საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1397-VIIIმს-Xმპ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 17/02/2022
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ორგანული კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 18/02/2022
სარეგისტრაციო კოდი 010190020.04.001.018024
1397-VIIIმს-Xმპ
17/02/2022
ვებგვერდი, 18/02/2022
010190020.04.001.018024
საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს ორგანული კანონი

 

 

საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1. საქართველოს ორგანულ კანონს „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 10.01.2012, სარეგისტრაციო კოდი: 010190020.04.001.016032) დაემატოს შემდეგი შინაარსის 196მუხლი:

„მუხლი 1964. საქართველოს პარლამენტის 2024 წლის არჩევნების დანიშვნამდე საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სერტიფიკატის წარდგენისგან გათავისუფლების დროებითი წესი

საქართველოს პარლამენტის 2024 წლის არჩევნების დანიშვნამდე უფლებამოსილი პარტიების მიერ დანიშნულ საოლქო საარჩევნო კომისიების წევრებს საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სერტიფიკატის წარდგენა არ მოეთხოვებათ.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


საქართველოს პრეზიდენტისალომე ზურაბიშვილი

 

 

თბილისი,

17 თებერვალი 2022 წ.

N1397-VIIIმს-Xმპ