„იმ თანამდებობის პირთა ნუსხის დამტკიცების შესახებ, რომლებსაც აქვთ სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლება“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 მარტის №242 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„იმ თანამდებობის პირთა ნუსხის დამტკიცების შესახებ, რომლებსაც აქვთ სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლება“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 მარტის №242 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 596
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 21/12/2021
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 22/12/2021
ძალაში შესვლის თარიღი 23/12/2021
სარეგისტრაციო კოდი 120200010.10.003.023152
596
21/12/2021
ვებგვერდი, 22/12/2021
120200010.10.003.023152
„იმ თანამდებობის პირთა ნუსხის დამტკიცების შესახებ, რომლებსაც აქვთ სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლება“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 მარტის №242 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №596

2021 წლის 21 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

„იმ თანამდებობის პირთა ნუსხის დამტკიცების შესახებ, რომლებსაც აქვთ სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლება“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 მარტის №242 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „იმ თანამდებობის პირთა ნუსხის დამტკიცების შესახებ, რომლებსაც აქვთ სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლება“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 მარტის №242 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 19/03/2014, 120200010.10.003.017862) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებულ ნუსხაში პირველი მუხლის:

1. მე-7 პუნქტის:

ა) „თ.ვ“ და „თ.ი“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თ.ვ) მაიორ გელა ჭედიას სახელობის სპეციალური ოპერაციების საწვრთნელი ცენტრის სკოლის მეთაური;“;

„თ.ი) მაიორ გელა ჭედიას სახელობის სპეციალური ოპერაციების საწვრთნელი ცენტრის სერჟანტი;“;

ბ) „ი.ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ი.ვ) საჰაერო ოპერაციების ცენტრის უფროსი;“;

გ) „კ.ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„კ.ი) მე-4 ქვეითი ბრიგადის სერჟანტი;“.

2. მე-8 პუნქტის „დ“ და „ზ“ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2021 წლის 23 დეკემბრიდან.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი