„ნავსადგურის წესების“ დამტკიცების შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2012 წლის 31 აგვისტოს N019 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნავსადგურის წესების“ დამტკიცების შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2012 წლის 31 აგვისტოს N019 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 17
დოკუმენტის მიმღები საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი
მიღების თარიღი 22/12/2021
დოკუმენტის ტიპი საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 23/12/2021
ძალის დაკარგვის თარიღი 28/07/2022
სარეგისტრაციო კოდი 310040000.55.067.016143
17
22/12/2021
ვებგვერდი, 23/12/2021
310040000.55.067.016143
„ნავსადგურის წესების“ დამტკიცების შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2012 წლის 31 აგვისტოს N019 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი
 

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის

ბრძანება 17

2021 წლის 22 დეკემბერი

ქ. ბათუმი

 

„ნავსადგურის წესების“ დამტკიცების შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ  – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2012 წლის 31 აგვისტოს N019 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 14 აპრილის N1-1/585 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დებულების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

 


მუხლი 1
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2012 წლის 31 აგვისტოს N019 ბრძანებით დამტკიცებულ „ნავსადგურის წესებში“ შეტანილ იქნას შემდეგი ცვლილება:

ა) წესის 56-ე მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. 8 000 ტონა და მეტი დედვეითის (DW) მქონე ტანკერების სატვირთო ოპერაციები უნდა ხორციელდებოდეს ინერტული ტანკების პირობებში, ჟანგბადის ”O2”-ს შემცველობა ტანკებში არ უნდა აღემატებოდეს 8%-ს. ტანკერის დატვირთვის წინ ტანკებში წყალბადის სულფიდის „H2S”-ს შემცველობა არ უნდა აღემატებოდეს 5 (ხუთი) ppm, რათა არ მოხდეს დატვირთვის დროს ამ მავნე ნივთიერებით გარემოს დაბინძურება.“.

ბ) წესს დაემატოს შემდეგი შინაარსის 751 მუხლი:

„მუხლი 751. ნავსადგურის მიმღები მოწყობილობები

1. ნავსადგურის ადმინისტრაცია ვალდებულია უზრუნველყოს გემებიდან საყოფაცხოვრებო, სახიფათო და ტვირთის ნარჩენი ნივთიერებების მიღება, რათა აღმოიფხვრას გემებიდან ნარჩენების ჩაყრა/ჩაღვრა ზღვაში და დაცულ იქნეს ზღვის გარემო ასეთი ქმედებით გამოწვეული შედეგებისგან.

2. გემებიდან საყოფაცხოვრებო, სახიფათო და ტვირთის ნარჩენებისაგან ნავსადგურის ტერიტორიისა და ნავსადგურის აკვატორიის დაცვა უზრუნველყოფილია საქართველოს კანონის „ნარჩენების მართვის კოდექსი“ და ,,2019  წლის 17 აპრილის ევროპარლამენტისა და საბჭოს 2019/883/EC „ნავსადგურში გემების მიერ ნარჩენების მიმღები მოწყობილობების შესახებ“ დირექტივის მოთხოვნათა შესაბამისად.

3. ნავსადგურებში გემებიდან საყოფაცხოვრებო, სახიფათო და ტვირთის ნარჩენის ჩაყრა/ჩაღვრა აკრძალულია.

4. გემზე დაგროვილი ნარჩენი დადგენილი წესით უნდა ჩაჰბარდეს ნაპირზე. ნავსადგური ვალდებულია მიიღოს გემის ექსპლუატაციის შედეგად წარმოქმნილი ნარჩენები.

5. თუ გემს გააჩნია ნარჩენების საცავი, მაგრამ არსებული საცავი არ არის საკმარისი ნაოსნობის პერიოდში წარმოქმნილი ნარჩენების შესანახად გემის ნავსადგურიდან გასვლის მომენტიდან მის შემდეგ ნავსადგურში შესვლამდე, გემი ვალდებულია ნავსადგურიდან გასვლამდე ჩააბაროს ასეთი ნარჩენი, ხოლო, იმ შემთხვევაში, თუ არ არის განსაზღვრული შემდეგი ნავსადგური, ვალდებულია ჩააბაროს ასეთი ნარჩენი.

6. ნავსადგურებმა უნდა უზრუნველყონ:

ა) ნავსადგურის მიმღები მოწყობილობების ხელმისაწვდომობა გემებისთვის;

ბ) სათანადო ტევადობის ნავსადგურის მიმღები მოწყობილობების არსებობა, რათა მიიღონ ნარჩენების საკმარისი რაოდენობა იმ გემებიდან, რომლებიც სარგებლობენ ნავსადგურის  მომსახურებით, შემდეგი გარემოებების გათვალისწინებით:

ბ.ა) ნავსადგურის მომხმარებელთა საჭიროებები;

ბ.ბ) ნავსადგურის  შესაძლებლობა და ადგილმდებარეობა;

ბ.გ) ნავსადგურის შემავალი გემების ტიპი;

გ) ნავსადგურის მიმღები მოწყობილობების გამოყენებასთან დაკავშირებული ფორმალობებისა და პრაქტიკული მოგვარების სიმარტივე და მიზნშეწონილობა, რათა თავიდან იქნეს აცილებული გემების გაუმართლებელი დაყოვნება;

დ) ნავსადგურის მიმღები მოწყობილობებით გემებიდან ნარჩენების მართვის განხორციელება გარემოს დაცვის სათანადო წესით. 

7. ნარჩენების მიღებისა და დამუშავების დროს მაქსიმალურად უნდა გამოირიცხოს გარემოს დაბინძურება და დანაგვიანება.

8. ნავსადგურმა უნდა უზრუნველყოს გეგმიდან გამომდინარე შემდეგი ინფორმაციის ხელმისაწვდომობა გემის ოპერატორებისთვის:

ა) ნავსადგურის მიმღები მოწყობილობების ადგილმდებარეობა თითოეული ნავმისადგომისთვის და მათი  მუშაობის საათები, ასეთის არსებობის შემთხვევაში;

ბ) ნარჩენების ჩამონათვალი, რომელიც მიიღება/ბარდება ნავსადგურს;

გ) საკონტაქტო პირების სია, ნავსადგურის მიმღები მოწყობილობების ოპერატორების და შემოთავაზებული მომსახურების ჩამონათვალი;

დ) ნარჩენების ჩაბარების პროცედურების აღწერა;

ე) ნარჩენების ჩაბარების საფასური.

9. ნავსადგური ვალდებულია საქართველოს კანონის „ნარჩენების მართვის კოდექსი“ შესაბამისად შეიმუშაოს ნარჩენების მართვის გეგმა.“;

გ) წესის 92-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-8 პუნქტი:

„8. N1 ნავმისადგომთან შემობრუნება ნავმისდგომთან დადგომის მიზნით შეუძლია მხოლოდ ტანკერს, რომლის სიგრძე არ აღემატება 142 მეტრს, ხოლო წყალშიგი 6.0 მეტრს. გემს, რომლის სიგრძე მეტია 142 მეტრზე, ხოლო წყალშიგი 6.0 მეტრზე, შეუძლია შემობრუნდეს ნავსადგურის შიდა აკვატორიაში (თუ მე-7 და მე-3 ნავმისადგომები თავისუფალია გემებისგან), ან მე-9 ნავმისადგომის მიმდებარე აკვატორიაში, თუ მე-9 ნავმისადგომი თავისუფალია გემისგან.”;

დ) წესს დაემატოს შემდეგი შინაარსის XVII1 თავი:

„თავი XVII1

ბათუმის იახტკლუბი

მუხლი 961. იახტკლუბი

1. იახტკლუბის ექსპლუატაცია (საქმიანობა) ხორციელდება აღნიშნული იახტკლუბის ადმინისტრაციის მიერ დამტკიცებული წესების შესაბამისად. იახტკლუბი ვალდებულია წესები და მასში განხორციელებული ცვლილებები გახადოს საჯარო, ასევე  მიაწოდოს შესათანხმებლად სააგენტოს, დამტკიცებამდე არაუგვიანეს 5 სამუშაო დღის ვადაში.

2. ექსპლუატაციის წესები, როგორც მინიმუმ, უნდა შეიცავდეს:

ა) იახტკლუბის ხელმძღვანელობის შესახებ ინფორმაციას და სტრუქტურას;

ბ) იახტკლუბის ტერიტორიაზე და აკვატორიაში იახტებისა და ფიზიკური პირების უსაფრთხოების უზრუნველყოფის მინიმალურ სტანდარტებს/წესებს;

გ) სახანძრო უსაფრთხოების პოლიტიკას;

დ) რისკის შეფასების პროცესს;

ე) ინციდენტებისა და უბედური შემთხვევების მართვისა და ანგარიშგების პროცედურებს, სამაშველო წესებს;

ვ) იახტკლუბის ტერიტორიის  მარკირების წესებს;

ზ) იახტკლუბის რუკას (იახტების, აღჭურვილობისა და შესანახი ადგილების შესახებ ინფორმაციის გათვალისწინებით);

თ) იახტკლუბში გარემოს და სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების დაცვის წესს;

ი) ნებისმიერ სხვა საკითხს, რომელსაც საჭიროდ ჩათვლის რეგულირების კუთხით იახტკლუბის ადმინისტრაცია;

კ) არასრულწლოვანთა და მოწყვლადი ჯგუფების დაცვის წესებს;

ლ) სტანდარტულ საოპერაციო პროცედურებს: ძებნა-გადარჩენის შესახებ.

3. იახტკლუბის ტერიტორიაზე ნაოსნობის უსაფრთხოების კონტროლს ახორციელებს სააგენტოს უფლებამოსილი წარმომადგენელი.“;

ე) 106-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი:

„3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, თუ გემი არ დგას „SPM”-თან და არ მიმდინარეობს სატვირთო ოპერაციები, დასაშვებია (მაისი-ოქტომბრის პერიოდში) მცირე ზომის გასართობი და სასეირნო მცურავი საშუალების გადაადგილება შემდეგ კოორდინატებში:

 

  1. φ =420 03’0000 N
  2. φ=420 03’0000 N
  3. φ =420 02’0000 N
  4. φ =420 02’0000 N

 

 

 

  1. λ= 0410 43’6740 E
  2. λ= 0410 43’0000 E
  3. λ= 0410 43’5000 E
  4. λ= 0410 44’3520 E

ვ) წესის დანართი N3 და დანართი N15 ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.

მუხლი 2
ბრძანების პირველი მუხლის „დ“ ქვეპუნქტი ამოქმედდეს არაუგვიანეს 2023 წლის 01 იანვრისა. 
მუხლი 3
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორითამარ იოსელიანი