დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„გარდაბნის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 29 დეკემბრის №13 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 1 |
დოკუმენტის მიმღები | გარდაბნის მუნიციპალიტეტი |
მიღების თარიღი | 26/01/2022 |
დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 26/01/2022 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2023 |
სარეგისტრაციო კოდი | 190020020.35.161.016500 |
|
„გარდაბნის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 29 დეკემბრის №13 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
საქართველოს ორგანული კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ მე-20 მუხლის მე-4, მე-6 და მე-7 პუნქტების საფუძველზე გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
მუხლი 1 |
შევიდეს ცვლილება „გარდაბნის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 29 დეკემბრის
№13 (www.matsne.gov.ge, ვებგვერდი, 30/12/2021, სარეგისტრაციო კოდი: 190020020.35.161.016495) დადგენილებაში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„თავი I გარდაბნის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ძირითადი მაჩვენებლები მუხლი 1. ბიუჯეტის ბალანსი განისაზღვროს ბიუჯეტის ბალანსი შემდეგი რედაქციით: ათასი ლარი
მუხლი 2. ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება განისაზღვროს ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება შემდეგი რედაქციით: ათასი ლარი
მუხლი 3. ბიუჯეტის შემოსავლები განისაზღვროს ბიუჯეტის შემოსავლები 36986.8 ათასი ლარის ოდენობით. მათ შორის: ათასი ლარი
მუხლი 4. ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლები ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლები განისაზღვროს 25,913.1 ათასი ლარის ოდენობით. მათ შორის: ათასი ლარი
მუხლი 5. ბიუჯეტის გრანტები ბიუჯეტის შემოსავლები გრანტებიდან (ტრანსფერები) განისაზღვროს 6073.7 ათასი ლარის ოდენობით, მათ შორის: ათასი ლარი
მუხლი 6. ბიუჯეტის სხვა შემოსავლები ბიუჯეტის სხვა შემოსავლები განისაზღვროს 5,000.0 ათასი ლარის ოდენობით. მათ შორის: ათასი ლარი
მუხლი 7. ბიუჯეტის ხარჯები ბიუჯეტისხარჯები განისაზღვროს 27301.5 ათასი ლარის ოდენობით, მათ შორის: ათასი ლარი
მუხლი 8. ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება განისაზღვროს ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება 20294.2 ათასი ლარის ოდენობით, მათ შორის: ა) განისაზღვროს ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ზრდა 20794.2 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით: ათასი ლარი
ბ) განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების კლება 500.0 ათასი ლარის ოდენობით, მათ შორის: ათასი ლარი
მუხლი 9. ბიუჯეტის ხარჯების და არაფინანსური აქტივების ზრდის ფუნქციონალური კლასიფიკაცია განისაზღვროს ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდა ფუნქციონალურ ჭრილში შემდეგი რედაქციით: ათასი ლარი
მუხლი 10. ბიუჯეტის საოპერაციო და მთლიანი სალდო განისაზღვროს ბიუჯეტის საოპერაციო სალდო 9685.3 ათასი ლარი ხოლო, მთლიანი სალდო -10608.9 ათასი ლარის ოდენობით; მუხლი 11. ბიუჯეტის ფინანსური აქტივების ცვლილება განისაზღვროს ბიუჯეტის ფინანსური აქტივების ცვლილება -10673.9 ათასი ლარის ოდენობით. მუხლი 12. ბიუჯეტის ვალდებულებების ცვლილება 1. განისაზღვროს ბიუჯეტის ვალდებულებების ცვლილება -65.0 ათასი ლარის ოდენობით. ბიუჯეტის ვალდებულებების კლება 65.0 ათასი ლარის ოდენობით. ათასი ლარი
გარდაბნის მუნიციპალიტეტმა „საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის პროექტის“ ფარგლებში 2 ერთეული კომპაქტორიანი ნაგავმზიდისა და 100 ცალი ნარჩენების კონტეინერის შესაძენად 2017 წლის 13 თებერვალს აიღო სესხი სსიპ „საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდიდან“ 402,259 ლარის ოდენობით. გარდაბნის მუნიციპალიტეტის სასესხო ვალდებულებები 2022 წლის 1 იანვრის მდგომარეობით შეადგენს – 292.7 ლარს, 2022 წლის 31 დეკემბრისთვის იქნება 227.7 ათ. ლარი. აღნიშნული სესხის სრულად დაფარვა მოხდება 2026 წელს. თავი II გარდაბნის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პრიორიტეტები, პროგრამები, ქვეპროგრამები მუხლი 13. ინფრასტრუქტურის განვითარება. ინფრასტრუქტურის განვითარების პრიორიტეტის დაფინანსებისათვის განისაზღვროს 18,625.3 ათასი ლარი. ინფრასტრუქტურის განვითარების პიორიტეტის ფარგლებში დაფინანსებული პროგრამების და ქვეპროგრამების მიზნები და მოსალოდნელი შედეგები განისაზღვროს შემდეგი რედაქციით: ათასი ლარი
მუხლი 14. დასუფთავება და გარემოს დაცვა დასუფთავება და გარემოს დაცვის პრიორიტეტის დაფინანსებისათვის განისაზღვროს 2,855.4 ათასი ლარი. დასუფთავება და გარემოს დაცვის პრიორიტეტის ფარგლებში დაფინანსებული პროგრამების და ქვეპროგრამების მიზნები და მოსალოდნელი შედეგები განისაზღვროს შემდეგი რედაქციით: ათასი ლარი
მუხლი 15. განათლება განათლების პრიორიტეტის დაფინანსებისათვის განისაზღვროს 7,660.4 ათასი ლარი. განათლების პრიორიტეტის ფარგლებში დაფინანსებული პროგრამების და ქვეპროგრამების მიზნები და მოსალოდნელი შედეგები განისაზღვროს შემდეგი რედაქციით: ათასი ლარი
მუხლი 16. კულტურა, ახალგაზრდობა და სპორტი კულტურა, ახალგაზრდობადასპორტის პრიორიტეტის დაფინანსებისათვის განისაზღვროს 6,351.3 ათასი ლარი. კულტურა, ახალგაზრდობა და სპორტის პრიორიტეტის ფარგლებში დაფინანსებული პროგრამების და ქვეპროგრამების მიზნები და მოსალოდნელი შედეგები განისაზღვროს შემდეგი რედაქციით: ათასი ლარი
მუხლი 17. ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფის პრიორიტეტის დაფინანსებისათვის განისაზღვროს 4,056.5 ათასი ლარი. ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფის პრიორიტეტის ფარგლებში დაფინანსებული პროგრამების და ქვეპროგრამების მიზნები და მოსალოდნელი შედეგები განისაზღვროს შემდეგი რედაქციით: ათასი ლარი
თავი III გარდაბნის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები მუხლი 18. ბიუჯეტის ასიგნებები ბიუჯეტის ასიგნებები პრიორიტეტების, პროგრამებისა და ქვეპროგრამების მიხედვით განისაზღვროს შემდეგი რედაქციით: ათასი ლარი
თავი IV მარეგულირებელი ნორმები მუხლი 19 გარდაბნის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტის ასიგნებების დაფინანსება გაგრძელდეს სახელმწიფო ხაზინის ერთიანი ანგარიშიდან საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო ფინანსების მართვის საინფორმაციო (ელექტრონული) სისტემის მეშვეობით. მუხლი 20 2021 წლის განმავლობაში გარდაბნის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი დაწესებულებებისა და ორგანიზაციების მოსამსახურეებზე საქართველოს კანომდებლობით განსაზღვრული ფულადი ჯილდო, დანამატი და სხვა ანაზღაურება გაიცეს მათთვის შესაბამისი ბიუჯეტებით დამტკიცებული ასიგნებების ფარგლებში. მუხლი 21 გარდაბნის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით განსაზღვრული პროგრამებისა და ქვეპროგრამების განხორციელება, ამ პროგრამებისა და ქვეპროგრამების ფარგლებში გაფორმებულ სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების შესრულებაზე კონტროლი (ინსპექტირება), დაევალოთ მერიის სამსახურებს კანონმდებლობით დადგენილი წესით. მუხლი 22 საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის 82-ე მუხლის თანახმად მუნიციპალიტეტის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურმა მოამზადოს გარდაბნის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტის კვარტალური განწერა საბიუჯეტო კლასიფიკაციის შესაბამისად. მუხლი 23 2022 წლის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მერის სარეზერვო ფონდის მოცულობა განისაზღვროს 200.0 ათასი ლარის ოდენობით, სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფა განხორციელდეს მუნიციპალიტეტის მერის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე. მუხლი 24 ამ დადგენილების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს „გარდაბნის მუნიციპალიტეტის 2021 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 30 ნოემბრის №27 დადგენილება (ვებგვერდი, 02/12/2020. სარეგისტრაციო კოდი: 190020020.35.161.016480). მუხლი 25 დადგენილება ამოქმედდეს 2022 წლის 1 იანვრიდან.“. |
მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
დოკუმენტის კომენტარები