დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ გენერალური აუდიტორის 2013 წლის 1 თებერვლის №14/37 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 000895/21 |
| დოკუმენტის მიმღები | სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორი |
| მიღების თარიღი | 08/02/2022 |
| დოკუმენტის ტიპი | სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 10/02/2022 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010230000.58.070.016086 |
000895/21
08/02/2022
ვებგვერდი, 10/02/2022
010230000.58.070.016086
„სახელმწიფო აუდიტის სამსახურის რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ გენერალური აუდიტორის 2013 წლის 1 თებერვლის №14/37 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორი
|
„სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-10 მუხლის „მ“ ქვეპუნქტის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„სახელმწიფო აუდიტის სამსახურის რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ გენერალური აუდიტორის 2013 წლის 1 თებერვლის №14/37 ბრძანებით (სსმ, ვებგვერდი, 01/02/2013, სარეგისტრაციო კოდი: 010230000.58.070.016007) დამტკიცებულ რეგლამენტში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: |
1.
მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ე) ამზადებს სტრუქტურული ერთეულის წლიურ სამოქმედო გეგმას და მისი შესრულების ანგარიშებს;“. |
2.
მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის „დ.ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დ.ზ) უზრუნველყოფს სამსახურის საქმიანობის სტრატეგიული და წლიური სამოქმედო გეგმების მომზადებას, ასევე ახორციელებს სამსახურის წლიური სამოქმედო გეგმის შესრულების მონიტორინგს;“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები