დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული სოციალური დაცვის ქვეპროგრამების განხორციელების წესების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 29 დეკემბრის N5-14 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 8-15 |
| დოკუმენტის მიმღები | ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 18/03/2022 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 21/03/2022 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2023 |
| სარეგისტრაციო კოდი | 280120000.35.101.016966 |
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 61-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
შევიდეს ცვლილება „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული სოციალური დაცვის ქვეპროგრამების განხორციელების წესების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 29 დეკემბრის N5-14 დადგენილებაში (ვებგვერდი www.matsne.gov.ge, გამოქვეყნების თარიღი 30/12/2021, სარეგისტრაციო კოდი 280120000.35.101.016931) და დადგენილების პირველი მუხლის „თ“ ქვეპუნქტით დამტკიცებული „სოციალურად დაუცველი საპენსიო ასაკის პირებისათვის მედიკამენტების დაფინანსების“ (კოდი 06 02 08) ქვეპროგრამის განხორციელების წესის“ (დანართი №8):
ა) მე-3 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. ქვეპროგრამით გათვალისწინებული დაფინანსების მოსარგებლეები არიან საპენსიო ასაკის სოციალურად დაუცველი პირები, რომელთაც ეს უკანასკნელი სტატუსი მინიჭებული აქვთ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში და „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ბაზაში“ მათი ოჯახების სარეიტინგო ქულა არ აღემატება 200 000-ს.“; ბ) მე-4 მუხლის მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. პირმა ან მისმა წარმომადგენელმა უნდა მიმართოს სამედიცინო დაწესებულებას, რომელიც ელექტრონულ მოდულში განათავსებს მოსარგებლე პირის შესახებ შემდეგი ინფორმაციას: ა) მოსარგებლე პირის რეკვიზიტები (პირადი ნომერი, სახელი, გვარი, დაბადების თარიღი, იურიდიული მისამართი, ფაქტობრივი მისამართი, საკონტაქტო ინფორმაცია); ბ) პირის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია (ფორმა №IV-100/ა) შესაბამისი მედიკამენტების მითითებით (მედიკამენტის დასახელება, მედიკამენტის დოზა, მედიკამენტის რაოდენობა). 3. ფორმა №IV-100/ა-ის შექმნის შემდგომ მოსარგებლე პირი ან მისი წარმომადგენელი მოკლე ტექსტური შეტყობინების სახით ავტომატურად მიიღებს მოთხოვნის უნიკალური კოდს და მოთხოვნის ფორმას, რომელიც პირადობის მოწმობასთან ერთად უნდა წარუდგინოს მიმწოდებელს არაუგვიანეს მისი მიღებიდან 30 დღისა. 4. პირის ან მისი წარმომადგენლის მიერ მოთხოვნის უნიკალური კოდის წარდგენის შემდგომ მიმწოდებელს აღნიშნული კოდი შეყავს ელექტრონულ მოდულში, რომლის შემდეგ გასცემს პირისთვის ელექტრონულ მოდულში რეგისტრირებულ მედიკამენტებს. გ) მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები