დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 40 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ფინანსთა მინისტრი |
მიღების თარიღი | 08/02/2022 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 09/02/2022 |
სარეგისტრაციო კოდი | 200090000.22.033.017552 |
|
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
|
მუხლი 1 |
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით (ვებგვერდი, 060111, 03/01/2011, სარეგისტრაციო კოდი: 200090000.22.033.016112) დამტკიცებულ ინსტრუქციაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. დანართი NII-041 ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით. 2. 331 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 331. აზარტული თამაშობის ან/და ტოტალიზატორის სისტემურ-ელექტრონული ფორმით მომწყობი ფიზიკური პირის საშემოსავლო გადასახადის ყოველთვიური დეკლარაცია ფიზიკური პირი, რომელიც ახორციელებს აზარტული თამაშობის ან/და ტოტალიზატორის სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობას, საგადასახადო ორგანოში წარადგენს აზარტული თამაშობის ან/და ტოტალიზატორის სისტემურ-ელექტრონული ფორმით მომწყობი პირის საშემოსავლო გადასახადის ყოველთვიურ დეკლარაციას არაუგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 15 რიცხვისა NII-041 დანართის ფორმით.“. 3. 332 მუხლის: ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 332. აზარტული თამაშობის ან/და ტოტალიზატორის სისტემურ-ელექტრონული ფორმით მომწყობი ფიზიკური პირის საშემოსავლო გადასახადის ყოველთვიური დეკლარაციის შევსება“; ბ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 5. დეკლარაციის III ნაწილის: ა) პირველ სტრიქონის მე-3 სვეტში აისახება აზარტული თამაშობის სისტემურ-ელექტრონული ფორმით მომწყობი პირის მიერ საქმიანობის ამ ნაწილში საანგარიშო თვის განმავლობაში მიღებულ ფსონებსა და გაცემულ მოგებას შორის სხვაობის თანხა; ბ) პირველ სტრიქონის მე-4 სვეტში აისახება კუთვნილი საშემოსავლო გადასახადი აზარტული თამაშობის სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობის ნაწილში (სვ. 4=პირველი სტრიქონის სვ.3*10%); გ) მე-2 სტრიქონის მე-3 სვეტში აისახება ტოტალიზატორის სისტემურ-ელექტრონული ფორმით მომწყობი პირის მიერ საქმიანობის ამ ნაწილში საანგარიშო თვის განმავლობაში მიღებული ფსონების ჯამი; დ) მე-2 სტრიქონის მე-4 სვეტში აისახება კუთვნილი საშემოსავლო გადასახადი ტოტალიზატორის სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობის ნაწილში (სვ.4=მეორე სტრიქონის სვ.3*7%).“. 4. 38-ე მუხლის: ა) მე-6 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ვ) 21-ე უჯრაში – არადაქირავებულ ფიზიკურ პირებზე გაცემული თანხები, რომლებიც არ უკავშირდება მომსახურების ანაზღაურებას და ამასთან, ექვემდებარება გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებას (გარდა დივიდენდებისა და ანაბრებზე გაცემული პროცენტებისა), როგორიცაა სტიპენდია, გარდა სახელმწიფო სტიპენდიისა; პენსია, გარდა იმ პენსიისა, რომელიც გაიცემა სახელმწიფო სოციალური უზრუნველყოფის სისტემაში, სათამაშო ბიზნესის მომწყობ პირთა მიერ ფიზიკურ პირებზე გაცემული მოგებები, აგრეთვე, სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილ აზარტულ და მომგებიან (გარდა სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილი წამახალისებელი გათამაშებისა) თამაშობაში მონაწილე პირების მიერ სისტემურ-ელექტრონული სათამაშო ანგარიშიდან გატანილი თანხები (ფულადი განაცემი);“; ბ) მე-7 პუნქტის: ბ.ა) „ბ“, „გ“ და „დ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) მე-5 სვეტში აისახება შემოსავლების მიმღებ პირთა კატეგორია. კერძოდ, რეზიდენტი ფიზიკური პირები – დაქირავებით მომუშავე ფიზიკური პირები, საერთაშორისო კომპანიის სტატუსის მქონე საწარმოში დაქირავებით მომუშავე ფიზიკური პირები, რომელთა საერთაშორისო კომპანიის სტატუსის მქონე საწარმოში დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ხელფასი იბეგრება 5%-ით, ფიზიკური პირები, გარდა ინდივიდუალურ მეწარმედ რეგისტრირებული ფიზიკური პირებისა, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული ფიზიკური პირებისა, ნოტარიუსებისა, კერძო აღმასრულებლებისა, მიკრობიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირებისა და ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსის მქონე ფიზიკური პირებისა, შესაბამისი საქმიანობის ნაწილში, რომლებიც ეწევიან მომსახურებას და რომელთა შემოსავალი იბეგრება 20%-ით, ფიზიკური პირები, გარდა ინდივიდუალურ მეწარმედ რეგისტრირებული ფიზიკური პირებისა, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული ფიზიკური პირებისა, ნოტარიუსებისა, კერძო აღმასრულებლებისა, მიკრობიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირებისა და ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსის მქონე ფიზიკური პირებისა, შესაბამისი საქმიანობის ნაწილში, რომლებიც ეწევიან მომსახურებას და რომელთა შემოსავალი იბეგრება 5%-ით, ფიზიკური პირები, რომელთა მიერ საქონლის მიწოდებით მიღებული შემოსავალი საქონლის შემძენი პირის მიერ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 1333 მუხლის შესაბამისად იბეგრება გადახდის წყაროსთან 3-პროცენტიანი განაკვეთით; სასტუმროს აქტივების/მათი ნაწილის მესაკუთრე ფიზიკური პირები; სხვა ფიზიკური პირები, მ.შ სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილ აზარტულ და მომგებიან (გარდა სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილი წამახალისებელი გათამაშებისა) თამაშობაში მონაწილე პირები, რომელთა მიერ სისტემურ-ელექტრონული სათამაშო ანგარიშიდან გატანილი თანხა იბეგრება 2 პროცენტით; რეზიდენტი ორგანიზაციები; არარეზიდენტები – შეღავათიანი დაბეგვრის მქონე ქვეყნებში რეგისტრირებული იურიდიული პირები, შეღავათიანი დაბეგვრის მქონე ქვეყნებში რეგისტრირებული ფიზიკური პირები, საქართველოში მუდმივი დაწესებულების არმქონე სხვა არარეზიდენტი იურიდიული პირები, საქართველოში მუდმივი დაწესებულების არმქონე არარეზიდენტი ფიზიკური პირები; ფიზიკური პირი – „ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ნავთობისა და გაზის ოპერაციების განმახორციელებელი არარეზიდენტი ქვეკონტრაქტორი; მეწარმე ფიზიკური პირის მიერ საერთაშორისო კავშირგაბმულობის ტელესაკომუნიკაციო მომსახურებისათვის და საერთაშორისო გადაზიდვების სატრანსპორტო მომსახურებისათვის გადახდილი თანხების მიმღები პირი; იურიდიული პირი – „ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ნავთობისა და გაზის ოპერაციების განმახორციელებელი არარეზიდენტი ქვეკონტრაქტორი; საწარმოს, ორგანიზაციის მიერ საერთაშორისო კავშირგაბმულობის ტელესაკომუნიკაციო მომსახურებისათვის და საერთაშორისო გადაზიდვების სატრანსპორტო მომსახურებისათვის გადახდილი თანხების მიმღები პირი; გ) მე-6 სვეტში აისახება განაცემის სახე (ხელფასი, დივიდენდი, პროცენტი, ნივთმოგება, სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილ აზარტულ და მომგებიან (გარდა სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილი წამახალისებელი გათამაშებისა) თამაშობაში მონაწილე პირების მიერ სისტემურ-ელექტრონული სათამაშო ანგარიშიდან გატანილი თანხა, იჯარის მომსახურების ანაზღაურება, მომსახურების ანაზღაურება, სტიპენდია, ამხანაგობის დასაბეგრი მოგების (შემოსავლის) წილის მფლობელზე, რომელიც არ არის რეგისტრირებული გადასახადის გადამხდელად საგადასახადო ორგანოში, გაცემული მისი წილის შესაბამისი შემოსავალი და სხვა); დ) მე-7 სვეტში აისახება განაცემის ოდენობა (თანხა). ამასთან, სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილ აზარტულ და მომგებიან (გარდა სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილი წამახალისებელი გათამაშებისა) თამაშობაში მონაწილე პირების მიერ სისტემურ-ელექტრონული სათამაშო ანგარიშიდან გატანილი თანხა აისახება სრულად, ანგარიშის მომსახურების საკომისიოს ჩათვლით;“; ბ.ბ) „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ვ) მე-9 სვეტში აისახება განაცემის თარიღი. ამასთან, სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილ აზარტულ და მომგებიან (გარდა სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილი წამახალისებელი გათამაშებისა) თამაშობაში მონაწილე პირის მიერ სათამაშო ანგარიშიდან თვის განმავლობაში ჯამურად გატანილ თანხაზე განაცემის თარიღად მიეთითება შესაბამისი თვის ბოლო რიცხვი;“. 5. დანართი NII-086 ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით. 6. 401 მუხლის მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „8. დეკლარაციის IV ნაწილი ივსება აზარტული თამაშობის ან/და ტოტალიზატორის სისტემურ-ელექტრონული ფორმით მომწყობი პირის მიერ. კერძოდ: ა) პირველი სტრიქონის მე-3 სვეტში აისახება აზარტული თამაშობის სისტემურ-ელექტრონული ფორმით მომწყობი პირის მიერ საქმიანობის ამ ნაწილში საანგარიშო თვის განმავლობაში მიღებულ ფსონებსა და გაცემულ მოგებას შორის სხვაობის თანხა; ბ) პირველი სტრიქონის მე-4 სვეტში აისახება კუთვნილი მოგების გადასახადი აზარტული თამაშობის სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობის ნაწილში (სვ. 4=პირველი სტრიქონის სვ.3*10%); გ) მე-2 სტრიქონის მე-3 სვეტში აისახება ტოტალიზატორის სისტემურ-ელექტრონული ფორმით მომწყობი პირის მიერ საქმიანობის ამ ნაწილში საანგარიშო თვის განმავლობაში მიღებული ფსონების ჯამი; დ) მე-2 სტრიქონის მე-4 სვეტში აისახება კუთვნილი საშემოსავლო გადასახადი ტოტალიზატორის სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობის ნაწილში (სვ.4=მეორე სტრიქონის სვ.3*7%).“. |
მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
დოკუმენტის კომენტარები