დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„პირბადის ტარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 15 ივნისის №368 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 228 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
მიღების თარიღი | 02/05/2022 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 02/05/2022 |
ძალაში შესვლის თარიღი | 02/05/2022 |
სარეგისტრაციო კოდი | 470230000.10.003.023439 |
|
„პირბადის ტარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 15 ივნისის №368 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „პირბადის ტარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 15 ივნისის №368 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 15/06/2020, 470230000.10.003.022082) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „პირბადის ტარების წესის“: 1. პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 1. ზოგადი დებულებები ეს წესი განსაზღვრავს პანდემიის ან/და ეპიდემიის დროს ამავე წესით განსაზღვრულ შემთხვევებში პირბადის ტარების წესსა და პირობებს.“. 2. მე-3 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. პირბადის გამოყენება აუცილებელია: ა) დახურულ საჯარო სივრცეში, კერძოდ: ა.ა) სამედიცინო საქმიანობის განმახორციელებელ დაწესებულებაში; ა.ბ) აფთიაქში; ბ) საზოგადოებრივ ტრანსპორტში (მათ შორის, მეტროპოლიტენში) გადაადგილებისას.“. 3. მე-4 მუხლის: ა) მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი და მე-4 პუნქტი ამოღებულ იქნეს; ბ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. ყრუ და სმენადაქვეითებული პირებისთვის შესაბამისი მომსახურების მიწოდების პროცესში, კომუნიკაციის მიზნით, გამოყენებულ უნდა იქნეს გამჭვირვალე პირბადე ან/და სახის ფარი (თუ შესაძლებელია უსაფრთხო დისტანციის დაცვა).“.
|
მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს 2022 წლის 2 მაისიდან.
|
|
დოკუმენტის კომენტარები