„საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 1316-VIIრს-Xმპ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 30/12/2021
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 13/01/2022
ძალაში შესვლის თარიღი 01/03/2022
სარეგისტრაციო კოდი 040030000.05.001.020516
1316-VIIრს-Xმპ
30/12/2021
ვებგვერდი, 13/01/2022
040030000.05.001.020516
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 27.03.2017, სარეგისტრაციო კოდი: 040030000.05.001.018374) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-2 მუხლის:

ა) „ი.ა“ და „ი.ბ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ი.ა) ობიექტის ტექნიკური იდენტიფიკატორის აქტივაციის შესახებ უფლებამოსილი ორგანოს მონიტორინგის სისტემის მიერ ინიციირებულ ბრძანებათა ზედამხედველი მოსამართლისთვის მიწოდების, აღნიშნულ ბრძანებათა გამიჯვნისა და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 1431 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე ინიციირებულ ბრძანებათა პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურისთვის გაგზავნის შესაძლებლობას;

ი.ბ) ზედამხედველი მოსამართლის მიერ „კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის 144 მუხლით გათვალისწინებული საფუძვლის არსებობის შემთხვევაში ელექტრონული თვალთვალის ღონისძიების შეჩერებისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 1436 მუხლით გათვალისწინებული საფუძვლის არსებობის შემთხვევაში ფარული საგამოძიებო მოქმედების შეჩერების შესაძლებლობას;“;

ბ) „ი.გ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

გ) „კ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„კ) კონტროლის სპეციალური ელექტრონული სისტემა – ტექნიკურ და პროგრამულ გადაწყვეტილებათა ერთობლიობა, რომელიც უზრუნველყოფს ობიექტის ტექნიკური იდენტიფიკატორის აქტივაციის შესახებ უფლებამოსილი ორგანოს მონიტორინგის სისტემის მიერ ინიციირებულ ბრძანებათა ლოგირების მონაცემების კრიპტოგრაფიული მეთოდების გამოყენებით დამუშავებას, მართლზომიერი გადაჭერის მენეჯმენტის სისტემის მიერ აღსრულებულ ბრძანებათა ლოგირების მონაცემების ზედამხედველი მოსამართლისთვის ავტომატურად მიწოდებას, ამ მონაცემების კრიპტოგრაფიული მეთოდების გამოყენებით დამუშავებას, მიღებული შედეგების ავტომატურ შედარებას და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 1431 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე განხორციელებული ქმედების ლოგირების მონაცემების პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურისთვის გაგზავნას;“;

დ) „ლ.ა“ და „ლ.ბ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ლ.ა) მონაცემთა ცენტრალურ ბანკში განხორციელებული აქტივობების ლოგირების მონაცემებისა და შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლების ზედამხედველ მოსამართლესთან არსებული ინფრასტრუქტურისთვის ავტომატურად მიწოდებას, აღნიშნული მონაცემების დამუშავებას, გამიჯვნას, აგრეთვე ზედამხედველი მოსამართლისთვის – „კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე განხორციელებული ქმედებების ლოგირების მონაცემებისა და შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლების, ხოლო პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურისთვის – ყველა სხვა განხორციელებული აქტივობის ლოგირების მონაცემებისა და შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლების რეალურ დროში მიწოდებას;

ლ.ბ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირში – საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ში განხორციელებული შეტყობინების ინიციატორი მობილური საკომუნიკაციო აღჭურვილობის მომხმარებლისა და მობილური საკომუნიკაციო აღჭურვილობის ადგილმდებარეობის შესახებ მონაცემების გამოთხოვის თაობაზე ლოგირების მონაცემების პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურისთვის რეალურ დროში მიწოდებას;“;

ე) „ო.ა“ და „ო.ბ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ო.ა) ობიექტის ტექნიკური იდენტიფიკატორის აქტივაციის/დეაქტივაციის შესახებ ინიციირებულ ბრძანებათა ლოგირების მონაცემებისა და შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლების ზედამხედველ მოსამართლესთან არსებული ინფრასტრუქტურისთვის მიწოდებას, აღნიშნული მონაცემების დამუშავებას, გამიჯვნას, აგრეთვე ზედამხედველი მოსამართლისთვის – „კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ინიციირებულ ბრძანებათა ლოგირების მონაცემებისა და შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლების, ხოლო პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურისთვის – ობიექტის ტექნიკური იდენტიფიკატორის აქტივაციის/დეაქტივაციის შესახებ ყველა სხვა ინიციირებული ბრძანების ლოგირების მონაცემებისა და შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლების რეალურ დროში მიწოდებას;

ო.ბ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირში – საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ში განხორციელებული შეტყობინების ინიციატორი მობილური საკომუნიკაციო აღჭურვილობის გეოლოკაციის ავტომატურ რეჟიმში განსაზღვრის ლოგირების მონაცემების პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურისთვის რეალურ დროში მიწოდებას.“.

2. მე-9 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სააგენტო ვალდებულია კომუნიკაციის რეალურ დროში მოპოვების ნახევრად სტაციონარული ტექნიკური შესაძლებლობის ორგანიზების შესახებ დაუყოვნებლივ შეატყობინოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს ან ზედამხედველ მოსამართლეს.“.

3. 26-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 26. ზედამხედველი მოსამართლის კონტროლი

ზედამხედველი მოსამართლე აკონტროლებს სააგენტოს მიერ „კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ელექტრონული თვალთვალის ღონისძიებების განხორციელებას და „კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის 147 მუხლით გათვალისწინებული საფუძვლით მონაცემთა ცენტრალურ ბანკში განხორციელებულ აქტივობებს იმავე კანონის 146 მუხლით დადგენილი წესით და ტექნიკური საშუალებების გამოყენებით.“.

4. 28-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 28. პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის კონტროლი

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური აკონტროლებს სააგენტოს მიერ განხორციელებულ, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 4016 მუხლით გათვალისწინებულ ქმედებებს იმავე მუხლით დადგენილი წესით და ტექნიკური საშუალებების გამოყენებით.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2022 წლის 1 მარტიდან.


საქართველოს პრეზიდენტისალომე ზურაბიშვილი

 

 

თბილისი,

30 დეკემბერი 2021 წ.

N1316-VIIრს-Xმპ