„ნავსადგურის წესების“ დამტკიცების შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ - საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2012 წლის 31 აგვისტოს N019 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნავსადგურის წესების“ დამტკიცების შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ - საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2012 წლის 31 აგვისტოს N019 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 20
დოკუმენტის მიმღები საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი
მიღების თარიღი 20/04/2022
დოკუმენტის ტიპი საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 21/04/2022
ძალის დაკარგვის თარიღი 28/07/2022
სარეგისტრაციო კოდი 310040000.55.067.016146
20
20/04/2022
ვებგვერდი, 21/04/2022
310040000.55.067.016146
„ნავსადგურის წესების“ დამტკიცების შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ - საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2012 წლის 31 აგვისტოს N019 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი
 

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სა მინისტრ ს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის

ბრძანება №20

2022 წლის 20 აპრილი

ქ. ბათუმი

 

„ნავსადგურის წესების“ დამტკიცების შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ  საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2012 წლის 31 აგვისტოს №019 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 14 აპრილის №1-1/585 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის  საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დებულების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2012 წლის 31 აგვისტოს №019 ბრძანებით დამტკიცებულ „ნავსადგურის წესებში“ შეტანილ იქნას შემდეგი ცვლილება:

1.    წესის მე-17 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-10 პუნქტი:

„10. ამინდის გაუარესების ან სხვა აუცილებლობის შემთხვევაში, როდესაც აუცილებელია საბუქსირე გემის ბუქსირების ოპერაციაში დაუყოვნებლივი ჩართვა, ბუქსირების ოპერაციის დაწყების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს ნავსადგურის კაპიტანი.“.

2.    წესის 92-ე მუხლის:

ა) პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

ვ) სამხრეთიდან შემოსაზღვრულია ბათუმის ძირითადი ნავსადგურისა და  გარე ნავსადგურის ტერიტორიით.“;

ბ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ბათუმის ნავსადგურის ფარგლებში შედის: შპს ბათუმის საზღვაო ნავსადგური (ძირითადი ნავსადგური), ძირითადი ნავსადგურის შიდა რეიდი,  ძირითად ნავსადგურში შემომსვლელ/გამსვლელი ბუნებრივი არხი (ე.წ. „კანიონი“), გარე რეიდი (ძირითადი საღუზე რაიონი) და გარე ნავსადგური, რომლის ფარგლებში შედის შპს „ტერმინალ 1“ და შპს „იბერიის ნავმისადგომი.“.

3. წესის 93-ე მუხლის:

ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ბათუმის ძირითადი ნავსადგურის ტერიტორიაში არ შედის:

ა) სანაპირო ზოლის მონაკვეთი მოთავსებული № 9 და № 10 ნავმისადგომებს შორის;

ბ) „იახტ კლუბის“ ტერიტორია;

გ) გარე ნავსადგური.“;

ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. ბათუმის ძირითადი ნავსადგურის აკვატორიაში არ შედის:

ა) გარე ნავსადგურის აკვატორია;

ბ) „იახტ კლუბის“ აკვატორია.“;

გ)  მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგირედაქციით:

„5. გარე ნავსადგურის აკვატორია შემოსაზღვრულია კოორდინატების 410 39,14’ ჩრდ. განედის/ 0410 39,52’ აღმოს. გრძედის წერტილზე გამავალი პარალელით და კოორდინატების 410 39,14’ ჩრდ.განედის / 0410 39,85’ აღმოს. გრძედის წერტილზე გამავალი მერიდიანით ნაპირამდე.“;

დ) დაემატოს შემდეგი შინაარსის 51 პუნქტი:

51. გარე ნავსადგურის აკვატორია და იქ არსებული ნავმისადგომები აღინიშნება მცირე სიღრმეების მქონე აკვატორიად (ე.წ. „მეჩხერი ზღვა“), სადაც აკვატორიის ამ ნაწილის  სპეციფიკიდან გამომდინარე წყლის სიღრმეები მერყევია და გემისთვის მაქსიმალურად დასაშვები წყალშიგის სიდიდეები პერიოდულად ცხადდება ნავსადგურის კაპიტნის სამსახურის მიერ, ნავმისადგომებთან ოფიციალურად ჩატარებული სიღრმეების გაზომვების შემდეგ გამოშვებული ტოპო-ბათიმეტრიული რუკის მონაცემებზე დაყრდნობით.“;

ე) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. არახელსაყრელი ამინდის პროგნოზის მიღებისთანავე, იქ მდგომი გემები, საერთო უსაფრთხოებიდან გამომდინარე, ვალდებულნი არიან დაუყოვნებლივ დატოვონ გარე ნავსადგურის ნავმისადგომები და გავიდნენ ღია ზღვაში. ნავსადგურის კაპიტანი უფლებამოსილია, შტორმის პერიოდში, მცირე ზომის გემებს დროებით გამოუყოს თავშესაფარი,  ძირითადი ნავსადგურის აკვატორიაში ღუზაზე დასადგომად.“.

4. წესს დაემატოს შემდეგი შინაარსის 931 მუხლი:

„მუხლი 931.  გარე ნავსადგური

1. „ტერმინალ 1“ მოიცავს ხმელეთზე განლაგებულ ნავთობ პროდუქტების ბაზას და ზღვაში განლაგებულ ესტაკადას, რომელიც შედგება ორი ნავმისადგომისაგან  ნავმისადგომი №1 (მარცხენა ნავმისადგომი) და ნავმისადგომი №2 (მარჯვენა ნავმისადგომი).

2. სატვირთო გემების მისაღებად გამოიყენება №1 ნავმისადგომი.

3. №1 ნავმისადგომთან დაიშვება ნებისმიერი დანიშნულების ტანკერის ან/და სხვა გემის დადგომა (გარდა აირმზიდი გემისა), რომლის მაქსიმალური სიგრძეა  140 მეტრი, ხოლო სიგანე 17 მეტრი. „ტერმინალ 1“-ის ადმინისტრაცია ვალდებულია შეასრულოს ნავსადგურის კაპიტნის მითითებები, რომლებიც ეხება ტერმინალთან გემის უსაფრთხოდ დაყენების კრიტერიუმებს (მანევრირებას, მაქსიმალურად დასაშვებ წყალშიგს და გემის კორპუსის უკანა დაბოლოვების ე.წ. „კიჩოს“ მაქსიმალურად დაშვებული უსაფრთხო შესვლის სიგრძეს ნავმისადომის გასწვრივ, ესტაკატის სიღრმეში ნაპირის მიმართულებით).

4. ტერმინალ 1-ის  ნავმისადგომთან ტანკერის დაყენება უნდა განხორციელდეს მხოლოდ დღის ნათელ პერიოდში.

5. გარე ნავსადგურის ნავმისადგომთან გემის დაყენების, აკვატორიაში მანევრირების, სატვირთო ოპერაციების განხორციელების ან/და ნავმისადგომებიდან გასვლის დროს ქარის მაქსიმალური დასაშვები სიჩქარეა  5 მ/ წამში, ზღვის ღელვა – 2 ბალი ბოფორტის შკალით, ხოლო ტალღის მაქსიმალური სიმაღლე – 0.5 მეტრი. ამ პუნქტით გათვალისწინებული ამინდის შემადგენელი მონაცემების სიდიდეების გაზრდის (მომატების) შემთხვევაში ან/და ამინდის მდგომარეობის გაუარესების  პროგნოზის მიღებისთანავე, ტანკერის სატვირთო ოპერაციები დაუყონებლივ უნდა შეწყდეს და ტანკერი უსაფრთხოდ უნდა გავიდეს რეიდზე (ღუზაზე) ან ღია ზღვაში დრეიფისთვის.

6. ტანკერი სიგრძით: 108 მეტრი, რომლის ნავმისადგომთან მიყენების და გამოყვანის დროს სავალდებულოა არანაკლები ორი მაბუქსირებელი გემი, თითოეული 600 ცხ/ძალით, ჯამში 1200 ცხ/ძალით. ხოლო იმ შემთხვევში, თუ ტანკერს გააჩნია გემის აქტიური მანევრირებისათვის საჭის დამხმარე აღჭურვილობა, ე.წ. Bow Thruster, მაშინ, მაბუქსირებელის სიმძლავრის გამოთვლისას გამოიყენება კოეფიციენტი 0,75 და შესაბამისად ტანკერისათვის სიგრძით 108 მეტრი სავალდებულოა ორი მაბუქსირებელი გემი, თითოეული 450 ცხ/ძალის სიმძლავრით, რომელთა ფაქტობრივი ჯამური სიმძლავრე შეადგენს 900 ცხ/ძალას.

7. ტანკერი სიგრძით: 141 მეტრი, რომლის ნავმისადგომთან მიყენების და გამოყვანის დროს სავალდებულოა არანაკლები 2 (ორი) მაბუქსირებელი გემი, თითოეული 1200 ცხ/ძალით, ჯამში 2400 ცხ/ძალით. ხოლო იმ შემთხვევში, თუ ტანკერს გააჩნია გემის აქტიური მანევრირებისათვის აზიმუტალური საჭის აღჭურვილობა, ე.წ. Azimutal steering device, მაშინ, მაბუქსირებელის სიმძლავრის გამოთვლისას გამოყენებული კოეფიციენტის თანახმად, ტანკერისათვის სიგრძით 141 მეტრი, სავალდებულოა 2 (ორი) მაბუქსირებელი გემი, თითოეული 900 ცხ/ძალის სიმძლავრით, რომელთა ფაქტობრივი ჯამური სიმძლავრე შეადგენს 1800 ცხ/ძალას.

8. სავალდებულოა ნავმისადგომთან თხევადი ნავთობპროდუქტების დამუშავების პერიოდში, მინიმუმ 1 (ერთი) ბუქსირი იმყოფებოდეს მახლობლად, სრულ მზადყოფნაში.

9. ამინდის ან სხვა უსაფრთხოების ფაქტორებიდან გამომდინარე, ლოცმანს ან/და გემის კაპიტანს უფლება აქვს მოცემულ წესში გაწერილ ბუქსირების რაოდენობასთან, დამატებითი ბუქსირი მოითხოვოს, რაც თავის მხრივ  დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს ნავსადგურის სახელმწიფო ზედამხედველობისა და კონტროლის სამსახურს.

10. გარე ნავსადგურში შესვლა შესაძლებელია მოძრაობის გამყოფი ზონის გვერდის ავლით უსაფრთხო სიღრმეების გამოყენებით და სანავიგაციო საფრთხეებისაგან უსაფრთხო მანძილის გათვალისწინებით.

11. „იბერიის“ ნავმისადგომი ემსახურება მცირე ზომის გემებს და განკუთვნილია მშრალი და ნაყარი ტვირთების დასამუშავებლად.“.

5.  წესის 106-ე მუხლის:

ა) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, თუ გემი არ დგას „SPM“-თან და არ მიმდინარეობს სატვირთო ოპერაციები, დასაშვებია (01 მაისიდან  01 ნოემბრამდე) 100 საერთო ტევადობა და მასზე ნაკლები (გასართობი,  სასეირნო, ტურისტული, სპორტული და სხვა მიზნებისთვის) მცურავი საშუალების გადაადგილება შემდეგ კოორდინატებში:

ა) φ=42003.202’ N;  λ =041043.55’ E;

ბ) φ=42003.202’ N;  λ=041043.0’ E;

გ) φ =42002.0’ N;    λ=041043.5’ E;

დ) φ=42002.0’ N;    λ=041044.34’ E.

ბ) დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 და მე-5 პუნქტები:

„4. სუფსის ნავსადგურში ტანკერის შესვლის, ღუზაზე დგომის, ნავსადგურიდან გასვლის შემთხვევაში, დასაშვებია შესაბამისი ნებართვის მქონე სამეწარმეო საქმიანობის განმახორციელებელი პირის საკუთრებაში არსებული მცურავი საშუალებების გადაადგილება შემდეგ კოორდინატებში:

ა) φ= 42° 01.150'N;   λ=041° 45.200'E

ბ) φ= 42° 01.060'N;   λ=041° 44.750'E

გ) φ= 42° 00.70'N ;    λ=041° 44.770'E

დ) φ=42° 00.700'N ;  λ=041° 45.300'E

5. გემის „SPM“-თან დგომის დროს, დასაშვებია შესაბამისი ნებართვის მქონე სამეწარმეო საქმიანობის განმახორციელებელი პირის მიერ ტექნიკური სამუშაოების წარმოება,  საჭიროების შემთხვევაში, თუ ინფორმაცია სამუშაოების დაწყებამდე შეთანხმებულია  ნავსადგურის კაპიტანსა და სანაპირო დაცვის დეპარტამენტთან.“.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორითამარ იოსელიანი