„ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 1198-VIIრს-Xმპ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 22/12/2021
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 30/12/2021
სარეგისტრაციო კოდი 300280000.05.001.020481
1198-VIIრს-Xმპ
22/12/2021
ვებგვერდი, 30/12/2021
300280000.05.001.020481
„ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

„ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონში (www.matsne.gov.ge), 27.12.2019, სარეგისტრაციო კოდი: 300280000.05.001.019734) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. პირველი მუხლის მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8. ეს კანონი არ ვრცელდება ბუნებრივი გაზისა და სხვა ნახშირწყალბადების  ძებნა-ძიებაზე,  მოპოვებასა  და  დამუშავებაზე, ავტოგაზგასამართი სადგურების მეშვეობით ბუნებრივი გაზის რეალიზაციაზე, ელექტროტრანსპორტის დამტენი პუნქტების/სადგურების მეშვეობით ელექტროტრანსპორტის დატენის მიზნით ელექტროენერგიის რეალიზაციაზე, აგრეთვე გაზის პროდუქტების წარმოებასა და მათთან დაკავშირებულ ურთიერთობებზე, გარდა იმ საქმიანობისა, რომელიც გათხევადებული ბუნებრივი გაზის მოწყობილობებში ბუნებრივი გაზის გადამუშავებას უკავშირდება.“.

2. მე-3 მუხლის:

ა) „ე“−„ზ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) საბალანსო ელექტროენერგია − ელექტროენერგია, რომელიც აუცილებელია ელექტროენერგეტიკული სისტემის დაბალანსებისთვის, რეალურ დროში ფაქტობრივ მოცულობასა და ორმხრივი ხელშეკრულებით ან/და ელექტროენერგიის ორგანიზებულ ბაზარზე ნავაჭრ მოცულობას შორის სხვაობის დაფარვისთვის;

ვ) დაბალანსების ჯგუფი  −  ელექტროენერგიის ან ბუნებრივი გაზის  ბაზრის ერთი ან ერთზე მეტი მონაწილისგან შემდგარი ჯგუფი, რომელიც შექმნილია კომისიის სამართლებრივი აქტით  განსაზღვრული  დაბალანსების  ჯგუფის მოდელის შესაბამისად და რომლის უბალანსობაზე პასუხისმგებლობა დაბალანსების ჯგუფის წევრების თანხმობით დაკისრებული აქვს დაბალანსებაზე პასუხისმგებელ პირს;

ზ) დაბალანსებაზე პასუხისმგებელი პირი − პირი, რომელიც კომისიის სამართლებრივი აქტით დადგენილი წესის შესაბამისად პასუხისმგებელია დაბალანსების ჯგუფის უბალანსობაზე;“;

ბ) „ტ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ტ) მომხმარებელი − საბოლოო მომხმარებელი, სასმელი წყლის მომხმარებელი;“;

გ) „ფ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ფ) პირდაპირი ხაზი:

ფ.ა) ელექტროენერგეტიკის სექტორში − ელექტროგადამცემი ხაზი, რომელიც ელექტროენერგიის წარმოების იზოლირებულ ადგილს იზოლირებულ მომხმარებელთან აკავშირებს, ან ელექტროენერგიის მწარმოებლისა და ელექტროენერგიის მიმწოდებლის დამაკავშირებელი ელექტროგადამცემი ხაზი, რომლითაც ხორციელდება მათი საქმიანობის ადგილის, შვილობილი კომპანიებისა და საბოლოო მომხმარებლების ელექტროენერგიით პირდაპირი და უშუალო მომარაგება;

ფ.ბ) ბუნებრივი გაზის სექტორში − მილსადენი,  რომელიც   ბუნებრივი გაზის წარმოების იზოლირებულ ადგილს იზოლირებულ მომხმარებელთან აკავშირებს, ან ბუნებრივი გაზის მწარმოებლისა და ბუნებრივი გაზის მიმწოდებლის დამაკავშირებელი მილსადენი, რომლითაც ხორციელდება მათი საქმიანობის ადგილის, შვილობილი კომპანიებისა და საბოლოო მომხმარებლების ბუნებრივი გაზით პირდაპირი და უშუალო მომარაგება;“;

დ) „ჰ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ჰ) ელექტროენერგიის საბითუმო ბაზარი − ელექტროენერგიისა და დამხმარე მომსახურების ყიდვა-გაყიდვისთვის ამ კანონით, ელექტროენერგიის ბაზრის მოდელის კონცეფციით, ელექტროენერგიის ბაზრის წესებითა და სხვა სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული პირობების შესაბამისად ორგანიზებული ბაზარი ან/და ელექტროენერგიის ორმხრივი ხელშეკრულებების ბაზარი;“;

ე) „ჰ8“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ჰ8) ელექტროენერგეტიკული საწარმო  − ფიზიკური  პირი ან იურიდიული პირი (გარდა საბოლოო მომხმარებლისა), რომელიც ახორციელებს ელექტროენერგიის წარმოების, გადაცემის, განაწილებისა და მიწოდების საქმიანობებიდან ერთ-ერთს მაინც ან/და არის ელექტროენერგიის გადამცემი ქსელის ან/და ელექტროენერგიის გამანაწილებელი ქსელის მესაკუთრე ან/და ელექტროენერგიის დახურული გამანაწილებელი სისტემის ოპერატორი,  ვაჭრობს ელექტროენერგიით ან ახორციელებს ელექტროენერგიის ბაზრის ოპერირებას ან ელექტროენერგიის ორმხრივი ხელშეკრულებების პლატფორმის ადმინისტრირებას და პასუხისმგებელია აღნიშნულ საქმიანობებთან დაკავშირებული კომერციული, ტექნიკური ან/და მოვლა-პატრონობის ფუნქციების შესრულებისთვის;“;

ვ) „ჰ9“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

ზ) „ჰ13“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ჰ13) საბოლოო მომხმარებელი − მომხმარებელი, რომელიც ელექტროენერგიას ან/და ბუნებრივ გაზს საკუთარი მოხმარებისთვის ყიდულობს, ავტოგაზგასამართი სადგური, ელექტროტრანსპორტის დამტენი პუნქტი/სადგური;“;

თ) „ჰ17“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ჰ17) ჰორიზონტალურად ინტეგრირებული ბუნებრივი გაზის საწარმო − ბუნებრივი გაზის საწარმო, რომელიც ასრულებს ბუნებრივი გაზის წარმოების, გადაცემის, განაწილების, მიწოდებისა და შენახვის, ბუნებრივი გაზით ვაჭრობისა და  ბუნებრივი გაზის ბაზრის ოპერირების ფუნქციებიდან ერთ-ერთს მაინც ისე, რომ არ არის ვერტიკალურად ინტეგრირებული ბუნებრივი გაზის საწარმო, და რომელიც იმავდროულად ახორციელებს  სხვა საქმიანობას, რომელიც  ბუნებრივ გაზს არ უკავშირდება;“;

ი) „ჰ23“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ჰ23) მსხვილი მომხმარებელი − ელექტროენერგიის ან ბუნებრივი გაზის საბოლოო არასაყოფაცხოვრებო მომხმარებელი, რომელსაც აქვს ელექტროენერგიის საბითუმო ბაზარზე ან ბუნებრივი გაზის საბითუმო ბაზარზე  ვაჭრობის უფლება და რომლის კრიტერიუმებსა და სამართლებრივ სტატუსს განსაზღვრავს კომისია;“;

კ) „ჰ31“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ჰ31) მიკროსიმძლავრის ელექტროსადგური − საბოლოო მომხმარებლის ან საბოლოო მომხმარებელთა ჯგუფის მფლობელობაში/სარგებლობაში არსებული ელექტროენერგიის წარმოების ობიექტი, რომელიც იყენებს განახლებადი ენერგიის წყაროებს, უკავშირდება ელექტროენერგიის გამანაწილებელ ქსელს და რომლის დადგმული სიმძლავრე 100  კილოვატს არ  აღემატება, გარდა  იმ შემთხვევისა, როდესაც კომისიის მიერ უფრო მაღალი ზედა ზღვარია განსაზღვრული; ამასთანავე, ასეთ შემთხვევაშიც ზედა ზღვარი 500 კილოვატს არ უნდა აღემატებოდეს;“;

ლ) „ჰ35“ და „ჰ36“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ჰ35) ბუნებრივი  გაზის გამანაწილებელი  ქსელი − ბუნებრივი  გაზის ინფრასტრუქტურა,  რომელიც  მიწოდების  პუნქტსა  და მომხმარებელს აკავშირებს და რომლის საპროექტო წნევა  ან/და მუშა წნევა 1.2 მეგაპასკალს არ აღემატება,  აგრეთვე ბუნებრივი გაზის გამანაწილებელი სისტემის მიწოდების ყველა პუნქტში არსებული აღრიცხვისა და რეგულირების სადგურები, ელექტრონული საკომუნიკაციო და საინფორმაციო სისტემები და სხვა ინფრასტრუქტურა, რომელიც აუცილებელია ბუნებრივი გაზის განაწილებისთვის;

36) ბუნებრივი  გაზის საბითუმო ბაზარი − ბუნებრივი  გაზის  ყიდვა-გაყიდვისთვის ამ კანონით, ბუნებრივი  გაზის ბაზრის მოდელის კონცეფციით, ბუნებრივი  გაზის  ბაზრის  წესებითა  და  სხვა სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული პირობების შესაბამისად ორგანიზებული ბაზარი  ან/და  ბუნებრივი გაზის ორმხრივი ხელშეკრულებების ბაზარი;“;

მ) „ჰ46“−„ჰ48“  ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ჰ46) ბუნებრივი გაზის გადამცემი ქსელი − ინფრასტრუქტურა, რომლის საპროექტო წნევა  1.2 მეგაპასკალს აღემატება,  აგრეთვე ბუნებრივი  გაზის გადამცემი სისტემის მიწოდების ყველა  პუნქტში არსებული საზომი და მარეგულირებელი სადგურები, ჩამკეტი კვანძები, საკომპრესორო სადგურები, ელექტრონული საკომუნიკაციო და საინფორმაციო სისტემები და სხვა  ინფრასტრუქტურა, რომელიც აუცილებელია ბუნებრივი გაზის გადაცემისა და ქსელის გაზის შენახვისთვის, გარდა „ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სატრანსპორტო საშუალებისა;

47)  ბუნებრივი  გაზის  საწარმო  −  ფიზიკური პირი  ან იურიდიული  პირი (გარდა საბოლოო მომხმარებლისა), რომელიც ახორციელებს ბუნებრივი გაზის წარმოების, გადაცემის, განაწილების, მიწოდებისა და შენახვის საქმიანობებიდან ერთ-ერთს  მაინც  ან/და  არის  ბუნებრივი   გაზის გადამცემი ქსელის ან/და ბუნებრივი გაზის გამანაწილებელი ქსელის მესაკუთრე   ან/და ბუნებრივი გაზის დახურული გამანაწილებელი სისტემის ოპერატორი, ვაჭრობს  ბუნებრივი  გაზით  (მათ შორის,  გათხევადებული ბუნებრივი გაზით) ან ახორციელებს ბუნებრივი გაზის ბაზრის ოპერირებას ან ბუნებრივი გაზის ორმხრივი ხელშეკრულებების  პლატფორმის ადმინისტრირებას და პასუხისმგებელია აღნიშნულ  საქმიანობებთან დაკავშირებული კომერციული, ტექნიკური ან/და მოვლა-პატრონობის  ფუნქციების შესრულებისთვის;

48) არასაყოფაცხოვრებო მომხმარებელი − მომხმარებელი, რომელიც ელექტროენერგიას ან/და ბუნებრივ გაზს არასაყოფაცხოვრებო მოხმარებისთვის ყიდულობს;“;

ნ) „ჰ54“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ჰ54) დაცული მომხმარებელი − ბუნებრივი გაზის გამანაწილებელ ქსელთან მიერთებული  საყოფაცხოვრებო მომხმარებელი ან  მცირე საწარმო,  ბუნებრივი გაზის გამანაწილებელ ქსელთან ან ბუნებრივი გაზის გადამცემ ქსელთან მიერთებული ძირითადი სოციალური დანიშნულების  დაწესებულება, ცენტრალური  გათბობის დანადგარი, რომელიც არის ზემოაღნიშნული მომხმარებლების გათბობის წყარო და მიერთებულია ბუნებრივი  გაზის გამანაწილებელ  ქსელთან ან ბუნებრივი გაზის გადამცემ  ქსელთან,  რომლის სხვა სახის საწვავზე გადართვა შეუძლებელია;“;

ო) „ჰ60“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ჰ60) მცირე საწარმო − ელექტროენერგიის  ან ბუნებრივი გაზის საბოლოო არასაყოფაცხოვრებო მომხმარებელი (გარდა ავტოგაზგასამართი სადგურისა და ელექტროტრანსპორტის დამტენი პუნქტისა/სადგურისა), რომლის დასაქმებულთა რიცხვი, წლიური ბრუნვა, ბუღალტრული ბალანსი ან/და სხვა მაჩვენებელი არ აღემატება საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრულ მაჩვენებელს. საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ამ კანონის მიზნებისთვის მცირე საწარმოს კატეგორიას  შესაძლებელია მიეკუთვნოს აგრეთვე საბიუჯეტო ორგანიზაცია იმავე გადაწყვეტილებით განსაზღვრულ მაჩვენებლებთან შესაბამისობის შემთხვევაში;“;

პ) „ჰ89“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ჰ90“−„ჰ95“ ქვეპუნქტები:

„ჰ90) ორმხრივი ხელშეკრულებების პლატფორმა − ორმხრივი  ხელშეკრულებების პლატფორმის ადმინისტრატორის მიერ ორგანიზებული პლატფორმა, რომლის მეშვეობითაც ხორციელდება ელექტროენერგიის ან ბუნებრივი გაზის ყიდვა-გაყიდვა ბაზრის მონაწილეებს შორის ორმხრივი ხელშეკრულებების საფუძველზე, ბაზრის წესების შესაბამისად;

91) დახურული გამანაწილებელი სისტემის ოპერატორი − ელექტროენერგიის დახურული გამანაწილებელი სისტემის ოპერატორი ან/და ბუნებრივი გაზის დახურული გამანაწილებელი სისტემის ოპერატორი;

92) ელექტროენერგიის ორგანიზებული ბაზარი − ელექტროენერგიის სტანდარტიზებული პროდუქტებისა და დამხმარე მომსახურების ყიდვა- გაყიდვისთვის ელექტროენერგიის ბაზრის შესაბამისი სეგმენტის  ოპერატორის მიერ ორგანიზებული ელექტროენერგიის საბითუმო ბაზარი, მათ შორის, ელექტროენერგიის დღით ადრე ბაზარი, ელექტროენერგიის დღიური  ბაზარი ან/და ელექტროენერგიის  საბალანსო ბაზარი;

93) ელექტროენერგიის ორმხრივი ხელშეკრულებების ბაზარი − ელექტროენერგიის საბითუმო ბაზარი, სადაც ელექტროენერგიისა  და დამხმარე მომსახურების ყიდვა-გაყიდვა ხორციელდება ბაზრის  მონაწილეებს  შორის პირდაპირი  მოლაპარაკების გზით, ორმხრივი ხელშეკრულებების საფუძველზე ან ელექტროენერგიის ორმხრივი ხელშეკრულებების პლატფორმის მეშვეობით;

94) ბუნებრივი გაზის ორგანიზებული ბაზარი − ბუნებრივი გაზის ყიდვა- გაყიდვისთვის ბუნებრივი გაზის ბაზრის შესაბამისი სეგმენტის ოპერატორის მიერ ორგანიზებული ბუნებრივი გაზის საბითუმო ბაზარი;

95) ბუნებრივი გაზის ორმხრივი ხელშეკრულებების ბაზარი − ბუნებრივი გაზის საბითუმო ბაზარი, სადაც ბუნებრივი გაზის ყიდვა-გაყიდვა ხორციელდება ბაზრის მონაწილეებს შორის პირდაპირი მოლაპარაკების  გზით,  ორმხრივი ხელშეკრულების საფუძველზე ან ბუნებრივი გაზის ორმხრივი ხელშეკრულებების პლატფორმის მეშვეობით.“.

3. მე-8 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის:

ა)  „ა.ზ“ და „ა.თ“ ქვეპუნქტები:

„ა.ზ) ელექტროენერგიის ორმხრივი ხელშეკრულებების პლატფორმის ადმინისტრირება;

ა.თ) ელექტროენერგიის დახურული გამანაწილებელი სისტემის ოპერირება;“;

ბ)  „ბ.ი“ და  „ბ.კ“ ქვეპუნქტები:

„ბ.ი) ბუნებრივი გაზის ორმხრივი ხელშეკრულებების პლატფორმის ადმინისტრირება;

ბ.კ) ბუნებრივი გაზის დახურული გამანაწილებელი სისტემის ოპერირება.“.

4.  მე-11 მუხლის:

ა) მე-3 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ“ ქვეპუნქტი:

„დ) დახურული გამანაწილებელი სისტემის ოპერატორი, რომელსაც, ამ კანონის 82-ე მუხლის შესაბამისად, კომისიის გადაწყვეტილებით მიენიჭა დახურული გამანაწილებელი სისტემის ოპერატორის სტატუსი.“;

ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. მცირე სიმძლავრის ელექტროსადგური ან ენერგეტიკული საწარმო, რომელიც ახორციელებს ელექტროენერგიის ან ბუნებრივი გაზის მიწოდების, ელექტროენერგიით ან ბუნებრივი გაზით ვაჭრობის ან ორმხრივი ხელშეკრულებების პლატფორმის ადმინისტრირების საქმიანობას, რომელიც ლიცენზიას არ საჭიროებს, ან რომელიც აპირებს აღნიშნული საქმიანობის განხორციელებას, ვალდებულია განაცხადოს ამის თაობაზე ამ კანონის 102-ე მუხლის შესაბამისად.“.

5. მე-13 მუხლის:

ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულების გარდა, ენერგეტიკული საქმიანობის ან წყალმომარაგების საქმიანობის ლიცენზიის მაძიებელმა კომისიას სალიცენზიო განაცხადთან ერთად უნდა წარუდგინოს:

ა) კონკრეტული ენერგეტიკული საქმიანობის განსახორციელებლად საჭირო ელექტროენერგეტიკული ან ბუნებრივი გაზის მოწყობილობების ან წყალმომარაგების საქმიანობის განსახორციელებლად საჭირო საშუალებების მფლობელობის დამადასტურებელი დოკუმენტები ან ასეთი მოწყობილობებით ან საშუალებებით სარგებლობის დამადასტურებელი დოკუმენტები. საჭიროების შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია ლიცენზიის მაძიებელს მოსთხოვოს დროებითი მფლობელობის უფლების კომისიის მიერ განსაზღვრული მინიმალური ვადით გახანგრძლივება;

ბ) ამ პუნქტის  „ა“ ქვეპუნქტში მითითებული ენერგეტიკული საქმიანობის განსახორციელებლად საჭირო ელექტროენერგეტიკული  ან ბუნებრივი გაზის მოწყობილობებისთვის − მათი ექსპლუატაციაში მიღების დამადასტურებელი დოკუმენტები, თუ აღნიშნული დოკუმენტების მოპოვება სავალდებულოა საქართველოს შესაბამისი კანონმდებლობით, ან/და ასეთი მოწყობილობების მდგომარეობის ამ კანონის 97-ე მუხლით გათვალისწინებულ ტექნიკურ მოთხოვნებთან შესაბამისობის დამადასტურებელი   დოკუმენტები,  ხოლო  ამ  პუნქტის  „ა“  ქვეპუნქტში მითითებული წყალმომარაგების  საქმიანობის განსახორციელებლად საჭირო საშუალებებისთვის − მათი საქართველოში მოქმედ ტექნიკურ რეგლამენტებთან/სტანდარტებთან შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტები, რომლებიც უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:

ბ.ა)  სასმელი  წყლის  წყალმომარაგების  სისტემებისთვის − მათში სასმელი წყლის მოპოვებასა და დამუშავებაში მონაწილე ყველა ხილვადი შენობა-ნაგებობის (სათავე ნაგებობა, გამწმენდი ნაგებობა, საქლორატორო) ან/და მოწყობილობა-დანადგარის მდგომარეობის ტექნიკურ რეგლამენტებთან/სტანდარტებთან შესაბამისობის თაობაზე;

ბ.ბ) სასმელი წყლის წყალმომარაგების მილსადენებისთვის – მათი მდგომარეობის გათვალისწინებით, მომხმარებლებისთვის სასმელი   წყლის უსაფრთხო (სასმელი წყლის ხარისხი), უწყვეტი (სასმელი წყლით 24-საათიანი მომარაგება) და საიმედო მიწოდების შესაძლებლობის თაობაზე;

ბ.გ) წყალარინების სისტემებისთვის – ჩამდინარე წყლების გამწმენდი ნაგებობის მდგომარეობის ტექნიკურ რეგლამენტებთან/სტანდარტებთან შესაბამისობის თაობაზე;

გ) კონკრეტული ენერგეტიკული საქმიანობის ან წყალმომარაგების საქმიანობის განსახორციელებლად საჭირო საშუალებების მფლობელობის დამადასტურებელი დოკუმენტები, ენერგეტიკული საქმიანობის განხორციელების შემთხვევაში − აგრეთვე ბაზრის მონაწილეებისთვის დაკავშირებული მომსახურების გასაწევად საჭირო საშუალებების მფლობელობის დამადასტურებელი  დოკუმენტები ან ასეთი საშუალებებით ან/და დაკავშირებული საოპერაციო ან მოვლა-პატრონობის მომსახურებით მესამე პირების მეშვეობით სარგებლობის დამადასტურებელი დოკუმენტები. წყალმომარაგების საქმიანობის ლიცენზიის მაძიებლის მიერ ამ პუნქტის „ბ.ა“  და „ბ.გ“ ქვეპუნქტებში მითითებული წყალმომარაგების საქმიანობის განსახორციელებლად საჭირო საშუალებებით მესამე  პირების მეშვეობით სარგებლობის შემთხვევაში მესამე პირი უნდა იყოს წყალმომარაგების ლიცენზიატი;

დ) კონკრეტული ენერგეტიკული საქმიანობის განხორციელების შემთხვევაში − მოთხოვნილი ლიცენზიის შესაბამისი, ენერგეტიკული საწარმოს მფლობელობაში  არსებული  ელექტრული  ან  ბუნებრივი  გაზის ქსელის ცალხაზოვანი სქემა და გეგმა, ხოლო წყალმომარაგების საქმიანობის განხორციელების შემთხვევაში − მოთხოვნილი ლიცენზიის შესაბამისი სასმელი წყლის წყალმომარაგების სისტემის ან/და წყალარინების სისტემის სქემა და მისი მუშაობის ტექნოლოგიური აღწერილობა კომისიის მიერ განსაზღვრული ფორმით;

ე) ელექტრულ ან ბუნებრივი გაზის ქსელთან მიერთების ტექნიკური პირობა, თუ, მოთხოვნილი  ლიცენზიის  შესაბამისად,  კონკრეტული ენერგეტიკული საქმიანობის განხორციელება  მოწყობილობების ელექტრულ ან ბუნებრივი გაზის ქსელთან მიერთებას საჭიროებს, ხოლო მიერთების არსებობის შემთხვევაში − ინფორმაცია მიერთების  წერტილის  ტექნიკური  პარამეტრების (მონაცემების) შესახებ, რომლებიც დადასტურებულია შესაბამისი ქსელის ოპერატორის მიერ;

ვ) გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსით გათვალისწინებული გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება, თუ, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, აღნიშნული გადაწყვეტილება სავალდებულოა კონკრეტული ენერგეტიკული საქმიანობის ან წყალმომარაგების საქმიანობის განსახორციელებლად;

ზ) საოპერაციო აქტივების ჩამონათვალი, რომელშიც მითითებულია  მათი ღირებულებები, და ლიცენზიის მაძიებელი ენერგეტიკული საწარმოს ან წყალმომარაგების საწარმოს აუდიტის ანგარიში ამ საწარმოს ფინანსური ანგარიშგების შესახებ;

თ) ინფორმაცია ლიცენზიის მაძიებელი ენერგეტიკული საწარმოს ან წყალმომარაგების საწარმოს ორგანიზაციული სტრუქტურის შესახებ, რომელიც ადასტურებს, რომ ამ საწარმოს აქვს კონკრეტულ ენერგეტიკულ საქმიანობასთან ან   წყალმომარაგების    საქმიანობასთან    დაკავშირებული პროფესიული ფუნქციების შესასრულებლად საჭირო კვალიფიკაციისა და კომპეტენციის  ადამიანური რესურსი, ან აღნიშნული ფუნქციების მესამე პირების მეშვეობით შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტები.“;

ბ) მე-5 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

6. მე-15 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ელექტროენერგიის გადაცემის ლიცენზია, ელექტროენერგიის განაწილების ლიცენზია, ბუნებრივი გაზის გადაცემის ლიცენზია, ბუნებრივი გაზის განაწილების ლიცენზია, წყალმომარაგების ლიცენზია შესაბამის ლიცენზიატს ანიჭებს ექსკლუზიურ უფლებას, განახორციელოს საქმიანობა ლიცენზიით გათვალისწინებულ გეოგრაფიულ, ადმინისტრაციულ ან კომისიის მიერ განსაზღვრულ სხვა არეალში. აღნიშნული საქმიანობისთვის ერთ გეოგრაფიულ, ადმინისტრაციულ ან კომისიის მიერ განსაზღვრულ სხვა   არეალში  გაიცემა მხოლოდ ერთი შესაბამისი საქმიანობის ლიცენზია.“.

7. 161 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) საოპერაციო აქტივების ჩამონათვალი, რომელშიც მითითებულია მათი ღირებულებები, და საწარმოს აუდიტის ანგარიში ამ საწარმოს  ფინანსური ანგარიშგების შესახებ;“.

8. 22-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი:

„21. კომისია უფლებამოსილია სხდომა ჩაატაროს დისტანციურად, კომუნიკაციის ელექტრონული საშუალების გამოყენებით, ისე, რომ დაინტერესებული პირებისთვის უზრუნველყოფილი იყოს ადმინისტრაციულ წარმოებაში კომუნიკაციის ელექტრონული საშუალებით მონაწილეობის შესაძლებლობა.“.

9. 29-ე მუხლის:

ა) პირველი პუნქტის:

ა.ა) „ა.ლ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა.ლ) განსაზღვრავს რეგულირებული  საწარმოს,  აგრეთვე  საბითუმო ბაზრის სხვა მონაწილეების ანგარიშგების წესს;“;

ა.ბ) „ბ.გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ.გ)  ბაზრის  ოპერატორების  მიერ  გაწეული  მომსახურებების  შესაბამის საფასურებს  და მათი გაანგარიშების მეთოდოლოგიებს ამ კანონით განსაზღვრული პირობების შესაბამისად არსებული საჭიროების შემთხვევაში. კომისია უფლებამოსილია ბაზრის სხვადასხვა სეგმენტისთვის შეიმუშაოს აღნიშნული საფასურების გაანგარიშების განსხვავებული მეთოდოლოგიები;“;

ა.გ) „თ.ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თ.ა) გადასინჯავს და ამტკიცებს ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზის გადამცემ და გამანაწილებელ სისტემებთან, ხოლო ამ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში – აგრეთვე ბუნებრივი გაზის საცავსა და გათხევადებული ბუნებრივი გაზის მოწყობილობებთან მესამე პირის სამართლიანი და არადისკრიმინაციული დაშვების წესებს, ცვლილებები შეაქვს ამ წესებში და ზედამხედველობს მათ შესრულებას;“;

ა.დ) „თ.ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თ.ვ) გადასინჯავს და ამტკიცებს შესაბამისი სისტემის ოპერატორის მიერ მომზადებულ ქსელის წესებს და აღნიშნულ ოპერატორთან კონსულტაციის შემდეგ ცვლილებები შეაქვს ამ წესებში;“;

ა.ე) „ი.ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ი.ზ)  შეიმუშავებს  და  ამტკიცებს  ორმხრივი  ხელშეკრულებების   ბაზრის  წესებს, ხოლო ორგანიზებული ბაზრის შესაბამისი სეგმენტებისთვის გადასინჯავს და ამტკიცებს ბაზრის ოპერატორების მიერ მომზადებულ ბაზრის წესებს და აღნიშნულ ოპერატორებთან  კონსულტაციის შემდეგ ცვლილებები შეაქვს ამ წესებში, აგრეთვე ადგენს ბაზრის ოპერატორების მიერ გამოსაყენებელ საფასურებს და ზედამხედველობს მათ საქმიანობებს;“;

ა.ვ) „ნ.დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ნ.დ) იღებს გადაწყვეტილებას დაგეგმილი კონცენტრაციის კონკურენტულ გარემოსთან თავსებადობის თაობაზე და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით განსაზღვრავს  კონცენტრაციის  შესახებ  შეტყობინების კომისიისთვის წარდგენისა და კომისიის მიერ მისი განხილვის წესს;“;

ბ) მე-4 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 41 და 42 პუნქტები:

„41. კომისია   უფლებამოსილია ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი  გაზისა  და წყალმომარაგების  სექტორებში არსებული  პრობლემების იდენტიფიცირებისა და გადაჭრისთვის  კვლევების ჩატარების, მათთან დაკავშირებულ აქტუალურ საკითხებზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლების, აღნიშნულ სექტორებში დასაქმებულ პირთა და სხვა დაინტერესებულ პირთა პროფესიული განვითარებისა და კვალიფიკაციის ამაღლებისთვის სპეციალური სასწავლო კურსების ჩატარების/პროგრამების განხორციელების მიზნით დაამტკიცოს სამოქმედო გეგმა და დააფუძნოს სასწავლო-კვლევითი ცენტრი  არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმით.

42. კომისია უფლებამოსილია სასწავლო-კვლევითი ცენტრის ფუნქციონირების მიზნით   კომისიის ბიუჯეტიდან  გამოყოს შესაბამისი თანხები, მოიპოვოს გრანტები და დაფინანსების სხვა წყაროები, აგრეთვე კომისიის ბიუჯეტიდან დააფინანსოს  სასწავლო-კვლევითი  ცენტრის  ხელშემწყობი პროგრამები/პროექტები.“.

10. 30-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) დაადგინოს გადაცემის, განაწილების, წყალმომარაგებისა და ამ კანონის მე-9 მუხლით გათვალისწინებული საჯარო მომსახურების დროებითი ტარიფები და განსაზღვროს სათანადო საკომპენსაციო ზომები, თუ საბოლოო ტარიფები დროებითი ტარიფებისგან განსხვავებული იქნება;“.

11. 34-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ელექტროენერგიის მწარმოებელი, რომელიც 100-კილოვატიანი ან მეტი ნომინალური სიმძლავრის მქონე ელექტროენერგიის წარმოების ობიექტის ოპერირებას ახორციელებს, ვალდებულია შეინახოს და საქართველოს მიერ ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებების შესაბამისად სათანადო სახელმწიფო ორგანოებისთვის, სისტემის ოპერატორისა და კომპეტენტური საერთაშორისო ორგანოებისთვის ხელმისაწვდომი გახადოს ელექტროენერგიის წარმოების ობიექტის საათობრივი მონაცემები, რომლებიც საჭიროა სადისპეტჩერო საოპერაციო გადაწყვეტილებებისა და ელექტროენერგიის ორგანიზებული ბაზრების, ურთიერთდამაკავშირებლების აუქციონებისა და ორმხრივი ხელშეკრულებების ბაზრების მონაწილეთა მიერ ელექტროენერგიის ყიდვა-გაყიდვასთან  (მათ შორის, ფასის შეთავაზებასთან)  დაკავშირებული ქმედებების გადასამოწმებლად.“.

12. 36-ე მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. ელექტროენერგიის  წარმოების  ობიექტის ექსპლუატაციაში  მიღების პერიოდში წარმოებული ელექტროენერგიის ყიდვა-გაყიდვა   რეგულირდება ელექტროენერგიის ბაზრის წესებით.“.

13. 38-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის მფლობელი/მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურით მოსარგებლე საბოლოო მომხმარებელი ან საბოლოო მომხმარებელთა ჯგუფი უფლებამოსილია მიკროსიმძლავრის ელექტროსადგური მიაერთოს ელექტროენერგიის გამანაწილებელ  ქსელთან და ამ ელექტროსადგურის მიერ წარმოებული,  კომისიის სამართლებრივი აქტის შესაბამისად განსაზღვრული ჭარბი ელექტროენერგია მიაწოდოს ელექტროენერგიის გამანაწილებელ ქსელში ელექტროენერგიის გამანაწილებელი ქსელის წესებითა და მიწოდების წესებით დადგენილი პირობების შესაბამისად.

2.  მიკროსიმძლავრის  ელექტროსადგურის  მიერ  წარმოებული  და ელექტროენერგიის  გამანაწილებელ  ქსელში  მიწოდებული  ჭარბი ელექტროენერგიის ყიდვის უფლება აქვს ელექტროენერგიის ნებისმიერ მიმწოდებელს ელექტროენერგიის მიწოდების წესების შესაბამისად,  ხოლო იმავე წესებით განსაზღვრულ შემთხვევებში და განსაზღვრული პირობებით ჭარბ ელექტროენერგიას ყიდულობს უნივერსალური მომსახურების ის მიმწოდებელი,  რომლის  მომსახურების არეალშიც  მდებარეობს აღნიშნული ელექტროსადგური,  ან/და ელექტროენერგიის სხვა მიმწოდებელი, რომელსაც ამ კანონით დადგენილი წესით დაკისრებული აქვს საჯარო მომსახურების ვალდებულება. საბოლოო მომხმარებლის ან საბოლოო მომხმარებელთა ჯგუფის მიერ ჭარბი ელექტროენერგიით სარგებლობის პირობებს, მათ შორის, მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის მიერ წარმოებული ელექტროენერგიის მოხმარებულ ელექტროენერგიასთან გაქვითვის პირობებს, აგრეთვე ჭარბი ელექტროენერგიის  შესყიდვის საფასურს ადგენს კომისია.“.

14. მე-60 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ელექტროენერგიის გადამცემი ქსელის წესებს შეიმუშავებს გადამცემი სისტემის ოპერატორი, ხოლო გადასინჯავს და ამტკიცებს კომისია. კომისიას ცვლილებები შეაქვს ამ წესებში გადამცემი სისტემის ოპერატორის შუამდგომლობით ან თავისი ინიციატივით − გადამცემი სისტემის ოპერატორთან კონსულტაციის შემდეგ. გადამცემი სისტემის ოპერატორი უზრუნველყოფს ყველა დაინტერესებულ პირთან კონსულტაციის  გავლას და ელექტროენერგიის  გადამცემი ქსელის წესების შემუშავების  პროცესში მათ სათანადო მონაწილეობას. გადამცემი სისტემის  ოპერატორი უფლებამოსილია ელექტროენერგიის გადამცემი ქსელის წესების პროექტის ენერგეტიკული გაერთიანების კანონმდებლობასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით რეკომენდაციისთვის მიმართოს ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოს. გადამცემი სისტემის ოპერატორი მოქმედებს ამ კანონის 97-ე მუხლით გათვალისწინებული ტექნიკური წესებისა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე სამართლებრივი აქტების შესაბამისად.“.

15. 61-ე მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. გადამცემი  სისტემის  ოპერატორი  გადამცემი  ქსელის  ელექტრული  და ფიზიკური მახასიათებლების საფუძველზე შეიმუშავებს ელექტროენერგიის გადამცემი ქსელის სიმძლავრის ხელმისაწვდომი მოცულობისა და გადაცემის საიმედოობის ზღვრის გაანგარიშების მეთოდოლოგიას, რომელსაც გადასინჯავს და ამტკიცებს კომისია. კომისიას  ცვლილებები  შეაქვს ამ მეთოდოლოგიაში  გადამცემი სისტემის  ოპერატორის  შუამდგომლობით ან თავისი ინიციატივით − გადამცემი სისტემის ოპერატორთან კონსულტაციის შემდეგ. ამ პუნქტის მიზნებიდან გამომდინარე, კომისია ამ კანონის 25-ე მუხლის შესაბამისად თანამშრომლობს მეზობელი ქვეყნების შესაბამის ეროვნულ მარეგულირებელ ორგანოებთან.“.

16. 62-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ელექტროენერგიის ტრანსსასაზღვრო გადაცემის სიმძლავრის განაწილებისა და გამოყენების წესებს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შეიმუშავებს გადამცემი სისტემის ოპერატორი, ხოლო გადასინჯავს და ამტკიცებს კომისია. კომისიას  ცვლილებები  შეაქვს ამ წესებში  გადამცემი სისტემის ოპერატორის შუამდგომლობით ან თავისი ინიციატივით − გადამცემი სისტემის ოპერატორთან კონსულტაციის შემდეგ. აღნიშნულ   წესებს ენერგეტიკული  გაერთიანების წევრ ქვეყანასთან გადამცემი ქსელის ფიზიკური დაკავშირების შემთხვევაში ენერგეტიკული გაერთიანების რეგიონულ დონეზე არსებული ჰარმონიზებული წესებისა  და  შესაბამისი  ეროვნული  მარეგულირებელი  ორგანოების ინსტრუქციების შესაბამისად შეიმუშავებს გადამცემი სისტემის ოპერატორი. ამ წესებს რეგიონის ქვეყნების შესაბამის ეროვნულ მარეგულირებელ ორგანოებთან თანამშრომლობით გადასინჯავს და ამტკიცებს  კომისია, რომელსაც ასევე ცვლილებები  შეაქვს აღნიშნულ წესებში. ენერგეტიკული გაერთიანების რეგიონულ დონეზე ელექტროენერგიის ტრანსსასაზღვრო გადაცემის სიმძლავრის განაწილებაზე ზედამხედველობა ხორციელდება კოორდინირებული აუქციონის განმახორციელებელი კერძო სამართლის იურიდიული პირის დაფუძნების შესახებ გადაწყვეტილების შესაბამისად.“.

17. 63-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ელექტროენერგიის ბაზრის ცალკეულ მონაწილეთა ხელშეკრულებებს შორის არჩევანის  გაკეთება (ხელშეკრულებების  შეზღუდვა) დასაშვებია მხოლოდ საგანგებო სიტუაციის დროს, როდესაც გადამცემი სისტემის ოპერატორი ვალდებულია  დაჩქარებულად  იმოქმედოს  და რედისპეტჩირება ან ელექტროენერგიის გადადინების საპირისპირო მიმართულებით ყიდვა-გაყიდვა შეუძლებელია. ყველა ასეთი ზომა არადისკრიმინაციულად უნდა იქნეს მიღებული. ელექტროენერგიის ბაზრის იმ მონაწილეებს, რომლებზედაც განაწილებული იყო ელექტროენერგიის ტრანსსასაზღვრო გადაცემის სიმძლავრე, ხელშეკრულებების შეზღუდვის შემთხვევაში მიეცემათ კომპენსაცია ელექტროენერგიის გადამცემი ქსელის წესების შესაბამისად, გარდა  საქართველოს  კანონმდებლობით  ან შესაბამისი ხელშეკრულებით  გათვალისწინებული შემთხვევებისა.“.

18. 68-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ბუნებრივი გაზის გადამცემი ქსელის წესებს შეიმუშავებს გადამცემი სისტემის ოპერატორი, ხოლო გადასინჯავს და ამტკიცებს კომისია. კომისიას ცვლილებები შეაქვს ამ წესებში გადამცემი სისტემის ოპერატორის შუამდგომლობით ან თავისი ინიციატივით − გადამცემი სისტემის ოპერატორთან კონსულტაციის შემდეგ. გადამცემი სისტემის ოპერატორი უზრუნველყოფს ყველა დაინტერესებულ პირთან კონსულტაციის  გავლას და ბუნებრივი  გაზის გადამცემი  ქსელის წესების შემუშავების პროცესში მათ სათანადო მონაწილეობას. გადამცემი სისტემის  ოპერატორი უფლებამოსილია ბუნებრივი გაზის გადამცემი ქსელის წესების პროექტის ენერგეტიკული გაერთიანების კანონმდებლობასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით რეკომენდაციისთვის მიმართოს ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოს. გადამცემი სისტემის ოპერატორი მოქმედებს ამ კანონის 97-ე მუხლით გათვალისწინებული ტექნიკური წესებისა და საქართველოს  სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე სამართლებრივი აქტების შესაბამისად.“.

19.  მე-80 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. გამანაწილებელი სისტემის ოპერატორი გამანაწილებელი ქსელის წესების შესაბამისად უზრუნველყოფს ელექტროენერგიის ან ბუნებრივი  გაზის მოწყობილობების გამანაწილებელ ქსელთან მიერთებას.  აღნიშნული მოწყობილობების გამანაწილებელ  ქსელთან მიერთების საფასურს ადგენს კომისია თავის მიერ დამტკიცებული მეთოდოლოგიის შესაბამისად განხორციელებული გაანგარიშების  შედეგად. ამასთანავე, კომისია უფლებამოსილია განახლებადი ენერგიის წყაროების გამოყენების წასახალისებლად ელექტროტრანსპორტის დამტენი  პუნქტების/სადგურების გამანაწილებელ ქსელთან მიერთებისთვის განსხვავებული პირობები დაადგინოს.“.

20. 87-ე მუხლის:

ა) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. შეთანხმებული  დაშვების  შემთხვევაში  კომისია  იღებს  ყველა  საჭირო ზომას, რათა ურთიერთდაკავშირებული სისტემის ტერიტორიის ფარგლებში ან მისი ფარგლების გარეთ არსებულ ბუნებრივი გაზის საწარმოებსა და საბოლოო მომხმარებლებს ჰქონდეთ შესაძლებლობა, შეთანხმდნენ ბუნებრივი გაზის შენახვის მიზნით შენახვის ობიექტებსა და მილსადენთან დაშვებაზე, თუ ეს ტექნიკურად ან/და ეკონომიკურად აუცილებელია მომხმარებლის ბუნებრივი გაზით მომარაგების მიზნით აღნიშნულ სისტემასთან ეფექტიანი დაშვებისა და დამხმარე მომსახურების ხელმისაწვდომობის ორგანიზების უზრუნველსაყოფად. მხარეები ვალდებული არიან ბუნებრივი გაზის შენახვის მიზნით ბუნებრივი  გაზის საცავსა და მილსადენთან დაშვებასთან, აგრეთვე სხვა დამხმარე მომსახურებასთან დაშვებასთან დაკავშირებული მოლაპარაკებები კეთილსინდისიერად აწარმოონ.“;

ბ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. რეგულირებული დაშვების შემთხვევაში  კომისია იღებს ყველა საჭირო ზომას, რათა  ურთიერთდაკავშირებული  სისტემის  ტერიტორიის ფარგლებში ან მისი ფარგლების გარეთ არსებულ ბუნებრივი გაზის საწარმოებსა და საბოლოო მომხმარებლებს ჰქონდეთ ბუნებრივი გაზის შენახვის მიზნით ბუნებრივი გაზის საცავსა და მილსადენთან დაშვების,  აგრეთვე სხვა დამხმარე  მომსახურებასთან დაშვების უფლება  გამოქვეყნებულ  ტარიფებზე ან/და ბუნებრივი გაზის შენახვის მიზნით ბუნებრივი გაზის საცავისა და მილსადენის გამოყენების სხვა პირობებსა და ვალდებულებებზე დაყრდნობით,  თუ  ეს  ტექნიკურად  ან/და ეკონომიკურად აუცილებელია მომხმარებლის ბუნებრივი გაზით მომარაგების მიზნით აღნიშნულ სისტემასთან ეფექტიანი დაშვებისა და დამხმარე მომსახურების ხელმისაწვდომობის ორგანიზების უზრუნველსაყოფად. ტარიფების გაანგარიშებისას ან მათი გაანგარიშების მეთოდოლოგიის შემუშავებისას კომისია უზრუნველყოფს ამ სისტემით მოსარგებლეებთან კონსულტაციის გავლას. საბოლოო მომხმარებლის დაშვების  უფლება  ხორციელდება  მისი შესაძლებლობით, დადოს მიწოდების ხელშეკრულება იმ კონკურენტულ ბუნებრივი გაზის საწარმოსთან, რომელიც არ არის აღნიშნული სისტემის მესაკუთრე ან/და  სისტემის ოპერატორი ან დაკავშირებული საწარმო.“.

21. 89-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ბუნებრივი გაზის საცავის წესებს შეიმუშავებს ბუნებრივი გაზის  საცავის სისტემის ოპერატორი,   ხოლო   გადასინჯავს   და  ამტკიცებს   კომისია.  კომისიას ცვლილებები შეაქვს ამ წესებში ბუნებრივი გაზის საცავის სისტემის ოპერატორის შუამდგომლობით  ან თავისი ინიციატივით −  ბუნებრივი გაზის საცავის სისტემის ოპერატორთან კონსულტაციის    შემდეგ.  ბუნებრივი  გაზის საცავის სისტემის ოპერატორი უზრუნველყოფს ყველა დაინტერესებულ პირთან კონსულტაციის  გავლას და ბუნებრივი   გაზის   საცავის წესების შემუშავების პროცესში მათ სათანადო მონაწილეობას.“.

22. 95-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. გათხევადებული ბუნებრივი გაზის წესებს შეიმუშავებს გათხევადებული ბუნებრივი გაზის სისტემის ოპერატორი, ხოლო   გადასინჯავს  და ამტკიცებს კომისია. კომისიას ცვლილებები შეაქვს ამ წესებში გათხევადებული ბუნებრივი  გაზის  სისტემის  ოპერატორის  შუამდგომლობით  ან  თავისი ინიციატივით − გათხევადებული   ბუნებრივი  გაზის  საცავის  სისტემის ოპერატორთან  კონსულტაციის  შემდეგ.  გათხევადებული  ბუნებრივი  გაზის სისტემის ოპერატორი უზრუნველყოფს ყველა დაინტერესებულ პირთან კონსულტაციის გავლას  და  გათხევადებული   ბუნებრივი გაზის წესების შემუშავების პროცესში მათ სათანადო  მონაწილეობას.“.

23. 101-ე მუხლის:

ა) პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საბოლოო მომხმარებლისთვის ელექტროენერგიის ან ბუნებრივი გაზის მიწოდება ხორციელდება ამ კანონითა და მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით დადგენილი წესით.

2. ელექტროენერგიის ან ბუნებრივი გაზის მიწოდება, გარდა ამ კანონით პირდაპირ განსაზღვრული შემთხვევებისა, ხორციელდება არარეგულირებული, საბაზრო ფასით, საბოლოო   მომხმარებელსა და ელექტროენერგიის მიმწოდებელს ან ბუნებრივი გაზის მიმწოდებელს შორის დადებული მიწოდების ხელშეკრულების  საფუძველზე.“;

ბ) მე-4 და მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. ელექტროენერგიის მიმწოდებელი ან ბუნებრივი გაზის მიმწოდებელი ელექტროენერგიას ან ბუნებრივ გაზს ყიდულობს ორმხრივი ხელშეკრულების საფუძველზე ან ორგანიზებულ ენერგეტიკულ  ბაზარზე. ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზის ყიდვა-გაყიდვა ხორციელდება ამ კანონის XXX და XXXI თავების შესაბამისად.

5. ელექტროენერგიის მიმწოდებელს ან ბუნებრივი გაზის მიმწოდებელს, რომელსაც ამ კანონის XXVII თავის შესაბამისად დაეკისრა საჯარო მომსახურების ვალდებულება, უფლება აქვს, იყიდოს ან გაყიდოს ელექტროენერგია ან ბუნებრივი გაზი ამ მუხლის მე-4 პუნქტის, შესაბამისი ბაზრის მოდელის კონცეფციისა და კომისიის სამართლებრივი აქტების მოთხოვნათა დაცვით, თუ საჯარო მომსახურების სახით მიწოდების საქმიანობისა და სხვა სახის მიწოდების საქმიანობისთვის ან/და ვაჭრობის საქმიანობისთვის საბუღალტრო აღრიცხვას განცალკევებულად  აწარმოებს.“.

24. 102-ე მუხლის:

ა) პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. მცირე სიმძლავრის  ელექტროსადგური ან ენერგეტიკული  საწარმო, რომელიც ახორციელებს მიწოდების, ვაჭრობის ან ორმხრივი ხელშეკრულებების პლატფორმის ადმინისტრირების საქმიანობას ან რომელსაც სურს აღნიშნული საქმიანობის განხორციელება,  ამის  შესახებ  ამ  კანონის მოთხოვნათა დაცვით, კომისიის მიერ დამტკიცებული ფორმით ატყობინებს კომისიას.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ენერგეტიკული საწარმო კომისიას წერილობით შეტყობინებას წარუდგენს შესაბამისი საქმიანობის დაწყებიდან  არაუგვიანეს 5 სამუშაო დღისა. საქმიანობის დაწყება გულისხმობს ელექტროენერგიის გამომუშავებას (გარდა ამ კანონის 36-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევისა), მომხმარებლისთვის ელექტროენერგიის ან ბუნებრივი გაზის მიწოდებას მასთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე, ორგანიზებულ ბაზარზე ელექტროენერგიით ან ბუნებრივი გაზით ვაჭრობის დაწყებას ან ორმხრივი ხელშეკრულებების  პლატფორმის ადმინისტრირებას. კომისიისთვის წარდგენილ წერილობით შეტყობინებას უნდა დაერთოს დამატებითი ინფორმაცია, მათ შორის, ენერგეტიკული საწარმოს შემთხვევაში − მისი სარეგისტრაციო მონაცემები, იურიდიული  და  ფაქტობრივი  მისამართები, ხოლო მცირე  სიმძლავრის ელექტროსადგურის  შემთხვევაში – აგრეთვე უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული,  ობიექტის  ექსპლუატაციაში მიღების  დამადასტურებელი  დოკუმენტი და  სხვა  საკონტაქტო ინფორმაცია, ამასთანავე,  ინფორმაცია განხორციელებული ან დაგეგმილი გამომუშავების, მიწოდებისა და ვაჭრობის საქმიანობების შესახებ, ამ საქმიანობების სავარაუდო წლიური ბრუნვა და კომისიის შესაბამისი სამართლებრივი აქტით გათვალისწინებული სხვა მონაცემები და დოკუმენტები.“;

ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. ამ მუხლის მე-3 პუნქტი არ ზღუდავს კომისიის უფლებამოსილებას, განახორციელოს  ენერგეტიკული  საწარმოს  საქმიანობის ზედამხედველობა, მიმართოს კომპეტენტურ სახელმწიფო უწყებებს, თუ არსებობს ეჭვი ელექტროენერგიის მიმწოდებლის, ბუნებრივი გაზის მიმწოდებლის, ტრეიდერის ან/და ორმხრივი ხელშეკრულებების პლატფორმის ადმინისტრატორის საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობის  შესახებ,  ან/და საჭიროების  შემთხვევაში ენერგეტიკულ  საწარმოს ამ კანონის 153-ე მუხლის შესაბამისად დააკისროს ჯარიმა.“;

გ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. კომისია აწარმოებს საქართველოში საქმიანობის  განმახორციელებელი მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურების, ელექტროენერგიის მიმწოდებლების, ბუნებრივი გაზის მიმწოდებლების, ტრეიდერებისა და ორმხრივი ხელშეკრულებების პლატფორმის ადმინისტრატორების რეესტრს, რომელიც საკონტაქტო ინფორმაციასთან ერთად კომისიის ვებგვერდზე ქვეყნდება.“.

25. 104-ე მუხლის  პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. კომისია ამტკიცებს მიწოდების ხელშეკრულების სტანდარტულ პირობებს, რომლებიც განსაზღვრავს საყოფაცხოვრებო მომხმარებლებისა და მცირე საწარმოებისთვის ელექტროენერგიის ან ბუნებრივი გაზის უწყვეტი და საიმედო მიწოდების პირობებს.

2. ელექტროენერგიის მიმწოდებელი ან ბუნებრივი გაზის მიმწოდებელი ვალდებულია საყოფაცხოვრებო  მომხმარებელთან  ან/და  მცირე საწარმოსთან მიწოდების  ხელშეკრულება  დადოს კომისიის მიერ დამტკიცებული მიწოდების ხელშეკრულების სტანდარტული პირობების შესაბამისად. მიწოდების ხელშეკრულება სტანდარტული პირობებით დადებულად ითვლება კომისიის მიერ დადგენილი წესით მიწოდების ხელშეკრულების სტანდარტულ პირობებთან მიერთების შემთხვევაში.“.

26. 105-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2.  მიმწოდებელი,   რომელიც   საყოფაცხოვრებო   მომხმარებლებსა და მცირე საწარმოებს ემსახურება, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელების გარდა, ინდივიდუალური მომსახურების პუნქტთან დაკავშირებით უზრუნველყოფს:

ა) მომსახურების   ცენტრების   შექმნას,   რომლებიც   უზრუნველყოფს საბოლოო მომხმარებლებისთვის ინფორმაციის როგორც ტელეფონითა და ელექტრონული ფოსტით, ისე პირადად  მიწოდებას, აგრეთვე მათი მოთხოვნებისა და პრეტენზიების განხილვასა და შესაბამისი საკითხების გადაწყვეტას;

ბ) საბოლოო მომხმარებელთა დაცვის მიზნით პრეტენზიების განმხილველი კომისიის შექმნას;

გ) მომსახურების ცენტრის სამუშაო საათების საბოლოო მომხმარებელთა საჭიროების მიხედვით და იმ პირობით განსაზღვრას, რომ ეს ცენტრი კვირაში ერთხელ მაინც 20 საათამდე იმუშავებს. ამასთანავე, მომსახურების ცენტრში საბოლოო მომხმარებლის ჩაწერა შესაძლებელი უნდა იყოს ტელეფონით ან ელექტრონული ფოსტით;

დ) გადამცემი სისტემის ოპერატორისთვის ან/და გამანაწილებელი სისტემის ოპერატორისთვის იმ პრეტენზიებთან დაკავშირებით ინფორმაციის მიწოდებას ან/და დახმარების გაწევას, რომლებიც ეხება ელექტროენერგიის გადაცემასთან, ბუნებრივი გაზის გადაცემასთან ან/და განაწილებასთან დაკავშირებული მომსახურების ხელშეკრულებით გათვალისწინებულ საკითხებს.“.

27. 106-ე მუხლის პირველი−მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. კომისია უზრუნველყოფს საბოლოო მომხმარებლის მიერ  მიმწოდებლის შეცვლის ეფექტიანი და მარტივი პროცედურის დანერგვას, რაც საბოლოო მომხმარებელს საშუალებას მისცემს, შეცვალოს არსებული მიმწოდებელი  მისთვის შეტყობინების გაგზავნიდან არაუგვიანეს 3 კვირისა.

2.  მიმწოდებლის   შეცვლის  წესებს  ამტკიცებს  კომისია.  მიმწოდებლის შეცვლის წესები განსაზღვრავს მიმწოდებლის შეცვლის პირობებს, მათ შორის:

ა) მიმწოდებლის შეცვლის პროცედურას;

ბ) ახალი მიმწოდებლის მიერ შესასრულებელ პირობებს;

გ) იმ მიმწოდებლის მოვალეობებს, რომელთან დადებულ მიწოდების ხელშეკრულებასაც წყვეტს საბოლოო მომხმარებელი;

დ) იმ სისტემის  ოპერატორის  მოვალეობებს,  რომლის  ქსელთანაც  მიერთებულია საბოლოო მომხმარებლის მოწყობილობა;

ე) ახალი მიმწოდებლის უფლებებს ახალი საბოლოო მომხმარებლისთვის მიწოდების მიზნით გადამცემ და გამანაწილებელ სისტემებთან დაშვებასა და ამ სისტემებით სარგებლობასთან  დაკავშირებით;

ვ) საბოლოო მომხმარებლის დავალიანების დაფარვის წესს.

3. მიმწოდებლის შეცვლის წესების შესაბამისად, საბოლოო მომხმარებლის მიერ მიმწოდებლის შეცვლა უფასოა. მიმწოდებლის შეცვლა ხდება საბოლოო მომხმარებლის მოთხოვნით.

4. იმ მიმწოდებელს, რომელთან დადებულ მიწოდების ხელშეკრულებასაც წყვეტს საბოლოო მომხმარებელი, არ აქვს უფლება, მომხმარებელს დაუდგინოს მიწოდების ხელშეკრულების შეწყვეტის დამატებითი პირობები. აღნიშნული მიმწოდებელი ვალდებულია მიწოდების ხელშეკრულების შეწყვეტამდე უზრუნველყოს ენერგიის საბოლოო მომხმარებლისთვის მიწოდება.“.

28. 108-ე მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1.  საყოფაცხოვრებო   მომხმარებელსა   და  მცირე  საწარმოს  უფლება აქვთ, ამ კანონით დადგენილი წესით მიიღონ ელექტროენერგია უნივერსალური მომსახურების მიმწოდებლისგან.“;

ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. ამ კანონის მე-9 მუხლის მიზნებიდან  გამომდინარე,  კომისია უფლებამოსილია თავის მიერ დამტკიცებულ მეთოდოლოგიაზე დაყრდნობით დაადგინოს ელექტროენერგიის ტარიფი იმ საბოლოო მომხმარებლისთვის, რომელსაც უნივერსალური მომსახურების მიმწოდებელი ემსახურება. კომისიამ უნდა უზრუნველყოს, რომ საბოლოო მომხმარებლისთვის ელექტროენერგიის ტარიფის რეგულირება განხორციელდეს მხოლოდ საჭიროების ფარგლებში, საყოფაცხოვრებო მომხმარებლისა და მცირე საწარმოსთვის უნივერსალური მომსახურების გაწევის მიზნით.“.

29. 109-ე მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საყოფაცხოვრებო მომხმარებელს, მცირე საწარმოსა და იმ თბოელექტროსადგურს, რომელიც გარანტირებული სიმძლავრის წყაროა, უფლება აქვთ, ამ კანონით დადგენილი წესით მიიღონ ბუნებრივი გაზი საჯარო მომსახურების მიმწოდებლისგან.“;

ბ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. ამ კანონის მე-9 მუხლის მიზნებიდან  გამომდინარე,  კომისია უფლებამოსილია თავის მიერ დამტკიცებულ მეთოდოლოგიაზე დაყრდნობით დაადგინოს ბუნებრივი გაზის ფასი იმ საბოლოო მომხმარებლისთვის, რომელსაც საჯარო მომსახურების მიმწოდებელი ემსახურება. კომისიამ უნდა უზრუნველყოს, რომ საბოლოო მომხმარებლისთვის ბუნებრივი გაზის ფასის რეგულირება განხორციელდეს მხოლოდ საჭიროების ფარგლებში, ბუნებრივი გაზის საჯარო  მომსახურების სახით მიწოდების მიზნით.“.

30. 111-ე მუხლის:

ა) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3.   საბოლოო  მომხმარებელს    უფლება აქვს, ამ კანონის 101-ე და 106-ე მუხლების შესაბამისად, თავისუფლად აირჩიოს და შეცვალოს ელექტროენერგიის მიმწოდებელი ან ბუნებრივი გაზის მიმწოდებელი. საბოლოო მომხმარებელს ასევე უფლება აქვს, უსასყიდლოდ მიიღოს ელექტროენერგიის ან ბუნებრივი გაზის მოხმარების შესახებ ყველა საჭირო ინფორმაცია და აღრიცხვის მონაცემები და ეს ინფორმაცია და მონაცემები ხელშეკრულებისა და საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე, საფასურის გარეშე გახადოს ხელმისაწვდომი ნებისმიერი რეგისტრირებული მიმწოდებლისთვის. აღრიცხვის მონაცემების მართვისთვის პასუხისმგებელი პირი ვალდებულია აღნიშნული მონაცემები შესაბამის ენერგეტიკულ საწარმოს მიაწოდოს. ამ მონაცემების ფორმატი და მისი მიმწოდებლისა და მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომობის წესი განისაზღვრება მიწოდების წესებით.“;

ბ) მე-4 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 4პუნქტი:

„41. მსხვილი მომხმარებელი, რომელსაც სურს ელექტროენერგიის საბითუმო ბაზარზე ან ბუნებრივი გაზის საბითუმო ბაზარზე ვაჭრობა, ვალდებულია გაიაროს რეგისტრაცია კომისიის მიერ დადგენილი წესით.“.

31. 112-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 112. მოწყვლადი მომხმარებლის დაცვა

მოწყვლადი  მომხმარებლის  დაცვის  მიზნით  სახელმწიფო  და მუნიციპალიტეტის ორგანოები კომისიასა და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან კონსულტაციის საფუძველზე შეიმუშავებენ სპეციალურ პროგრამებს/ღონისძიებებს/შეღავათებს ელექტროენერგიაზე, ბუნებრივ გაზზე ან/და წყალმომარაგებაზე მოთხოვნის დაკმაყოფილების ან/და მისი/მათი ხელმისაწვდომობის გაზრდის ხელშეწყობის უზრუნველსაყოფად და განსაზღვრავენ აღნიშნული პროგრამებით/ღონისძიებებით/შეღავათებით მოსარგებლე შესაბამის მოწყვლად მომხმარებელს.“.

32. 114-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 114. ენერგეტიკული ბაზრის გახსნა

1. ნებისმიერ საბოლოო მომხმარებელს აქვს უფლება, თავისუფლად აირჩიოს და შეცვალოს მიმწოდებელი.

2. ენერგეტიკული ბაზრის გახსნისას უბალანსობის თავიდან ასაცილებლად დასაშვებია მიწოდების ხელშეკრულების დადება ენერგეტიკული გაერთიანების სხვა ხელშემკვრელი  მხარის სისტემაში არსებულ საბოლოო მომხმარებელთან,  თუ იგი ორივე სისტემისთვის საბოლოო მომხმარებლად ითვლება.“.

33. 117-ე მუხლის მე-8 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე“ ქვეპუნქტი:

„ე) ენერგეტიკული ბაზრის ერთი ან ერთზე მეტი მონაწილისთვის ენერგეტიკულ ბაზარზე მონაწილეობის დროებით აკრძალვას.“.

34. 119-ე მუხლის:

ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. კონცენტრაციის შესახებ შეტყობინების მიღების შემდეგ კომისია იღებს გადაწყვეტილებას დაგეგმილი კონცენტრაციის კონკურენტულ გარემოსთან თავსებადობის თაობაზე.“;

ბ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. იმ რეგულირებული საწარმოების კონცენტრაციის რეგისტრაციისთვის, რომელთაც ეკისრებათ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შეტყობინების კომისიისთვის წარდგენის ვალდებულება, აუცილებელია კომისიის მიერ დაგეგმილი კონცენტრაციის კონკურენტულ გარემოსთან თავსებადობის თაობაზე დადებითი გადაწყვეტილების მიღება. კომისიის მიერ უარყოფითი გადაწყვეტილების მიღება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საჯარო   რეესტრის   ეროვნული სააგენტოს მიერ რეგულირებული საწარმოების  კონცენტრაციის  რეგისტრაციაზე უარის თქმის საფუძველია.“.

35. 120-ე მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ელექტროენერგიის  ბაზარი მოიცავს ელექტროენერგიის  საცალო ბაზარსა და ელექტროენერგიის საბითუმო ბაზარს, მათ შორის, ელექტროენერგიის ორგანიზებულ ბაზარს ან/და ელექტროენერგიის ორმხრივი ხელშეკრულებების ბაზარს.“;

ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ელექტროენერგიის საბითუმო ორგანიზებული ბაზრის სეგმენტები განისაზღვრება ელექტროენერგიის ბაზრის მოდელის კონცეფციით.“.

36. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 1201 მუხლი:

„მუხლი 1201. ელექტროენერგიის ორმხრივი ხელშეკრულებების ბაზარი. ელექტროენერგიის ორმხრივი ხელშეკრულებების პლატფორმის ადმინისტრატორი

1. ორმხრივი ხელშეკრულებების საფუძველზე ელექტროენერგიის ყიდვა-გაყიდვა ხორციელდება ელექტროენერგიის ორმხრივი ხელშეკრულებების ბაზარზე, ბაზრის მონაწილეებს შორის პირდაპირი მოლაპარაკების გზით ან/და ელექტროენერგიის ორმხრივი ხელშეკრულებების  პლატფორმის მეშვეობით.

2. ბაზრის მონაწილეები ვალდებული  არიან დადებული ორმხრივი ხელშეკრულებების შესახებ ანგარიშგება განახორციელონ კომისიის მიერ დამტკიცებული რეგულირებული  საწარმოს ანგარიშგების წესების შესაბამისად.

3. ელექტროენერგიის ორმხრივი ხელშეკრულებების პლატფორმის ადმინისტრირებას უზრუნველყოფს ელექტროენერგიის ორმხრივი ხელშეკრულებების პლატფორმის ადმინისტრატორი.

4. ელექტროენერგიის ორმხრივი  ხელშეკრულებების პლატფორმის ადმინისტრატორი:

ა) უზრუნველყოფს ელექტროენერგიის ორმხრივი ხელშეკრულებების პლატფორმის ადმინისტრირებას  ამ კანონითა და ელექტროენერგიის  ბაზრის წესებით განსაზღვრული წესითა და პირობებით;

ბ) აღრიცხავს ელექტროენერგიის ორმხრივი ხელშეკრულებების პლატფორმაზე არსებული ელექტროენერგიის  ყიდვა-გაყიდვის განაცხადების  მონაცემებს;

გ)  არეგისტრირებს  ელექტროენერგიის  ორმხრივი  ხელშეკრულებების პლატფორმის მონაწილეებს და აწარმოებს შესაბამის რეესტრს;

დ) კომისიის მიერ დამტკიცებული სამართლებრივი აქტის შესაბამისად, კომისიას წარუდგენს ანგარიშს განხორციელებული საქმიანობის თაობაზე;

ე) ახორციელებს სხვა უფლებამოსილებებს ელექტროენერგიის ბაზრის წესების შესაბამისად.

5.  ელექტროენერგიის  ორმხრივი  ხელშეკრულებების   პლატფორმის ადმინისტრატორს  არ აქვს უფლება, იმავდროულად განახორციელოს სხვა ელექტროენერგეტიკული საქმიანობა, გარდა ელექტროენერგიის ბაზრის ოპერირებისა.“.

37. 121-ე მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. ელექტროენერგიის ბაზრის ოპერატორის მიერ გაწეული მომსახურებების შესაბამის საფასურებს ადგენს კომისია განსაზღვრული მეთოდოლოგიის შესაბამისად.“.

38. 123-ე მუხლის მე-3 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის:

ა) „ბ1“ ქვეპუნქტი:

„ბ1) ელექტროენერგიის ბაზარზე ვაჭრობის საკვალიფიკაციო მოთხოვნები, ასეთი მოთხოვნების არსებობის შემთხვევაში;“;

ბ)  „ო“  ქვეპუნქტი:

„ო)  ორმხრივი  ხელშეკრულებებით ელექტროენერგიის ყიდვა-გაყიდვის  წესი და პროცედურა.“.

39. 124-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ელექტროენერგიის ბაზრის ყველა მონაწილეს, მათ შორის, ელექტროენერგიის მწარმოებელს, ტრეიდერს, ელექტროენერგიის მიმწოდებელს (ელექტროენერგიის საჯარო მომსახურების სახით მიმწოდებლის ჩათვლით), მსხვილ მომხმარებელს, უფლება აქვს, ამ კანონისა და ელექტროენერგიის ბაზრის წესების დაცვით იყიდოს/გაყიდოს ელექტროენერგია ელექტროენერგიის ორგანიზებულ ბაზარსა და ელექტროენერგიის ორმხრივი ხელშეკრულებების ბაზარზე.“.

40. 125-ე მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. თითოეული დაბალანსების ჯგუფისთვის საანგარიშსწორებო აღრიცხვის წერტილების რეესტრს აწარმოებს გადამცემი სისტემის ოპერატორი.“.

41. 126-ე მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ბუნებრივი  გაზის ბაზარი მოიცავს ბუნებრივი  გაზის საცალო ბაზარსა და ბუნებრივი გაზის საბითუმო ბაზარს, მათ შორის, ბუნებრივი გაზის ორგანიზებულ ბაზარს ან/და ბუნებრივი გაზის ორმხრივი ხელშეკრულებების ბაზარს.“;

ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ბუნებრივი  გაზის  საბითუმო  ორგანიზებული  ბაზრის  სეგმენტები განისაზღვრება  ბუნებრივი გაზის ბაზრის მოდელის კონცეფციით.“.

42. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 1271 მუხლი:

„მუხლი  1271. ბუნებრივი  გაზის ორმხრივი  ხელშეკრულებების  ბაზარი.  ბუნებრივი გაზის ორმხრივი ხელშეკრულებების  პლატფორმის ადმინისტრატორი

1. ორმხრივი ხელშეკრულებების საფუძველზე ბუნებრივი გაზის ყიდვა- გაყიდვა ხორციელდება ბუნებრივი გაზის ორმხრივი ხელშეკრულებების  ბაზარზე, ბაზრის  მონაწილეებს  შორის პირდაპირი  მოლაპარაკების  გზით ან/და ბუნებრივი გაზის ორმხრივი ხელშეკრულებების პლატფორმის მეშვეობით.

2. ბაზრის მონაწილეები ვალდებული არიან დადებული ორმხრივი ხელშეკრულებების შესახებ ანგარიშგება განახორციელონ კომისიის მიერ დამტკიცებული რეგულირებული  საწარმოს ანგარიშგების წესების შესაბამისად.

3. ბუნებრივი გაზის ორმხრივი ხელშეკრულებების პლატფორმის ადმინისტრირებას უზრუნველყოფს ბუნებრივი გაზის ორმხრივი ხელშეკრულებების პლატფორმის ადმინისტრატორი.

4. ბუნებრივი გაზის ორმხრივი ხელშეკრულებების პლატფორმის ადმინისტრატორი:

ა) უზრუნველყოფს ბუნებრივი გაზის ორმხრივი ხელშეკრულებების პლატფორმის ადმინისტრირებას  ამ  კანონითა  და  ბუნებრივი  გაზის  ბაზრის  წესებით განსაზღვრული წესითა და პირობებით;

ბ) აღრიცხავს ბუნებრივი გაზის ორმხრივი ხელშეკრულებების პლატფორმაზე არსებული ბუნებრივი გაზის ყიდვა-გაყიდვის განაცხადების მონაცემებს;

გ) არეგისტრირებს ბუნებრივი გაზის ორმხრივი ხელშეკრულებების პლატფორმის მონაწილეებს და აწარმოებს შესაბამის რეესტრს;

დ) კომისიის  მიერ დამტკიცებული  სამართლებრივი  აქტის შესაბამისად, კომისიას წარუდგენს ანგარიშს განხორციელებული  საქმიანობის თაობაზე;

ე) ახორციელებს სხვა უფლებამოსილებებს ბუნებრივი გაზის ბაზრის წესების შესაბამისად.

5. ბუნებრივი გაზის ორმხრივი ხელშეკრულებების პლატფორმის ადმინისტრატორს არ აქვს უფლება, იმავდროულად განახორციელოს სხვა ბუნებრივი გაზის საქმიანობა, გარდა ბუნებრივი გაზის ბაზრის ოპერირებისა.“.

43. 129-ე მუხლის მე-3 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის:

ა) „ბ1“ ქვეპუნქტი:

„ბ1) ბუნებრივი გაზის ბაზარზე ვაჭრობის საკვალიფიკაციო მოთხოვნები, ასეთი მოთხოვნების არსებობის შემთხვევაში;“;

ბ)  „მ“ ქვეპუნქტი:

„მ) ორმხრივი ხელშეკრულებებით ბუნებრივი  გაზის ყიდვა-გაყიდვის წესი და პროცედურა.“.

44. 130-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ბუნებრივი გაზის ბაზრის ყველა მონაწილეს, მათ შორის, ბუნებრივი გაზის მწარმოებელს, ტრეიდერს, ბუნებრივი გაზის  მიმწოდებელს (ბუნებრივი გაზის საჯარო მომსახურების სახით მიმწოდებლის ჩათვლით), მსხვილ მომხმარებელს, უფლება აქვს, ამ კანონისა და ბუნებრივი გაზის ბაზრის წესების დაცვით იყიდოს/გაყიდოს ბუნებრივი გაზი ბუნებრივი გაზის ორგანიზებულ ბაზარსა და ბუნებრივი გაზის ორმხრივი ხელშეკრულებების ბაზარზე.“.

45. 131-ე მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) ბუნებრივი  გაზის  საწარმოს,  გადამცემი  სისტემის  ოპერატორის  ან საბოლოო მომხმარებლის  წინაშე არსებული  ეკონომიკური  და ფინანსური სირთულეების ხარისხი;“.

46. 134-ე მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. თუ ელექტროენერგეტიკული სისტემის სტაბილურობისთვის, უსაფრთხოებისა და საიმედოობისთვის, მათ შორის, ელექტროენერგიის მიწოდებასა და მოთხოვნას შორის ბალანსის უზრუნველყოფისთვის, საჭიროა ელექტროენერგიის  წარმოების გარანტირებული სიმძლავრე, საქართველოს მთავრობა უფლებამოსილია სამინისტროს მიერ შესაბამისი წინადადების წარდგენის შემთხვევაში ელექტროენერგიის ერთ ან რამდენიმე მწარმოებელს დააკისროს ვალდებულება, შეინარჩუნოს ელექტროენერგიის წარმოების გარანტირებული სიმძლავრე, რომელიც  შესაძლებელია  ეფექტიანად  იქნეს გამოყენებული ელექტროენერგეტიკული სისტემის დაბალანსების მიზნით, მათ შორის, ელექტროენერგეტიკულ სისტემაში ავარიის ან სხვა, განსაზღვრული ტიპის საგანგებო მდგომარეობის შემთხვევაში. აღნიშნული ვალდებულების დაკისრება უნდა მოხდეს საჯარო მომსახურების ვალდებულებისთვის ამ კანონის მე-9 მუხლით  დადგენილი კრიტერიუმებისა და იმავე მუხლით გათვალისწინებულ კონსულტაციასთან დაკავშირებული მოთხოვნების  დაცვით.  ელექტროენერგიის  წარმოების  გარანტირებული სიმძლავრის შენარჩუნების ვალდებულების დაკისრების თაობაზე გადაწყვეტილება (მათ შორის, კონკურენციის ან/და სახელმწიფო დახმარების მარეგულირებელ წესებთან შესაბამისობა) დასაბუთებული უნდა იყოს. ელექტროენერგიის წარმოების გარანტირებული სიმძლავრის შენარჩუნების წესებს ადგენს საქართველოს  მთავრობა.  ელექტროენერგიის  წარმოების გარანტირებული სიმძლავრის დისპეტჩერიზაციას ახორციელებს გადამცემი სისტემის  ის ოპერატორი, რომლის ქსელთანაც ელექტროენერგიის წარმოების შესაბამისი ობიექტი ელექტროენერგიის გადამცემი ქსელის წესების დაცვითაა მიერთებული. ელექტროენერგიის  წარმოების გარანტირებული  სიმძლავრის განაწილების შემდეგ წარმოებული ელექტროენერგიის ყიდვა-გაყიდვა ხორციელდება ამ კანონითა და მის საფუძველზე გამოცემული შესაბამისი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით დადგენილი წესით. ელექტროენერგიის წარმოების გარანტირებული სიმძლავრის  საფასურს  ან/და ელექტროენერგიის წარმოების გარანტირებული სიმძლავრის წყაროს ელექტროენერგიის წარმოების ტარიფს ადგენს კომისია თავის  მიერ დამტკიცებული  მეთოდოლოგიის შესაბამისად.“.

47. 136-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ელექტროენერგეტიკის სექტორში საგანგებო მდგომარეობა შეიძლება გამოცხადდეს, თუ ელექტროენერგიის წარმოება, გადაცემა, განაწილება, მიწოდება ან/და ყიდვა-გაყიდვა ფერხდება მოულოდნელი გარემოებების ან შესაბამისი ელექტროენერგეტიკული საწარმოს კონტროლის მიღმა არსებული გარემოებების გამო, რომლებითაც საფრთხე ექმნება ელექტროენერგეტიკული სისტემის ერთიან უსაფრთხოებასა და საიმედოობას ან საბოლოო მომხმარებლების მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად მათთვის ელექტროენერგიის მიწოდებას.“.

48. 141-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ბუნებრივი გაზის სექტორში  საგანგებო  მდგომარეობა  შეიძლება გამოცხადდეს ბუნებრივი გაზის ბაზარზე მოულოდნელი კრიზისის შემთხვევაში, თუ ბუნებრივი გაზის წარმოება, გადაცემა, განაწილება, მიწოდება ან/და ყიდვა-გაყიდვა ფერხდება მოულოდნელი გარემოებების ან შესაბამისი ბუნებრივი გაზის  საწარმოს  კონტროლის მიღმა არსებული გარემოებების  გამო, რომლებითაც საფრთხე ექმნება ბუნებრივი გაზის სისტემის ერთიან  უსაფრთხოებასა  და  საიმედოობას  ან  საბოლოო მომხმარებლების მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად მათთვის ბუნებრივი გაზის  მიწოდებას ან/და ადამიანის, მოწყობილობა-დანადგარების ან სისტემის ერთიანობის უსაფრთხოებას.“.

49. 149-ე მუხლის:

ა) პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) პირის მიერ ერთზე მეტი სალიცენზიო საქმიანობის ან/და სალიცენზიო საქმიანობასთან ერთად სხვა სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების შემთხვევაში შემოსავლების, ხარჯების, აქტივების, ვალდებულებების, ფინანსური შედეგებისა და საკუთარი კაპიტალის ბუღალტრული აღრიცხვის განცალკევებულად  წარმოების წესებს.“;

ბ) მე-3 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

50.  153-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი:

„21. ენერგეტიკული ბაზრის მონიტორინგის წესებით განსაზღვრული ბაზარზე მანიპულაციის,  ბაზარზე მანიპულაციის მცდელობის ან/და შიდა ინფორმაციის გამოყენებით ვაჭრობის შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია რეგულირებულ საწარმოს დააკისროს ჯარიმა. ამ ჯარიმის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს აღნიშნული საწარმოს წინა წლის წლიური ბრუნვის 6%-ს.“.

51. 160-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ამ მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნების შესასრულებლად:

ა) ამ კანონის 162-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ა.ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ელექტროენერგიის ბაზრის წესების დამტკიცებიდან 2 თვის ვადაში ელექტროენერგიის  განაწილების თითოეულმა ლიცენზიატმა უნდა მოამზადოს და კომისიას უნდა წარუდგინოს განცალკევების გეგმა, დეტალური ზომებისა და ქმედებების და აღნიშნული გეგმის განხორციელების ვადის ჩათვლით;

ბ) ამ კანონის 162-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა.ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ბუნებრივი გაზის ბაზრის მოდელის კონცეფციის დამტკიცებიდან 4 თვის ვადაში ბუნებრივი გაზის განაწილების თითოეულმა ლიცენზიატმა უნდა მოამზადოს და კომისიას უნდა წარუდგინოს განცალკევების გეგმა, დეტალური ზომებისა და ქმედებების და აღნიშნული გეგმის განხორციელების ვადის ჩათვლით.“.

52. 161-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის:

ა) 11 და 12 პუნქტები:

„11.  თუ  ბუნებრივი  გაზის  განაწილების  ლიცენზიატი, რომელიც ამ კანონის 73-ე მუხლის მე-11 პუნქტის შესაბამისად გათავისუფლებულია  გამანაწილებელი სისტემის ოპერატორის განცალკევებასა და დამოუკიდებლობასთან დაკავშირებული მოთხოვნების შესრულების ვალდებულებისგან, ამ მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე მიმართავს  კომისიას ავტორიზაციის  მიზნით, მაგრამ ვერ დააკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით  დადგენილ სალიცენზიო  პირობებსა  და მოთხოვნებს, კომისია  იღებს  ზომებს ბუნებრივი  გაზის მომხმარებლებისთვის სათანადო ხარისხის მომსახურების გაწევის უზრუნველსაყოფად.

12. ამ მუხლის 11 პუნქტით გათვალისწინებული ზომების  მიღების  მიზნით  კომისია უზრუნველყოფს დროებითი ღონისძიებების შემუშავებას, მათ შორის, სატარიფო მეთოდოლოგიაში სათანადო ცვლილებების შეტანას, რათა ხელი შეუწყოს შესაბამისი აქტივების  ისეთი ლიცენზიატების მიერ ოპერირებას, რომლებიც უზრუნველყოფენ მომხმარებლებისთვის მომსახურების გაწევას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად.“;

ბ) მე-4 პუნქტი:

„4. წყალმომარაგების ლიცენზიის მაძიებელი 2031 წლის 31 დეკემბრამდე სალიცენზიო განაცხადის წარდგენისას არ არის ვალდებული, კომისიას წარუდგინოს ამ კანონის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ.გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის შემცველი დოკუმენტი. კომისია ვალდებულია წყალმომარაგების  ლიცენზიის მაძიებლის დასაბუთებული მოთხოვნის საფუძველზე შესაბამისი გადაწყვეტილებით განსაზღვროს აღნიშნული დოკუმენტის მისთვის წარდგენის გონივრული ვადა, რომელიც არ უნდა იყოს 3 წელზე ნაკლები.“.

53. 162-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ა.გ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

54. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 1651 მუხლი:

„მუხლი 1651. მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის მფლობელი/მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურით  მოსარგებლე საბოლოო მომხმარებლის სასისტემო მომსახურების საფასურის გადახდის ვალდებულებისგან გათავისუფლების დროებითი წესი

1. გამანაწილებელი ქსელიდან მიღებული და კომისიის მიერ განსაზღვრული პირობებით გაქვითული ელექტროენერგიის მოცულობასთან მიმართებით სასისტემო მომსახურების საფასურის გადახდის ვალდებულებისგან თავისუფლდება მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის მფლობელი/მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურით მოსარგებლე საბოლოო მომხმარებელი, რომელიც ელექტროენერგიას უნივერსალური მიმწოდებლისგან იღებს ან აკმაყოფილებს კომისიის მიერ დადგენილ კრიტერიუმებს.

2. კომისია ვალდებულია ამ მუხლის ამოქმედებიდან 6 თვის ვადაში დაადგინოს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული კრიტერიუმები, რომელთა დაკმაყოფილების შემთხვევაშიც მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის მფლობელი/მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურით მოსარგებლე საბოლოო მომხმარებელი გათავისუფლდება სასისტემო მომსახურების საფასურის გადახდის ვალდებულებისგან.“.

55. 166-ე მუხლის:

ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„საბოლოო მომხმარებლის მიერ მიმწოდებლის არჩევა“;

ბ) პირველი პუნქტი ამოღებულ იქნეს;

გ) მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. საქართველოს მთავრობა უფლებამოსილია ბაზრის გახსნის ან/და შესაბამისი ბაზრის მოდელის კონცეფციის სათანადო ეტაპის განსახორციელებლად ეტაპობრივად განსაზღვროს ის სავალდებულო კრიტერიუმები და ვადები, რომელთა დაკმაყოფილების/რომლებთან შესაბამისობის შემთხვევაშიც საბოლოო მომხმარებელი მიმწოდებელს სავალდებულო წესით აირჩევს.

3. განაწილების ლიცენზიის მფლობელის მომხმარებლად (აბონენტად) რეგისტრირებული მომხმარებელი, რომელსაც განაწილების სისტემის ოპერატორის განცალკევების დასრულებისას არ ექნება მიმწოდებელთან ამ კანონით დადგენილი წესით დადებული ხელშეკრულება, ელექტროენერგიის მიწოდების მომსახურებას კომისიის მიერ დადგენილი წესითა და პირობებით მიიღებს უნივერსალური მიმწოდებლისგან ან ამ კანონის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული, საჯარო მომსახურების ვალდებულების შემსრულებელი სხვა  ენერგეტიკული საწარმოსგან, ხოლო   ბუნებრივი გაზის მიწოდების მომსახურებას − შესაბამისი საჯარო მომსახურების მიმწოდებლისგან. ამასთანავე, ეს არ ზღუდავს აღნიშნული მომხმარებლის უფლებას, სურვილის შემთხვევაში შემდგომ, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აირჩიოს მისთვის მისაღები მიმწოდებელი.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


საქართველოს პრეზიდენტისალომე ზურაბიშვილი

 

 

თბილისი,

22 დეკემბერი 2021 წ.

N1198-VIIრს-Xმპ