დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 30 დეკემბრის №229/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 26/ნ |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი |
| მიღების თარიღი | 14/02/2022 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 15/02/2022 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040030000.22.022.018134 |
|
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 30 დეკემბრის №229/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
შეტანილ იქნეს ცვლილება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 30 დეკემბრის №229/ნ ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 03/01/2012; სარეგისტრაციო კოდი: 040030000.22.022.016266) და ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის დებულების“:
1. მე-6 მუხლის მე-2 პუნქტს „ზ“ ქვეპუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის „თ“ ქვეპუნქტი: „თ) პროფესიული და უმაღლესი განათლების სამსახური.“. 2. მე-11 მუხლის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის „111“ მუხლი: „მუხლი 111. პროფესიული და უმაღლესი განათლების სამსახური პროფესიული და უმაღლესი განათლების სამსახურის ფუქციებია: ა) სამინისტროს მიერ დადგენილი წესით, პროფესიული განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ადმინისტრირება; ბ) სამინისტროს მიერ დადგენილი წესით, პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე მიღების ორგანიზება, პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხვის მსურველ პირთა რეგისტრაცია და აღნიშნული პროცესის კოორდინაცია; გ) პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი დაწესებულებებისათვის ვაუჩერული/მოდულებისგან შემდგარი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების შემადგენელი მოდულის ვაუჩერული დაფინანსების ფარგლებში, თანხის პირველად და კვარტალურად გადარიცხვის მიზნით, მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრულ ვადებში, სამინისტროსთვის შესაბამისი ინფორმაციის წარდგენა; დ) კანონმდებლობით დადგენილი წესით, პროფესიული მომზადების/პროფესიული გადამზადების ელექტრონული სისტემის შექმნა და ადმინისტრირება; ე) სამინისტროს მიერ დადგენილი წესით, უმაღლესი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ადმინისტრირება; ვ) სახელმწიფო სასწავლო გრანტისა და სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის, ასევე სამინისტროს მიერ გაცემული პროგრამული დაფინანსების, მათ შორის, იმ პრიორიტეტულ საგანმანათლებლო პროგრამებზე, რომლებზე სწავლას სრულად ანაზღაურებს სახელმწიფო, გადარიცხვის მიზნით, სამინისტროს მიერ დადგენილი წესით, თითოეული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისათვის გადასარიცხი თანხის ოდენობის, მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადგენილ ვადაში, სამინისტროსთვის წარდგენა; ზ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, საქართველოში ერთი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სტუდენტების მობილობის პროცესისა და ამ მიზნით შექმნილი ელექტრონული პორტალის ადმინისტრირების უზრუნველყოფა; თ) სამინისტროს მიერ დადგენილი წესით ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ წარმოსადგენი ანკეტა-კითხვარების ელექტრონული სისტემის შექმნის, ადმინისტრირების და დამოწმების უზრუნველყოფა; ასევე, ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე აბიტურიენტთა ჩარიცხვის უფლების მინიჭების პროცესის ხელშეწყობა; ი) მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე პირთა ჩარიცხვის მიზნით წარმოსადგენი ანკეტა-კითხვარების სპეციალური ელექტრონული სისტემის შექმნის, ადმინისტრირების და დამოწმების უზრუნველყოფა; კ) სამინისტროს მიერ დადგენილი წესით მაგისტრატურის საფეხურზე უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მხრიდან სპეციალურ ანკეტა-კითხვარებში ასახული ინფორმაციის გადამოწმებისა და მასზე შესაბამისი რეაგირების უზრუნველყოფა; ლ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, კომპეტენციის ფარგლებში, სახელმწიფო დაფინანსების მიღების უფლების მქონე პირთა ან/და გადასარიცხი თანხების ოდენობების შესახებ ინფორმაციის წარმოების/დამუშავების და დაინტერესებული პირებისათვის მიწოდების უზრუნველყოფა; მ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, პირის მიერ მიღებული განათლების აღიარების/ნამდვილობის დადასტურების პროცესის ხელშეწყობის უზრუნველყოფის მიზნით დაწესებულების საგანმანათლებლო საქმიანობის შესახებ და პირის კანონიერი ჩარიცხვის შესახებ ინფორმაციის მოძიება; ნ) ავტორიზებული, აგრეთვე, ლიკვიდირებული/საქმიანობაშეწყვეტილი საგანმანათლებლო დაწესებულებების სტატუსის შესახებ ინფორმაციის დამუშავების და დაინტერესებული პირებისათვის მიწოდების უზრუნველყოფის მიზნით, ინფორმაციის დამუშავება, სპეციალური ელექტრონული პლატფორმის შექმნა და ადმინისტრირება; ო) მართვის სისტემის კომპეტენციის ფარგლებში, პროფესიული და უმაღლესი განათლების მიმართულებით მიმდინარე სხვა პროცესების კოორდინაცია.“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები