დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „სატრანსპორტო საშუალებათა რეგისტრაციისა და რეგისტრაციის გაუქმების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 31 იანვრის №150 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 38 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 02/04/2022 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 04/04/2022 |
| სარეგისტრაციო კოდი | 310150000.22.034.017225 |
|
„სატრანსპორტო საშუალებათა რეგისტრაციისა და რეგისტრაციის გაუქმების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 31 იანვრის №150 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
„სატრანსპორტო საშუალებათა რეგისტრაციისა და რეგისტრაციის გაუქმების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 31 იანვრის №150 ბრძანებაში (სსმ, №14, 01.02.2007, 310.150.000.22.034.009.916) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის:
1. 262 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 263 მუხლი: „მუხლი 263 1. მოპედის, მსუბუქი კვადროციკლის ან იმ მსუბუქი მოტოციკლის, რომლის ძრავის მუშა მოცულობა არ აღემატება 50 სმ3-ს, ხოლო მაქსიმალური სიმძლავრე – 4 კვტ-ს (შემდგომ – ტრანსპორტი), პირველადი რეგისტრაციისათვის დაინტერესებულმა პირმა სააგენტოში უნდა წარადგინოს: ა) საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, ხოლო საქართველოში რეგისტრირებული იურიდიული პირის შემთხვევაში – რეგისტრაციის განხორციელებაზე წარმომადგენლის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი და წარმოდგენილი პირის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი; ბ) დათვალიერების აქტი; გ) ტრანსპორტზე ამ ინსტრუქციის მე-11 მუხლით განსაზღვრული საკუთრების წარმოშობის დამადასტურებელი დოკუმენტი; დ) დაინტერესებული პირის წერილობითი განცხადება ტრანსპორტის საკუთრების უფლებით პირველადი რეგისტრაციის თაობაზე; ე) კანონით განსაზღვრული საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი; ვ) ამ ინსტრუქციით განსაზღვრული სხვა დოკუმენტები, რომელიც საჭიროა სააგენტოს მიერ ტრანსპორტის პირველადი რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად. 2. ტრანსპორტის პირველადი რეგისტრაციისას სარეგისტრაციო (სააღრიცხვო) მონაცემების დადგენის მიზნით, სავალდებულოა მისი დათვალიერება ამ ინსტრუქციის მე-8 მუხლის 41 პუნქტით განსაზღვრული წესით და დათვალიერების აქტის შედგენა. 3. იმ შემთხვევაში, თუ ტრანსპორტის დათვალიერების შედეგად ვერ დგინდება მისი: ა) მოდელი ან გამოშვების წელი, ამ ინსტრუქციის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ვ.ა (მოდელი)“ ან „ვ.გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული სარეგისტრაციო მონაცემები შესაძლებელია არ მიეთითოს ან მიეთითოს „დაუდგენელი“; ბ) ძრავის ზუსტი მოცულობა ან/და მაქსიმალური სიმძლავრე, ამ ინსტრუქციის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ვ.ზ“ ან/და „ვ.თ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ სარეგისტრაციო მონაცემებად მიეთითება ძრავის მოცულობის ან/და მაქსიმალური სიმძლავრის ის მაქსიმალური ზღვარი, რომელიც შესაძლებელია ჰქონდეს ტრანსპორტს (მაგ.: <50 სმ3, <4 კვტ და ა.შю). 4. თუ ტრანსპორტის ტიპის განსასაზღვრად დამატებით საჭიროა მისი კონსტრუქციული სიჩქარის დადგენა, სააგენტოს უფლებამოსილი თანამშრომელი აღნიშნულ მონაცემს განსაზღვრავს ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული წესით, ხოლო თუ ეს შეუძლებელია, კონსტრუქციულ სიჩქარედ შესაძლებელია მიეთითოს სპიდომეტრზე აღნიშნული მაქსიმალური სიჩქარის ზღვარი. ტრანსპორტის კონსტრუქციული სიჩქარის შესახებ მონაცემი არ აისახება სარეგისტრაციო მონაცემთა ბაზაში და ტრანსპორტის რეგისტრაციის მოწმობაში. 5. თუ დაინტერესებული პირი არ ეთანხმება სააგენტოს მიერ ამ მუხლის მე-3 ან მე-4 პუნქტით დადგენილი წესით განსაზღვრულ რომელიმე მონაცემს, სარეგისტრაციო პროცედურა შეწყდება და ტრანსპორტის პირველადი რეგისტრაცია არ განხორციელდება დაინტერესებული პირის მიერ კომპეტენტური დაწესებულებიდან (ქარხანა-დამამზადებელი/მისი წარმომადგენლობა საქართველოში, საექსპერტო დაწესებულება, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების სფეროში აკრედიტირებული პირი) ტრანსპორტის მოდელის, გამოშვების წლის, ძრავის ზუსტი მოცულობის, მაქსიმალური სიმძლავრის ან/და კონსტრუქციული სიჩქარის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენამდე. 6. თუ დაინტერესებული პირი ვერ უზრუნველყოფს ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული დოკუმენტების წარმოდგენას, სააგენტო უფლებამოსილია, სარეგისტრაციო მიზნებისათვის, ამ ტრანსპორტზე პირის საკუთრების უფლების არსებობა დადასტურებულად მიიჩნიოს, თუ დაინტერესებული პირი წერილობითი ფორმით აცხადებს, რომ იგი არის წარმოდგენილი ტრანსპორტის მესაკუთრე. 7. სააგენტო არ არის ვალდებული გადაამოწმოს/დაადგინოს დაინტერესებული პირის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციისა (მათ შორის, ამ მუხლის მე-6 პუნქტით განსაზღვრული წესით წარმოდგენილი ინფორმაცია საკუთრების უფლების თაობაზე) და დოკუმენტაციის ნამდვილობა. დაინტერესებული პირის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის/დოკუმენტაციის მიმართ მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე. ი. აღნიშნული ინფორმაცია/დოკუმენტები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა. დაინტერესებული პირის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის/დოკუმენტების სისწორეზე, აგრეთვე მესამე პირისათვის მიყენებულ ზიანზე პასუხისმგებლობა ეკისრება დაინტერესებულ პირს. 8. ამ მუხლით დადგენილი წესით ტრანსპორტის პირველადი რეგისტრაციისას არ გამოიყენება ამ ინსტრუქციის 26-ე მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი მოთხოვნები. ამასთან, სააგენტო ვალდებული არ არის შეამოწმოს/დაადგინოს რეგისტრაციისათვის წარმოდგენილ ტრანსპორტთან დაკავშირებით საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული საბაჟო ვალდებულების შესრულების ან ასეთი ვალდებულების წარმოუშობლობის შესახებ გარემოებები. 9. ამ მუხლით განსაზღვრული წესი არ გამოიყენება: ა) ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ტრანსპორტისგან განსხვავებული სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციისას ან დროებითი რეგისტრაციისას; ბ) ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ტრანსპორტის დროებითი რეგისტრაციისას ან რეგისტრაციაში ცვლილების განხორციელებისას. 10. თუ ტრანსპორტის პირველად რეგისტრაციასთან დაკავშირებული რომელიმე საკითხი არ არის დარეგულირებული ამ მუხლით, გამოიყენება ამ ინსტრუქციით გათვალისწინებული, სატრანსპორტო საშუალების პირველადი რეგისტრაციის მარეგულირებელი ნორმები.“. 2. 492-497 მუხლები ამოღებულ იქნეს. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები