ზოგიერთი ნორმატიული აქტის ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ

ზოგიერთი ნორმატიული აქტის ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 808
დოკუმენტის მიმღები საქართველოს იუსტიციის მინისტრი
მიღების თარიღი 09/02/2022
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 10/02/2022
სარეგისტრაციო კოდი 100110000.22.027.017299
808
09/02/2022
ვებგვერდი, 10/02/2022
100110000.22.027.017299
ზოგიერთი ნორმატიული აქტის ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ
საქართველოს იუსტიციის მინისტრი
 

საქართველოს იუსტიციის მინისტრის

ბრძანება    №808

2022 წლის 9 თებერვალი

ქ. თბილისი

ზოგიერთი ნორმატიული აქტის ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლისა  და „პატიმრობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ” საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის №3128-რს კანონის მე-2 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
1. ძალადაკარგულად გამოცხადდეს საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის შემდეგი ნორმატიული აქტები:

ა) „ბრალდებულ არასრულწლოვანთა სპორტულ აქტივობებში მონაწილეობის უფლების განხორციელების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2010 წლის 7 დეკემბრის №169 ბრძანება;

ბ) „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროში სტაჟირების გავლის წესის დამტკიცების თაობაზე“  საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2012 წლის 26 დეკემბრის №185 ბრძანება.

2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის შემდეგი ნორმატიული აქტები:

ა) „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის სპეციალური აღრიცხვის სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 10 აგვისტოს №84 ბრძანება;

ბ) „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის სასამსახურო ძაღლების კვებით უზრუნველყოფის ნორმების განსაზღვრის შესახებ” საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2016 წლის 5 იანვრის №1 ბრძანება;

გ) „პენიტენციური დაწესებულების ტერიტორიაზე არსებულ მაღაზიაში პროდუქციის ღირებულების შემოწმების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2017 წლის 1 სექტემბრის №107 ბრძანება;

დ) „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის სპეციალური შემოწმების სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2018 წლის 5 თებერვლის №41 ბრძანება.

3. ძალადაკარგულად გამოცხადდეს საქართველოს იუსტიციის მინისტრის შემდეგი ნორმატიული აქტები:

ა) „თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებულ პირთა გადაცემის (გადმოცემის) წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2009 წლის 24 სექტემბრის №187 ბრძანება;

ბ) „საქართველოს პროკურატურის ორგანოებში პრაქტიკის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 22 მარტის №43 ბრძანება;

გ) „საქართველოს მთავარი პროკურატურის შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების სამსახურებში, სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში და დაზვერვის სამსახურში  გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობისა და ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობაზე ზედამხედველობის დეპარტამენტის  დებულების დამტკიცების  შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2013 წლის 10 ივლისის №36 ბრძანება;

დ) „საქართველოს პროკურატურის მუშაკთა ატესტაციის ჩატარების წესის დამტკიცების  შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2013 წლის 21 დეკემბრის №101 ბრძანება;

ე) „საქართველოს მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის (დეპარტამენტი) დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2015 წლის 13 თებერვლის №64 ბრძანება;

ვ) „საქართველოს მთავარი პროკურატურის ადამიანური რესურსების მართვისა და განვითარების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2015 წლის 13 თებერვლის №65 ბრძანება;

ზ) „საქართველოს მთავარი პროკურატურის ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს განსახილველ საქმეებზე სახელმწიფო ბრალდების ეფექტიანი მხარდაჭერის უზრუნველყოფის სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2016 წლის 12 ოქტომბრის №180 ბრძანება;

თ) „საქართველოს მთავარი პროკურატურის კორუფციულ დანაშაულზე სისხლისსამართლებრივი დევნის სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2018 წლის 2 მაისის №304 ბრძანება.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს იუსტიციის მინისტრირატი ბრეგაძე