„ცალკეულ შემთხვევებში გადასახადის გადამხდელისათვის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის, საგადასახადო დოკუმენტის გამოწერის/დადასტურების და სასაქონლო ზედნადების გამოწერის უფლების შეზღუდვის და გადასახადის გადამხდელის მიერ გამოწერილი ელექტრონული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გამოყენების სპეციალური წესის განსაზღვრის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2022 წლის 16 თებერვლის №3751 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 7545
დოკუმენტის მიმღები შემოსავლების სამსახური
მიღების თარიღი 25/03/2022
დოკუმენტის ტიპი შემოსავლების სამსახურის ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული აქტი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 28/03/2022
ძალაში შესვლის თარიღი 28/03/2022
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.00.016665
7545
25/03/2022
ვებგვერდი, 28/03/2022
000000000.00.00.016665
„ცალკეულ შემთხვევებში გადასახადის გადამხდელისათვის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის, საგადასახადო დოკუმენტის გამოწერის/დადასტურების და სასაქონლო ზედნადების გამოწერის უფლების შეზღუდვის და გადასახადის გადამხდელის მიერ გამოწერილი ელექტრონული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გამოყენების სპეციალური წესის განსაზღვრის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2022 წლის 16 თებერვლის №3751 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
შემოსავლების სამსახური

შემოსავლების სამსახურის უფროსის

ბრძანება №7545

2021 წლის 25 მარტი

. თბილისი

„ცალკეულ შემთხვევებში გადასახადის გადამხდელისათვის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის, საგადასახადო დოკუმენტის გამოწერის/დადასტურების და სასაქონლო ზედნადების გამოწერის უფლების შეზღუდვის და გადასახადის გადამხდელის მიერ გამოწერილი ელექტრონული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გამოყენების სპეციალური წესის განსაზღვრის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2022 წლის 16 თებერვლის  №3751 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 23 მაისის №303 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ზ“ და „უ“ ქვეპუნქტების, „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 56მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტისა და ამავე მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, ასევე საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1. „ცალკეულ შემთხვევებში გადასახადის გადამხდელისათვის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის, საგადასახადო დოკუმენტის გამოწერის/დადასტურების და სასაქონლო ზედნადების გამოწერის უფლების შეზღუდვის და გადასახადის გადამხდელის მიერ გამოწერილი ელექტრონული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გამოყენების სპეციალური წესის განსაზღვრის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2022 წლის 16 თებერვლის №3751 ბრძანებით დამტკიცებულ  ინსტრუქციაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-3 მუხლის:

) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გამოყენების სპეციალური წესზე გადასახადის გადამხდელის სავალდებულო წესით გადაყვანა ხორციელდება, თუ გადასახადის გადამხდელის აღიარებული საგადასახადო დავალიანება შეადგენს ან აღემატება 50 000 ლარს.“;

) მე-4 პუნქტისქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – ავტომატურად, სპეციალური პროგრამის მეშვეობით, შესაბამისი აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფიქსირების მომენტიდან;“;

) მე-4 პუნქტისქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

2. მე-5 მუხლის პირველი პუნქტის:

) „ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – აღიარებული საგადასახადო დავალიანება ნაკლებია ამავე პუნქტით გათვალისწინებული თანხის ოდენობაზე, რა დროსაც სპეციალური წესით სარგებლობა წყდება ავტომატურად;“;

) „ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

3. მე-7 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-2 პუნქტი:

„2. იმ პირებს, რომლებსაც 2022 წლის 28 მარტის მდგომარეობით არ უფიქსირდებათ აღიარებული საგადასახადო დავალინება 50 000 ლარის ან მეტი ოდენობით, შეუწყდეთ ელექტრონული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების სპეციალური წესით სარგებლობის უფლება, გარდა ამ ინსტრუქციის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული საფუძვლით აღნიშნულ წესზე გადაყვანილი პირებისა.“.

4. მე-8 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-7 პუნქტი:

„7. საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გამოყენების სპეციალური წესით მოსარგებლე და კვალიფიციური დღგ-ის გადასახადის გადამხდელის სტატუსის მქონე გადასახადის  გადამხდელების შესახებ ინფორმაცია თავსდება შემოსავლების სამსახურის ოფიციალურ ვებგვერდზე www.rs.ge.“.

მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს 2022 წლის 28 მარტიდან.

სამსახურის უფროსი                                                                 ლევან კაკავა