„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112-ის“ მომსახურების სახეების, საფასურებისა და ვადების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 30 დეკემბრის №660 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 106
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 02/03/2022
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 07/03/2022
ძალაში შესვლის თარიღი 15/03/2022
სარეგისტრაციო კოდი 040030000.10.003.023314
106
02/03/2022
ვებგვერდი, 07/03/2022
040030000.10.003.023314
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112-ის“ მომსახურების სახეების, საფასურებისა და ვადების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 30 დეკემბრის №660 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №106

2022 წლის 2 მარტი

ქ. თბილისი

„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112-ის“ მომსახურების სახეების, საფასურებისა და ვადების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 30 დეკემბრის №660 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112-ის“ მომსახურების სახეების, საფასურებისა და ვადების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 30 დეკემბრის №660 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 30/12/2019, 040030000.10.003.021682) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-7 მუხლის:

1. პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ“ ქვეპუნქტი:

„დ) ვიდეომეთვალყურეობის სისტემის შემოწმება დამონტაჟების აქტის (შემდგომში – დამონტაჟების აქტი) გაცემის მიზნით.“.

2. მე-6 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-7 – მე-9 პუნქტები:

„7. განცხადებით მიმართვიდან 30 სამუშაო დღის განმავლობაში დამონტაჟების აქტის გაცემის მიზნით  ვიდეომეთვალყურეობის სისტემის შემოწმების საფასურია 100 ლარი.

8. დამონტაჟების აქტის გაცემის მიზნით დაჩქარებული წესით ობიექტის ვიდეომეთვალყურეობის სისტემის შემოწმების ვადები და საფასურის განაკვეთი განისაზღვრება შემდეგი წესით:

ა) განცხადებით მიმართვიდან 14 სამუშაო დღის განმავლობაში საფასურის განაკვეთია 200 ლარი;

ბ) განცხადებით მიმართვიდან 7 სამუშაო დღის განმავლობაში საფასურის განაკვეთია 400 ლარი;

გ) განცხადებით მიმართვიდან 3 სამუშაო დღის განმავლობაში საფასურის განაკვეთია 500 ლარი.

9. ვიდეოსამეთვალყურეო სისტემის ხარვეზის დადგენის გამო დამონტაჟების აქტის გაცემაზე უარის თქმის შემთხვევაში, ამ მუხლის მე-7-მე-8 პუნქტებით გათვალისწინებული მომსახურების საფასური უკან არ ბრუნდება.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2022 წლის 15 მარტიდან.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი