დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალურ ინსპექციაში ცალკეულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმისწარმოებისათვის დოკუმენტების ფორმების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 25 სექტემბრის №28-96 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 9-42 |
| დოკუმენტის მიმღები | ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 15/04/2022 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 18/04/2022 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250050.35.101.016977 |
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის და ასევე „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 22 დეკემბრის N1190-VIIრს-Xმპ კანონის შესაბამისად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
შეტანილ იქნეს ცვლილება „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალურ ინსპექციაში ცალკეულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმისწარმოებისათვის დოკუმენტების ფორმების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 25 სექტემბრის №28-96 დადგენილებაში (შემდგომში – დადგენილება) (ვებგვერდი www. matsne.gov.ge 26.09.2018, სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.101.016547) და:
1. დადგენილების: ა) პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი სახით: „საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი” მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 64-ე მუხლის „ა“ პუნქტისა და 68-ე მუხლის პირველი პუნქტის „კ“ და „ლ“ ქვეპუნქტების, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 555 მუხლის, 771 მუხლის, 772 მუხლის, 825 მუხლის, 1354, 1461 მუხლის, 1502 მუხლის, 1503 მუხლის, 1511 მუხლის, 1523 მუხლის, 1525 -1529 მუხლების, 1536 მუხლის პირველი, მე-3 და მე-4 ნაწილების, 1539 მუხლის, 1583 მუხლის, 1584 მუხლის, 1585 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 2093 მუხლის პირველი, მე-3 და მე-4 ნაწილების, 2341 მუხლის, 239-ე მუხლის 27-ე ნაწილის, 240-ე მუხლის, 242-ე მუხლის 31 ნაწილის, 243-ე მუხლის 21 ნაწილის, 268-ე მუხლის მე-7 ნაწილის, 270-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 272-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 273-ე მუხლის, ნარჩენების მართვის კოდექსის 47-ე მუხლის პირველი, მე-8, მე-12-მე-15 ნაწილების, „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:“; ბ) პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 1. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 555 მუხლით, 771 მუხლით, 772 მუხლით, 825 მუხლით, 1354, 1461 მუხლით, 1502 მუხლით, 1503 მუხლით, 1511 მუხლით, 1523 მუხლით, 1525 -1529 მუხლებით 1536 მუხლის პირველი, მე-3 და მე-4 ნაწილებით, 1539 მუხლით, 1583 მუხლით, 1584 მუხლით, 1585 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, ნარჩენების მართვის კოდექსის 31-ე-35-ე მუხლებით, 36-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 39-ე მუხლით, 43-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 46-ე მუხლით გათვალისწინებულ სამართალდარღვევებზე საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენაზე უფლებამოსილნი არიან ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის (შემდგომში – ინსპექცია) დებულებით განსაზღვრული შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის საჯარო მოხელეები (შემდგომში – საჯარო მოხელე).“; გ) მე-2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 555 მუხლით, 771 მუხლით, 772 მუხლით, 825 მუხლით, 1354, 1461 მუხლით, 1502 მუხლით, 1503 მუხლით, 1511 მუხლით, 1523 მუხლით, 1525-1529 მუხლებით, 1536 მუხლის პირველი, მე-3 და მე-4 ნაწილებით, 1539 მუხლით, 1583 მუხლით, 1584 მუხლის, 1585 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, ნარჩენების მართვის კოდექსის 31-ე-35-ე მუხლებით, 36-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 39-ე მუხლით, 43-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 46-ე მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევებისას საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის, მისი შევსების, ჩაბარების, წარმოებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესი (დანართის №1);“; 2. დადგენილებით დამტკიცებული წესის: ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 555 მუხლით, 771 მუხლით, 772 მუხლით, 825 მუხლით, 1354, 1461 მუხლით, 1502 მუხლით, 1503 მუხლით, 1511 მუხლით, 1523 მუხლით, 1525 -1529 მუხლებით, 1536 მუხლის პირველი, მე-3 და მე-4 ნაწილებით, 1539 მუხლით, 1583 მუხლით, 1584 მუხლით, 1585 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, ნარჩენების მართვის კოდექსის 31-ე-35-ე მუხლებით, 36-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 39-ე მუხლით, 43-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 46-ე მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევებისას საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის, მისი შევსების, ჩაბარების, წარმოებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესი“ ; ბ) პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 1. წესის რეგულირების საგანი წინამდებარე წესი, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის, საქართველოს კანონის „ნარჩენების მართვის კოდექსი“, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის, „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ” საქართველოს კანონის, „მკაცრი აღრიცხვის ფორმების ნუსხის, მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის წესისა და მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის ჟურნალის ფორმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2020 წლის 31 აგვისტოს N1-1/345 ბრძანების, „მკაცრი აღრიცხვის ფორმების ექსპერტიზა-უტილიზაციის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2020 წლის 31 აგვისტოს N1-1/344 ბრძანების და სხვა მოქმედი ნორმატიული აქტების მიხედვით, განსაზღვრავს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამოვლენის, საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შენახვის, მისი შევსების, ჩაბარების, წარმოების, აღრიცხვა-ანგარიშგების და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის ადგილზე განხილვისას ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ მიღებული დადგენილების გასაჩივრების სამართლებრივ მექანიზმებს.“; გ) მე-3 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. საჯარო მოხელე, სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებისას საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 555 მუხლით, 771 მუხლით, 772 მუხლით, 825 მუხლით, 1354, 1461 მუხლით, 1502 მუხლით, 1503 მუხლით, 1511 მუხლით, 1523 მუხლით, 1525 -1529 მუხლებით, 1536 მუხლის პირველი, მე-3 და მე-4 ნაწილებით, 1539 მუხლით, 1583 მუხლით, 1584 მუხლით, 1585 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, ნარჩენების მართვის კოდექსის 31-ე-35-ე მუხლებით, 36-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 39-ე მუხლით, 43-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 46-ე მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა გამოვლენის მიზნით, უფლებამოსილია კალენდარული წლის განმავლობაში, ნებისმიერ დროს, შეუზღუდავად განახორციელოს შემოწმება. 2. საჯარო მოხელე საჯარიმო ქვითარს – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს ავსებს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 555 მუხლით, 771მუხლით, 772 მუხლით, 825 მუხლით, 1354, 1461 მუხლით, 1502 მუხლით, 1503 მუხლით, 1511მუხლით, 1523 მუხლით, 1525-1529 მუხლებით, 1536 მუხლის პირველი, მე-3 და მე-4 ნაწილებით, 1539 მუხლით, 1583 მუხლით, 1584 მუხლით, 1585 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, ნარჩენების მართვის კოდექსის 31-ე-35-ე მუხლებით, 36-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 39-ე მუხლით, 43-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 46-ე მუხლით. აღნიშნული მუხლებით გათვალისწინებულ შემთხვევებში, თუ სამართალდამრღვევს არ აქვს პიროვნების დამადასტურებელი საბუთები და არ არიან მოწმეები, რომლებსაც შეუძლიათ მიაწოდონ საჭირო ცნობები მის შესახებ, საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შემვსებმა საჯარო მოხელემ, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 243-ე მუხლის 21 ნაწილის შესაბამისად, შეიძლება სამართალდამრღვევი მიიყვანოს პოლიციაში სახელის, გვარისა და საცხოვრებელი მისამართის დადგენის მიზნით. აღნიშნული მონაცემების დადგენის შემდეგ საჯარო მოხელე ავსებს საჯარიმო ქვითარს – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს.“; დ) მე-9 მუხლის 11 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 11. პირს, ვის მიმართაც არის გამოტანილი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1354 მუხლით გათვალისწინებულ სამართადარღვევაზე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის დადგენილება ან/და საურავის დარიცხვის დადგენილება, მისი გამოტანიდან 10 დღის ვადაში, შეუძლია გაასაჩივროს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოში“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები