„საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური დახმარების 2022 წლის პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 24 დეკემბრის №18 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური დახმარების 2022 წლის პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 24 დეკემბრის №18 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 11
დოკუმენტის მიმღები საგარეჯოს მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 19/05/2022
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 23/05/2022
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2023
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.165.016432
11
19/05/2022
ვებგვერდი, 23/05/2022
010250050.35.165.016432
„საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური დახმარების 2022 წლის პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 24 დეკემბრის №18 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საგარეჯოს მუნიციპალიტეტი
 

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №11

2022 წლის 19 მაისი

ქ. საგარეჯო

 

„საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური დახმარების 2022 წლის პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 24 დეკემბრის №18 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის  საფუძველზე საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური დახმარების 2022 წლის პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 24 დეკემბრის №18 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge  27/12/2021, 010250050.35.165.016420) შეტანილ იქნეს  შემდეგი ცვლილებები:

1. დადგენილებით დამტკიცებული "საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური დახმარების 2022 წლის პროგრამის" მე-5 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. მრავალშვილიანი ოჯახების დახმარების პროგრამა (კოდი 06 02 01 02)

„საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ და ფაქტობრივად მცხოვრებ  სოციალურად დაუცველ (სარეიტინგო ქულა 1500000-მდე) მრავალშვილიან ოჯახებს, რომელებსაც ჰყავთ 4 და მეტი შვილი და ორი მაინც არის 18 წლამდე ასაკის, მიეცემათ ერთჯერადი 400 ლარიანი დახმარება, ხოლო ყოველ მომდევნო შვილზე დახმარება განისაზღვრება დამატებით 100 ლარით.

პროგრამით სარგებლობისათვის წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

ა) მრავალშვილიანი მშობლის სტატუსის ცნობა.

ბ) ქულების ამონაწერი სოციალური მომსახურების სააგენტოდან.

გ) დაბადების მოწმობის ასლები.

დ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი.

ე) ანგარიშის ამონაწერი ბანკიდან“.

2. დადგენილებით დამტკიცებული „საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური დახმარების 2022 წლის პროგრამის“ მე-5 მუხლის მე-10  პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„10. სამკურნალო და საოპერაციო ხარჯებით დახმარების პროგრამა (06 02 02 01)

ა) სოციალურად დაუცველი 200 000 სარეიტინგო ქულის მქონე ბენეფიციარების, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე  პირებისა და საბრძოლო მოქმედებებში მონაწილე ვეტერანების, 9 აპრილს დაზარალებული და დევნილი პირების სტაციონარული, ამბულატორიული მკურნალობის და ოპერაციების დაფინანსება ან/და თანადაფინანსება განისაზღვრება მოთხოვნილი თანხის 70 %-ით არაუმეტეს 1000 ლარისა. აღნიშნული სამიზნე ჯგუფებისთვის 300 ლარამდე მოთხოვნილი თანხა დაფინანსდება სრულად, ხოლო 18 წლამდე ბავშვთა სამიზნე ჯგუფებისათვის 500 ლარამდე მოთხოვნილი თანხა დაფინანსდება სრულად.

ბ) მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მქონე ბენეფიციარის   სტაციონარული, ამბულატორიული მკურნალობის და ოპერაციების დაფინანსება ან/და თანადაფინანსება განისაზღვრება მოთხოვნილი თანხის 50 %-ით არაუმეტეს 1000 ლარისა. სამედიცინო დიაგნოსტიკური, ლაბორატორიული ან სხვა გამოკვლევების დაფინანსება მკურნალობიოს ტაქტიკის განსაზღვრისათვის დაფინანსდება მოთხოვნილი თანხის 50 %-ით არაუმეტეს 500 ლარისა.

გ) ასაკით პენსიონერი პირის სამედიცინო სტაციონარული, ამბულატორიული მკურნალობის და ოპერაციების დაფინანსება ან/და თანადაფინანსება განისაზღვრება მოთხოვნილი თანხის 60%-ით არაუმეტეს 1000 ლარისა,  სამედიცინო დიაგნოსტიკური, ლაბორატორიული ან   სხვა გამოკვლევები მკურნალობის ტაქტიკის განსაზღვრისათვის  დაფინანსდება   წარმოდგენილი თანხის  50%-ით არაუმეტეს 500 ლარისა.

დ) სოციალურად დაუცველ მოქალაქეთა, რომელთა სარეიტინგო ქულა 200 000-მდეა, შშმ პირთა, ვეტერანთა, 9 აპრილის დაზარალებულთა, დევნილ პირთა სამედიცინო დიაგნოსტიკური, ლაბორატორიული ან სხვა გამოკვლევების დაფინანსება მკურნალობის ტაქტიკის განსაზღვრისათვის დაფინანსდება წარმოდგენილი თანხის 50 %-ით არაუმეტეს 500 ლარისა.

ე) სოციალურად დაუცველ 100 000 სარეიტინგო ქულის მქონე ბენეფიციარების სტაციონარული, ამბულატორიული მკურნალობის და ოპერაციების დაფინანსება ან/და თანადაფინანსება განისაზღვრება მოთხოვნილი თანხის 90%-ით არაუმეტეს 1000 ლარისა, ხოლო 100000 სარეიტინგო ქულის მქონე პირები რომლებიც ამავდროულად არიან ასაკით პენსიონერი, შშმ პირის სტატუსის მქონე ან 16 წლამდე ბავშვი სამკურნალო საოპერაციო 1000 ლარამდე მოთხოვნილი თანხა დაუფინანსდება 100% ით. სადიაგნოსტიკო კვლევების თანხა 700 ლარამდე დაუფინანსდება ასევე 100 %-ით.

ვ) მე-10 პუნქტით გათვალისწინებული ყველა სამიზნე ჯგუფისთვის, გარდა „ზ“ ქვეპუნქტისა,  თუ თანაგადახდის მოცულობა ბენეფიციარის მხრიდან 3000 ლარს აჭარბებს, დახმარება გაეწევა ერთჯერადად 1500 ლარის ოდენობით, ხოლო  თუ თანაგადახდის მოცულობა ბენეფიციარის მხრიდან 4000 ლარს აჭარბებს  დახმარება გაეწევა ერთჯერადად 2000 ლარის ოდენობით. თუ თანაგადახდის მოცულობა ბენეფიციარის მხრიდან 5000 ლარს აჭარბებს დახმარება გაეწევა ერთჯერადად 3000 ლარის ოდენობით.

ზ) სამედიცინო დამხმარე საშუალებების თანადაფინანსება  შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის. პროგრამის ფარგლებში ასევე დაფინანსდება უსინათლოთა ხელჯოხები, ხმოვანი წნევის აპარატები, სოციალურად დაუცველი (100 001 მდე სარეიტინგო ქულა) და ონკოლოგიური  პაციენტების პროთეზის, ან სხვა დამხმარე სამედიცინო საშუალებების თანხები. ზემოთჩამოთვლილი სამიზნე ჯგუფებისთვის 300 ლარამდე მოთხოვნილი თანხა დაფინანსდება სრულად, სამას ლარზე მეტი თანხის შემთხევაში, ბენეფიციარი ერთჯერადად დაფინანსდება 500 ლარით. 18 წლამდე დიაბეტით დაავადებულ პირთა შაქრის საზომი აპარატის ჩხირების ყოველთვიური დაფინანსება. არაუმეტეს  120 ლარისა. (საჭიროების მიხედვით).

თ) პროგრამით სარგებლობისათვის წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

თ.ა) ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობის (ფორმა-N IV-100/ა), ანგარიშფაქტურა და კალკულაცია, საყოველთაო ჯანდაცვის საგარანტიო არსებობის შემთხვევაში, ცნობა ლიმიტის ამოწურვის შესახებ, სამედიცინო დამხმარე საშუალებების დაფინანსების ვაუჩერი,  მისი არსებობის შემთხვევაში.

თ.ბ) ქულების ამონაწერი სოციალური მომსახურების სააგენტოდან. სამიზნე ჯგუფთათვის შესაბამისი სტატუსის განმსაზღვრელი დოკუმენტაცია.

თ.გ) დაბადების მოწმობის ასლი. (არასრულწლოვანი პირის შემთხვევაში).

თ.დ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი.“

3. დადგენილებით დამტკიცებული „საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური დახმარების 2022 წლის პროგრამის“ მე-5 მუხლის მე-11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„11. მედიკამენტების შეძენაზე დახმარების პროგრამა (კოდი 06 02 02 02)

ა) ონკოლოგიური დაავადების მქონე ბენეფიციარებს მედიკამენტებით დახმარება გაეწევათ ლიმიტის ამოწურვამდე 700 ლარამდე თანხით.

ბ) სოციალურად დაუცველ 200 001 ათასი ქულის მქონე ბენეფიციართა მედიკამენტებით დახმარება, შშმ. პირთა მედიკამენტებით დახმარება, დევნილ პირთა მედიკამენტებით დახმარება, ვეტერანთა მედიკამენტებით დახმარება; ეპილეფსიით დაავადებულ პირთა მედიკამენტებით დახმარება, ფენილკეტონურიით, ან სხვა იშვაითი დაავადების მქონე პირთა მედიკამენტებით დახმარება, აღნიშნული პროგრამის ფარგლებში ბენეფიციარი დაფინანსდება 300-500 ლარამდე თანხით. სიცოცხლისათვის საშიში დაავადებების მქონე ბენეფიციარი ეკონომიკური მდგომარეობის გათვალისწინებით დაფინანსდება 500 ლარამდე თანხით.

გ) მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მქონე ისარგებლებს  მედიკამენტებით დახმარების პროგრამით და დაფინანსება გაეწევა 300-500 ლარამდე თანხით. სიცოცხლისათვის საშიში დაავადებების მქონე ბენეფიციარი ეკონომიური მდგომარეობის გათვალისწინებით დაფინანსდება 500 ლარამდე თანხით.

დ) ასაკით პენსიონერი პირი ისარგებლებს მედიკამენტებით დახმარების პროგრამით და დაფინანსება გაეწევა 300-500 ლარამდე თანხით. სიცოცხლისათვის საშიში დაავადებების მქონე ბენეფიციარი ეკონომიური მდგომარეობის გათვალისწინებით დაფინანსდება 500 ლარამდე თანხით.

ე) პროგრამით სარგებლობისათვის წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

ე.ა) ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობის (ფორმა-N IV-100/ა), ანგარიშფაქტურა და კალკულაცია, საყოველთაო ჯანდაცვის საგარანტიო არსებობის შემთხვევაში, ცნობა ლიმიტის ამოწურვის შესახებ.

ე.ბ) ქულების ამონაწერი სოციალური მომსახურების სააგენტოდან. სამიზნე ჯგუფთათვის შესაბამისი სტატუსის განმსაზღვრელი დოკუმენტაცია.

ე.გ) დაბადების მოწმობის ასლი. (არასრულწლოვანი პირის შემთხვევაში).

ე.დ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი.“

4. დადგენილებით დამტკიცებული „საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური დახმარების 2022 წლის პროგრამის“  მე-5 მუხლის მე-13 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„13. ბიკარბონატული ჰემოდიალიზი-თირკმლის ქრონიკული უკმარისობით დაავადებულთა სამედიცინო დაწესებულებაში ტრანსპორტირების დაფინანსების პროგრამა (06 02 02 04)

ჰემოდიალიზის სახელმწიფო პროგრამით მოსარგებლე ბენეფიციარების  ტრანსპორტის ხარჯის თანადაფინანსების ოდენობა განისაზღვრება 130 ლარით, თანხის ჩარიცხვა ხდება ყოველთვიურად მთელი წლის განმავლობაში.

პროგრამით სარგებლობისათვის წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

ა) ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობის (ფორმა-N IV-100/ა). 

ბ) დაბადების მოწმობის ასლი. (არასრულწლოვანი პირის შემთხვევაში)

გ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი.

დ) ანგარიშის ამონაწერი ბანკიდან.“.

5. დადგენილებით დამტკიცბული „საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური დახმარების 2022 წლის პროგრამის“ მე-5 მუხლის 23-ე პუნქტის  „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) დიდი სამამულო ომის ვეტერანებზე სადღესასწაულოდ გაიცემა ფულადი საჩუქარი ერთჯერადად 500 ლარი. დაკრძალვის სარიტუალო ხარჯისთვის – 250 ლარი.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საგარეჯოს მუნიციპაალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეალექსი გილაშვილი