„მარნეულის მუნიციპალიტეტის სოციალური და ჯანდაცვის პროგრამის დამტკიცების შესახებ“ მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 11 მარტის №9 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„მარნეულის მუნიციპალიტეტის სოციალური და ჯანდაცვის პროგრამის დამტკიცების შესახებ“ მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 11 მარტის №9 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 5
დოკუმენტის მიმღები მარნეულის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 14/03/2022
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 16/03/2022
სარეგისტრაციო კოდი 190020020.35.159.016493
5
14/03/2022
ვებგვერდი, 16/03/2022
190020020.35.159.016493
„მარნეულის მუნიციპალიტეტის სოციალური და ჯანდაცვის პროგრამის დამტკიცების შესახებ“ მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 11 მარტის №9 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
მარნეულის მუნიციპალიტეტი
 

მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №5

2022 წლის 14 მარტი

ქ. მარნეული

,,მარნეულის მუნიციპალიტეტის სოციალური და ჯანდაცვის პროგრამის დამტკიცების შესახებ“ მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 11 მარტის №9 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველბის კოდექსის“ 16-ე მუხლის მე-4 ნაწილის, 24-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 61-ე მუხლის მე-2 ნაწილისა, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და 22-ე მუხლის მე-2 პუნქტის  შესაბამისად, მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შევიდეს ცვლილება, „მარნეულის მუნიციპალიტეტის სოციალური და ჯანდაცვის პროგრამის დამტკიცების შესახებ“ მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 11 მარტის №9 დადგენილების (ვებგვერდი: www.matsne.gov.ge; გამოქვეყნების თარიღი: 14/03/2019; სარეგისტრაციო კოდი: 190020020.35.159.016361) დანართი №1-ში და:

1. დადგენილების დანართი №1-ის პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 1. დახმარება მკურნალობით ან/და მედიკამენტებით

1. მარნეულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ 0-დან 120 000-მდე სოციალური სარეიტინგო ქულით შეფასებულ ბენეფიციარს ან/და მარნეულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ იძულებით გადაადგილებულ პირს – დევნილს, კალენდარული წლის განმავლობაში ეტაპობრივად, მედიკამენტებით დახმარება გაეწევა წარმოდგენილი თანხობრივი ღირებულების 80%-ით, არაუმეტეს 400 ლარის ოდენობით. ასევე, მარნეულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ 0-დან 120 000-მდე სოციალური სარეიტინგო ქულით შეფასებულ ბენეფიციარს ან/და მარნეულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ იძულებით გადაადგილებულ პირს – დევნილს, კალენდარული წლის განმავლობაში ერთჯერადად, მკურნალობის ან/და გამოკვლევის (გარდა 18 წლიდან ზემოთ ასაკის პირებისათვის ფიზიოთერაპიის და მასაჟისა) დაფინანსების მიზნით, დახმარება გაეწევა წარმოდგენილი თანხობრივი ღირებულების 80%-ით, არაუმეტეს 400 ლარის ოდენობისა.

ა) ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულმა ბენეფიციარმა, მისი ოჯახის სრულწლოვანმა წევრმა ან შესაბამისად უფლებამოსილმა პირმა, დახმარების მიღების მიზნით, მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს:

ა.ა) წერილობითი განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;

ა.ბ) ბენეფიციარის და განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;

ა.გ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №100);

ა.დ) ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტი ან/და ანგარიშ-ფაქტურა სამედიცინო დაწესებულებიდან;

ა.ე) „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან“  სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ გაცემული ამონაწერი;

ა.ვ) იძულებით გადაადგილებული პირის – დევნილის მოწმობის ასლი;

ბ) ანგარიშსწორება განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, შესაბამისი დაწესებულების საბანკო ანგარიშზე.

2. მარნეულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ომისა და სამხედრო ძალების  ვეტერანს, რომლის სოციალური სარეიტინგო ქულაა 0-დან 120 000-მდე, მედიკამენტების შეძენისა ან/და მკურნალობის დაფინანსების მიზნით კალენდარული წლის განმავლობაში ერთჯერადად დახმარება გაეწევა წარმოდგენილი თანხობრივი ღირებულების 80%-ით, არაუმეტეს 800 ლარის ოდენობით. ასევე მარნეულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანს, კალენდარული წლის განმავლობაში ერთჯერ, მედიკამენტების შეძენის მიზნით დახმარება გაეწევა წარმოდგენილი თანხმობრივი ღირებულების 80%-ით, არაუმეტეს 300 ლარის ოდენობით.

ა) ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულმა ბენეფიციარმა, მისი ოჯახის სრულწლოვანმა წევრმა ან შესაბამისად უფლებამოსილმა პირმა, დახმარების მიღების მიზნით, მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს:

ა.ა) წერილობითი განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;

ა.ბ) ბენეფიციარის და განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;

ა.გ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №100);

ა.დ) ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტი ან/და ანგარიშ-ფაქტურა სამედიცინო დაწესებულებიდან;

ა.ე) „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან“  სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ გაცემული ამონაწერი (ასეთის საჭიროებისას);

ა.ვ) ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანის მოწმობის ასლი;

ბ) ანგარიშსწორება განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, შესაბამისი დაწესებულების საბანკო ანგარიშზე.

3. ამ მუხლის პუნქტებით განსაზღვრულ კატეგორიაზე სოციალური დახმარების სახით თანხა გაიცემა კალენდარული წლის განმავლობაში (1 იანვრიდან – 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდი)“.

2. დადგენილების დანართი №1-ის მე-2 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. მკვეთრად, მნიშვნელოვნად და ზომიერად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირს, ოპერაციის ან/ და რეაბილიტაციის ან/და გამოკვლევის ან/და მკურნალობის ან/და მედიკამენტების შეძენის დაფინანსების მიზნით, დახმარება გაეწევა წარმოდგენილი თანხობრივი ღირებულების 80%-ით, კალენდარული წლის განმავლობაში არაუმეტეს 1 000 ლარისა.

ა) ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულმა ბენეფიციარმა, მისი ოჯახის სრულწლოვანმა წევრმა ან შესაბამისად უფლებამოსილმა პირმა, დახმარების მიღების მიზნით, მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს:

ა.ა) წერილობითი განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;

ა.ბ) ბენეფიციარის და განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;

ა.გ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №100);

ა.დ) ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტი ან/და ანგარიშ-ფაქტურა სამედიცინო დაწესებულებიდან;

ა.ე) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

ბ) ანგარიშსწორება განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, შესაბამისი დაწესებულების საბანკო ანგარიშზე.“.

3. დადგენილების დანართი №1-ის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. გონებრივი განვითარების შეფერხების ან გონებრივი განვითარების დაყოვნების (ამ პუნქტში იგულისხმება: ICD – 10-ით განსაზღვრული კლასიფიკატორები F84; F78; R62) მქონე, 0-13 წლამდე პირს რეაბილიტაციის ან/და გამოკვლევის ან/და მკურნალობის ან/და მედიკამენტების შეძენის დაფინანსების მიზნით, დახმარება გაეწევა წარმოდგენილი თანხობრივი ღირებულების 80%-ით, კალენდარული წლის განმავლობაში არაუმეტეს 1 000 ლარისა.

ა) ამ მუხლის მეორე პუნქტით განსაზღვრულმა ბენეფიციარმა, მისი ოჯახის სრულწლოვანმა წევრმა ან შესაბამისად უფლებამოსილმა პირმა, დახმარების მიღების მიზნით, მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს:

ა.ა) წერილობითი განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;

ა.ბ) ბენეფიციარის და განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;

ა.გ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №100) (ცნობაში მითითებული უნდა იქნეს ბენეფიციარის დიაგნოზი და დიაგნოსტიკისათვის აუცილებელი ADOS ტესტის შედეგი მაინც);

ა.დ) ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტი ან/და ანგარიშ-ფაქტურა სამედიცინო დაწესებულებიდან;

ა.ე) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

ბ) ანგარიშსწორება განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, შესაბამისი დაწესებულების საბანკო ანგარიშზე“.

4. დადგენილების დანართი №1-ის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

5. დადგენილების დანართი №1-ის მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 3. გამოკვლევა, ოპერაცია, მკურნალობა და მედიკამენტებით დახმარება

1. ონკოლოგიური დაავადების მქონე პირს,  გამოკვლევის ან/და მკურნალობის ან/და ოპერაციის ან/და მედიკამენტების შეძენის მიზნით, დახმარება გაეწევა წარმოდგენილი თანხობრივი ღირებულების 80%-ით, კალენდარული წლის განმავლობაში  ავთვისებიანი სიმსივნის შემთხვევაში არაუმეტეს 2000 ლარის ოდენობით, ხოლო კეთილთვისებიანი სიმსივნის შემთხვევაში არაუმეტეს 1000 ლარის ოდენობით.

ა) ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულმა ბენეფიციარმა, მისი ოჯახის სრულწლოვანმა წევრმა ან შესაბამისად უფლებამოსილმა პირმა, დახმარების მიღების მიზნით, მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს:

ა.ა) წერილობითი განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;

ა.ბ) ბენეფიციარის და განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;

ა.გ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №100);

ა.დ) ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტი ან/და ანგარიშ-ფაქტურა სამედიცინო დაწესებულებიდან;

ბ) ანგარიშსწორება განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, შესაბამისი დაწესებულების საბანკო ანგარიშზე;

გ) ამ პუნქტით განსაზღვრულ ბენეფიციარზე არ ვრცელდება ამ წესის პირველი მუხლის მოქმედება.

2. გულის ოპერაციის დაფინანსების მიზნით ბენეფიციარს, კალენდარული წლის განმავლობაში ერთჯერადად დახმარება გაეწევა, დარჩენილი თანხის არსებობისას დასაფარავი თანხის 80%, არაუმეტეს 1 000 ლარის ოდენობით.

ა) ამ მუხლის მეორე პუნქტით განსაზღვრულმა ბენეფიციარმა, მისი ოჯახის სრულწლოვანმა წევრმა ან შესაბამისად უფლებამოსილმა პირმა, დახმარების მიღების მიზნით, მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს:

ა.ა) წერილობითი განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;

ა.ბ) ბენეფიციარის და განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;

ა.გ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №100);

ა.დ) ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტი ან/და ანგარიშ-ფაქტურა სამედიცინო დაწესებულებიდან;

ბ) ანგარიშსწორება განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, შესაბამისი დაწესებულების საბანკო ანგარიშზე.

3. კალენდარული წლის განმავლობაში ერთჯერ 0-დან 120 000-მდე სოციალური სარეიტინგო ქულით შეფასებულ პირს, ოპერაციის დაფინანსების მიზნით, სახელმწიფოს მიერ სადაზღვევო პროგრამის ფარგლებში გაცემული დახმარების შემდეგ აუნაზღაურდება მხოლოდ 200 ლარი და მეტი ოდენობის დარჩენილი თანხის არსებობისას დასაფარავი თანხის 80%, არაუმეტეს 2000 ლარისა.

ა) ამ მუხლის მესამე პუნქტით განსაზღვრულმა ბენეფიციარმა, მისი ოჯახის სრულწლოვანმა წევრმა ან შესაბამისად უფლებამოსილმა პირმა, დახმარების მიღების მიზნით, მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს:

ა.ა) წერილობითი განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;

ა.ბ) ბენეფიციარის და განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;

ა.გ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №100);

ა.დ) ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტი ან/და ანგარიშ-ფაქტურა სამედიცინო დაწესებულებიდან;

ა.ე) „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან“ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ გაცემული ამონაწერი;

ა.ვ) შესაბამისი სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

ბ) ანგარიშსწორება განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, შესაბამისი დაწესებულების საბანკო ანგარიშზე“.

6. დადგენილების დანართი №1-ის მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 4. მიცვალებულთა სარიტუალო მომსახურება

1. ეს წესი განსაზღვრავს გარდაცვალების დღიდან 30 კალენდარული დღის ვადაში მომართვისას, მეორე მსოფლიო ომის მონაწილე, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლ, იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა და უპატრონო მიცვალებულთა დაკრძალვის სარიტუალო მომსახურების ხარჯის ანაზღაურებას 300 ლარის ოდენობის თანხით.

ა) ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული დახმარების მიმღებმა (გარდაცვლილის ოჯახის წევრმა ან უპატრონო მიცვალებულის შემთხვევაში რამდენიმე მეზობელმა, მათ შორის, მერის წარმომადგენლის ხელმოწერილი, ერთობლივი განცხადებით) მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს:

ა.ა) წერილობითი განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;

ა.ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;

ა.გ) გარდაცვალების მოწმობის ასლი;

ა.დ) გარდაცვლილის შესაბამისი სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი ან წერილობითი ინფორმაცია მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულიდან გარდაცვლილის უპატრონოდ ცნობის თაობაზე;

ა.ე) საბანკო დაწესებულებაში დახმარების მიმღებ პირზე გახსნილი ანგარიშის რეკვიზიტები;

ბ) ანაზღაურება განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, დაინტერესებული სუბიექტის მიერ წარმოგენილ ანგარიშის ნომერზე“.

7. დადგენილების დანართი №1-ის მე-5 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ასი და მეტი წლოვანების ხანდაზმულს, კალენდარული წლის განმავლობაში ერთჯერადად, დახმარება გაეწევა 400 ლარის ოდენობით.

ა) ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულმა ბენეფიციარმა, მისი ოჯახის სრულწლოვანმა წევრმა ან შესაბამისად უფლებამოსილმა პირმა, დახმარების მიღების მიზნით, მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს:

ა.ა) წერილობითი განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;

ა.ბ) ბენეფიციარის და განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;

ა.გ) მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის მიერ დახმარების მიმღები პირის მიმდინარე ეტაპზე ცხოვრების ფაქტის დადასტურების თაობაზე გაცემული ცნობის ასლი;

ა.დ) საბანკო დაწესებულებაში დახმარების მიმღებ პირზე გახსნილი ანგარიშის რეკვიზიტები;

ბ) ანგარიშსწორება განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, შესაბამის საბანკო ანგარიშზე“.

8. დადგენილების დანართი №1-ის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ომისა და სამხედრო ძალების შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ვეტერანს დახმარება გაეწევა კალენდარული წლის განმავლობაში ერთჯერ, 300 ლარის ოდენობით.

ა) ამ მუხლის მეორე პუნქტით განსაზღვრულმა ბენეფიციარმა, მისი ოჯახის სრულწლოვანმა წევრმა ან შესაბამისად უფლებამოსილმა პირმა, დახმარების მიღების მიზნით, მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს:

ა.ა) წერილობითი განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;

ა.ბ) ბენეფიციარის და განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;

ა.გ) ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანის მოწმობის ასლი;

ა.დ) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

ა.ე) საბანკო დაწესებულებაში დახმარების მიმღებ პირზე გახსნილი ანგარიშის რეკვიზიტები;

ბ) ანგარიშსწორება განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, შესაბამის საბანკო ანგარიშზე”.

9. დადგენილების დანართი №1-ის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. 0-დან 120 000-მდე სოციალური სარეიტინგო ქულით შეფასებულ ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანს დახმარება გაეწევა კალენდარული წლის განმავლობაში ერთჯერადად, 300 ლარის ოდენობით.

ა) ამ მუხლის მესამე პუნქტით განსაზღვრულმა ბენეფიციარმა, მისი ოჯახის სრულწლოვანმა წევრმა ან შესაბამისად უფლებამოსილმა პირმა, დახმარების მიღების მიზნით, მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს:

ა.ა) წერილობითი განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;

ა.ბ) ბენეფიციარის და განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;

ა.გ) ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანის მოწმობის ასლი;

ა.დ) საბანკო დაწესებულებაში დახმარების მიმღებ პირზე გახსნილი ანგარიშის რეკვიზიტები;

ა.ე) „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან“ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ გაცემული ამონაწერი;

ბ) ანგარიშსწორება განხორციელდება უნაღდო ანგარიშწორების ფორმით, შესაბამის საბანკო ანგარიშზე“.

10. დადგენილების დანართი №1-ის მე-5 მუხლის მე-10 პუნქტის ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„10. 0-დან 15 000-მდე სოციალური სარეიტინგო ქულით შეფასებულ ოჯახს, კალენდარული წლის განმავლობაში ერთჯერ, დახმარება გაეწევა 400 ლარის ოდენობის თანხით.

ა) ამ მუხლის მეათე პუნქტით განსაზღვრულმა ბენეფიციარმა, მისი ოჯახის სრულწლოვანმა წევრმა ან შესაბამისად უფლებამოსილმა პირმა, დახმარების მიღების მიზნით მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს:

ა.ა) წერილობითი განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;

ა.ბ)განმცხადებლის და ბენეფიციარის პირადობის მოწმობის ასლი;

ა.გ) „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან“ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ გაცემული ამონაწერი;

ა.დ) საბანკო დაწესებულებაში დახმარების მიმღებ პირზე გახსნილი ანგარიშის რეკვიზიტები;

ბ) ანგარიშსწორება განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, შესაბამის საბანკო ანგარიშზე“.

11. დადგენილების დანართი №1-ის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. კალენდარული წლის განმავლობაში ყოველთვიური მატერიალური დახმარება გაეწევათ:

ა) მხედველობის მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე და 18 წლამდე ასაკის უსინათლო ბენეფიციარებს – 130 ლარის ოდენობით;

ბ)  მხედველობის მნიშვნელოვნად და ზომიერად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბენეფიციარებს – 100 ლარის ოდენობით;

გ) ყრუ-მუნჯ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბენეფიციარებს – 100 ლარის ოდენობით;  

დ) ამ მუხლის მეორე პუნქტით განსაზღვრულმა ბენეფიციარმა, მისი ოჯახის სრულწლოვანმა წევრმა ან შესაბამისად უფლებამოსილმა პირმა, დახმარების მიღების მიზნით, მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს:

დ.ა) წერილობითი განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;

დ.ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;

დ.გ) შესაბამისი სტატუსის დამდასტურებელი დოკუმენტი;

დ.დ) საბანკო დაწესებულებაში დახმარების მიმღებ პირზე გახსნილი ანგარიშის რეკვიზიტები;

ე) ანგარიშსწორება განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, შესაბამის საბანკო ანგარიშზე“.

12. დადგენილების დანართი №1-ის მე-8 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. საბჭოს საქმიანობის ძირითადი მიმართულებაა განიხილოს მარნეულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული პირების განცხადება,  შეისწავლოს მათი მდგომარეობა და გაუწიოს დაფინანსების რეკომენდაცია მუნიციპალიტეტს მერს, ბენეფიციარისათვის მატერიალური დახმარების გაწევის ან/და ჯანმრთელობის დაცვის (ოპერაცია, მკურნალობა, მედიკამენტები) მიმართულებით“.

13. დადგენილების დანართი №1-ის მე-8 მუხლის 21 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„21. ამ მუხლის 22  პუნქტით გათვალისწინებულ ოდენობაზე მეტი რაოდენობის თანხის დასაბუთებულ საჭიროებას აფასებს საბჭო და ასეთი საჭიროების განსაზღვრის შემთხვევაში გადაწყვეტილებას იღებს საკრებულოს თანხმობით. საბჭოს გადაწყვეტილება ფორმდება ოქმის სახით, რასთან დაკავშირებითაც მერი იღებს შემდეგი სახის გადაწყვეტილებას:

ა) გაითვალისწინოს საბჭოს მიერ გაცემული რეკომენდაცია და განახორციელოს სათანადო საგარანტიო წერილის გაგზავნა ან ერთჯერადი დახმარების შემთხვევაში განახორციელოს გადარიცხვა;

ბ) გაცემულ რეკომენდაციაზე დასაბუთებული შენიშვნები ერთჯერადად დაუბრუნოს საბჭოს.

14. დადგენილების დანართი №1-ის მე-8 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 22 პუნქტი:

„22. ბენეფიციარის დაფინანსება განხორციელდება:

ა) 500 დან – 5000 ლარამდე ოპერაციის/მკურნალობის დაფინანსების მიზნით, ბენეფიციარი დაფინანსდება წარმოდგენილი თანხობრივი ღირებულების 80%-ით, კალენდარული წლის განმავლობაში არაუმეტეს 2 000 ლარის ოდენობით;

ბ) 5000 დან – 10 000 ლარამდე ოპერაციის/მკურნალობის დაფინანსების მიზნით, ბენეფიციარს დახმარება გაეწევა წარმოდგენილი თანხობრივი ღირებულების 80%-ით, კალენდარული წლის განმავლობაში არაუმეტეს 3 000 ლარის ოდენობით;

გ) 10 000 ლარის და მეტის შემთხვევაში ოპერაციის/მკურნალობის დაფინანსების მიზნით, ბენეფიციარს დახმარება გაეწევა წარმოდგენილი თანხობრივი ღირებულების 80%-ით, კალენდარული წლის განმავლობაში არაუმეტეს 4 000 ლარის ოდენობით;

დ) მედიკამენტური მკურნალობის დაფინანსების მიზნით, ბენეფიციარს დახმარება გაეწევა წარმოდგენილი თანხობრივი ღირებულების 80%-ის ოდენობით, კალენდარული წლის განმავლობაში არაუმეტეს 1 000 ლარის ოდენობით;

ე) 18 წლამდე ასაკის მოქალაქის ფიზიოთერაპიის და მასაჟის დაფინანსების მიზნით, ბენეფიციარს დახმარება გაეწევა კალენდარული წლის განმავლობაში არაუმეტეს 500 ლარის ოდენობით“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე

მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეამირან გიორგაძე