საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1342-VIIრს-Xმპ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 30/12/2021
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 06/01/2022
სარეგისტრაციო კოდი 010190030.06.001.016081
1342-VIIრს-Xმპ
30/12/2021
ვებგვერდი, 06/01/2022
010190030.06.001.016081
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი

 

 

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 14.12.2018, სარეგისტრაციო კოდი: 010190030.06.001.016054) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. რეგლამენტს დაემატოს შემდეგი შინაარსის 1681 მუხლი:

„მუხლი 1681. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის წლიური ანგარიში

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსი პარლამენტს წელიწადში ერთხელ, არაუგვიანეს 31 მარტისა, წარუდგენს ანგარიშს სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ქვემდებარე სისხლის სამართლის საქმეთა გამოძიების მდგომარეობისა და ამ მიმართულებით სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ წინა წელს განხორციელებული საქმიანობის შესახებ. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის წლიურ ანგარიშს პარლამენტი განიხილავს რეგლამენტის 176-ე მუხლის მე-2−მე-5 და მე-9 პუნქტებით დადგენილი წესით.“.

2. 169-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 169. პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის წლიური ანგარიში

1. პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსი პარლამენტს წელიწადში ერთხელ, არაუგვიანეს 31 მარტისა, წარუდგენს ანგარიშს საქართველოში პერსონალურ მონაცემთა დაცვის მდგომარეობის, ფარული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებისა და ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელ მონაცემთა ცენტრალურ ბანკში განხორციელებული აქტივობების კონტროლის შესახებ. პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის წლიურ ანგარიშს პარლამენტი განიხილავს რეგლამენტის 176-ე მუხლის მე-2−მე-5 და მე-9 პუნქტებით დადგენილი წესით.

2. პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსი პარლამენტს ასევე წელიწადში ერთხელ წარუდგენს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 136-ე–138-ე მუხლებით გათვალისწინებული საგამოძიებო მოქმედებებისა და იმავე კოდექსის 1431 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ფარული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების კონტროლის შედეგების შესახებ ანგარიშს. აღნიშნულ ანგარიშს პარლამენტის ბიურო გადასცემს პარლამენტის შესაბამის კომიტეტსა და ნდობის ჯგუფს.“.

3. 181-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 181. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის თანამდებობიდან გათავისუფლება

1. „სპეციალური საგამოძიებო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 91 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის უფლებამოსილება ვადამდე შეწყვეტილად ჩაითვლება შესაბამისი გარემოების დადგომის მომენტიდან, რის შესახებაც პარლამენტის თავმჯდომარე დაუყოვნებლივ აცნობებს პარლამენტს. პარლამენტი სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსს უფლებამოსილებას უწყვეტს პარლამენტის თავმჯდომარის ინფორმაციის ცნობად მიღების საფუძველზე.

2. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსი ხელშეუხებელია. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემა, დაკავება ან დაპატიმრება, მისი საცხოვრებელი ან სამუშაო ადგილის, მანქანის ან პირადი გაჩხრეკა შეიძლება მხოლოდ პარლამენტის თანხმობით. გამონაკლისია დანაშაულზე წასწრების შემთხვევა, რაც დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს პარლამენტს. თუ პარლამენტი 48 საათის განმავლობაში არ მისცემს თანხმობას, დაკავებული ან დაპატიმრებული სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსი დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს. საგამოძიებო მოქმედებათა ჩატარების შესახებ წინადადება პარლამენტში შეაქვს საქართველოს გენერალურ პროკურორს. ამ წინადადების საფუძვლიანობას 5 დღის ვადაში შეისწავლის და განიხილავს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი, რომელიც წერილობით დასკვნას წარუდგენს პარლამენტის ბიუროს. პარლამენტის ბიურო საკითხს განსახილველად სვამს პარლამენტის უახლოეს პლენარულ სხდომაზე. პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საკითხის განხილვის შემდეგ გადაწყვეტილება მიიღება დადგენილებით. პარლამენტის სესიებს შორის პერიოდში სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის დანაშაულზე წასწრების შემთხვევაში საკითხი განიხილება საქართველოს კონსტიტუციის 44-ე მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი წესით.

3. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის დაკავებაზე ან დაპატიმრებაზე პარლამენტის მიერ თანხმობის მიცემის შემთხვევაში მას პარლამენტის დადგენილებით შეუჩერდება უფლებამოსილება სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის შესახებ დადგენილების/განჩინების გამოტანამდე ან სასამართლოს განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლამდე.“.

4. რეგლამენტს დაემატოს შემდეგი შინაარსის 1811 მუხლი:

„მუხლი 1811. პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის თანამდებობიდან გათავისუფლება

1. „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 407 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის უფლებამოსილება ვადამდე შეწყვეტილად ჩაითვლება შესაბამისი გარემოების დადგომის მომენტიდან, რის შესახებაც პარლამენტის თავმჯდომარე დაუყოვნებლივ აცნობებს პარლამენტს. პარლამენტი პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსს უფლებამოსილებას უწყვეტს პარლამენტის თავმჯდომარის ინფორმაციის ცნობად მიღების საფუძველზე.

2. პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსი ხელშეუხებელია. პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემა, დაკავება ან დაპატიმრება, მისი საცხოვრებელი ან სამუშაო ადგილის, მანქანის ან პირადი გაჩხრეკა შეიძლება მხოლოდ პარლამენტის თანხმობით. გამონაკლისია დანაშაულზე წასწრების შემთხვევა, რაც დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს პარლამენტს. თუ პარლამენტი 48 საათის განმავლობაში არ მისცემს თანხმობას, დაკავებული ან დაპატიმრებული პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსი დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს. საგამოძიებო მოქმედებათა ჩატარების შესახებ წინადადება პარლამენტში შეაქვს საქართველოს გენერალურ პროკურორს. ამ წინადადების საფუძვლიანობას 5 დღის ვადაში შეისწავლის და განიხილავს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი, რომელიც წერილობით დასკვნას წარუდგენს პარლამენტის ბიუროს. პარლამენტის ბიურო საკითხს განსახილველად სვამს პარლამენტის უახლოეს პლენარულ სხდომაზე. პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საკითხის განხილვის შემდეგ გადაწყვეტილება მიიღება დადგენილებით. პარლამენტის სესიებს შორის პერიოდში პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის დანაშაულზე წასწრების შემთხვევაში საკითხი განიხილება საქართველოს კონსტიტუციის 44-ე მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი წესით.

3. პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის დაკავებაზე ან დაპატიმრებაზე პარლამენტის მიერ თანხმობის მიცემის შემთხვევაში მას პარლამენტის დადგენილებით შეუჩერდება უფლებამოსილება სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის შესახებ დადგენილების/განჩინების გამოტანამდე ან სასამართლოს განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლამდე.“.

5. 204-ე მუხლის:

ა) მე-2 პუნქტის:

ა.ა) „ა.დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა.დ) ცესკოს 7 წევრის − ისე, რომ ცესკოს ასარჩევ წევრთა რაოდენობაზე 2-ჯერ მეტი კანდიდატურა იქნეს წარმოდგენილი;“;

ა.ბ) „ვ.ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ.ა) წარუდგენს 2 კანდიდატურას სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის თანამდებობაზე;“;

ა.გ) „ვ.ა“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ.ა1“ ქვეპუნქტი:

„ვ.ა1) წარუდგენს 2 კანდიდატურას პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის თანამდებობაზე;“;

ბ) მე-3 პუნქტის:

ბ.ა) „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსი − 6 წლით;“;

ბ.ბ) „გ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ1“ ქვეპუნქტი:

„გ1) პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსი − 6 წლით;“;

გ) მე-4 პუნქტის:

გ.ა) „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) სრული შემადგენლობის უმრავლესობით, ამავდროულად, სხვა კანდიდატზე მეტი ხმით ირჩევს სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსს;“;

გ.ბ) „დ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ1“ ქვეპუნქტი:

„დ1) სრული შემადგენლობის უმრავლესობით, ამავდროულად, სხვა კანდიდატზე მეტი ხმით ირჩევს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსს;“.

6. 205-ე მუხლის:

ა) მე-6 და მე-7 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. კენჭისყრის წინ პლენარული სხდომის თავმჯდომარე პარლამენტს აცნობს კანდიდატთა სიას და მათ წერილობით თანხმობას. პლენარულ სხდომაზე განხილვის დასრულების შემდეგ ცესკოს წევრობის, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრობის, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის, საქართველოს სახალხო დამცველობის, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსობის, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსობის კანდიდატთაგან თითოეულს ცალკე ეყრება კენჭი.

7. პარლამენტის მიერ ცესკოს წევრის არჩევისას ცესკოს წევრობის კანდიდატთაგან თითოეულს ცალკე ეყრება კენჭი. არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელსაც კენჭისყრისას მხარს დაუჭერს პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედი. თუ ასეთ კანდიდატთა რაოდენობა ასარჩევ რაოდენობაზე მეტი აღმოჩნდა, არჩეულად ჩაითვლება მათ შორის უკეთესი შედეგის მქონე კანდიდატი, ხოლო თუ მათ მიერ მიღებულ ხმათა თანაბრობის გამო გამარჯვებული ვერ გამოვლინდა, ამ კანდიდატებს დაუყოვნებლივ ეყრებათ კენჭი მათ შორის გამარჯვებულის გამოსავლენად. თუ კენჭისყრის შედეგად ყველა ვაკანსია არ შეივსო, დარჩენილ კანდიდატთაგან თითოეულს, რომელსაც ბოლო კენჭისყრისას პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობამ დაუჭირა მხარი, დაუყოვნებლივ ხელახლა ეყრება კენჭი. არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელსაც ხელახალი კენჭისყრისას მხარს დაუჭერს პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობა. თუ ასეთ კანდიდატთა რაოდენობა ასარჩევ რაოდენობაზე მეტი აღმოჩნდა, არჩეულად ჩაითვლება მათ შორის უკეთესი შედეგის მქონე კანდიდატი, ხოლო თუ მათ მიერ მიღებულ ხმათა თანაბრობის გამო გამარჯვებული ვერ გამოვლინდა, ამ კანდიდატებს დაუყოვნებლივ ეყრებათ კენჭი მათ შორის გამარჯვებულის გამოსავლენად. თუ ხელახალი კენჭისყრის შედეგად ვაკანსია ისევ შეუვსებელი დარჩა, საქართველოს პრეზიდენტი პარლამენტს 3 დღის ვადაში კონკურსში მონაწილე სხვა კანდიდატთაგან ცესკოს ასარჩევ წევრთა დარჩენილ რაოდენობაზე 2-ჯერ მეტ კანდიდატურას წარუდგენს. თუ ვაკანსია კვლავ შეუვსებელი დარჩა, არაუგვიანეს 3 დღისა დარჩენილ ვაკანსიაზე კონკურსი ცხადდება და კანდიდატურების წარდგენის პროცედურა თავიდან იწყება.“;

ბ) მე-8 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 81 და 82 პუნქტები:

„81. პარლამენტის მიერ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის არჩევისას სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსობის კანდიდატთაგან თითოეულს ცალკე ეყრება კენჭი. არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელსაც კენჭისყრისას მხარს დაუჭერს პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობა. თუ ასეთ კანდიდატთა რაოდენობა ასარჩევ რაოდენობაზე მეტი აღმოჩნდა, არჩეულად ჩაითვლება მათ შორის უკეთესი შედეგის მქონე კანდიდატი, ხოლო თუ მათ მიერ მიღებულ ხმათა თანაბრობის გამო გამარჯვებული ვერ გამოვლინდა, ამ კანდიდატებს დაუყოვნებლივ ეყრებათ კენჭი მათ შორის გამარჯვებულის გამოსავლენად. თუ კენჭისყრის შედეგად ვაკანსია არ შეივსო, საქართველოს პრემიერ-მინისტრი 2 კვირის ვადაში აცხადებს ხელახალ კონკურსს.

82. პარლამენტის მიერ პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის არჩევისას პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსობის კანდიდატთაგან თითოეულს ცალკე ეყრება კენჭი. არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელსაც კენჭისყრისას მხარს დაუჭერს პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობა. თუ ასეთ კანდიდატთა რაოდენობა ასარჩევ რაოდენობაზე მეტი აღმოჩნდა, არჩეულად ჩაითვლება მათ შორის უკეთესი შედეგის მქონე კანდიდატი, ხოლო თუ მათ მიერ მიღებულ ხმათა თანაბრობის გამო გამარჯვებული ვერ გამოვლინდა, ამ კანდიდატებს დაუყოვნებლივ ეყრებათ კენჭი მათ შორის გამარჯვებულის გამოსავლენად. თუ კენჭისყრის შედეგად ვაკანსია არ შეივსო, საქართველოს პრემიერ-მინისტრი 2 კვირის ვადაში აცხადებს ხელახალ კონკურსს.“.

მუხლი 2. ამ რეგლამენტით გათვალისწინებული საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 168 1 და 169-ე მუხლებით განსაზღვრული სპეციალური საგამოძიებო სამსახურისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის წლიური ანგარიშები საქართველოს პარლამენტს 2022 წელს არ წარედგინება.

მუხლი 3

1. ეს რეგლამენტი, გარდა ამ რეგლამენტის პირველი მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებისა და მე-2 მუხლისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

2. ამ რეგლამენტის პირველი მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები და მე-2 მუხლი ამოქმედდეს 2022 წლის 1 მარტიდან.


საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეშალვა პაპუაშვილი

 

 

თბილისი,

30 დეკემბერი 2021 წ.

N1342-VIIრს-Xმპ