„დროებითი შრომისუუნარობის ექსპერტიზის ჩატარების და საავადმყოფო ფურცლის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 25 სექტემბრის №281/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 01-11/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი
მიღების თარიღი 09/02/2022
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 09/02/2022
სარეგისტრაციო კოდი 470230000.22.035.016941
01-11/ნ
09/02/2022
ვებგვერდი, 09/02/2022
470230000.22.035.016941
„დროებითი შრომისუუნარობის ექსპერტიზის ჩატარების და საავადმყოფო ფურცლის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 25 სექტემბრის №281/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი
 
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის

ბრძანება №01-11/ნ

2022 წლის 9 თებერვალი

ქ. თბილისი

„დროებითი შრომისუუნარობის ექსპერტიზის ჩატარების და საავადმყოფო ფურცლის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 25 სექტემბრის №281/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„დროებითი შრომისუუნარობის ექსპერტიზის ჩატარების და საავადმყოფო ფურცლის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 25 სექტემბრის №281/ნ ბრძანებით (სსმ, №137, 01/10/2007, 470.230.000.22.035.010.854) დამტკიცებული №1 დანართის (დროებითი შრომისუუნარობის ექსპერტიზის ჩატარების და საავადმყოფო ფურცლის გაცემის წესი):

1. 82 მუხლის შემდეგ დაემატოს 83 მუხლი შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 83. ცნობის გაცემა SARS-CoV-2-ის ანტიგენის გამომვლენი ტესტირების საფუძველზე

1. COVID 19-ით დაავადებული უსიმპტომო და მსუბუქი სიმპტომების მქონე პაციენტების შემთხვევაში, რომლებსაც დაავადება დაუდასტურდათ ლაბორატორიულად (ზემო და/ან ქვემო სასუნთქი გზებიდან აღებული მასალა SARS-CoV-2-ის ანტიგენის გამომვლენი ტესტირების (შემდგომში – ტესტირება) ჩატარებით) და ფლობენ ცნობას ტესტირების პოზიტიური შედეგის თაობაზე, აღნიშნული ცნობა ჩაითვლება საავადმყოფო ფურცლის ტოლფას სამართლებრივი შედეგების მქონედ. ამასთან, აღნიშნული ცნობა შესაძლებელია გაიცეს ლაბორატორიული სერვისის მიმწოდებელი სამედიცინო დაწესებულების მიერ ან ამოიბეჭდოს Georgia e-Health აპლიკაციიდან.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის მიზნებისთვის შრომისუუნარობის დაწყების თარიღი აითვლება სინჯის აღების თარიღიდან და გრძელდება 8 კალენდარული დღე, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.“.

2. მე-14 მუხლს დაემატოს მე-2 პუნქტი შემდეგი რედაქციით:

2. 83 მუხლის მოქმედება ვრცელდება 2022 წლის 15 იანვრიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე და გრძელდება 2022 წლის 1 მაისამდე.“.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრიზურაბ აზარაშვილი