„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 111
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 12/04/2022
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 13/04/2022
სარეგისტრაციო კოდი 230210000.22.033.017579
111
12/04/2022
ვებგვერდი, 13/04/2022
230210000.22.033.017579
„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს ფინანსთა მინისტრი
 

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №111

2022 წლის 12 აპრილი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებით (https://matsne.gov.ge, 30/08/2019, სარეგისტრაციო კოდი: 230210000.22.033.017230) დამტკიცებული:

1.საბაჟო კონტროლის შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №2) პირველი მუხლის მე-7 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) დაუტვირთავი სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალების (საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე ტრანზიტულად გადაადგილებულის გარდა) შემთხვევაში, თუ ავზში არსებული საწვავის ოდენობა არ აღემატება 100 ლიტრს;“.

2. „საბაჟო ზედამხედველობის შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №3):

ა) მე-6 მუხლის მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„9. ერთი მოწმობა გაიცემა საქონლით გადაადგილებულ მხოლოდ ერთ სატრანსპორტო საშუალებაზე.“;

ბ) მე-7 მუხლის 23-ე პუნქტის:

ბ.ა) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) პირველ განყოფილებაში მიეთითება საბაჟო ორგანოში წარდგენილი დოკუმენტების ან/და საქონელთან დაკავშირებით სხვა საჭირო ინფორმაციის კოდები კლასიფიკატორის მე-10 ნაწილის მიხედვით;“;

ბ.ბ) „ბ.ბ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ბ.ბ1“ ქვეპუნქტი:

„ბ.ბ1) სხვა სატრანსპორტო საშუალებით გადაადგილებული სატრანსპორტო საშუალებ(ებ)ის შემთხვევაში, მიეთითება „იხ. უკანა გვერდზე“, ხოლო მოწმობის უკანა გვერდზე აღინიშნება სატრანსპორტო საშუალებ(ებ)ის საიდენტიფიკაციო (VIN) ნომერ(ებ)ი;“;

გ) მე-16 მუხლის:

გ.ა) პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ) გრაფა R. „ოპერაცია“ – გრაფაში მიეთითება საქონლის რეექსპორტის კოდი:

ვ.ა) საბაჟო საწყობის პროცედურაში მოქცეული სატრანსპორტო საშუალების რეექსპორტის შემთხვევაში – „11–74“;

ვ.ბ) დროებით შენახული სატრანსპორტო საშუალების რეექსპორტის შემთხვევაში – 11–79.“;

გ.ბ) მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) გრაფა R. „ოპერაცია“ – გრაფაში მიეთითება დამხმარე კოდი:

გ.ა) საბაჟო საწყობის პროცედურაში მოქცეული სატრანსპორტო საშუალების გატანის/გადაადგილების შემთხვევაში – „74–74“;

გ.ბ) დროებით შენახული სატრანსპორტო საშუალების გატანის/გადაადგილების შემთხვევაში – „79–79“.“.

3. „გარანტიის შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №4) მე-3 მუხლის მე-11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„11. საერთო გარანტიის წარდგენის უფლების მინიჭება, შეჩერება, აღდგენა და გაუქმება ხორციელდება საბაჟო ორგანოს უფროსის ბრძანებით.“.

4. „საქონლის დროებით შენახვის შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №6) მე-8 მუხლის:

ა) მე-18 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„18. გრაფა 18 „სატრანსპორტო საშუალება დანიშნულების ადგილზე“ – გრაფის მარცხენა განყოფილებაში აღინიშნება იმ სატრანსპორტო საშუალებათა რაოდენობა (მაგალითად: 23 რკინიგზ. ვაგონი, 02 ა/მ, 04 კონტეინერი), რომლითაც ხდება საქონლის მიწოდება გაფორმების საბაჟო ორგანომდე. გრაფის მარჯვენა განყოფილებაში უნდა ჩაიწეროს სატრანსპორტო საშუალების მფლობელი ქვეყნის ციფრული კოდი კლასიფიკატორის მე-3 ნაწილის შესაბამისად (რამდენიმე სატრანსპორტო საშუალების სხვადასხვა მფლობელი ქვეყნების შემთხვევაში მიეთითება – „000“). დროებით შენახვის დეკლარაციის უკანა გვერდზე თითოეულ ველში ცალ-ცალკე აღინიშნება სატრანსპორტო საშუალებათა მონაცემები (საზღვაო სატრანსპორტო საშუალების დასახელება, საჰაერო ხომალდის რეისის და ბორტის ნომრები, სარკინიგზო ვაგონის ნომერი, ავტოტრანსპორტის სარეგისტრაციო ნომერი (მაგალითად: გამწევის ნომერი/მისაბმელის ნომერი)).“;

ბ) 21-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„21. გრაფა 21 „სატრანსპორტო საშუალება საზღვარზე“ – გრაფის მარცხენა განყოფილებაში აღინიშნება იმ სატრანსპორტო საშუალებათა რაოდენობა (მაგალითად: 23 რკინიგზ. ვაგონი, 02 ა/მ, 04 კონტეინერი), რომლითაც საქონელი მიწოდებულ იქნა საქართველოს საბაჟო საზღვრამდე. გრაფის მარჯვენა განყოფილებაში უნდა ჩაიწეროს სატრანსპორტო საშუალების მფლობელი ქვეყნის ციფრული კოდი კლასიფიკატორის მე-3 ნაწილის შესაბამისად (რამდენიმე სატრანსპორტო საშუალების სხვადასხვა მფლობელი ქვეყნების შემთხვევაში მიეთითება – „000“). დროებით შენახვის დეკლარაციის უკანა გვერდზე თითოეულ ველში ცალ-ცალკე აღინიშნება სატრანსპორტო საშუალებათა მონაცემები (საზღვაო სატრანსპორტო საშუალების დასახელება, საჰაერო ხომალდის რეისის და ბორტის ნომრები, სარკინიგზო ვაგონის ნომერი, ავტოტრანსპორტის სარეგისტრაციო ნომერი და სხვა მსგავსი მონაცემები).“.

5. „საქონლის საბაჟო პროცედურაში ან რეექსპორტში დეკლარირებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციის (დანართი №8):

ა) პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) „ოქროს სიის“ მონაწილის ან „საბაჟო გამარტივებისათვის“ ავტორიზაციის მფლობელი ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორის კუთვნილი ან საქონლის შემოტანამდე გაფორმების ეკონომიკურ ზონაში საბაჟო ორგანოს მიერ შევსებული საბაჟო დეკლარაციით თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურაში გაცხადებული საქონლისა, რომლის გაშვებაც ხორციელდება საბაჟო გამშვები პუნქტიდან;“;

ბ) მე-12 მუხლის მე-6 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 61 და  62 პუნქტები:

„61. ამ ინსტრუქციის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, დეკლარანტი უფლებამოსილია:

ა) საქონლის (გარდა ლიცენზიის/ნებართვის/სერტიფიკატის წარდგენას დაქვემდებარებული საქონლისა, შესაბამისი ტექნიკური რეგლამენტით იმპორტის წინასწარი შეტყობინების წარდგენას დაქვემდებარებული საქონლისა და აქციზური (მსუბუქი ავტომობილის, ნავთობის მძიმე დისტილატების, აირების და ზეთების გარდა) საქონლისა) თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურაში დეკლარირებისას (წინასწარი დეკლარირების გარდა), საქონლის საბაჟო დეკლარაციის შევსებასა და „eCustoms“-ში რეგისტრაციასთან ერთად, განახორციელოს „eCustoms“-ის მეშვეობით გამოსაყენებელი რისკების მართვის სისტემის გააქტიურება, რის შემდეგაც დეკლარაციისათვის განისაზღვრება შესაბამისი დერეფანი;

ბ) საქონლის (გარდა ლიცენზიის/ნებართვის/სერტიფიკატის წარდგენას დაქვემდებარებული საქონლისა, შავი ან/და ფერადი ლითონების ჯართისა და შავი ან/და ფერადი ლითონების ნარჩენისა) ექსპორტის პროცედურაში დეკლარირებისას, საქონლის საბაჟო დეკლარაციის შევსებასა და „eCustoms“-ში რეგისტრაციასთან ერთად განახორციელოს „eCustoms“-ის მეშვეობით გამოსაყენებელი რისკების მართვის სისტემის გააქტიურება, რის შემდეგაც დეკლარაციისათვის განისაზღვრება შესაბამისი დერეფანი.

62. ცალკეული საქონლის დეკლარირებისას ამ მუხლის 61 პუნქტით გათვალისწინებული შეზღუდვები არ ვრცელდება „ოქროს სიის“ მონაწილეზე და „საბაჟო გამარტივებისათვის“ ავტორიზაციის მფლობელ ავტორიზებულ ეკონომიკურ ოპერატორზე.“;

გ) მე-15 მუხლის:

გ.ა) 21-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„21. გრაფა 18 „სატრანსპორტო საშუალება დანიშნულების ადგილზე“ – გრაფის მარცხენა განყოფილებაში აღინიშნება იმ სატრანსპორტო საშუალებათა რაოდენობა (მაგალითად: 23 რკინიგზ. ვაგონი, 02 ა/მ, 04 კონტეინერი), რომლითაც ხდება საქონლის მიწოდება გაფორმების საბაჟო ორგანომდე. გრაფის მარჯვენა განყოფილებაში მიეთითება სატრანსპორტო საშუალების მფლობელი ქვეყნის ციფრული კოდი კლასიფიკატორის (დანართი №19) მე-3 ნაწილის შესაბამისად (რამდენიმე სატრანსპორტო საშუალების სხვადასხვა მფლობელი ქვეყნების შემთხვევაში მიეთითება – 000). დეკლარაციის უკანა გვერდზე თითოეულ ველში ცალ-ცალკე აღინიშნება სატრანსპორტო საშუალებათა მონაცემები (საზღვაო სატრანსპორტო საშუალების დასახელება, საჰაერო ხომალდის რეისის და ბორტის ნომრები, სარკინიგზო ვაგონის ნომერი, ავტოტრანსპორტის სარეგისტრაციო ნომერი (მაგალითად: გამწევის ნომერი/მისაბმელის ნომერი)). ამასთან, როდესაც თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურაში წინასწარ დეკლარირებული საქონელი, საბაჟო გამშვებ პუნქტში საბაჟო დეკლარაციისათვის „წითელი“ ან „ყვითელი“ დერეფნის შერჩევისას ან საბაჟო დეკლარაციასა და საქონლის თანმხლებ დოკუმენტებში შეუსაბამობისას, ავტოსატრანსპორტო საშუალებ(ებ)ით გადაადგილდება გაფორმების ორგანოს დანიშნულებით, დეკლარაციის უკანა გვერდზე თითოეულ ველში ასახული სატრანსპორტო საშუალებ(ებ)ის მონაცემ(ებ)ის გასწვრივ, გრაფაში „MISCELLANEOUS“, შეიტანება გამოყენებული იდენტიფიკაციის საშუალებ(ებ)ის შესახებ ინფორმაციაც (იდენტიფიკაციის საშუალებ(ებ)ის ტიპი („1,“ – საბაჟო ორგანოს მიერ დადებული ძალოვანი ლუქის შემთხვევაში, „2,“ – საბაჟო ორგანოს მიერ დადებული მწებავი ლენტის შემთხვევაში, „3,“ – არასაბაჟო ორგანოს მიერ დადებული ძალოვანი ლუქის შემთხვევაში და „4,“ – არასაბაჟო ორგანოს მიერ დადებული მწებავი ლენტის შემთხვევაში) და  შემდეგ ნომერი). რამდენიმე იდენტიფიკაციის საშუალების შემთხვევაში მიეთითება თითოეულის ნომერი სრულად, რომლებიც ერთმანეთისგან გამოიყოფა წილადის ხაზით, ხოლო თუ ისინი თანმიმდევრობითაა აღებული, პირველი ნომერი ჩაიწერება სრულად, მომდევნო იდენტიფიკაციის საშუალებებზე კი მხოლოდ ნომრ(ებ)ის ბოლო ორი ციფრი, რომლებიც ერთმანეთისგან გამოიყოფა წილადის ხაზებით. ამასთან, იდენტიფიკაციის საშუალებ(ებ)ის ნომერი/ნომრები მიეთითება მხოლოდ ციფრებით.“;

გ.ბ) 47-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„47. გრაფა 44 „დამატ. ინფორმაცია“ – აღინიშნება დეკლარაციასთან ერთად წარდგენილი ნებართვის ნომერი (ასეთის არსებობის აუცილებლობის შემთხვევაში) და დოკუმენტაციის ან/და საქონელთან დაკავშირებით სხვა საჭირო ინფორმაციის ნომრები კლასიფიკატორის (დანართი №19) მე-10 ნაწილის შესაბამისად.“;

დ) მე-16 მუხლის:

დ.ა) მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„9. გრაფა 18 „სატრანსპორტო საშუალება გაგზავნის ადგილზე“ – გრაფის მარცხენა განყოფილებაში აღინიშნება იმ სატრანსპორტო საშუალებათა რაოდენობა (მაგალითად: 23 რკინიგზ. ვაგონი, 02 ა/მ, 04 კონტეინერი), რომლებზეც საქონელი დაიტვირთება საქართველოს საბაჟო საზღვარზე (საბაჟო გამშვებ პუნქტში) მისატანად. გრაფის მარჯვენა განყოფილებაში მიეთითება სატრანსპორტო საშუალების მფლობელი ქვეყნის ციფრული კოდი კლასიფიკატორის (დანართი №19) მე-3 ნაწილის შესაბამისად (რამდენიმე სატრანსპორტო საშუალების სხვადასხვა მფლობელი ქვეყნების შემთხვევაში მიეთითება – „000“). დეკლარაციის უკანა გვერდზე თითოეულ ველში ცალ-ცალკე აღინიშნება სატრანსპორტო საშუალებათა მონაცემები (საზღვაო სატრანსპორტო საშუალების დასახელება, საჰაერო ხომალდის რეისის და ბორტის ნომრები, სარკინიგზო ვაგონის ნომერი, ავტოტრანსპორტის სარეგისტრაციო ნომერი (მაგალითად: გამწევის ნომერი/მისაბმელის ნომერი)), ხოლო სატრანსპორტო საშუალებ(ებ)ის მონაცემ(ებ)ის გასწვრივ, გრაფაში „MISCELLANEOUS“, შეიტანება გამოყენებული იდენტიფიკაციის საშუალებ(ებ)ის შესახებ ინფორმაციაც (იდენტიფიკაციის საშუალებ(ებ)ის ტიპი („1,“ – საბაჟო ორგანოს მიერ დადებული ძალოვანი ლუქის შემთხვევაში, „2,“ – საბაჟო ორგანოს მიერ დადებული მწებავი ლენტის შემთხვევაში, „3,“ - არასაბაჟო ორგანოს მიერ დადებული ძალოვანი ლუქის შემთხვევაში და „4,“ - არასაბაჟო ორგანოს მიერ დადებული მწებავი ლენტის შემთხვევაში) და შემდეგ ნომერი). რამდენიმე იდენტიფიკაციის საშუალების შემთხვევაში მიეთითება თითოეულის ნომერი სრულად, რომლებიც ერთმანეთისგან გამოიყოფა წილადის ხაზით, ხოლო თუ ისინი თანმიმდევრობითაა აღებული, პირველი ნომერი ჩაიწერება სრულად, მომდევნო იდენტიფიკაციის საშუალებებზე კი მხოლოდ ნომრ(ებ)ის ბოლო ორი ციფრი, რომლებიც ერთმანეთისგან გამოიყოფა წილადის ხაზებით. ამასთან, იდენტიფიკაციის საშუალებ(ებ)ის ნომერი/ნომრები მიეთითება მხოლოდ ციფრებით.“;

დ.ბ) მე-14 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„14. გრაფა 44 „დამატებითი ინფორმაცია“ – გრაფაში აღინიშნება დეკლარაციასთან ერთად წარდგენილი ნებართვის ნომერი (ასეთის არსებობის აუცილებლობის შემთხვევაში) და დოკუმენტაციის ან/და საქონელთან დაკავშირებით სხვა საჭირო ინფორმაციის ნომრები კლასიფიკატორის (დანართი №19) მე-10 ნაწილის შესაბამისად. გრაფაში აღინიშნება საქონელზე ან/და სატრანსპორტო საშუალებაზე დადებული იდენტიფიკაციის საშუალების (ნიშნის) კოდი (420 ან 421) კლასიფიკატორის (დანართი №19) მე-10 ნაწილის შესაბამისად.“;

ე) მე-17 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. გრაფა 44 „დამატებითი ინფორმაცია“ – გრაფაში აღინიშნება დეკლარაციასთან ერთად წარდგენილი ნებართვის ნომერი (ასეთის არსებობის აუცილებლობის შემთხვევაში) და დოკუმენტაციის ან/და საქონელთან დაკავშირებით სხვა საჭირო ინფორმაციის ნომრები კლასიფიკატორის (დანართი №19) მე-10 ნაწილის შესაბამისად. იმ შემთხვევაში, თუ 37-ე გრაფაში მითითებულია „7474“, მაშინ 44-ე გრაფაში მიეთითება იმ საბაჟო საწყობის საიდენტიფიკაციო კოდი, საიდანაც ხდება საქონლის გამოტანა.“;

ვ) 21-ე მუხლის:

ვ.ა) მე-17 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„17. გრაფა 18 „სატრანსპორტო საშუალება დანიშნულების ადგილზე“ – გრაფის მარცხენა განყოფილებაში აღინიშნება იმ სატრანსპორტო საშუალებათა რაოდენობა (მაგალითად: 23 რკინიგზ. ვაგონი, 02 ა/მ, 04 კონტეინერი), რომლითაც ხდება საქონლის მიწოდება დანიშნულების საბაჟო ორგანომდე. გრაფის მარჯვენა განყოფილებაში უნდა ჩაიწეროს სატრანსპორტო საშუალების მფლობელი ქვეყნის ციფრული კოდი კლასიფიკატორის (დანართი №19) მე-3 ნაწილის შესაბამისად. დეკლარაციის უკანა გვერდზე თითოეულ ველში ცალ-ცალკე აღინიშნება სატრანსპორტო საშუალებათა მონაცემები (საზღვაო სატრანსპორტო საშუალების დასახელება, საჰაერო ხომალდის რეისის და ბორტის ნომრები, სარკინიგზო ვაგონის ნომერი, ავტოტრანსპორტის სარეგისტრაციო ნომერი (მაგალითად: გამწევის ნომერი/მისაბმელის ნომერი)), ხოლო სატრანსპორტო საშუალებ(ებ)ის მონაცემ(ებ)ის გასწვრივ, გრაფაში „MISCELLANEOUS“, შეიტანება გამოყენებული იდენტიფიკაციის საშუალებ(ებ)ის შესახებ ინფორმაციაც (იდენტიფიკაციის საშუალებ(ებ)ის ტიპი („1,“ – საბაჟო ორგანოს მიერ დადებული ძალოვანი ლუქის შემთხვევაში, „2,“ – საბაჟო ორგანოს მიერ დადებული მწებავი ლენტის შემთხვევაში, „3,“ – არასაბაჟო ორგანოს მიერ დადებული ძალოვანი ლუქის შემთხვევაში და „4,“ – არასაბაჟო ორგანოს მიერ დადებული მწებავი ლენტის შემთხვევაში) და შემდეგ ნომერი. რამდენიმე იდენტიფიკაციის საშუალების შემთხვევაში მიეთითება თითოეულის ნომერი სრულად, რომლებიც ერთმანეთისგან გამოიყოფა წილადის ხაზით, ხოლო თუ ისინი თანმიმდევრობითაა აღებული, პირველი ნომერი ჩაიწერება სრულად, მომდევნო იდენტიფიკაციის საშუალებებზე კი მხოლოდ ნომრ(ებ)ის ბოლო ორი ციფრი, რომლებიც ერთმანეთისგან გამოიყოფა წილადის ხაზებით. ამასთან, იდენტიფიკაციის საშუალებ(ებ)ის ნომერი/ნომრები მიეთითება მხოლოდ ციფრებით.“;

ვ.ბ) 30-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„30. გრაფა 44 „დამატებითი ინფორმაცია“ – აღინიშნება დეკლარაციასთან ერთად წარდგენილი ნებართვის ნომერი (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და დოკუმენტაციის ან/და საქონელთან დაკავშირებით სხვა საჭირო ინფორმაციის ნომრები კლასიფიკატორის (დანართი №19) მე-10 ნაწილის შესაბამისად.“;

ზ) 33-ე მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. პირის მიერ საბაჟო პროცედურის/რეექსპორტის განსაზღვრისას, წარდგენილი უნდა იქნეს ამ ინსტრუქციის მე-6 მუხლით გათვალისწინებული, აგრეთვე კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა შესაბამისი დოკუმენტები, დროებით შემოტანის პროცედურაში მოქცეული იმპორტის გადასახდელის გადახდისაგან ნაწილობრივ გათავისუფლებულ საქონელზე – „დროებით შემოტანისას გადასახდელი თანხის გადახდის განრიგი“, ამ ბრძანებით დამტკიცებული „დროებით შემოტანის პროცედურის შესახებ“ ინსტრუქციით (დანართი №11) დამტკიცებული ფორმით.“;

თ) 34-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ზ.ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ზ.ე) რეექსპორტის – „11“, ხოლო შემდეგ „–“ და წინმსწრები საბაჟო პროცედურის კოდი („74“ – საწყობის პროცედურიდან რეექსპორტის შემთხვევაში და „34“ – დროებით შემოტანიდან რეექსპორტის შემთხვევაში) ან საქონლის დროებით შენახვის კოდი – „79“;“.

 6. „დეკლარირების კლასიფიკატორის“ (დანართი №19) „ნაწილი 10. საქონლის გაფორმებისათვის წარსადგენი დოკუმენტებისა და საქონელთან დაკავშირებით სხვა საჭირო ინფორმაციის კლასიფიკატორის“ „511“ კოდის გრაფის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „512“ კოდის გრაფა:

„512

სატრანსპორტო საშუალების საიდენტიფიკაციო (VIN) ნომერი“.

 

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 30-ე დღეს.

საქართველოს ფინანსთა მინისტრილაშა ხუციშვილი