დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| “საქართველოს ტრანსპორტის მინისტრის 1999 წლის 12 ოქტომბრის №78 ბრძანებით დამტკიცებულ “საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვების “ნებართვის” წარმოებისა და გამოყენების წესში” ცვლილებებისა და დამატებების შეტანისა და საქართველოს ტრანსპორტის მინისტრის 1997 წლის 13 აგვისტოს №70 ბრძანების ძალადაკარგულად ჩათვლის თაობაზე” | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 12 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტრი |
| მიღების თარიღი | 04/02/2002 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 12, 07/02/2002 |
| სარეგისტრაციო კოდი | 310.140.000.11.115.005.141 |
საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტრის
ბრძანება №12
2002 წლის 4 თებერვალი
ქ. თბილისი
საქართველოს ტრანსპორტის მინისტრის 1999 წლის 12 ოქტომბრის №78 ბრძანებით დამტკიცებულ „საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვების „ნებართვის“ წარმოებისა და გამოყენების წესში“ ცვლილებებისა და დამატებების შეტანისა და საქართველოს ტრანსპორტის მინისტრის 1997 წლის 13 აგვისტოს №70 ბრძანების ძალადაკარგულად ჩათვლის თაობაზე
საქართველოს კანონის „ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სფეროს სახელმწიფო მართვისა და რეგულირების წესის შესახებ“ მე-9 და 24-ე მუხლების საფუძველზე, საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტრის 2001 წლის 28 დეკემბრის №111 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს საავტომობილო ტრანსპორტის ადმინისტრაციის დებულების“ მე-2 მუხლის და 2001 წლის 28 დეკემბრის №112 ბრძანებით დამტკიცებული „საავტომობილო ტრანსპორტის სფეროში სატრანსპორტო საქმიანობის რეგულირების ყოველწლიური საფასურის ოდენობის დადგენისა და გადახდის წესის შესახებ დებულების“ მოთხოვნების შესრულების მიზნით, ვბრძანებ:
I. საქართველოს ტრანსპორტის მინისტრის 1999 წლის 12 ოქტომბრის №78 ბრძანებით დამტკიცებული საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვების „ნებართვის“ წარმოებისა და გამოყენების წესში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
1. წესის მთელ ტექსტში სიტყვები „საქართველოს სახმელეთო ტრანსპორტის ადმინისტრაციის მიერ უფლებამოსილი შპს „საქინტერავტოსერვისი“ შეიცვალოს სიტყვით „ადმინისტრაცია“.
2. მე-3 მუხლის მე-3 პუნქტში სიტყვები „სახმელეთო ტრანსპორტის ადმინისტრაცია“ შეიცვალოს სიტყვებით ”საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს საავტომობილო ტრანსპორტის ადმინისტრაცია (შემდგომში – ადმინისტრაცია).“
3. მე-4 მუხლის:
ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვების განხორციელებისათვის გადამზიდველებზე ნებართვების გაცემას ახორციელებს ადმინისტრაცია.“;
ბ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვების ნებართვების გაცემისა და სხვა მარეგულირებელი ფუნქციების შესრულებისათვის კვოტების ფარგლებს ზემოთ საქართველოში შემოსული უცხო ქვეყნის გადამზიდველების მიერ გადასახდელი რეგულირების საფასურის გაანგარიშებასა და გადახდასთან, აგრეთვე ნებართვების გაცემასთან დაკავშირებულ მომსახურებას ახორციელებს შესაბამისი საწარმო ან დაწესებულება ადმინისტრაციასთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე.“
გ) მე-3 პუნქტიდან ამოღებულ იქნეს სიტყვები „დადგენილ ფასებში“;
დ) მე-6 პუნქტს დაემატოს გ) ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით:
„გ) ნებართვების რაოდენობის შეზღუდვის გამო“.
4. მე-6 მუხლის:
ა) პირველ პუნქტში სიტყვები: „სახმელეთო ტრანსპორტის ადმინისტრაცია“ შეიცვალოს სიტყვით „ადმინისტრაციის“;
ბ) მე-5 პუნქტი ამოღებულ იქნეს.
5. დაემატოს მე-9 მუხლი შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 9. რეგულირების საფასური
უცხო ქვეყნის გადამზიდველები, რომლებიც ახორციელებენ საერთაშორისო საავტომობილო გადაზიდვებს საქართველოს ტერიტორიაზე „საერთაშორისო საავტომობილო მიმოსვლის შესახებ“ საერთაშორისო ხელშეკრულებით განსაზღვრული კვოტების ფარგლებს ზემოთ რეგულირებისათვის ადმინისტრაციას უხდის რეგულირების საფასურს საავტომობილო სასაზღვრო გადასასვლელებზე წარმომადგენლის (მძღოლის) მეშვეობით კანონმდებლობით დადგენილი წესით.“
II. ამ ბრძანების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად ჩაითვალოს საქართველოს ტრანსპორტის მინისტრის 1997 წლის 13 აგვისტოს №70 ბრძანება „საერთაშორისო საავტომობილო მიმოსვლის ნებართვის ტარიფის დამტკიცების შესახებ“.
III. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მ. ადეიშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები