„ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 28 დეკემბრის №30 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 28 დეკემბრის №30 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 30
დოკუმენტის მიმღები ახმეტის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 06/04/2022
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 07/04/2022
ძალაში შესვლის თარიღი 15/04/2022
ძალის დაკარგვის თარიღი 01/09/2022
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.162.016566
30
06/04/2022
ვებგვერდი, 07/04/2022
010250020.35.162.016566
„ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 28 დეკემბრის №30 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ახმეტის მუნიციპალიტეტი
 

ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

 დადგენილება №30

2022 წლის 6 აპრილი

ქ. ახმეტა

 

„ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 28 დეკემბრის №30 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიის  დებულების დამტკიცების შესახებ“ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 28 დეკემბრის №30 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 05/01/2018, სარეგისტრაციო კოდი: 010250020.35.162.016417) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-5 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,3. მერიაში ელექტრონული საქმისწარმოება ხორციელდება ქალაქ თბილისის მერიის ა(ა)იპ ,,მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტოს“ ავტომატიზებული სისტემის პროგრამის (MSDoc) მეშვეობით, აგრეთვე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სსიპ საფინანსო ანალიტიკური სამსახურის ,,ადამიანური რესურსების მართვის ელექტრონული სისტემით (eHRMS).

4. მერიის საქმისწარმოებაში გამოყენებული ელექტრონული დოკუმენტების სახეები და მათი გაფორმების სტანდარტები განისაზღვრება ქალაქ თბილისის მერიის ა(ა)იპ ,,მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტოს“ ავტომატიზებული სისტემის პროგრამით.“.

2. დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-8 მუხლის მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,8. მერის თანამდებობრივი სარგო ,,საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ ზღვრული ოდენობის ფარგლებში დგინდება მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ.“.

3. დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-10 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. მერს ჰყავს პირველი მოადგილე და მოადგილე, რომელთაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მერი.“.

ბ) მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,3. მერის პირველი მოადგილე და მოადგილე ფუნქციათა გადანაწილების შესაბამისად ხელმძღვანელობენ მერის უფლებამოსილებისთვის მიკუთვნებულ დარგს (დარგებს), ორგანიზებას უწევენ და აკონტროლებენ მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებისა და  მერის დავალებების შესრულებას. ამ დებულების შესაბამისად, მერის მიერ დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში გამოსცემენ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს.

4. მერის პირველი მოადგილისა და მოადგილისათვის ფუნქციათა გადანაწილება ხორციელდება მერის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტით - ბრძანებით.“.

) მე-6, მე-7 და მე-8 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. მერის პირველი მოადგილის არყოფნის შემთხვევაში, მერის დავალებით, მის მოვალეობას ასრულებს მერის მოადგილე.

7. მერის პირველ მოადგილეს და მოადგილეს უფლებამოსილებები უჩერდებათ და უწყდებათ საქართველოს ორგანული კანონით ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ განსაზღვრულ შემთხვევებში.“

8 მერის პირველი მოადგილის და მოადგილის თანამდებობრივი შეუთავსებლობის საკითხები წესრიგდება ,,საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.“.

4. დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-12 მუხლის მე-7 პუნქტის:

ა) „ა.ბ“ ქვეპუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა.ბ) საზოგადოებასთან ურთიერთობის და საერთაშორისო პროექტების განყოფილება;“.

ბ) „დ.ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ.ა) მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის განყოფილება;“.

გ) „დ.გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ.გ) ქონების მართვის განყოფილება;“.

დ) „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) კულტურის, სკოლამდელი განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახური;“.

ე)„ე.ა“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

ვ) „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თ) ჯანდაცვის, ბავშვის უფლებათა დაცვის და სოციალურ საკითხთა სამსახური, რომელსაც აქვს ერთი განყოფილება:‘’.

ზ) ,,თ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსისი ,,თ.ა“ ქვეპუნქტი:

,,თ.ა“) ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის განყოფილება.“.

5. დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-13 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ადმინისტრაციული სამსახურის ძირითადი ფუნქციებია მერიის სტრუქტურული ერთეულების მუშაობის კოორდინაციის ხელშეწყობა, მერიის საქმისწარმოების, საკადრო საკითხთა, ადამიანური რესურსების მართვა, საჯარო ინფორმაციის რეესტრის წარმოება, საჯარო ინფორმაციის პროექტიული წესით გამოქვეყნება, საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა, საერთაშორისო პროექტებში აქტიური მონაწილეობა.“.

ბ) მე-4 და მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. ეკონომიკის სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარების სტრატეგიების, მუნიციპალური პროგრამების პროექტების შემუშავება და დამტკიცებული დოკუმენტების განხორციელების კოორდინაცია, მონაცემების სტატისტიკური შეგროვება-დამუშავება, მუნიციპალიტეტის ქონების მართვა, საბუღალტრო შესყიდვების უზრუნველყოფა.

,,5. კულტურის, სკოლამდელი განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ძირითადი ფუნქციებია სკოლამდელი განთლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საკითხთა მუნიციპალური პროგრამების შემუშავება და განხორციელების უზრუნველყოფა.”.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2022 წლის 15 აპრილიდან.

 


ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეიოსები ქარუმაშვილი