„ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 1465-VIIIმს-Xმპ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 30/03/2022
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 06/04/2022
სარეგისტრაციო კოდი 430050000.05.001.020538
1465-VIIIმს-Xმპ
30/03/2022
ვებგვერდი, 06/04/2022
430050000.05.001.020538
„ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

„ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №20, 04.05.2005, მუხ. 143) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. პირველი მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ეს კანონი აწესრიგებს საქართველოში ზოგადსაგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელების პირობებს, ზოგადი განათლების მართვისა და დაფინანსების პრინციპებსა და წესებს, ადგენს ყველა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების (ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის მიუხედავად) სტატუსს, მათი დაფუძნების, საქმიანობის, რეორგანიზაციის, ლიკვიდაციისა და ავტორიზაციის წესებს, აგრეთვე ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მასწავლებელთა საქმიანობის წარმართვის პირობებსა და წესს.“.

2. მე-2 მუხლის:

ა) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) ავტორიზაცია – ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მოპოვების პროცედურა, რომლის მიზანია ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის გასაცემად შესაბამისი საქმიანობის განხორციელებისთვის აუცილებელი სტანდარტების დაკმაყოფილების უზრუნველყოფა;“;

ბ) „ა1“ და „ა2“ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს;

გ) „ტ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

დ) „ჩ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ჩ) მცირეკონტინგენტიანი სკოლა − სკოლა, რომელშიც ადგილობრივი პირობების გამო სწავლობს მცირე რაოდენობის მოსწავლე. მცირეკონტინგენტიანი სკოლის ნორმატივს ადგენს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო (შემდგომ − სამინისტრო);“.

3. მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ და „ე“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) ეროვნული შეფასებების, ეროვნული სასწავლო გეგმის შემუშავებისა და დანერგვის სისტემების ჩამოყალიბებას, რაც გულისხმობს სწავლების ხარისხის დადგენისა და შეფასების მეშვეობით ზოგადსაგანმანათლებლო პროცესის დაგეგმვასა და მართვას;

ე) ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის პროცესის წარმართვას და ზოგადი განათლების ხარისხის უწყვეტი განვითარების ხელშეწყობას;“.

4. მე-6 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 61 პუნქტი:

„61. ზოგადი განათლების საბაზო და საშუალო საფეხურებზე უცხოურ ენაზე (მათ შორის, ამ კანონის მე-4 მუხლის მე-4 და 4პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში) განხორციელებული ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამა/პროგრამები შეიძლება ითვალისწინებდეს ზოგადი განათლების საბაზო და საშუალო საფეხურებისთვის ამ კანონის მე-2 მუხლის „ო“ ქვეპუნქტით განსაზღვრული სასწავლო წლებისგან განსხვავებულ წლებს იმ პირობით, რომ ზოგადი განათლების საბაზო და საშუალო საფეხურებზე უცხოურ ენაზე (მათ შორის, ამ კანონის მე-4 მუხლის მე-4 და 4პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში) განხორციელებული ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამის/პროგრამების სწავლების წლების ჯამური რაოდენობა 6-ზე მეტი ან მასზე ნაკლები არ იქნება.“.

5. 26-ე მუხლის პირველი პუნქტის:

ა) „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) შეიმუშავებს ზოგადი განათლების სისტემის ხარისხის უზრუნველყოფის ინდიკატორებს;“;

ბ) „ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ი) ამტკიცებს საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის დებულებასა და საფასურს;“;

გ) „ნ2“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ნ2) უფლებამოსილია ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების დაფინანსების, მართვის წესის, სტრუქტურული ერთეულების, სასკოლო სასწავლო გეგმის, სახელმწიფო კონტროლის, ადამიანური რესურსებისთვის (მათ შორის, დირექტორისა და მასწავლებლისთვის) წასაყენებელი მოთხოვნების გათვალისწინებით, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მოპოვების მიზნით დააფუძნოს საჯარო სამართლის იურიდიული პირი და დაამტკიცოს მისი წესდება, აგრეთვე განახორციელოს მისი რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკებში ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ მოქმედებებს სამინისტრო ახორციელებს შესაბამისი ავტონომიური რესპუბლიკის განათლების სფეროში უფლებამოსილი სამინისტროს წარდგინების საფუძველზე;“;

დ) „ყ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ყ) ქმნის განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს;“.

6. 27-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. იმ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მოპოვების მიზნით, რომელიც ზოგადი განათლების მიღებასთან ერთად პროფილურ სახელოვნებო და სასპორტო მომზადებასა და განათლებას უზრუნველყოფს, სამინისტრო შესაბამისი დარგობრივი სამინისტროს წარდგინებით აფუძნებს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს. ეროვნული სასწავლო გეგმის ზემოთ პროფილურ სახელოვნებო და სასპორტო მომზადებასა და განათლებას, მათ შორის, ზოგადი განათლების დაწყებით და საბაზო საფეხურებზე, აფინანსებს შესაბამისი დარგობრივი სამინისტრო.“.

7. 31-ე მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. კერძო სკოლაზე ვრცელდება ამ კანონის I−IV თავების, ამ თავისა და  XI1 და XII თავების შესაბამისი დებულებები.“.

8. 32-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 32. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაცია

1. ავტორიზაციის შედეგად იურიდიული პირი მოიპოვებს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსს და იგი უფლებამოსილია გასცეს სახელმწიფოს მიერ აღიარებული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი.

2. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის სტანდარტები განისაზღვრება საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის დებულებით.

3. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის ვადა 6 წელია.

4. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის მიზნებისთვის დამოუკიდებელი ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამებია:

ა) ზოგადი განათლების დაწყებითი საფეხურის ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამა;

ბ) ზოგადი განათლების საბაზო საფეხურის ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამა;

გ) ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამა;

დ) უცხოურ ენაზე განხორციელებული ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამა;

ე) სხვადასხვა მუნიციპალიტეტში განხორციელებული ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამა.

5. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია განახორციელოს მხოლოდ საავტორიზაციო განაცხადში მითითებული ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამა, აგრეთვე ის ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამა, რომლის განხორციელების უფლებაც მან ავტორიზაციის მოქმედების პერიოდში,  საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მოიპოვა.

6. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია დამოუკიდებელი იურიდიული პირის შექმნის გარეშე განახორციელოს მხოლოდ საბაზო პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა, საშუალო პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა, სახელმწიფო ენაში მომზადების პროგრამა, პროფესიული მომზადების პროგრამა ან/და პროფესიული გადამზადების პროგრამა.

7. სახელმწიფოს მიერ ან მისი მონაწილეობით დაფუძნებული ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებისთვის, მათ შორის, ამ კანონის 27-ე მუხლით გათვალისწინებული ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებისთვის, სამინისტრომ საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის დებულებით შეიძლება განსაზღვროს ავტორიზაციის განსხვავებული პირობები.

8. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებისთვის ავტორიზაციის გაუქმების შემთხვევაში ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მოსწავლეს ეთვლება შესაბამისი მომენტისთვის დასრულებული საგანმანათლებლო პროგრამა.“.

9. 33-ე მუხლის პირველი პუნქტის:

ა) „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) ზოგადსაგანმანათლებლო საქმიანობა განახორციელოს გრიფმინიჭებული სახელმძღვანელოებით ან/და ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული სტანდარტების შესაბამისი, სამინისტროსთან შეთანხმებული სახელმძღვანელოებით. სახელმძღვანელოს სამინისტროსთან შეთანხმების წესი და ვადები განისაზღვრება მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით;“;

ბ) „ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ი) ჰქონდეს ხარისხის უზრუნველყოფის შიდა მექანიზმები;“.

10. 58-ე მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. ამ კანონის 26-ე მუხლის პირველი პუნქტის „ნ​1“ ქვეპუნქტი, 27-ე მუხლის 1​1 პუნქტი და 29-ე მუხლის პირველი პუნქტის „ზ​1“ ქვეპუნქტი ამოქმედდეს 2011-2012 სასწავლო წლის დასაწყისიდან.“.

მუხლი 2. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ შესაბამის კანონქვემდებარე აქტებში ცვლილებები განახორციელოს ამ კანონის ამოქმედებიდან არაუგვიანეს 6 თვისა.

მუხლი 3. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 


საქართველოს პრეზიდენტისალომე ზურაბიშვილი

 

 

თბილისი,

30 მარტი 2022 წ.

N1465-VIIIმს-Xმპ