„ელექტროენერგიის გამანაწილებელი ქსელის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2021 წლის 28 ივნისის №19 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ელექტროენერგიის გამანაწილებელი ქსელის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2021 წლის 28 ივნისის №19 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 76
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია
მიღების თარიღი 30/12/2021
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 30/12/2021
სარეგისტრაციო კოდი 300350000.16.009.016513
76
30/12/2021
ვებგვერდი, 30/12/2021
300350000.16.009.016513
„ელექტროენერგიის გამანაწილებელი ქსელის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2021 წლის 28 ივნისის №19 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია
 

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი

ეროვნული კომისიის

დადგენილება №76

2021 წლის 30 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

„ელექტროენერგიის გამანაწილებელი ქსელის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2021 წლის 28 ივნისის №19 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 ნაწილისა და „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონის   23-ე და 81-ე მუხლების საფუძველზე, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია ადგენს:

მუხლი 1
1. „ელექტროენერგიის გამანაწილებელი ქსელის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2021 წლის 28 ივნისის №19 დადგენილების (ვებგვერდი, 29/06/2021, სარეგისტრაციო კოდი: 300350000.16.009.016456) პირველი პუნქტით დამტკიცებული „ელექტროენერგიის გამანაწილებელი ქსელის წესების“:

ა)  მე-8 მუხლს მე-9 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 91 პუნქტი:

„91. მოხმარებული ელექტროენერგიის რაოდენობის ჭკვიანი მრიცხველით აღრიცხვის შემთხვევაში, შესაბამის მომხმარებელს უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა დისტანციურ რეჟიმში მიიღოს ინფორმაცია:

ა) მრიცხველის წაკითხვის დროისა და თარიღის შესახებ (პერიოდის მითითებით);

ბ) ფაქტობრივი წყვეტების შესახებ (სტატუსის მითითებით);

გ) ფაქტობრივი მოხმარებისა და მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურის შესახებ;

დ) გაცემისა და მიღების რეჟიმში აღრიცხული ელექტროენერგიის რაოდენობის შესახებ (იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელს მფლობელობაში აქვს მიკროსიმძლავრის ელექტროსადგური);

ე) ნორმაზე მეტი მოხმარებისა და აღრიცხვიანობის მოშლის შესახებ.“.

ბ)  მე-14 მუხლს, მე-9 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-10 პუნქტი:

„10. თუ ელექტროენერგიის მრიცხველი დამონტაჟებუ­ლია მომხმარებლის დაცულ ტერიტორიაზე (მათ შორის საცხოვრებელ ბინაში) და მომხმარებლის ბრალით ვერ მოხდება მრიცხველის წაკითხვა, ასევე, როდესაც მრიცხველის ჩვენების დროული წაკითხვა ვერ ხდება რთული კლიმატური პირობებით გამოწვეული ობიექტური შემაფერხებელი გარემოების გამო (მაგალითად შეზღუდულია გადაადგილება დიდთოვლობის გამო), სისტემის ოპერატორს უფლება აქვს, მომხმარებელს დაარიცხოს ერთი თვის პერიოდზე გადასახდელი, რომელიც გამოით­ვლება მომხმარებლის მიერ მოხმარებული ელექტრო­ენერგიის რაოდენობის საშუალო თვიური მოხმარებიდან (სეზონურობის გათვალისწინებით). განსხვავება რეალურ და დარიცხულ მოხმარებას შორის უნდა გასწორდეს (გადაანგარიშდეს) შემდგომში მომხმა­რებლის ელექტრო­ენერგიის მრიცხველის რეალუ­რი ჩვენების შესაბამისად.“.

გ) მე-17 მუხლის მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„9. უძრავი ქონების გაყოფის შემთხვევაში, ახალმა მომხმარებელმა სრული ტექნოლოგიური ციკლით მომსახურებისთვის უნდა გადაიხადოს წესების №3 დანართით, ხოლო ჭკვიანი მრიცხველებით გამრიცხველიანებულ ობიექტზე გაყოფის შემთხვევაში - დანართ №4-ით განსაზღვრული ჭკვიანი მრიცხველის მოწყობისთვის შეთავაზებული პაკეტის საფასური (წესების მე-18 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული საფასურის გადახდის პროცედურის შესაბამისად), თუ:

ა) ადგილი აქვს 0-დან – 10 კვტ-მდე სიმძლავრით მიერთებული უძრავი ქონების ერთი უძრავი ქონებით გამოყოფას  და გამოყოფილი უძრავი ქონების მესაკუთრე ითხოვს 0-დან – 10 კვტ სიმძლავრით მიერთებას;

ბ) 10 კვტ. მისაერთებელ სიმძლავრეზე მეტი სიმძლავრით მიერთებული მომხმარებლის უძრავი ქონების გაყოფისას, არსებობს მხარეთა შორის შეთანხმება სიმძლავრის გაყოფაზე და არსებული სიმძლავრე საკმარისია ძველი და გამოყოფილი ქონების არანაკლებ 10 კვტ. სიმძლავრით მომარაგებისთვის.“.

დ) მე-20 მუხლის მე-5 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) თუ გაზრდილი (მოთხოვნილი) სიმძლავრე ან/და მოთხოვნილი ძაბვის საფეხური გადადის გამანაწილებელ ქსელთან ახალი ობიექტის მიერთების სხვა შეთავაზებულ პაკეტში, მომხმარებელმა უნდა გადაიხადოს გამანაწილებელ ქსელთან ახალი ობიექტის მიერთების შესაბამისი პაკეტის საფასურს, გამოკლებული ახალი ობიექტის მიერთების იმ შეთავაზებული პაკეტით განსაზღვრული საფასური, რომელიც შეესაბამება მომხმარებლის არსებული მიერთების ტექნიკური პირობით განსაზღვრული მიერთების სიმძლავრეს. იმ შემთხვევაში, თუ მოთხოვნილი მიერთების შესაბამისი პაკეტის საფასური არ აღემატება არსებული სიმძლავრის საფასურს, მომხმარებელმა უნდა გადაიხადოს №3 დანართით დამტკიცებული იმ შეთავაზებული პაკეტის საფასური, რომელიც შეესაბამება მის მიერ მოთხოვნილ ძაბვის საფეხურსა და მისაერთებელ სიმძლავრეს.“.

ე) 31-ე მუხლის მე-6 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) ახალი ობიექტის მიერთების შემთხვევაში, როდესაც ადგილი აქვს ორი ან ორზე მეტი ახალი ობიექტის მიერთებას, ასევე ჭკვიანი მრიცხველებით გამრიცხველიანებულ ობიექტზე,  გაყოფის  შემთხვევაში;“.

ვ) 68-ე მუხლს მე-9 პუნქტის შემდგომ, დაემატოს შემდეგი შინაარსის 91 პუნქტი:

    „91. ამ მუხლის მე-9 პუნქტში განსაზღვრული მონაცემების ხელმისაწვდომობა უნდა იყოს შესაძლებელი დისტანციურად  (შესაბამისი  პროგრამული უზრუნველყოფით).“.

ზ) „0,220 კვ, 0,380 კვ და 6-10 კვ ძაბვაზე ახალი ობიექტის  გამანაწილებელ ქსელთან მიერთების საფასური“ (დანართი №2) ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

დანართი 2

0,220 კვ, 0,380 კვ და 6-10 კვ ძაბვაზე ახალი ობიექტის  გამანაწილებელ ქსელთან მიერთების საფასური

 0.4 კვ და 6/10 კვ ძაბვის ახალი ობიექტის გამანაწილებელ ქსელთან მიერთების საფასური შეთავაზებული პაკეტის მიხედვით:

 ა) ახალი ობიექტის გამანაწილებელ ქსელთან მიერთების განსაზღვრულ ვადაში (პერიოდში) უზრუნველყოფის შემთხვევაში:

ძაბვის

საფეხური (კვ)

 

სიმძლავრე

(კვტ)

ახალი ობიექტის გამანაწილებელ

 ქსელთან მიერთების ვადა

(სამუშაო დღე)

თვითმმართველ

ქალაქებში

 

სხვა

მუნიციპალიტეტებში

ახალი ობიექტის მიერთების

 საფასური დღგ-ის ჩათვლით

(ლარი)

 

0,4

10 (1-10 კვტ 220 ვ.)

40

60

800

10 (1-10 კვტ 380 ვ)

40

60

2000

10-დან -30

40

60

7000

30-დან-50

40

60

14000

50-დან -80

40

60

22400

80-დან – 100

40

60

28000

100-დან-120

40

60

36000

120-დან -150

40

60

45000

150-დან -200

45

60

80000

200-დან -320

60

90

110000

320-დან -500

60

90

167500

500-დან -800

90

110

216000

800-დან -1000

90

110

270000

1000-დან -1300

90

110

288000

1300-დან -1600

90

110

320000

1600-დან -2000

90

110

400000

2000-დან -2600

90

110

520000

2600-დან -3200

90

110

640000

6-10

1-500

60

90

130000

500-დან -1000

90

110

200000

1000-დან -1500

90

110

287000

1500-დან -2000

90

110

350000

2000-დან -3000

90

120

463500

3000-დან -5000

90

120

749000

 

ბ)  ერთობლივად ორი ან ორზე მეტი ახალი ობიექტის მიერთების მოთხოვნისას, ახალი ობიექტის გამანაწილებელ ქსელთან მიერთების საფასური განისაზღვრება ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ საფასურზე თითოეული ახალი ობიექტისთვის დანართ №4-ით განსაზღვრული ჭკვიანი მრიცხველის მოწყობისთვის შეთავაზებული პაკეტის  საფასურის       დამატებით“.

თ) ჭკვიანი მრიცხველის მოწყობის ვადები და საფასური (დანართი №4) ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დანართი 4

ჭკვიანი მრიცხველის მოწყობის ვადები და საფასური

 

  ძაბვის  საფეხური, კვ

სიმძლავრე, კვტ

აღრიცხვის სისტემის მოწყობის ვადა (სამუშაო დღე)

მრავალფუნქციური ელექტრონული აღრიცხვის სისტემის მოწყობის საფასური დღგ-ის ჩათვლით, ლარი

ჭკვიანი მრიცხველის მოწყობის ღირებულება დღგ-ის ჩათვლით, ლარი

0,4

1-10 (220 ვ)

15

400

400

1-10

15

600

600

10-დან -30

15

600

600

30-დან-50

15

700

600

50-დან -80

15

700

600

80-დან – 100

20

800

600

100-დან-120

20

800

600

120-დან -150

20

1000

600

150-დან -200

20

1200

600

200-დან -320

20

2200

2000

320-დან -500

20

2500

2000

500-დან -800

25

2800

2000

 800-დან -1000

25

3100

2000

 1000-დან და მეტი კვტ

25

3500

2000

6/10

1-500

25

13000

2000

500-დან -1000

25

14000

2000

 1000-დან და მეტი კვტ

25

15000

2000

.“.

 

მუხლი 2
1. დადგენილება, გარდა პირველი მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

2. დადგენილების პირველი მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ამოქმედდეს 2022 წლის 1 მარტიდან.


კომისიის წევრიგიორგი ფრუიძე
კომისიის წევრიმაია მელიქიძე
კომისიის წევრიგიორგი ფანგანი
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარედავით ნარმანია