ახალქალაქის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის სტრატეგიის დამტკიცების შესახებ

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის სტრატეგიის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 10
დოკუმენტის მიმღები ახალქალაქის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 28/04/2022
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 29/04/2022
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.141.016353
10
28/04/2022
ვებგვერდი, 29/04/2022
010250050.35.141.016353
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის სტრატეგიის დამტკიცების შესახებ
ახალქალაქის მუნიციპალიტეტი
 

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №10

2022 წლის 28 აპრილი

ქ. ახალქალაქი

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის სტრატეგიის დამტკიცების შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-4 პუნქტის, მე-19 მუხლის ,,ბ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, საქართველოს კანონის „გენდერული თანასწორობის შესახებ“ მე-13 მუხლის, საქართველოს კანონის „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ მე-6 მუხლის, საქართველოს კანონის „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ შესაბამისად, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
დამტკიცდეს ახალქალაქის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის სტრატეგია დანართის შესაბამისად. 
მუხლი 2
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭომ მუნიციპალიტეტში გენდერული თანასწორობის საკითხებზე პასუხისმგებელ საჯარო მოსამსახურეებთან ერთად ამ დადგენილების ამოქმედებიდან ერთი თვის ვადაში შეიმუშაოს ახალქალაქის მუნიციპალიტეტის გენდერული სტრატეგიის მუნიციპალური სამოქმედო გეგმა.
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. 

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარენაირი ირიციან



ახალქალაქის მუნიციპალიტეტის 2022-2025 წლების საშუალოვადიანი

გენდერული თანასწორობის  სტრატეგია

 

თავი I


ახალქალაქის მუნიციპალური გენდერული თანასწორობის  სტრატეგიული მიმართულებები და მიზნები

მუხლი 1
სტრატეგია განსაზღვრავს ახალქალაქის მუნიციპალიტეტის 2022-2025 წლების გენდერულ პოლიტიკას და გენდერული თანასწორობის მიზნის მისაღწევად პრიორიტეტულ მიმართულებებს.

ადგილობრივი თვითმმართველობა ხორციელდება ადგილობრივი მოქალაქების საჭიროებების შესაბამისად, თვითმმართველობის პროცესში ქალთა და მამაკაცთა საჭიროებებისა და ინტერესების თანასწორი გათვალისწინებით.

სტრატეგია ითვალისწინებს ერთობლივ მიდგომას თვითმმართველობის განხორციელების პროცესში, შესაბამისი სამსახურების საქმიანობის უზრუნველყოფას გენდერული თანასწორობის, დისკრიმინაციის აღმოფხვრის ქალის და მამაკაცის თნაბარი მონაწილეობისათვის აუცილებელი გარემოს შექმნას როგორც ინფრასტრუქტურული, ისე განათლების, კულტურის და სოციალური მიმართულებით.

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს მიერ ჩატარებული მუნიციპალიტეტის მოქალაქეთა საჭიროებების კვლევის ანალიზის საფუძველზე გამოიკვეთა შემდეგი მიმართულებები:

1. ახალქალაქის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობით და აღმასრულებელ სტრუქტურებში გენდერული თანასწორობის სამართლებრივ-ორგანიზაციული უზრუნველყოფა.

2. მუნიციპალიტეტის საფინანსო-ეკონომიკურ სფეროში გენდერული თანასწორობის უზრუნველყოფა.

3. კულტურის, განათლების, ახალგაზრდობის საკითხებსა და სპორტის სფეროში გენდერული თანასწორობის უზრუნველყოფა.

4. სოციალურ სფეროში გენდერული თანასწორობის უზრუნველყოფა.

5. გენდერული ნიშნით დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრა.

6. ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრა.

 

თავი II

სტრატეგიის ძირითადი მიმართულებები და პრიორიტეტები

მუხლი 2. ახალქალაქის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობით და აღმასრულებელ სტრუქტურებში გენდერული თანასწორობის სამართლებრივ-ორგანიზაციული უზრუნველყოფა
ამ მიმართულების პრიორიტეტებია:

1. გენდერული თანასწორობის მუნიციპალური სამოქმედო გეგმა – მოიცავს:

ა) ახალქალაქის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის 2021 წლების მუნიციპალური გეგმის შეფასებისა და საჭიროებების კვლევის შედეგების საფუძველზე, 2022-23 წლების გენდერული თანასწორობის მუნიციპალური სამოქმედო გეგმის შემუშავება და საკრებულოს მიერ დამტკიცებას.

ბ) ახალი 2022-23 წლების მუნიციპალური გეგმის განხორციელების მატერიალურ ტექნიკურ უზრუნველყოფას;

გ) გეგმის განხორციელების მონიტორინგისა და ანგარიშგების წესების განსაზღვრას;

დ) შეფასების შედეგად იდენტიფიცირებული საჭიროებების გათვალისწინებით ახალი 2024-2025 წლების სამოქმედო გეგმის შემუშავებას, დამტკიცებასა და განხორციელებას.

2. ახალქალაქის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის ინსტიტუციური მექანიზმების სრულყოფა და სრულფასოვანი ფუნქციონირების უზრუნველყოფა – მოიცავს:

ა) გენდერული თანასწორობის საბჭოს“ – სამოქმედო გეგმის განხორციელების შეფასებას;

ბ) გენდერული თანასწორობის საბჭოს“ – შეფასების შედეგად იდენტიფიცირებული საჭიროებების შესაბამისი სამოქმედო გეგმის შემუშავებასა და განხორციელებას;

) „გენდერული თანასწორობის საბჭოს“ – სამოქმედო გეგმის განხორციელებისა და მონიტორინგისათვის შესაბამისი ადამიანური და მატერიალური რესურსების უზრუნველყოფას;

დ) საჭიროების შემთხვევაში მუნიციპალური გენდერული თანასწორობის საბჭოს შემადგენლობის გადახედვასა და განახლებას;

ე) მუნიციპალიტეტის მერიაში გენდერზე პასუხისმგებელი პირის საქმიანობის სამართლებრივ ორგანიზაციული უზრუნველყოფის მიზნით საჭიროებების შესწავლის საფუძველზე, საჭიროებების შესაბამისი მატერიალურ ტექნიკური უზრუნველყოფას.

ვ) ახალქალაქის მუნიციპალიტეტში გენდერული თანასწორობის მუნიციპალური სამოქმედო გეგმის განსახორციელებლად გენდერულ საკითხებზე პასუხისმგებელი პირის სამუშაო გეგმის შემუშავება და განხორციელება.

3. მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის პოლიტიკისა და სამოქმედო გეგმის განხორციელების მონიტორინგისა და ანგარიშგების სისტემის უზრუნველყოფა – მოიცავს:

ა) მუნიციპალიტეტის „გენდერული აუდიტის“ განხორციელებასა და შეფასების შესაბამის ცვლილებებს მის საქმიანობაში;

ბ) მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ სამოქმედო გეგმის მონიტორინგის განხორიელების პერიოდულობის განისაზღვრას, მეთოდოლოგიის დამტკიცებასა და პასუხისმგებელი უწყების იდენტიფიცირებას;

გ) მონიტორინგის შედეგების მართვისა და მუნიციპალიტეტის მოსახლეობისათვის მიწოდების წესის დამტკიცებას.

4. საჭიროებათა კვლევის ინსტრუმენტის დანერგვა – მოიცავს:

ა) ჩატარებული კვლევის შედეგების სრულყოფილ მიზნით მეთოდოლოგიით გათვალისწინებული მოსახლეობის ინდივიდუალური გამოკითხვის უზრუნველყოფას;

ბ)  მუნიციპალიტეტის მიერ მეთოდოლოგიის დამტკიცებას, მისი შედეგების განახლებისა და მუნიციპალიტეტის საქმიანობაში ასახვის მიზნით;

გ) მეთოდოლოგიის განხორციელებაზე პასუხისმგებელი უწყებების იდენტიფიცირებას;

დ) იდენტიფიცირებული პასუხისმგებელი უწყებების წარმომადგენელ პირთა გადამზადებას და კვლევის განხორციელებისათვის საჭირო მატერიალურ ტექნიკურ უზრუნველყოფას.

5.  გენდერული ჭრილში სტატისტიკური მონაცემების მართვამოიცავს:

ა) მუნიციპალიტეტის მიერ გენდერულ ჭრილში სტატისტიკური ინფორმაციის მოკრების, სისტემატიზაციის, დამუშავების, შენახვისა და გამოქვეყნების წესის დამტკიცებას;

ბ) გენდერული სტატისტიკის წარმოებისათვის საჭირო ადამიანური და მატერიალური რესურსებით უზრუნველყოფას.

6. დროებითი სპეციალური ზომები ქალთა და კაცთა შორის არსებითი თანასწორობის მიღწევის დაჩქარების მიზნით, როგორც გადაწყვეტილების მიღების პროცესში, აგრეთვე  საზოგადოებრივ და პოლიტიკურ პროცესებში – მოიცავს გენდერული თანასწორობის სტიმულირებას ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში.


მუხლი 3. მუნიციპალიტეტის საფინანსო-ეკონომიკურ სფეროში გენდერული თანასწორობის უზრუნველყოფა
ამ მიმართულების პრიორიტეტებია:

გენდერული ბიუჯეტი – მოიცავს

  • მუნიციპალური შემოსავლებისა და ხარჯების გაანალიზებას სქესთან მიმართებაში, თუ რა განსხვავებულ  გავლენას ახდენს ქალებისა და კაცების ცხოვრებაზე ბიუჯეტის ხარჯები თუ შემოსავლები;
  • პრიორიტეტების განსაზღვრას გენდერული ასპექტების გათვალისწინებით, საბიუჯეტო რესურსების რესტრუქტურიზაციას გენდერული თანასწორობის მიღწევის მიზნით;
  • გენდერული ასპექტების გათვალისწინებას საბიუჯეტო პროცესის ყველა ეტაპზე;
  • ჩატარებული კვლევის შედეგად, მოქალაქეთა საჭიროებების გათვალისწინებით, გენდერულად მგრძნობიარე პროგრამული ბიუჯეტის დამტკიცებას.

) მუნიციპალურ საწარმოებსა და დაწესებულებებში კონტროლის მექანიზმების დახვეწა საქართველოს ორგანული კანონითსაქართველოს შრომის კოდექსითდადგენილი ანტიდისკრიმინაციული ნორმების დაცვაზე და შრომის ანაზღაურების სფეროში გენდერული დიფერენციაციის აღმოსაფხვრელად – მოიცავს,

  • როგორც ქალების, ისე კაცებისათვის სამსახურებრივი და ოჯახური ცხოვრების შეთავსების შესაძლებლობების შექმნის მიზნით ღონისძიებათა დაგეგმვას და შესაბამისი მექანიზმების დამკვიდრებას.

) ქალთა ეკონომიკური გაძლიერებამოიცავს

  • ქალთა ეკონომიკურ გაძლიერებაზე  და პოლიტიკურ პროცესებში მათი ჩართულობის სტიმულირებაზე ორიენტირებული მუნიციპალური პროგრამების შექმნას;

) გენდერული თანასწორობის მისაღწევად საჭირო ღონისძიებების შესაბამისი საბიუჯეტო უზრუნველყოფამოიცავს

  • მუნიციპალიტეტის გენდერული სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ღონისძიებების დაფინანსების მიზნით შესაბამისი ხარჯების ასახვას მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში.

მუხლი 4. კულტურის, განათლების, ახალგაზრდობის საკითხებსა და სპორტის სფეროში გენდერული თანასწორობის უზრუნველყოფა
ამ მიმართულების პრიორიტეტებია:

ა) კულტურის, განათლების, ახალგაზრდობის საკითხებსა და სპორტის სფეროში  გენდერულად დაბალანსებული მუნიციპალური პროგრამების დანერგვა და თანაბარი ხელმისაწვდომობა ორივე სქესის წარმომადგენელთათვის  – მოიცავს

  • კულტურის, განათლების, ახალგაზრდობის საკითხებსა და სპორტის სფეროში მუნიციპალური პროგრამების გენდერული ანალიზის შედეგად, მუნიციპალიტეტში მცხოვრები განსხვავებული სქესის, ასაკობრივი, თუ  შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მოქალაქეთა საჭიროებებზე მორგებული პროგრამების შემუშავებას.

ბ) მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ინტერესებზე, მათ შორის განსხვავებული სქესის, ასაკობრივი ან/და შესაძლებლობების მქონე ჯგუფების  ინტერესებზე  მორგებული, კულტურული და სპორტული ინფრასტრუქტურის მოწყობა – მოიცავს

  • მუნიციპალიტეტის ყველა ადმინისტრაციულ ერთეულში არსებული კულტურული და სპორტული ინფრასტრუქტურის მდგომარეობის შესწავლას;
  • არსებულ თუ შემდგომში დაგეგმილ კულტურულ და სპორტულ ინფრასტრუქტურაზე ხელმისაწვდომობისა და მოსახლეობის საჭიროებების კვლევას გენდერულ ჭრილში;
  • კვლევის შედეგად იდენტიფიცირებული საჭიროებების შესაბამისი კულტურული და სპორტული ინფრასტრუქტურის მოწყობას.

გ) სოფლად მცხოვრებ ქალთა და გოგონათა პროფესიული განათლების ხელმისაწვდომობის ხელშეწყობა – მოიცავს

  • მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები ქალებისა და გოგონების პროფესიულ განათლებაზე ხელმისაწვდომობის კვლევას;

კვლევის შედეგად იდენტიფიცირებული საჭიროებების გათვალისწინებით ქალთა და გოგონათათვის პროფესიული განათლების ხელშემწყობი მუნიციპალური პროგრამების შემუშავებასა და განხორციელებას. 


მუხლი 5. სოციალურ სფეროში გენდერული თანასწორობის უზრუნველყოფა
სოციალურ სფეროში გენდერული თანასწორობის გათვალისწინება და სოციალურად მგრძნობიარე ჯგუფების ინტეგრაცია გულისხმობს, ჯანმრთელობის დაცვის, სოციალური უზრუნველყოფისა და გენდერულად დაბალანსებული სოციალური პოლიტიკის შემუშავებასა და განხორციელებას, გენდერულ ასპექტთა გათვალისწინებას მოწყვლად ჯგუფთა სოციალური გააქტიურების ხელშესაწყობად, სოციალური ფონის გაუმჯობესებას და პროგრამებზე თანაბარ ხელმისაწვდომობას.

 ამ მიმართულების პრიორიტეტია:

 პრიორიტეტული პროგრამების გათვალისწინება სოციალურ პაკეტში, რომელიც მოიცავს:

  • მუნიციპალიტეტის შეჭირვებული და მოწყვლადი მოსახლეობის საჭიროებების კვლევას გენდერულ ჭრილში;
  •  სოციალური პაკეტით გათვალისწინებული პროგრამებით მოსარგებლეთა კვლევას გენდერულ ჭრილში;
  • კვლევის შედეგების საფუძველზე სოციალური პაკეტით განსაზღვრული პროგრამების პრიორიტეტების განსაზღვრას და საჭიროების შემთხვევაში ახალი პროგრამების შემუშავებასა და განხორციელებას.

მარტოხელა მშობლების სწავლის საფასურის უზრუნველყოფა ადგილობრივი ბიუჯეტიდან,  უმაღლეს სასწავლებლებში სწავლებისთვის, რათა მათ შრომის ბაზარზე იპოვონ შესაფერისი სამუშაო ოჯახის სოციალური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად.


მუხლი 6. გენდერული ნიშნით დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრა

ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელების პროცესში დაუშვებელია ნებისმიერი დისკრიმინაცია.

ამ მიმართულების პრიორიტეტია:

პრევენცია და რეაგირების მექანიზმების უზრუნველყოფა - მოიცავს

  •  მუნიციპალიტის საქმიანობა, აგრეთვე სამართლებრივი აქტები და შიდა რეგულაციები, შეუსაბამოს საქართველოს კანონს „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ და სხვა ანტიდისკრიმინაციულ კანონმდებლობას;
  • დანერგოს დისკრიმინაციის ფაქტზე რეაგირების ეფექტური მექანიზმები;
  • უზრუნველყოს დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის თავიდან აცილების მიზნით პრევენციული საინფორმაციო საგანმანათლებლო ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება;
  • მოახდინოს სწრაფი და ეფექტიანი რეაგირება სავარაუდო დისკრიმინაციის ნებისმიერ ფაქტზე;

დისკრიმინაციის ფაქტის დადასტურების შემთხვევაში საქართველოს კანონმდებლობისა და შიდა რეგულაციების შესაბამისად პასუხისმგებლობა დააკისროს მის დაქვემდებარებაში მყოფ დამრღვევ პირს და უზრუნველყოს დისკრიმინაციის შედეგების აღმოფხვრა მესამე პირის უფლებებისა და კანონიერი ინტერესების შეულახავად. 


მუხლი 7. ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრა მუნიციპალიტეტი მისი უფლებამოსილების ფარგლებში უზრუნველყოფს ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის, აგრეთვე არასრულწლოვანთა მიმართ ძალადობის პრევენციისა და  მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების მიზნით ეფექტური პროგრამების დაგეგმარებასა და განხორციელებას
მინიციპალიტეტი მისი უფლებამოსილების ფარგლებში უზრუნველყოფს ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის, აგრეთვე არასრულწლოვანთა მიმართ ძალადობის პრევენციისა და  მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების მიზნით ეფექტური პროგრამების დაგეგმარებასა და განხორციელებას

ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის პრევენციის მექანიზმები გულისხმობს იმ სოციალურ, ეკონომიკურ, სამართლებრივ და სხვა ღონისძიებათა ერთობლიობას, რომლებიც მიმართულია ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის, აგრეთვე არასრულწლოვანთ მიმართ ძალადობის მიზეზებისა და წინაპირობების თავიდან აცილებისკენ, ძალადობის აღკვეთისკენ, მოძალადის სამართლებრივი დევნისკენ, მისი დამოკიდებულებებისა და ქცევის კორექციისკენ, მსხვერპლის რეაბილიტაციისა და ადაპტაციისკენ (საქართველოს კანონი ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ მუხლი 6 პ.1).

ამ მიმართულების პრიორიტეტია:

) პრევენციული ღონისძიებები – მოიცავს

  • საინფორმაციო-საგანმანათლებლო პროგრამების დაგეგმვა და განხორციელება მუნიციპალიტეტის მოსახლეობისათვის, მუნიციპალური მმართველობის ორგანოებისა და მუნიციპალიტეტის მართვაში არსებული დაწესებულებების თანამშრომელთათვის;
  • ცნობიერების ამაღლების კამპანიების დაგეგმვა და განხორციელება ბავშვთა მიმართ ძალადობისა და „ნაადრევი ქორწინების“ საკითხებთან დაკავშირებით

) ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის, აგრეთვე არასრულწლოვანთა მიმართ ძალადობის მსხვერპლთა დაცვა და დახმარებ – მოიცავს

  • შეიმუშაოს და განახორციელოს ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის, აგრეთვე არასრულწლოვანთა მიმართ ძალადობის მსხვერპლთა დახმარების მიზნით მუნიციპალური პროგრამები.

თავი III

სტრატეგიის მონიტორინგი


მუხლი 8
სტრატეგიის და სამოქმედო გეგმით გათვალისწინებულ ღონისძიებათა განხორციელებას, თავის კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულო და მერია.

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულო ყოველწლიურად განიხილავს ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერის ანგარიშს სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შესრულების შესახებ და იღებს გადაწყვეტილებებს, სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის მიმდინარეობის დადებითად შეფასების, სტრატეგიასა და სამოქმედო გეგმაში ცვლილების შეტანის, ან/და რეკომენდაციების გაცემის შესახებ.

სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შესრულების კოორდინაციასა და შესრულებაზე მონიტორინგს ახორციელებს ახალქალაქის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭო, რომელიც საბჭოს სხდომაზე პერიოდულად განიხილავს სამოქმედო გეგმით გათვალისწინებულ ღონისძიებათა შესრულების მიმდინარეობას და შეიმუშავებს შესაბამის რეკომენდაციებს.