„იმ თანამდებობის პირთა ნუსხის დამტკიცების შესახებ, რომლებსაც აქვთ სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლება“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 მარტის №242 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„იმ თანამდებობის პირთა ნუსხის დამტკიცების შესახებ, რომლებსაც აქვთ სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლება“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 მარტის №242 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 123
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 10/03/2022
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 11/03/2022
სარეგისტრაციო კოდი 120200010.10.003.023333
123
10/03/2022
ვებგვერდი, 11/03/2022
120200010.10.003.023333
„იმ თანამდებობის პირთა ნუსხის დამტკიცების შესახებ, რომლებსაც აქვთ სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლება“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 მარტის №242 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №123

2022 წლის 10 მარტი

ქ. თბილისი

 

„იმ თანამდებობის პირთა ნუსხის დამტკიცების შესახებ, რომლებსაც აქვთ სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლება“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 მარტის №242 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „იმ თანამდებობის პირთა ნუსხის დამტკიცების შესახებ, რომლებსაც აქვთ სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლება“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 მარტის №242 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 19/03/2014, 120200010.10.003.017862) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული ნუსხის მე-12 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 12

1. სამოქალაქო ავიაციის საავიაციო უშიშროების სისტემაში სამოქალაქო ავიაციის საავიაციო უშიშროების სტრუქტურული ქვედანაყოფის თანამშრომლებს (შემდგომში − საავიაციო უშიშროების უზრუნველმყოფი პერსონალი) სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლება აქვთ კონტროლის განხორციელებისას, მხოლოდ „მართლსაწინააღმდეგო ქმედებისაგან სამოქალაქო ავიაციის უშიშროების დაცვის უზრუნველყოფის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 2 ივნისის №241 დადგენილების შესაბამისად განსაზღვრულ კონტროლირებად და შეზღუდული დაშვების დაცულ ზონაში იარაღის, ფეთქებადი ნივთიერების, სახიფათო მოწყობილობის, გადასატანად აკრძალული საგნებისა და ნივთიერებების საჰაერო ხომალდზე დაშვების აღკვეთისა და საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფის მიზნით.

2. საავიაციო უშიშროების უზრუნველმყოფი პერსონალის მიერ სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარება ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ტერიტორიის მიღმა წარმოადგენს ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარებას და იწვევს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას.

3. საავიაციო უშიშროების უზრუნველმყოფი პერსონალის მიერ სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების ამ მუხლით დადგენილი წესის დაცვაზე კონტროლს ახორციელებს ავიასაწარმო.“.

 

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 30-ე დღეს.

 


პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი