დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ელექტროენერგიის საცალო ბაზრის წესების“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2020 წლის 13 აგვისტოს №47 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 79 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია |
| მიღების თარიღი | 31/12/2021 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 31/12/2021 |
| სარეგისტრაციო კოდი | 300300000.16.009.016516 |
|
„ელექტროენერგიის საცალო ბაზრის წესების“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2020 წლის 13 აგვისტოს №47 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 და მე-6 პუნქტების, აგრეთვე, „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის საფუძველზე, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია ადგენს:
|
| მუხლი 1 |
„ელექტროენერგიის საცალო ბაზრის წესების“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2020 წლის 13 აგვისტოს №47 დადგენილების (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, www.matsne.gov.ge, 14.08.2020, სარეგისტრაციო კოდი: 300300000.16.009.016397) პირველი პუნქტით დამტკიცებულ „ელექტროენერგიის საცალო ბაზრის წესებში“ შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
|
1.
მე-7 მუხლის:
ა) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. მიწოდების ხელშეკრულება შეიძლება დაიდოს მატერიალური ან ელექტრონული ფორმით, არანაკლებ 3 თვის ვადით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.“; ბ) მე-6 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) მომხმარებლის საიდენტიფიკაციო მონაცემებს, მათ შორის, აბონენტის ნომერს, საკონტაქტო ინფორმაციას (ელექტრონული ფოსტა, ტელეფონის ნომერი, ფაქტობრივი მისამართი და მიწოდების მისამართი), მომხმარებლის სურვილის შემთხვევაში – ალტერნატიული საკონტაქტო პირის მონაცემებს;“; გ) მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „8. მიმწოდებელი ვალდებულია, მიწოდების ხელშეკრულების მოქმედების ვადის გასვლამდე ორი თვით ადრე, აღნიშნულის თაობაზე აცნობოს მომხმარებელს. თუ მომხმარებელი არ დაიწყებს მიმწოდებლის შეცვლის პროცედურას ამ წესების V თავის შესაბამისად ან ხელშეკრულების რომელიმე მხარე უარს არ იტყვის ხელშეკრულების გაგრძელებაზე, მიწოდების ხელშეკრულება ავტომატურად გაგრძელდება იმავე ვადით. თუ ხელშეკრულება დადებულია სამი თვის ვადით, მიმწოდებელი ვალდებულია, მომხმარებელს მიწოდების ხელშეკრულების მოქმედების ვადის გასვლის შესახებ აცნობოს გონივრული ვადით ადრე.“.
|
2.
მე-9 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. თუ მიწოდების ხელშეკრულებით უფრო ხანგრძლივი ვადა არ არის გათვალისწინებული, მიმწოდებელი ვალდებულია, ინფორმაცია მიწოდების ხელშეკრულების პირობების შეცვლის თაობაზე მომხმარებელს აცნობოს ერთი თვით ადრე, გარდა ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.“.
|
3.
მე-12 მუხლის მე-3 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ი) მომსახურების საფასურის გადახდის საშუალებები;“.
|
4.
მე-13 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. მომსახურების ცენტრში მომხმარებელს უნდა ჰქონდეს მიწოდების ხელშეკრულების დადებისა და პრეტენზიის წარდგენის შესაძლებლობა.“.
|
5.
მე-14 მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„7. საპრეტენზიო კომისია მომხმარებლის მიერ პრეტენზიის წარდგენიდან 10 დღის ვადაში აცნობებს მომხმარებელს პრეტენზიის დაკმაყოფილების ან მასზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების მიღების თაობაზე. პრეტენზიის დაკმაყოფილების შემთხვევაში, მიმწოდებელი დაუყოვნებლივ, მაგრამ არაუგვიანეს 3 დღის ვადაში, უზრუნველყოფს გადაწყვეტილების შესრულებას, ხოლო დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შემთხვევაში, აცნობებს მომხმარებელს კომისიასთან არსებული მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველისთვის მიმართვის, აგრეთვე, ამ წესების 26-ე მუხლის შესაბამისად, კომისიისა და სასამართლოსთვის მიმართვის უფლების თაობაზე.“.
|
6.
მე-17 მუხლის მე-2 პუნქტის:
ა) „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) აბონენტის ნომერს;“; ბ) „ბ1“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს; გ) „ნ“ ქვეპუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ნ1“ ქვეპუნქტი: „ნ1) ამ წესების მე-12 მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებულ ინფორმაციას განახლებადი ენერგიის წყაროებიდან წარმოებული და მიწოდებული ელექტროენერგიის წილის ან რაოდენობის შესახებ;“; დ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელს მიმწოდებლის წინაშე გააჩნია შეუსრულებელი ვალდებულება, რომლის წარმოშობიდან მიმდინარე დარიცხვის პერიოდამდე გასულია სამ წელზე მეტი და რომელიც მომხმარებელს წერილობითი ფორმით არ უღიარებია ან/და არ არსებობს მხარეთა შორის შეთანხმება ამ ვალდებულების ეტაპობრივი შესრულების თაობაზე, მიმწოდებელი ვალდებულია, ამ ვალდებულების შესატყვისი თანხა ქვითარში მიუთითოს განცალკევებულად. დაუშვებელია, მომხმარებლის მიერ გადახდილი, მათ შორის, წინასწარ გადახდილი მომსახურების საფასური, მომხმარებლის პირდაპირი მითითების გარეშე, მიმართულ იქნეს ამ პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების შესასრულებლად.“; ე) მე-5 პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 პუნქტი: „6. მომხმარებლის სხვა მიწოდების მისამართზე გადასვლის ან/და მიწოდების ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში მიმწოდებელი უფლებამოსილია, საბოლოო ანგარიშსწორების შედეგად წარმოქმნილი მომსახურების საფასურის გადახდა მოსთხოვოს მომხმარებელს ან წესების მე-7 მუხლის მე-6 პუნქტის "გ" ქვეპუნქტით გათვალისწინებულ გადახდაზე პასუხისმგებელ პირს ან ასახოს სხვა მიწოდების მისამართზე მომზადებულ ქვითარში, სადაც უწევს მომსახურებას ამავე მომხმარებელს. ამ პუნქტით გათვალისწინებული მომსახურების საფასური სხვა მიწოდების მისამართზე მომზადებულ ქვითარში უნდა აისახოს განცალკევებულად.“.
|
7.
22-ე მუხლის:
ა) მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ უქმე დღეებში, დასვენების დღეებში – შაბათსა და კვირას – თვითმმართველ ქალაქებში არსებული მომხმარებლის შემთხვევაში;“; ბ) მე-4 პუნქტის: ბ.ა) „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ) თუ მიმწოდებელს აქვს შესაძლებლობა, აინაზღაუროს მომსახურების საფასური მომხმარებლის მიერ ამ წესების 24-ე მუხლის შესაბამისად წარდგენილი დეპოზიტის მეშვეობით, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც დეპოზიტი წარდგენილია არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლის მიერ ან ამ წესების 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საფუძვლებით;“ ბ.ბ) „ვ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ზ“ ქვეპუნქტი: „ზ) მიწოდების ხელშეკრულებით განსაზღვრულ სხვა შემთხვევებში.“.
|
8.
24-ე მუხლის:
ა) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. მომხმარებლისაგან დეპოზიტის განმეორებით მოთხოვნა დაუშვებელია, თუ ამ მომხმარებლის მიერ წარდგენილი დეპოზიტი მიმწოდებლის მიერ არ იქნა მიმართული გადაუხდელი მომსახურების საფასურის ასანაზღაურებლად, ამ წესების მე-18 მუხლის მე-10 პუნქტის შესაბამისად. იმ შემთხვევაში, თუ მიმწოდებელმა მომხმარებლის მიერ გადაუხდელი მომსახურების საფასური აინაზღაურა წარდგენილი დეპოზიტის მეშვეობით, იგი უფლებამოსილია, მომხმარებელს ხელახლა მოსთხოვოს იმავე ოდენობის დეპოზიტი მომდევნო დარიცხვის პერიოდისთვის მომზადებულ ქვითარში ასახვის გზით. მიმწოდებელი უფლებამოსილია, გადაუხდელი მომსახურების საფასურის ასანაზღაურებლად არ გამოიყენოს არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლის მიერ წარდგენილი, აგრეთვე, ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საფუძვლით მოთხოვნილი დეპოზიტი და მომხმარებლის მიერ მომსახურების საფასურის დროულად გადაუხდელობის შემთხვევაში, მოსთხოვოს სისტემის ოპერატორს მიწოდების შეწყვეტა ამ წესების 22-ე მუხლის შესაბამისად.“; ბ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „6. დეპოზიტის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს მომხმარებელზე ბოლო 12 თვის განმავლობაში დარიცხული მომსახურების საფასურის საშუალო თვიურ ოდენობას, რომელიც გამოითვლება 12 თვის განმავლობაში დარიცხული მომსახურების საფასურის გაყოფით თვეების იმ რაოდენობაზე, რომლის განმავლობაშიც ხორციელდებოდა მოხმარება. იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებლის მიერ მიწოდების მომსახურების მიღების დაწყებიდან დეპოზიტის მოთხოვნამდე გასული არ არის 12 თვე, დეპოზიტის ოდენობა იმავე წესით გამოითვლება მიწოდების დაწყებიდან მიმწოდებლის მიერ დეპოზიტის მოთხოვნამდე პერიოდისთვის.“; გ) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „7. მომხმარებლის მიერ უძრავი ქონების დროებით ფლობის შემთხვევაში, მიმწოდებელი უფლებამოსილია, მომხმარებელს დეპოზიტი მოსთხოვოს მიწოდების დაწყებამდე, საშუალო თვიური მოხმარების პროგნოზის მიხედვით, არსებული დანადგარების წარმადობისა და სეზონურობის გათვალისწინებით, ან მიწოდების დაწყებიდან პირველი დარიცხვის პერიოდის გასვლის შემდეგ, დარიცხული მომსახურების საფასურის ოდენობით. ამ პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში, მიწოდების დაწყებიდან 6 თვის შემდეგ, მიმწოდებელი უფლებამოსილია, გაიანგარიშოს დეპოზიტის ოდენობა ბოლო 6 თვის განმავლობაში დარიცხული მომსახურების საფასურის იმ თვეების რაოდენობაზე გაყოფით, რომლის განმავლობაშიც ხორციელდებოდა მოხმარება.“ დ) მე-7 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 71 პუნქტი: „71. ამ მუხლის მე-6 და მე-7 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში დეპოზიტის გაანგარიშებისთვის საჭირო ინფორმაციას მიმწოდებელს, მოთხოვნის შესაბამისად, მიაწვდის სისტემის ოპერატორი.“. |
9.
33-ე მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. სისტემის ოპერატორმა, ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის გამოქვეყნებიდან 5 დღის ვადაში, ბოლო ალტერნატივის მიმწოდებელს უნდა მიაწოდოს ინფორმაცია იმ მომხმარებელთა შესახებ, რომლებიც უფლებამოსილი არიან, ისარგებლონ ბოლო ალტერნატივის მიწოდების მომსახურებით, მათ შორის, ინფორმაცია მათი მიწოდების მისამართების, აბონენტის ნომრებისა და საკონტაქტო მონაცემების თაობაზე.“.
|
10.
35-ე მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. თუ მომხმარებელი არ სარგებლობს ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული უფლებით, სისტემის ოპერატორი ვალდებულია, უზრუნველყოს მრიცხველის წაკითხვა დაუყოვნებლივ, შესაძლო უმოკლეს ვადაში, ხოლო მიმწოდებლისა და ბოლო ალტერნატივის მიმწოდებლის მიერ მიწოდებული ელექტროენერგიის მოცულობა განსაზღვროს შესაბამის საანგარიშო პერიოდში მომხმარებლის საშუალო დღიური მოხმარების გამრავლებით იმ დღეების რაოდენობაზე, როდესაც ხორციელდებოდა, შესაბამისად, მიწოდება ან ბოლო ალტერნატივის მიწოდება.“.
|
11.
39-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) აბონენტის ნომერს;“.
|
12.
43-ე მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. თუ ამ წესების ამოქმედებამდე ელექტროენერგიის განაწილების ლიცენზიატს მის მომხმარებლად (აბონენტად) რეგისტრირებულ პირებთან დადებული აქვს დავალიანების განაწილვადების ხელშეკრულება, იგი (გამანაწილებელი სისტემის ოპერატორი) უფლებამოსილია, მიმწოდებელს, მათ შორის, უნივერსალური მომსახურების მიმწოდებელსა და ელექტროენერგიის საჯარო მომსახურების სახით მიმწოდებელს, მიაწოდოს შესაბამისი ინფორმაცია და მოსთხოვოს ამ ხელშეკრულების საფუძველზე გადასახდელი ყოველთვიური თანხის ქვითარში ასახვა, გარდა ამ წესების მე-17 მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული დავალიანებისა.“.
|
13.
44-ე მუხლი ამოღებულ იქნეს.
|
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები