დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ბორჯომის მუნიციპალური გენდერული თანასწორობის საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 22 თებერვლის №63 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 59 |
| დოკუმენტის მიმღები | ბორჯომის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 25/02/2022 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 01/03/2022 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 28/04/2025 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250050.35.139.016449 |
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 20-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
შეტანილ იქნეს ცვლილება „გენდერული თანასწორობის საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 22 თებერვლის №63 დადგენილების (www.matsne.gov.ge, 27/02/2019, 010250050.35.139.016321) პირველი მუხლით დამტკიცებულ დანართში და დანართის
1. პირველი მუხლის პირველი და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულო მუნიციპალიტეტში გენდერულ საკითხებზე სისტემური და საქართველოს პარლამენტის მიერ შექმნილ გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედ საპარლამენტო საბჭოსთან კოორდინირებული მუშაობის უზრუნველსაყოფად ქმნის მუნიციპალური გენდერული თანასწორობის საბჭოს (შემდგომში – საბჭო), რომლის შემადგენლობა, სტატუსი, ფუნქციები და უფლებამოსილება განისაზღვრება ამ დებულებით“. „3. საბჭო „გენდერული თანასწორობის შესახებ“ საქართველოს კანონისა და საკრებულოს რეგლამენტის შესაბამისად განიხილავს მუნიციპალიტეტში გენდერული თანასწორობის დაცვის მდგომარეობას, შეიმუშავებს წინადადებებს ადგილებზე დისკრიმინაციის გამოვლენისა და აღმოფხვრის უზრუნველსაყოფად, შესაბამისი ღონისძიებების შემუშავებისა და განხორციელების კოორდინაციის მიზნით. 2. მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 2. საბჭოს ძირითადი ამოცანები და უფლებამოსილება 1. საბჭოს ძირითადი ამოცანაა: ა) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად და ეროვნული სამოქმედო გეგმის გათვალისწინებით, შეიმუშაოს და საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგინოს მუნიციპალიტეტში გენდერული თანასწორობის უზრუნველსაყოფად განსახორციელებელი სამოქმედო გეგმა და უზრუნველყოს ამ გეგმის შესრულების კოორდინაცია; ბ) განახორციელოს მუნიციპალიტეტის ორგანოებისა და თანამდებობის პირთა მიერ მიღებული სამართლებრივი აქტების ანალიზი და შეიმუშაოს წინადადებები გენდერული უთანასწორობის აღმოფხვრის უზრუნველსაყოფად; გ) ნებისმიერი ფორმის დისკრიმინაციის გამორიცხვის მიზნით განიხილოს მუნიციპალიტეტის სოციალურ-ეკონომიკური პრიორიტეტები, მუნიციპალური პროგრამებისა და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროექტები, მოამზადოს შესაბამისი დასკვნები და რეკომენდაციები; დ) განახორციელოს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიერ შესრულებული ან მიმდინარე მუშაობის მონიტორინგი და შეფასება გენდერული თვალსაზრისით; ე) უზრუნველყოს საკრებულოში ინიციირებული ნორმატიული აქტების პროექტების ექსპერტიზა გენდერული თანასწორობის შეფასების თვალსაზრისით; ვ) შეიმუშაოს და დაგეგმოს ცალკეული ღონისძიებები გენდერული თანასწორობის მისაღწევად, ქალთა და მამაკაცთა თანასწორი უფლებების რეალიზაციისათვის; ზ) ითანამშრომლოს საქართველოს პარლამენტის მიერ შექმნილი გენდერული თანასწორობის საბჭოსა და საქართველოს მთავრობის ადამიანის უფლებათა დაცვის საკოორდინაციო უწყებათშორის საბჭოსთან, მიაწოდოს მათ შესაბამისი ინფორმაცია და წინადადებები; მონაწილეობა მიიღოს გენდერული თანასწორობის დაცვის მიზნით განხორცილებულ ღონისძიებებში; თ) განიხილოს გენდერული თანასწორობის დარღვევის თაობაზე წარდგენილი განცხადებები/წერილები და სხვა ინფორმაცია, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში მოახდინოს მათზე რეაგირება და შეიმუშაოს შესაბამისი რეკომენდაციები. 2. საბჭოს უფლება აქვს: ა) გამოითხოვოს და მიიღოს გენდერული თანასწორობის საკითხის შესწავლასთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაცია და დოკუმენტაცია, გარდა ისეთი დოკუმენტებისა, რომელთა კონფიდენციალურობაც დაცულია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად; ბ) საკითხის სრულყოფილად შესწავლისა და გამოკვლევის მიზნით, მოაწყოს სამუშაო შეხვედრები შესაბამის დაინტერესებულ პირებთან და უწყებებთან; გ) ითანამშრომლოს სახელმწიფო, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, ასევე ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ქალთა ოთახთან; დ) გენდერული თანასწორობის საკითხებთან დაკავშირებით წარმოადგინოს მუნიციპალიტეტი სახელმწიფო, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობებში; ე) განახორციელებს მისთვის საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული სხვა უფლებამოსილება. 3. საბჭო ვალდებულია წელიწადში ერთხელ საკრებულოს ანგარიში საბჭოს საქმიანობისა და მუნიციპალიტეტში გენდერული თანასწორობის მდგომარეობის შესახებ“. 4. საბჭოს ყოველწლიური ანგარიში ქვეყნდება საკრებულოს რეგლამენტით დადგენილი წესით. 3. მე-3 მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. საბჭო შედგება საბჭოს თავმჯდომარის, საბჭოს მდივნის და სხვა წევრებისაგან. საბჭოს წევრთა რაოდენობა არ უნდა იყოს 9-ზე ნაკლები. 2. საბჭოს შემადგენლობაში შეიძლება შედიოდნენ მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი და წარმომადგენლობითი ორგანოს თანამდებობის პირები, შესაბამის სფეროში საქმიანობის განმახორციელებელი სხვადასხვა სახელმწიფო და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები, ექსპერტები და მეცნიერები. 3. საბჭოზე გასატან საკითხებს ამზადებს და დღის წესრიგის პროექტს ადგენს საბჭოს მდივანი, რომელსაც საბჭოს შემადგენლობიდან განსაზღვრავს საბჭოს თავმჯდომარე“. 4. მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 4. საბჭოს სხდომა 1. საბჭოს სხდომებს იწვევს, ხსნის, თავმჯდომარეობს და წარმართავს საბჭოს თავმჯდომარე 3 თვეში ერთხელ მაინც. საბჭოს რიგგარეშე სხდომა მოიწვევა საბჭოს თავმჯდომარის ან საბჭოს წევრთა 1/3-ის მოთხოვნით. 2. საბჭოს სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება საბჭოს წევრთა უმრავლესობა. 3. საბჭოს სხდომის მოწვევის დროსა და სხდომის დღის წესრიგს ამტკიცებს საბჭოს თავმჯდომარე. 4. საბჭოს თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში, მის უფლებამოსილებას ახორციელებს საბჭოს თავმჯდომარის გადაწყვეტილებით – საბჭოს ერთ-ერთი წევრი. 5. საბჭოს სხდომა ღია და საჯაროა. საბჭოს სხდომის დღის წესრიგი, სხდომის ჩატარების დრო და ადგილი უნდა გამოქვეყნდეს საკრებულოს რეგლამენტით დადგენილი წესით, სხდომის ჩატარებამდე 3 დღით ადრე მაინც. 6. საბჭოს სხდომაზე დასწრების და მონაწილეობის უფლება აქვს მუნიციპალიტეტში მოქმედ ყველა დაინტერესებულ არასამთავრობო ორგანიზაციას. ამ მიზნით, არასამთავრობო ორგანიზაციამ სხდომის დაწყებამდე 2 დღით ადრე მაინც უნდა მიმართოს საკრებულოს თავმჯდომარეს და გამოყოს ერთი წარმომადგენელი საბჭოს სხდომაზე მონაწილეობის მისაღებად. 7. საბჭო ამზადებს წინადადებებსა და რეკომენდაციებს საკრებულოსა და საკრებულოს წინაშე ანგარიშვალდებული ორგანოებისა და თანამდებობის პირებისათვის წარსადგენად და იღებს გადაწყვეტილებებს საბჭოს მუშაობის ორგანიზაციულ საკითხებზე. 8. საბჭოს სხდომაზე განსახილველ საკითხებზე წინადადებებისა და რეკომენდაციების წარდგენის უფლება აქვს სხდომაში მონაწილე ყველა პირს. ყველა წარდგენილი წინადადება და რეკომენდაცია შეიტანება საბჭოს სხდომის ოქმში. განსახილველ საკითხზე წინადადებები და რეკომენდაციები შეიძლება შემოტანილ იქნეს წერილობით ფორმით. ასეთი სახით შემოსულ წინადადებებს და რეკომენდაციებს საბჭოს სხდომის თავმჯდომარე აცნობს სხდომის მონაწილეებს და იგი დაერთვება სხდომის ოქმს. 9. საბჭოს საქმიანობის ორგანიზაციულ საკითხებზე გადაწყვეტილება მიიღება საბჭოს სხდომაზე დამსწრე წევრთა ხმების უმრავლესობით. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია საბჭოს თავმჯდომარის ხმა. 5. მე-5 მუხლის შემდეგ დაემატოს მე-6 და მე-7 მუხლები შემდეგი რედაქციით: „მუხლი 6. საბჭოს სხდომაზე გადაწყვეტილების მიღება, სხდომის ოქმი 1. საბჭოს სხდომა უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება, თუ მას ესწრება საბჭოს წევრთა ნახევარი მაინც. გადაწყვეტილების მიღება ხდება საბჭოს სხდომაზე დამსწრე წევრთა ნახევარზე მეტით. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია საბჭოს თავმჯდომარის ხმა. 2. საბჭოს სხდომის მიმდინარეობა, განხილული საკითხები და მიღებული გადაწყვეტილებები ფორმდება სხდომის ოქმით, რომელშიც უნდა აისახოს სხდომის ჩატარების დრო და ადგილი, სხდომის თავმჯდომარის და სხდომაზე მონაწილე წევრთა ვინაობა, საბჭოს დღის წესრიგის საკითხები, ყველა წამოყენებული წინადადება და მიღებული გადაწყვეტილება. სხდომის ოქმს ხელს აწერს სხდომის თავმჯდომარე და მდივანი. 3. საბჭოს სხდომის ოქმი ქვეყნდება საკრებულოს რეგლამენტით დადგენილი წესით. 4. საბჭოს სხდომის ოქმში შეტანილი წინადადებები და რეკომენდაციები ეგზავნებათ ადგილობრივი თვითმმართველობის შესაბამის ორგანოებსა და თანამდებობის პირებს, რომლებიც ვალდებულნი არიან 1 თვის ვადაში განიხილონ მიღებული წინადადებები და რეკომენდაციები და მიღებული გადაწყვეტილების შესახებ აცნობონ საბჭოს. მუხლი 7. საბჭოს დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის წესი საბჭოს დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები