვეტილება ეცნობება მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიას და მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს. იურიდიულ საკითხთა კომისია ამოწმებს ფრაქციის მიერ კომისიაში წევრის წარდგენის სისწორეს და საჭიროების შემთხვევაში ახდენს სათანადო რეაგირებას. ფრაქციის მიერ კომისიაში წარდგენილი წევრი კომისიაში დანიშნულად მიიჩნევა აღნიშნული ფაქტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს მიერ ცნობად მიღების მომენტიდან. მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი, რომელიც გაერთიანებული არ არის არცერთ ფრაქციაში, კომისიის წევრი ხდება ამ პუნქტით დადგენილი წესით, პირადი განცხადების საფუძველზე.

41.. თუ მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციაში განხორციელებული ცვლილებები გავლენას ახდენს მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიაში ფრაქციათა პროპორციულ წარმომადგენლობაზე, მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისია ან შესაბამისი კომპეტენციის მქონე კომისია 1 კვირის ვადაში განსაზღვრავს და მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს უახლოეს სხდომაზე წარუდგენს პროპორციული წარმომადგენლობის ახალ კვოტებს.

) მე-20 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

1. საკრებულოს ფრაქცია წარმოადგენს საერთო პოლიტიკური შეხედულების მქონე საკრებულოს წევრთა ნებაყოფლობით გაერთიანებას, რომელიც იქმნება საკრებულოში მათი საქმიანობის კოორდინაციის მიზნით. მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი შეიძლება გაერთიანდეს ფრაქციაში.

2. ერთი პოლიტიკური პარტიის წარდგენით არჩეულ მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრებს უფლება არა აქვთ, შექმნან ერთზე მეტი ფრაქცია.

3. ფრაქციის შექმნის მსურველი მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრები შეიმუშავებენ წესდებას. მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრთა გაერთიანება ფრაქციის სტატუსს იძენს რეგისტრაციის მომენტიდან.

4. ფრაქციის წევრთა რაოდენობა არ უნდა იყოს 3-ზე ნაკლები. მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრიშეიძლება გაერთიანდეს მხოლოდ ერთ ფრაქციაში. ფრაქციის შექმნა შესაძლებელია როგორც პარტიულ, ისე არაპარტიულ საფუძველზე. დაუშვებელია ფრაქციებად გაერთიანება ეროვნული, რელიგიური, პროფესიული,პირადი ან ტერიტორიული (საცხოვრებელი ადგილის) ნიშნით.

5. ფრაქციის წესდებით განისაზღვრება ფრაქციის შექმნისა და მის შემადგენლობაში ცვლილებების შეტანის წესი, ფრაქციის ხელმძღვანელი ორგანოებისა და თანამდებობის პირების არჩევის წესი და კომპეტენცია, ფრაქციის წევრთა უფლებამოსილება, ფრაქციის მიზნები და ამოცანები, წესდებაში ცვლილებების შეტანის პროცედურა.

6. საკრებულოს წევრს უფლება აქვს ამ რეგლამენტით დადგენილი წესით გაერთიანდეს ფრაქციაში ან ნებისმიერ დროს გავიდეს ფრაქციიდან. ფრაქციას უფლება აქვს ფრაქციის წესდებით დადგენილი წესითმიიღოს ახალი წევრი ფრაქციაში ან ფრაქციიდან გარიცხოს წევრი.

7. ფრაქციებს რეგისტრაციაში ატარებს საკრებულოს ბიურო საკრებულოს იურიდიულ და საპროცედუროსაკითხთა კომისიის წარდგინებით, რომელსაც აფორმებს საკრებულოს ბიუროს სხდომის საოქმო ჩანაწერით.ფრაქციის რეგისტრაციისათვის საჭიროა ფრაქციის თავმჯდომარისა და ფრაქციაში გაერთიანებულ საკრებულოს წევრთა წერილობითი განცხადება, ფრაქციის წესდება.

8. ფრაქციის რეგისტრაციის საკითხს ახლად არჩეული საკრებულოს პირველ სხდომაზე განიხილავს საკრებულოს სამანდატო კომისია (ხოლო მუდმივი კომისიის შექმნამდე – დროებითი სამანდატო კომისია) და დასკვნას წარუდგენს საკრებულოს ბიუროს (საკრებულოს ბიუროს ფორმირებამდე, საკრებულოს თავმჯდომარეს). საკრებულოს პირველ სხდომაზე საკრებულოს თავმჯდომარე ვალდებულია დროებითი სამანდატო კომისიის დასკვნის წარდგენისთანავე დაუყოვნებლივ აცნობოს საკრებულოს სხდომას ფრაქციის დაფუძნების შესახებ. საკრებულო, საკრებულოს თავმჯდომარის ამ განცხადებას იღებს ცნობად კენჭისყრის გარეშე და ფრაქცია ითვლება რეგისტრირებულად და ფორმდება საკრებულოს სხდომის საოქმო ჩანაწერით.

9. ფრაქცია რეგისტრაციამდე თავისი შემადგენლობიდან ირჩევს ფრაქციის თავმჯდომარეს, რომელიც ფრაქციის რეგისტრაციისათვის საკრებულოს იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისიას მიმართავს განცხადებით. განცხადებაში აღინიშნება ფრაქციის სახელწოდება, მისი თავმჯდომარისა და ფრაქციის წევრთა ვინაობა. განცხადება ხელმოწერილი უნდა იქნეს ფრაქციის ყველა წევრის მიერ. განცხადებას თან უნდა დაერთოს ფრაქციის მიერ მიღებული ფრაქციის წესდება.

10. ფრაქციაში ახალი წევრის მიღების, ფრაქციიდან წევრის გასვლის ან გარიცხვის, წესდებაში ცვლილების, ფრაქციის თავმჯდომარის შეცვლის შესახებ დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს საკრებულოს იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისიას. თუ ფრაქციიდან წევრთა გასვლის ან გარიცხვის შედეგად მასში გაერთიანებული დარჩა საკრებულოს 3 წევრზე ნაკლები, ფრაქცია ითვლება გაუქმებულად, რასაც საკრებულოს იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისია უახლოეს სხდომაზე აცნობებს საკრებულოს და აფორმებს საკრებულოს სხდომის საოქმო ჩანაწერით.

) მე-21 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

1. მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარისა და ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილეების არჩევის წესი და უფლებამოსილებანი განისაზღვრება მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციის წესდებით.

2. მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარეს ჰყავს ერთი მოადგილე, ხოლო ფრაქციის ყოველ მესამე წევრზე იგი უფლებამოსილია ჰყავდეს დამატებით ერთი მოადგილე მაგრამ არაუმეტს შვიდი მოადგილისა.

) მე-22 მუხლის პირველი პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 

 მიიღოს გადაწყვეტილება ფრაქციების კოალიციასთან ან სხვა ფრაქციასთან გაერთიანების, ფრაქციის გაუქმების, ფრაქციის წესდებაში დამატებების შეტანის შესახებ.

) 27- მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

1. საკრებულოს თანამდებობის პირები არიან:

ა) საკრებულოს თავმჯდომარე;

ბ) საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე;

გ) საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე; (მოადგილეები)

დ) საკრებულოს კომისიის თავმჯდომარე;

 ე) საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარე;

 ვ) საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე.

) 29- მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 4 პუნქტი.

 4. მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე თავისი შეხედულებისამებრ მოადგილეებს შორის ანაწილებს სფეროებს კურატორობის კუთხით რის შესახებაც გამოსცემს შესაბამის ინდივიდუალურ სამართლებრივ აქტს.

) 30- მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

1. მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის პირველ მოადგილეს და მოადგილეებს, მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის წარდგინებით, თავისი შემადგენლობიდან, მუნიციპალიტეტის საკრებულოს უფლებამოსილების ვადით, სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტით ირჩევს მუნიციპალიტეტის საკრებულო.

2. მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტით დადგენილი წესით ასრულებს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობას მის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის, მისი თანამდებობიდან გადადგომის ან გადაყენების, მისთვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის უფლებამოსილების შეჩერების ან შეწყვეტის შემთხვევაში. პირველი მოადგილის მიერ თავმჯდომარის უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში, თავმჯდომარის უფლებამოსილებას ასრულებს ერთ-ერთი მოადგილე თავმჯდომარის დავალებით.

3. მუნიციპალიტეტის საკრებულო უფლებამოსილია თანამდებობიდან გადააყენოს როგორც მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე ასევე მოადგილეები. მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეების თანამდებობიდან გადაყენების საკითხი მუნიციპალიტეტის საკრებულოს წინაშე შეიძლება წერილობით დასვას და მუნიციპალიტეტის საკრებულოს სიითი შემადგენლობის არანაკლებ ერთმა მეოთხედმა. მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილისთანამდებობიდან გადაყენების შესახებ გადაწყვეტილება მიღებულად ჩაითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს მუნიციპალიტეტის საკრებულოს სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტი.

4. საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეები ვალდებულები არიან რეგლამენტით დადგენილი მინიმალური/მაქსიმალური რაოდენობით მონაწილეობა მიიღონ საკრებულოს მუდმივ მოქმედ კომისიების მუშაობაში როგორც კომისიის წევრი.

5. საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეს უფლება აქვს ნებისმიერ დროს გადადგეს თანამდებობიდან პირადი განცხადების საფუძველზე. აღნიშნულ ფაქტს საკრებულო ცნობად იღებს უახლოეს სხდომაზე, რაც ფორმდება ჩანაწერით და შესაბამისი სამართლებრივი აქტით საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე გადამდგარად ითვლება გადადგომის თაობაზე წერილობითი განცხადების საკრებულოსათვის დადგენილი წესით ჩაბარების დღიდან.

 

2. დადგენილება ამოქმედდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით მისი გამოქვეყნებისთანავე.

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეთენგიზ ირემაძე