დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 30 მარტის №29 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1 |
| დოკუმენტის მიმღები | ნინოწმინდის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 28/01/2022 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 31/01/2022 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010260020.35.142.016283 |
|
„ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 30 მარტის №29 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
| მუხლი 1 |
„ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 30 მარტის №29 დადგენილებით (www.matsne.gov.ge, 11/04/2018, 010260020.35.142.016206) დამტკიცებულ „ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერიის დებულებაში“ შევიდეს ცვლილება და;
1. დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებული დებულების მე-12 მუხლის მე-4 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „კ“ ქვეპუნქტი: „კ) შიდა აუდიტის სამსახური“. 2. მე-13 მუხლის მე-7 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს. 3. მე-13 მუხლის მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით: „10. შიდა აუდიტის სამსახურის ფუნქციებია: მერიის წინაშე არსებული რისკების დადგენა და მათი მართვის ხარისხის შეფასება; ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემის ადეკვატურობისა და ეფექტიანობის შეფასება; მერიის სტრუქტურული ქვედანაყოფების, ტერიტორიული ორგანოების, მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირების საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის შეფასება/მონიტორინგი; მერიის საქმიანობის ეკონომიურობის, ეფექტიანობის და პროდუქტიულობის გაზრდის მიზნით რეკომენდაციების შემუშავება; ფინანსური და სხვა ინფორმაციის სანდოობის, სიზუსტისა და სისრულის შეფასება; მერიის აქტივების, სხვა რესურსებისა და ინფორმაციის შესაბამისად დაცულობის შეფასება“. 4. მე-13 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-11 პუნქტი; „11. მერიის სტრუქტურულ ერთეულში, მისი დებულების შესაბამისად, შეიძლება შეიქმნას განყოფილებები.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები