„ტექნიკური რეგლამენტი – აფთიაქის (სპეციალიზებული სავაჭრო ობიექტის) და საცალო რეალიზაციის სავაჭრო ობიექტის სანიტარიულ-ჰიგიენურ/ტექნიკური პირობების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 29 სექტემბრის №575 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 95
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 28/02/2022
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 01/03/2022
ძალაში შესვლის თარიღი 01/03/2022
სარეგისტრაციო კოდი 300160070.10.003.023303
95
28/02/2022
ვებგვერდი, 01/03/2022
300160070.10.003.023303
„ტექნიკური რეგლამენტი – აფთიაქის (სპეციალიზებული სავაჭრო ობიექტის) და საცალო რეალიზაციის სავაჭრო ობიექტის სანიტარიულ-ჰიგიენურ/ტექნიკური პირობების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 29 სექტემბრის №575 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 
საქართველოს მთავრობის

დადგენილება №95

2022 წლის 28 თებერვალი

ქ. თბილისი

„ტექნიკური რეგლამენტი – აფთიაქის (სპეციალიზებული სავაჭრო ობიექტის) და საცალო რეალიზაციის სავაჭრო ობიექტის სანიტარიულ-ჰიგიენურ/ტექნიკური პირობების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 29 სექტემბრის №575 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „ტექნიკური რეგლამენტი – აფთიაქის (სპეციალიზებული სავაჭრო ობიექტის) და საცალო რეალიზაციის სავაჭრო ობიექტის სანიტარიულ-ჰიგიენურ/ტექნიკური პირობების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 29 სექტემბრის №575 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 30/09/2014, 300160070.10.003.018195) შეტანილ იქნეს ცვლილება და:

1. დადგენილებას დაემატოს შემდეგი შინაარსის მუხლი 11:

მუხლი 11. ფარმაცევტული პროდუქტის რეალიზატორზე საპილოტე რეჟიმის განმავლობაში, 2022 წლის 1 მარტიდან 2022 წლის 1 აპრილამდე, არ გავრცელდეს მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული ფარმაცევტული საქმიანობის კონტროლის, ასევე სხვა ზედამხედველობითი ღონისძიებები და საჯარიმო სანქციები, რაც დაკავშირებულია მე-2 ჯგუფის ფარმაცევტული პროდუქტის ფორმა №3 ელექტრონული რეცეპტის  საფუძველზე სავალდებულო გაცემასთან.“.

2. დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის („ტექნიკური რეგლამენტი – აფთიაქის (სპეციალიზებული სავაჭრო ობიექტის) და საცალო რეალიზაციის სავაჭრო ობიექტის სანიტარიულ-ჰიგიენურ/ტექნიკური პირობები“) პირველი მუხლის მე-7 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 71 პუნქტი:

„71. აფთიაქს უნდა გააჩნდეს მატერიალურ-ტექნიკური საშუალებები, რითაც უზრუნველყოფს ფორმა №3 ელექტრონული რეცეპტის საფუძველზე მეორე ჯგუფს მიკუთვნებული ფარმაცევტული პროდუქტის (სამკურნალო საშუალების) რეალიზაციას, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2022 წლის 1 მარტიდან.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი