„ცხოველთა იდენტიფიკაცია-რეგისტრაციისა და მათი სადგომის/დროებითი სადგომის რეგისტრაციის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 3 ოქტომბრის №483 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 612
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 27/12/2021
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 28/12/2021
სარეგისტრაციო კოდი 240110000.10.003.023168
612
27/12/2021
ვებგვერდი, 28/12/2021
240110000.10.003.023168
„ცხოველთა იდენტიფიკაცია-რეგისტრაციისა და მათი სადგომის/დროებითი სადგომის რეგისტრაციის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 3 ოქტომბრის №483 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 
საქართველოს მთავრობის

დადგენილება №612

2021 წლის 27 დეკემბერი 

ქ. თბილისი

„ცხოველთა იდენტიფიკაცია-რეგისტრაციისა და მათი სადგომის/დროებითი სადგომის რეგისტრაციის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 3 ოქტომბრის №483 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „ცხოველთა იდენტიფიკაცია-რეგისტრაციისა და მათი სადგომის/დროებითი სადგომის რეგისტრაციის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 3 ოქტომბრის №483 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 08/10/2019, 240110000.10.003.021503) შეტანილ იქნეს ცვლილება და მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტი, მსხვილფეხა და წვრილფეხა საქონელთან მიმართებით, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე, ღორთან მიმართებით – 2023 წლის 1 იანვრიდან;

ბ) მე-10 მუხლის მე-6 და მე-7 პუნქტები, მე-16 და მე-17 მუხლები, მსხვილფეხა საქონელთან მიმართებით, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე, წვრილფეხა საქონელთან მიმართებით – 2021 წლის პირველი იანვრიდან, ღორთან მიმართებით – 2023 წლის 1 იანვრიდან.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი